varvaras სახელობის კონკურსი
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
varvaras სახელობის კონკურსი
დღეს დამირეკა ვარვარას დედამ - ქალბატონმა თინამ და შეგვატყობინა, რომ ჩვენი თეას სახელზე ასეთი კონკურსი ტარდება.
ჩატარდება 22 დეკემბერს 4 საათზე თეას სამსახურში -ჭოველიძის 10.(ყოფილი ბელინსკის ქ.)
ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს ყოფილი თანამშრომლის, თეა ახობაძის სახელობის კონკურსს
ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” აცხადებს კონკურსს ორიგინალური სტატიის/მცირე ნაშრომის მოსამზადებლად თემაზე: ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
თემა
“ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები”.
კონკურსის პირობები
მიიღება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განაცხადები;
ჩატარდება 2 კონკურსი, ერთი-ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ხოლო მეორე-მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით არანაკლებ 2 გვერდისა და არაუმეტეს 5 გვერდისა;
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს “AcadNusx” ან “Sylfaen” შრიფტით ქართულ ენაზე;
ტექსტი უნდა იყოს გამართული და რედაქტირებული;
კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა მოაწყონ სტატიის/ნაშრომის პრეზენტაცია;
კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სალარე ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბანკიდან (საბანკო რეკვიზიტები);
გამარჯვებულ სტატიებზე საავტორო უფლებები გადაეცემა ფონდს “ღია საზოგადოება - საქართველო”.
ვადები
კონკურსისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 დეკემბერი;
განაცხადების შეფასება დასრულდება 2010 წლის 19 დეკემბერს;
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება 2010 წლის 22 დეკემბერს.
პრიზები კონკურსში გამარჯვებულთათვის
I ადგილი - ერთი ნომინაცია - 800 ლარი;
II ადგილი - ორი ნომინაცია - 400 ლარი;
III ადგილი - სამი ნომინაცია - 200 ლარი.
კონკურსისთვის განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას:
ელექტრონული ფორმით, მეილზე - nato@osgf.ge (მოითხოვეთ ფონდის მხრიდან წერილის მიღების/რეგისტრაციის დადასტურება. თუ დასტური ვერ მიიღეთ, გთხოვთ გადაამოწმოთ ტელეფონის საშუალებით)
ან
ფონდის ოფისის სამდივნოში (ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, თბილისი, 0108, ჭოველიძის ქ. â„– 10, ყოფილი ბელინსკის ქუჩა, ტელ: 25 04 63).
განაცხადის წარმოდგენისას მიუთითეთ:
1. კონკურსის დასახელება - “თეა ახობაძის სახელობის კონკურსი”;
2. კონკურსში მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
3. კონკურსში მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი და მისამართი;
4. საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე: 25 04 63 (ნატო ფიცხელაური) ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით: nato@osgf.ge .
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები თეა ახობაძის შესახებ
თეა ახობაძე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" მუშაობდა 2004-2010 წლებში. იგი გარდაიცვალა 2010 წლის 12 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
თეა იყო ზიანის შემცირების სფეროს შესანიშნავი სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ზიანის შემცირების პროგრამასა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივას. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, სიცოცხლის ბოლო დღეებამდე თავდაუზოგავად მუშაობდა სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტერესების დაცვაზე და საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე.
თეა 1972 წლის 8 აგვისტოს დაიბადა ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა. წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, იმუნოლოგიის განხრით. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, ვორვიკის უნივერსიტეტში (The University of Warwick), სადაც მოიპოვა მედიცინის სოციალური ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 11 წლის მანძილზე მუშაობდა იმუნორეგულაციისა და იმუნობიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში; მუშაობდა ასევე საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოსახლეობის საკომუნიკაციო პროგრამაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში. ბოლო წლები კი ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოში” გაატარა.
<< უკან დაბრუნება

Last edited by chuna on 21 დეკ 2010, 19:16, edited 5 times in total.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
varvaras სახელობის კონკურსი
მიხარია, რომ აწ გარდაცვლილ თანაფორუმელ ვარვარას 3სახურშიც აფასებენchuna wrote:დღეს დამირეკა ქალბატონმა თინამ და შეგვატყობინა, რომ ჩვენი ვარვარას სახელზე ასეთი კონკურსი ტარდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
varvaras სახელობის კონკურსი
ბევრი სამსახურის გამო ვერ ახერხებს, მაგრამ...ვისაც გეცლებათ ნუ დაიზარებთ, წამოდით...ვარვარას გასახსენაბლად კიდევ ერთხელ შევიკრიბებით....ბევრი რამ ჩვენ არც ვიცით მასზე...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
varvaras სახელობის კონკურსი
ჭუნიკოchuna wrote:ბევრი სამსახურის გამო ვერ ახერხებს, მაგრამ...ვისაც გეცლებათ ნუ დაიზარებთ, წამოდით...ვარვარას გასახსენაბლად კიდევ ერთხელ შევიკრიბებით....ბევრი რამ ჩვენ არც ვიცით მასზე...
დაწერე დრო სთის ჩათვლით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
varvaras სახელობის კონკურსი
22 დეკემბერს 4 საათზე თეას სამსახურში -ჭოველიძის 10.(ყოფილი ბელინსკის ქ.)
ესაა გამომცემლობა სამშობლოსთან, თუ გინდათ დაწერეთ და კუთხესი შევიკრიბოთ!
ესაა გამომცემლობა სამშობლოსთან, თუ გინდათ დაწერეთ და კუთხესი შევიკრიბოთ!
varvaras სახელობის კონკურსი
chuna
4-ზე თუა, ეგ იმას ნიშნავს, რომ მოსვლის არც ისე დიდი შანსი მაქვს.
აუფ! აკი 2 საათიო?4 საათზე

4-ზე თუა, ეგ იმას ნიშნავს, რომ მოსვლის არც ისე დიდი შანსი მაქვს.
varvaras სახელობის კონკურსი
ძალიან შევეცდები მოვიდე !
varvaras სახელობის კონკურსი
ვერ მოვედი..... 
ვინები იყავით?

ვინები იყავით?
varvaras სახელობის კონკურსი
აბა ჭუნუსი მოგვიყევი რა ხდებოდა?
კარავიდან წესითა და კანონით უნდა მივსულიყავით ვინე, მაგრამ მოვიკოჭლეთ და ვიზარმაზცეთ....
კარავიდან წესითა და კანონით უნდა მივსულიყავით ვინე, მაგრამ მოვიკოჭლეთ და ვიზარმაზცეთ....
varvaras სახელობის კონკურსი
ვიყავით მე, გურული, პაატა და გელა დაიაური.
ვარვარაზე უთბილესი სიტყვები თქვეს ორგანიზატორებმა...
აბა, ჩვენ არც კი ვიცნობდით მას ამ კუთხით, როგორ სერიოზულ პროექტებს ხელმძღვანელობდა და როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო. სამსახურში ისევე უყვარდა ყველას, როგორც ჩვენ "კარავზე". ან როგორ შეიძლება, თეა არ გყვარებოდა?!
ეკრანზე პროექტორით სულ ვარვარას ფოტოები ტრიალებდა......ყველგან მოსიყვარულე და გაღიმებული იყო, მხიარული.....
ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებდით...
თინა დეიდა ვნახეთ, თეას და -მაიკო და დის შვილები.
საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს ძალიან. საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ-სტუდენტები და მაგისტრანტები....დაჯილდოვდნენ სიგელებით და მგონი თანხებიც იგულისხმებოდა.....
შემდეგ გადავინაცვლეთ ალა-ფურშეტზე...მე და გურულმა თეას მოსაგონარი შევსვით, ბიჭები ვერ მოვიყვანე ახლოს.... მე რაღაცეებიც დავაგემოვნე და წამოვედით.
ამ დღეს ვარვარას დღე დაერქვა ჩემთვის, განცდაც ისეთი იყო, თითქოს შევხვდი, დავეკონტაქტე და ცოტა მაინც მოვისურვილე ჩვენი ვარვარა.

თეა ახობაძის სახელობის კონკურსის თემაზე: ”ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები” შედეგები
გაცნობებთ, რომ ამა წლის 17 დეკემბერს, ჩატარდა თეა ახობაძის სახელობის კონკურსი თემაზე: "ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები".
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მადლობას უხდის ყველა სტუდენტს კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის და გამოთქვამს მომავალშიც მათთან თანამშრომლობის სურვილს.
ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებულები:
I ადგილი:
- ქეთევან ლომსაძე
II ადგილი:
- ნინო ჯინჭარაძე
- მერაბ როსტიაშვილი
III ადგილი:
- რუსუდან როგავა, გიორგი ნარმანია
- გურანდა თეთრაძე, თინათინ ცერცვაძე
- ნინო მაჭარაშვილი, დავით გორგილაძე
- მარგალიტა ჯაფარიძე, ელენე ხაჭაპურიძე, მარიამ ნიკურაძე
- ვასილ კუჭუხიძე
- გიორგი კანკია
მაგისტრატურის სტუდენტებს შორის გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებულები:
I ადგილი:
- ილია ჩხეიძე
II ადგილი:
- ნათია ხარიბეგაშვილი
- ნინო შოთნიაშვილი
III ადგილი:
- მარიამ მათიაშვილი
გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება გაიმართება- 22 დეკემბერს, 16:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ჭოველიძის ქუჩა â„–10).