Page 1 of 1

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 18 ნოე 2010, 23:46
by Sarajistka
კარაველებო, ძალიან მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით. იქნებ ვინმეს გქონდეთ...

ლიხაურის მხატვრობა 1995–1996 წლებში ჩამოყარეს და ახლიდან დაიწყეს შელესვა და მოხატვა. ის ჩამოყრილი მხატვრობა კი აქამდე ეკლესიში იყო და სულ რამოდენიმე დღეა, რაც სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტმა ჩამოიტანა და ვეცდებით როგორმე აღვადგინოთ, რაიმე ფორმით მაინც. აღდგენას ართულებს დოკუმენტაციის უქონლობა. ვერსად მოვიძიეთ ფოტო მხატვრობის ჩამოყრამდე გადაღებული.

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 24 ნოე 2010, 00:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sarajistka wrote:კარაველებო, ძალიან მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით. იქნებ ვინმეს გქონდეთ...

მე მაქვს ლიხაურის მხატვრობა სრულად გადაღებული, ოღონდ ბოლო პერიოდის.

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 24 ნოე 2010, 09:40
by ლეონტი
ტაზარი მეთორმრტე საუკუნისაა, და მხატვრობა რომელი საუკუნის იყო?

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 29 ნოე 2010, 19:43
by Sarajistka
ლეონტი wrote:ტაზარი მეთორმრტე საუკუნისაა, და მხატვრობა რომელი საუკუნის იყო?

XV საუკუნის

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 29 ნოე 2010, 19:47
by Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sarajistka wrote:კარაველებო, ძალიან მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით. იქნებ ვინმეს გქონდეთ...

ლიხაურის მხატვრობა 1995–1996 წლებში ჩამოყარეს და ახლიდან დაიწყეს შელესვა და მოხატვა. ის ჩამოყრილი მხატვრობა კი აქამდე ეკლესიში იყო და სულ რამოდენიმე დღეა, რაც სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტმა ჩამოიტანა და ვეცდებით როგორმე აღვადგინოთ, რაიმე ფორმით მაინც. აღდგენას ართულებს დოკუმენტაციის უქონლობა. ვერსად მოვიძიეთ ფოტო მხატვრობის ჩამოყრამდე გადაღებული.
მე მაქვს ლიხაურის მხატვრობა სრულად გადაღებული, ოღონდ ბოლო პერიოდის.
1994 წლამდე მჭირდება, რომ აღდგენა მოხერხდეს ფოტოების მიხედვით :(

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 30 ნოე 2010, 19:05
by ლეონტი
ვის აექავა ხელები ასეთი ძველი ფრესკის ჩამოყრაზე?
რამდენი ტვინნაღძობია ყოველ5-10 ნაბიჯზე?
ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას მიაკითხეთ?
დავიჯერო მაგათ არა აქვთ სლაიდები?

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 01 დეკ 2010, 01:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sarajistka wrote: 1994 წლამდე მჭირდება, რომ აღდგენა მოხერხდეს ფოტოების მიხედვით :(
1994მდელი ფოტოები, ცხადია, არ მაქვს
შეიძლება, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეძლოს დახმარება

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 01 დეკ 2010, 01:36
by Sarajistka
ლეონტი wrote:ვის აექავა ხელები ასეთი ძველი ფრესკის ჩამოყრაზე?
რამდენი ტვინნაღძობია ყოველ5-10 ნაბიჯზე?
ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას მიაკითხეთ?
დავიჯერო მაგათ არა აქვთ სლაიდები?
\

ძეგლთა დაცვაში კეთდება ამის კონსერვაცია და შესაბამისად ყველაგან დაძებნილია, მაგრამ ვერსად ვნახეთ... მოსახლეობას უფრო შანსია, რომ ქონდეს, ან ვინმე ფოტოგრაფს და მიტომცა მოვაკითხე კარავს...

ლიხაურის კედლის მხატვრობა

Posted: 01 დეკ 2010, 01:36
by Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Sarajistka wrote: 1994 წლამდე მჭირდება, რომ აღდგენა მოხერხდეს ფოტოების მიხედვით :(
1994მდელი ფოტოები, ცხადია, არ მაქვს
შეიძლება, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეძლოს დახმარება
მადლობა გოგა. ეს კარგი ვარინტია. მოვიძიებთ მანდაც.