ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by აცაბაცა » 10 ნოე 2010, 16:39

თუ შენ გაქვს დამუქებული მინა შუქგაუმტარი ფირით, ეს ფირი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას და იბურცება..... ამიტომ ძალიან ადვილია აძრობა თმის გასაშრობით!!! :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Makena » 10 ნოე 2010, 16:51

გუშინ საღამოს ვუსმინე საპატრულოს ხელმძღვანელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
დასკვნა:
წინა საქარე 0%
გვერდითი 40%
უკანა გვერდითი 75%
კიდევ უფრო უკანა ნებისმიერი.

მართალი გითხრათ წინა გვერდითი მინების 40% დაშვება ვერ გავიგე რას ნიშნავს... 40 % უკეთ დაინახავენ? მე რომ მკითხო წინა გვერდითებზე საერთოდ 0 უნდა იყოს ხოლო უკანა გვერდითებზე ნებისმიერი.
ასევე არ მომწონს ის რომ ყველა სამთავრობო და სხვა სპეც მანქანებს უფლება აქვთ 100% დაბურონ მინები, ანუ შეიქმნა პრივილეგირებული ფენა !
დალალე... ჩვეულებრივი მოქალაქე ყოველთვის დაგოიმებული რატომ უნდა იყოს? მოკლედ მემგონი თვითონაც არ იციან რისთვის შემოიღეს ეს აკრძალვა.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Wanderer » 10 ნოე 2010, 22:27

del
დილიდან მთელი ქალაქი მოვიარე დღეს და 1-2 მანქანა ვნახე სულ დამუქებული მინებით.
არ ვიცი. არ ვიცი.

დღეს რაღაც საქმეებზე დავდიოდი და სადღაც ნახევარ საათში მარტო ჩემს უბანში უამრავი მანქანა დავაფისირე მუქი მინებით...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Wanderer » 10 ნოე 2010, 22:32

Makena
მართალი გითხრათ წინა გვერდითი მინების 40% დაშვება ვერ გავიგე რას ნიშნავს... 40 % უკეთ დაინახავენ?
40% ნიშნავს დამუქებას 40%-ით. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შუქის 60% უნდა აღწევდეს მაგ მინაში.
წინა საქარე 0%
ასეთი წინა საქარე მინა არ არსებობს. ცოტა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ სისულელე თქვეს და სხვანაირად დაიწყეს ჭიკჭიკი...



წინა საქარე მინების უმეტესობას სადღაც 10-20% აქვს ქარხნული დაბურვა. ხოლო წინა გვერდითა მინების ქარხნული დაბურვა როგორც წესი 35-40%-ის ფარგლებშია. ამ ორივე შემთხვევაში მინები საკმაოდ ბაცია და შეიძლება კაცს საერთოდ დაუბურავი ეგონოს. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Druides » 12 ნოე 2010, 02:01

ზუსტად იგივე კანონი მოქმედებს პოლონეთში და როგორც ვატყობ აქედან გამდმოაქვთ ბევრი კანონი... ერთი ეკონომიკის შენებაც ისწავლონ პოლონელებისგან და ავშენდებით :)
ისე აქ პროტესტი არ ყოფილა ამ კანონთან დაკავშირებით და საზოგადოებამ ნორმალურად მიიღო ეს კანონი და მძღოლის გვერდზე როცა ვზივარ ღვედსაც ვიკეთებ, რადგან არ მინდა 70 ლარი გადავიხადო ჯარიმა... ერთხელ უკვე გადავიხადე 80ლარი წითელზე რომ გადავირბინე ქუჩა და ვისწავლე ჭკუა ჩემი სტიპენდიის მე-10 არ მინდა სახელმწიფოს ბიუჯეტში გაუშვა ბოლო-ბოლო 3-4 დღის სადილია :))))))))))))))
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Wanderer » 12 ნოე 2010, 09:10

Druides
ზუსტად იგივე კანონი მოქმედებს პოლონეთში
ისე აქ პროტესტი არ ყოფილა ამ კანონთან დაკავშირებით
რა იცი შენ რომ არ ყოფილა. :) თუმცა შეიძლება მართლაც არ ყოფილიყო და თუ რატომ ავხსნი ქვემოთ.

ვიცით რომ ევროკავშირში მოქმედებს მსგავსი კანონები და საერთოდ ბევრი რამეს აკოპირებენ ჩვენები ევროკავშირის ქვეყნებიდან(ხანდახან უაზროდ!), მაგრამ ჩვენ ამ კანონის(უფრო სწორად ბრძანების) უსამართლობაზე ვჩივით. საქმე იმაშია, რომ აქ პოლონეთთან შედარებით ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ეკონომიკური მდგომარეობა შენც ახსენე. და რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს არის ავტომობილების პარკი. პოლონეთი შუაგულ ევროპაში მდებარეობს და სიახლოვის გამო პოლონეთში ყოველთვის იქნება ევროპული მანქანების სიჭარბე, რომლებიც თავიდანვე მაგ სტანდარტებით მზადდება და შესაბამისად პოლონელებს მაგ კანონის შემოღების მომენტში წესით არ უნდა გასჭირვებოდათ მოთხოვნების შესრულება.

რაც შეეხება საქართველოს. აქ ავტომობილების ძირითადი მომწოდებლები არიან იაპონია და ამერიკა, სადაც მოქმედებს მინების დაბურვის AS სტანდარტი. ამერიკულ-იაპონური კანონები(სხვადასხვა შტატში განსხვავებულია) ევროპულისგან განსხვავებით უკანა გვერდითა მინების დაბურვას ან არ კრძალავს ან არის ლოიალური. ახლა წარმოიდგინე შენ რომ ამ ამერიკულ-იაპონური მანქანებით სავსე საქართველოში ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ უეცრად ამოქმედდა ევროპული კანონი და ადამიანი, რომელსაც გულით გინდა რომ კანონები დაიცვა, გამოდიხარ კანონდამრღვევი. ხო კარგია?! :)

ამ დღეებში დაიანგარიშეს მიახლოებით და უკანა გვერდითა მინა საქართველოში დაბურული უნდა ჰქონდეს როგორც მინიმუმ 100 000 მანქანას! სულ დაახლოებით მილიონზე ცოტა მეტი მანქანაა საქართველოში. შეიძლება გამოუშვა ბრძანება და 100 000 სუბიექტი მომენტალურად აქციო კანონდამრღვევად? :)

სიტუაციას ამძიმებს ის, რომ ბრძანების შემოღებიდან ამოქმედებამდე სულ 8 დღე ჰქონდათ მძღოლებს რომ მანქანა წესრიგში მოეყვანათ. ფირის ჩამოხევა 8 დღეში არ არის პრობლემა, მაგრამ მიდი აბა მინა გამოცვალე 8 დღეში როცა ჩამოტანას უნდა მარტო 1 თვე მინიმუმ....

კარგი, დავანებოთ მაგას თავი. ასევე დავანებოთ თავი იმასაც რომ მინების გამოცვლა სერიოზული თანხები ჯდება(თუმცა ესეც სერიოზული პრობლემაა). დავუშვათ გაქვს ბევრი ფული, ხარ კანონისთვის თავგანწირული ადამიანი და მზად ხარ გამოცვალო მინები. რა მინა უნდა ჩასვა ორიგინალის მაგივრად როცა შემცვლელი არ არსებობს? :) მაგალითად იგივე ჩემი მანქანისთვის ფიზიკურად არ იწარმოება ღია უკანა გვერდითა მინები. რა ვქნა ელიავაზე ჩამოვასხმევინო მინა? :D მაგისთვის ვიყიდე იაპონური ხარისხიანი მანქანა რომ მერე ელიავას მინებით მევლო? :D ეთქვათ და ჟიგულს ვიყიდიდი პირდაპირ. :D

P.S. ყველაზე საინტერესო და კურიოზული მომენტი არის ამ ბრძანების ისტორია. ახლა რაც არის აქტიური ეგ არის მაგ ბრძანების მესამე რედაქცია. პირველი რედაქციის თანახმად უნდა აკრძალულიყო 25%-ზე მეტი დამუქება!!! ყველა მინაზე! ანუ ავტომობილების პარკის 90% ავტომატურად ცხადდებოდა კანონგარეშედ. ხო მაგარია?! :) ანუ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობის მწვერვალებთან...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by nagli33 » 12 ნოე 2010, 10:57

ვაპროტესტებ!
50 პროცენტი მაინც იყოს დასაშვები, 40 ცოტაა,
ფირი ავაცალე შუშებს და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს..
სტანდარტებში უნდა ჩავჯდე ეხლა


წარმოიდგინეთ სიტუაცია ახლო მომავალში...
გაჩერებთ პატრული. ამოწმებს საბუთებს, ამოწმებს მგზავრებს,
გამოწმებთ სიმთვრალეზე,
შემდეგ ამოწმებს მანქანის შუშებს, მერე სპეციალური ინდიკატორით ამოწმებს გამონაბოლქვში მავნე აირიების პროცენტულობას, საბურავების პროტექტორების სისქეს,
მერე მანქანას სასწორზე აწონის, და რავიცი კიდევ რას მოიფიქრებენ :D
Image

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by nagli33 » 12 ნოე 2010, 11:09

ამას ჯობდა გაემკაცრებინათ კონტროლი მანქანსი ფარებზე.
საერთოდ უნდა აკრძალონ არასტანდარტული ქსენონები.
აუცილებლად უნდა დაარეგულიროს ყველამ თავისი მანქანის ფარები.

საშინელებაა ღამით მოძრაობა ქალაქ გარეთ, სრული ქაოსია,
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Wanderer » 12 ნოე 2010, 17:00

nagli33
მე როგორც ვიცი შუშებს, მავნე აირებს და მანქანის სხვა ტექნიკურ ამბებს უნდა ამოწმებდეს ტექ-დათვალიერება და არა პატრული.

თუ ვცდები - გამისწორეთ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ლეონტი » 12 ნოე 2010, 18:50

არ ცდები.
მაგრამ არაკორუმპირებული ტექ კონტროლის შემოღება ეკონომიურად განუვითარებელ ქვეყანაში შეუძლებელია.
ამ სისულელეს მთავრობა ვერ ჩაიდენს სოციალური მღელვარების საშიშროების გამო. ამის გარდა საწვავზე აშკარად სპეკულირებს.
ესე კი ცოტა-ცოტა მაყუთი შევა ბიუჯეტში.
ამის გარდა რეალურად ბევრი სიკვდილს გადარჩება.
მთვრალები და ნარკომანები გვერდზეც დაინახავენ რა მოძრაობს.
(მეტ ნაკლებად)

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by nagli33 » 12 ნოე 2010, 19:33

Wanderer wrote:nagli33
მე როგორც ვიცი შუშებს, მავნე აირებს და მანქანის სხვა ტექნიკურ ამბებს უნდა ამოწმებდეს ტექ-დათვალიერება და არა პატრული.

თუ ვცდები - გამისწორეთ.
დიიიიახ. მართალი ხარ, არ ცდები
და პრობლემაც ეს არის, რაც ზევით ავღნიშნე, რაც შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს.... (ესეთი პირი უჩანს)

მე მირჩევნია ჩემ მობილს ჰქონდეს გავლილი ტექ-დათვალიერება, და მქონდეს იმის საბუთი რომ ჩემი მანქანა აკმაყოფილებს სტანდარტებს, ვიდრე ყოველ ნაბიჯზე გამაჩეროს ბატონმა პატრულმა და მიმოწმოს შუშები და ა.შ.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Archil » 12 ნოე 2010, 21:01

წინა მინებს ჩამოვახიე დაბურვა. გუშინ გვიან რომ მოვედი ვცდი თქო და ადვილად ჩამოიხა. დღეს წებოსგან გავასუფთავე. უკანა მინებზე ჯერ კიდევ მაქვს, არ ვიცი 75% გავა თუ ვერა. მგონი უნდა ჩაეტიოს. სადმე გავაზომინებ.

ამ წესის შემოღების მთელი მაზალოობა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპასთან შედარებით ლიბერალურიაო და ამ დროს იქაური მანქანების მინები რაც ქარხნულადაა დამზადებული, აქაური წესების მიხედვით დაუშვებელი აღმოჩნდა.

ნაგლის ვეთანხმები, პატრულები მანქანის სასწორებით არ უნდა დადიოდნენ. მათი ამოცანა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვაა და არა პირიქით.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ilia » 12 ნოე 2010, 22:16

ხვალ 2 საათზე, გაიმართება საპროტესტო აქცია ყოფილი ავტობაზრობის ტერიატორიაზე, დიღომში.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Archil » 13 ნოე 2010, 00:20

ilia

რას აპროტესტებებნ? ქარხნულები 75%-ზე მეეტი გამოვიდა?

ისე, წინა მინები 0%-იანი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება. რაღაც პროცენტულობა, მართალია დაბალი, მაგრამ მაინც აქვთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]