Page 1 of 3

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 12:57
by ლეონტი
დღეს დიდუბის ბაზრობაზე, სამთო ქიმიის გადმოღმა, იქ სადაც ხორცეული და ყველი იყიდება უპატრონო ბებო ვნახე.
აი ესე ეძინა.
Image
გამყიდველს ვკითხე იქვე რა ხდება მეთქი.
მუხრანელი ბებოა, იქ ძმა და ზმისშვილები ყავს, მეტს არაფერს ამბობს.
დღისით აქ ესე სძინავს, ღამით კი ქუჩაში ატარებსო.
პოლიციას ვუთხარით მაგრამ იმათმა ქაღალდების გარეშე ვერსად ვერ მივიყვანთო.
თვითონ ამბობს მიშა მიშველისო.
მე ვერ მივხვდი აქ რა გამოსავალია, იქნებ ვინმემ იცოდეს?

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 14:32
by teo-
ჩემ სახლთან იჯდა ერთი მოხუცი ქალი, ის გამახსენდა ეხლა
24 საათი გაჩერებასთან იყო..
მერე თავსესაფარში დავრეკე და მითხრეს პატრულში დარეკეო, შუა დღისით მთელი 2 საათი ვრეკავდი და ძლივს მიპასუხეს, მერე ოპერატორი მეტლიკინა სანამ არ მეტყვი ქუჩის რა ნომერში ზის პატრულს ვერ გავუშვებო :twisted: მერე როგორც იქნა მივიდა პატრული შორიდან ვუყურებდი რა კითხეს არ ვიცი 2 წუთი გაესაუბრნენ და წავიდნენ. იმის მერე კაი ხანს ვხედავდი სიცივეში ამ ქალბატონს ვინ იცის მოკვდა კიდეც

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 15:40
by nagli33
ლეონტი
teo-
მეც ვიცი ერთი ბებო, ფარდული აქვს აშენებული გზის პირას და იქ ცხოვრობს, სოფელ ნატახტართან, საქართველოს დროშა ფრიალებს მისი ფარდულის თავზე, და აბრაც ჰქონდა გაკრული, "ბატონო პრეზიდენტო დამეხმარეთ"
როგორც გაგებული მაქვს ვიღაცამ მოტყუებით წაართვა სახლი,
როგორც თქვენსმიერ აღნიშნული ბებოები ისე ეს ბებოც მიშას ელოდება, რა ქნას ეხლა ამ კაცმა არ სცალია ჯერ ბათუმში აქვს საქმეები
ჩვენი რითი შეგვიძლია დავეხმაროთ??? მეცოდება ეს ხალხი :(

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 15:41
by teo-
nagli33
ვიცი ეგ ბებო
მაგრამ მოტყუებით არ წაურთმევიათ, ბანკში ჩადო ტავისის ძმიშვილისთვის მგონიდა იმან თანხა ვერ გადაუხადა ბანკს

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 15:55
by nagli33
teo- wrote:nagli33
ვიცი ეგ ბებო
მაგრამ მოტყუებით არ წაურთმევიათ, ბანკში ჩადო ტავისის ძმიშვილისთვის მგონიდა იმან თანხა ვერ გადაუხადა ბანკს
რაღაც არამგონია ბებოს ბანკში ჩაედო ბინა, როგორც ვიცი მისმა მეზობელმა წაართვა იმავე სოფელში მცხოვრებმა ჩამოართვა, საქმე კი ძალიან საეჭვო იყო, დეტალები არ მახსოვს, ან რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის რომ ეს ხალხი უმწეოა და დახმარება სჭირდება

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 16:00
by ARCHILI
საეჭვო ბებოებზე ცალკე თემა უნდა გაიხსნას.

ეს არასაეჭვო ბებოებს ეხება.

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 17:24
by marmenio
ლეონტი

ვიცი ბევრია ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩვენ იქნებ ერთ-ერთ მათგანს დავეხმაროთ როგორმე. ამ შემთხვევაში ამ ბებოს.
თავშესაფრების ტელეფონის ნორებს მოვიძიებ და იქნებ იქ მიიღონ.
ლეონტი, თქვენ სახელი და გვარი არ გაგიგიათ?
სულ, დიდუბეშია?

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 17:46
by teo-
marmenio
არ მიიღებენ, გადავსებულია და კიდე 10ჯერ მეტი რიგშია

ერთადერთი კარგს ვიზავთ თუ საინფორმაციო საშუალებებით გავავრცელედით

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 18:38
by nagli33
ARCHILI wrote:საეჭვო ბებოებზე ცალკე თემა უნდა გაიხსნას.

ეს არასაეჭვო ბებოებს ეხება.
ჩემი ძმა საღადაო აქ არაფერი მითქვია, ვის რა ეხება ვხედავ...

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 18:44
by ლეონტი
მეტი ინფო , რც დავწერე არ მაქვს, თვითონ მას ეძინა, გაღვიძება არ მიცდია.

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 20:42
by ნინი_85
აუ :( გული დამეწვა ;( იქნება ჩვენ მოვიფიქროთ მეგობრებო რამე... ერთჯერადი დახმარება გამოსავალი ვერ იქნება მარა მაინც პატარა შეღავათი მაინც...

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 20:50
by Tamari-ch.
ლეონტი
ისევ ფორუმ ჯი
იქ შემოდიან პოლიტიკოსები და კითხულობენ ახალ ამბებს -
იქნებ დაეხმარონ კიდეც სახელმწიფო დონეზე...

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 24 ოქტ 2010, 23:10
by ლეონტი
იქ უკვე დავწერე, თანადროულად:
http://forum.ge/?f=19&showtopic=34176089

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 25 ოქტ 2010, 09:25
by Tamari-ch.
ლეონტი
პოლიტიკაში უნდა გაგეხსნა ეს თემა

უპატრონო ბებო ქუჩაში.

Posted: 25 ოქტ 2010, 12:41
by Katy
გული მეწვის ასეთ კადრებს რომ ვხედავ....

რა ესმის ახლა ამ ბებოს ბანკში სახლის ჩადების... ბანკის თანამშრომლებმა ვერ გააფრთხილეს რისკების შესახებ ნეტა? :(