ფრთხილად, გონივრული ეჭვის ქვეშ ხარ!
Posted: 17 ოქტ 2010, 20:20
ოქტომბრის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი პირადობის ქსეროასლის გადაღებას ვცდილობდი,
ხოლო ამისათვის საჭირო ხურდა ფული არ აღმომაჩნდა, მივედი იქვე მდებარე გაზეთების ჯიხურთან და გაზეთ "კვირის პალიტრის" 39-ე ნომერი
იძულებით შევიძინე. წაკითხვა აინუნშიაც არ მომსვლია, მაგრამ ჩემი ყურადღება გაზეთის გარეკანზე მოთავსებულმა სტატიის სათაურმა და კარიკატურამ
მიიპყრო. სტატიის სათაურია "ჩვენისთანა გონივრული განა არის სადმე ეჭვი?!" კარიკატურაზე გამოსახულია აშკარად საბჭოთა მენტალილეტის
მქონე პოლიციელი აშკარად დაბნეული ფიზიონომიით. პოლიციელს მარცხენა ხელით ყურებით ყავს დაჭერილი კურდღელი, ხოლო მარჯვენით ხელბორკილი
უჭირავს. სტატიაში ვკითხულობთ:
"მუხლი 9 პრიმა. შეჩერება და ზედაპირული შემოწმება.
1. პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ;
2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადა;
3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა და წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს მას შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის უფლება;
4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული
პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი
თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად;
5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში ერთჯერადად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის
მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ანდა დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის.
დღეს, 17 ოქტომბერს, ისე, რომ დანაშაულის ჩადენის არავითარი განზრახვა არ მქონია, მოვახტი ჩემ ველოსიპედს და მუხათწყაროში გავქუსლე. არმისული დასახლებამდე, გამიავდრდა.
უკან დავბრუნდი. მე-4 პლატოზე რომ ჩავუხვიე, წინ ჩვეულებრივი მანქანა გადამეღობა. შიგ 4 პოლიციელი ისხდა.
პოლიციელი #1: გამარჯობა!
მე: სალამი!
პოლიციელი #1: საიდან მოდიხარ?
მე: მუხათწყაროდან.
პოლიციელი #2: ჩანთაში რა გიდევს (მანქანიდან არ გადმოდიან, არც თავი წარუდგენიათ).
პოლიციელი #2 ჩემზე ახალგაზრდა ჩანდა. სახის ნაკვთები მის უაღრეს გონებაშეზღუდულობაზე მიუთითებდნენ. აქ ბრაზი მომერია. გავიფიქრე, ეს ნაბიჭვარი მაკლდა-მეთქი. კეთილგონიერებამ
ენას არ დაავალა ამის წარმოთქმა, ხოლო უკმეხად ვუპასუხე: რა შენი საქმეა, რა მიდევს ჩანთაში? პოლიციელი #2 აშკარად არ მოელოდა და მანქანიდან გადმოხტა.
პოლიციელი #2: ჯერ ერთი, ბატონობით უნდა მომმართო!
მე: ჰმ, რა თქვენი საქმეა, რა მიდევს ჩანთაში?
პოლიციელი #1: ინფორმაცია გვაქვს, რომ მოპარული ნივთები მიგაქვს (ზურგჩანთით ვიყავი).
მე: აგერ, აქვე პოლიციის განყოფილებაა და იქ ჩავიდეთ (არაფრის დიდებით არ შვრებიან).
პოლიციელი #1: მე ვიცი, რასაც ვიზამ: ხელბორკილებს დაგადებ, განყოფილებაში 9 საათს გაყურყუტებ და მერე ნარკოლოგიურში წაგიყვან.
მე: წავედით.
პოლიციელი #1: ჩაჯექი.
მე: ველოსიპედს დაიდებთ?
პოლიციელი #1: კი (ცრუობს, ვერანაირად ვერ დაიდებდა).
აქ ვხვდები, რომ ჩანთის შიგთავსის ჩვენება მომიწევს, მაგრამ არ ვჩქარობ. #3 პოლიციელმა სახელი მკითხა და რჩევაც მომცა, რომ ჩანთა გამეხსნა.
პოლიციელი #1: შენ ნორმალური ხარ?
მე: არა!
პოლიციელი #1: როგორ, თუ არ ხარ ნორმალური?!
მე: არ ვარ ნორმალური. რა, სამართალდარღვევაა (იბნევა)?
პოლიციელი #1: მართვის მოწმობა გაქვს (მემასხრება)?
მე: კი (სრული სერიოზულობით).
პოლიციელი #1: მაჩვენე.
მე: აქ არ მაქვს.
პოლიციელი #3: რად გინდა მართვის მოწმობა?
მე: მანქანის მართვის მოწმობა მაქვს, ველოსიპედის მართვას არ ჭირდება მართვის მოწმობა.
პოლიციელი #1: გახსენი ჩანთა და ამით გათავდება. გინდა პრობლემები?
მე: მაგარი ბიჭები ხართ, არა (თან ჩანთას ვხსნი)?
პოლიციელი #1: პოლიციაში მაგარი და კაი ბიჭები არ არიან (პათეტიკურად).
ბოლობოლო, გავხსენი ჩანთა, და ვუჩვენე ნივთები, რომლებიც შიგ მქონდა.
პოლიციელი #1: ეს რა არის?
მე: ტუმბო.
პოლიციელი #1: ნასოსი.
მე: ქართულად ტუმბოა.
პოლიციელი #1: დანა გაქვს?
მე: არა (მამაჩემის ნაქონი დანა, რომელიც სულ თან დამაქვს, ახლა რატომღაც არ წამოვიღე).
პოლიციელი #1: ჯიბეებში გიდევს რამე?
მე: კი.
პოლიციელი #1: რა გიდევს?
მე: მობილური და...
პოლიციელი #2: მობილური მეც მაქვს, მაგრამ ეს კანონდარღვევა არ არის (მასხრობს).
მე: ... ველოსიპედის კომპიუტერი.
პოლიციელი #1: კარგი, წადი. ძნელი იყო ჩანთის ჩვენება?
მე: საკმაოდ!
პოლიციელი #2: ჩვენთვის არა (კომენტარს არ ვუკეთებ მისი სახის გამომეტყველებას).
მანქანაში სხდებიან.
პოლიციელი #1: კარგად ბრძანდებოდეთ!
მე: კარგად (უხალისოდ).
ჩემ ქუჩაზე რომ გავიარე, ზუსტად იმვავე ფორმაში ჩაცმული პოლიციელი დავინახე. მივედი და ვკითხე:
მე: გამარჯობა!
პოლიციელი: გამარჯობა!
მე: ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.
პოლიციელი: კი ბატონო.
მე: თქვენნაირ ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა რომ გამაჩეროს ჩვეულებრივი მანქანით და ჩანთის ჩვენება მომთხოვოს, უნდა დავემორჩილო?
პოლიციელი: რა თქმა უნდა!
აქ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალაგაზრდამ თავი ჩემი უბნის ინსპექტორად გამაცნო.
მე: კარგი.
პოლიციელი: რა, ვინმემ გაგაჩერა?
მე: კი.
პოლიციელი: სად?
მე: ნუცუბიძეზე.
პოლიციელი: და აჩვენე?
მე: კი.
უბნის ინსპექტორი: რა გედო ჩანთაში (უკვე დედის გინების ხასიათზე ვდგები).
მე: ისეთი არაფერი.
უბნის ინსპექტორი: ცარიელი ჩანთით იყავი (განზე იყურება)?
უბნის ინსპექტორი: სწავლობ სადმე?
მე: მოსწავლეობის რა მეტყობა (ვიღიმები და ქუდს ვიხდი)?
პოლიციელი: სად მუშაობ?
მე: რა გინდა (აქ უკვე ამომასხა)?
პოლიციელი: რაღაც აგრესიული ხარ, წადი, სადაც მიდიოდი!
მე: არა, ძმაო, თქვენი არაფერი მინდა.
სახლში შემოვედი გალუმპული და ეგრევე ზემოხსენებულ სტატიას ვეცი. ახლა მახსენდება, სათაური რომ წავიკითხე, გავიფიქრე, თუ ეჭვი გაუჩნდათ, რატომაც არ უნდა გაჩხრიკონ-მეთქი?
აქვე ანატოლ ფრანსის "კრენკებილი" გამახსენდა. აქვე გამახსენდა ფილმი "მამაკაცები შავებში", ის, თუ როგორ გამოავლინა ეჭვმიტანილები უილ სმიტის გმირმა "გასაუბრებაზე".