ტურიზმის დეპარტამენტის გამოცხადებული ფოტოკონკურსი 2010
Posted: 18 სექ 2010, 18:25
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა გუშინ, 17 ენკენისთვეს ფოტოკონკურის გამოაცხადა.
აგერ, პირობები:
| ფოტოკონკურსი
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს ფოტოკონკურსს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
კონკურსი ცხადდება 6 თემაზე: ქართული ცხოვრების წესი, ქართული ღვინო, ქართული სახლი, მთიანი საქართველო, საქართველოს ზღვისპირეთი და ზოგადად საქართველო.
თითოეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს 5 ფოტოსურათისა თითო ნომინაციაში. კომისიის მიერ ყოველ ნომინაციაში შეირჩევა 15 საუკეთესო ფოტო, საერთო ჯამში 90 სურათი, რომელიც ანონიმურად განთავსდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სოციალურ ვებ-გვერდზე – Facebook-ზე. ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება 21 საუკეთესო ფოტო – 3 სურათი თითო ნომინაციაში. ასევე შეირჩევა 3 ფოტო-სურათი ნომინაციისთვის “ინტერნეტ რჩეული”.
ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია ციფრულ ფორმატში ელექტრონულ ფოსტაზე georgia@tourism.gov.ge, ასევე შეგიძლიათ ფოტოები მოიტანოთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. 15 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში მოხდება საუკეთესო 90 ფოტოს შერჩევა, რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა განთავსდება ინტერნეტში. ოქტომბრის ბოლოს კი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ფოტოების ავტორების მითითებით, უზრუნველყოფს გამარჯვებული 21 სურათის გამოფენას “ცისფერ გალერეაში” და შეიძენს ამ ფოტოებს.