Page 1 of 2
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 14:14
by Ãito
გამარჯობა პატრიოტებს
შაბათს მივდივარ ყაზბეგში (ექსკურსიაზე) და მაინტერესებს რისი ნახვა შეიძლება მოვასწრო ერთ დღეში, არ ვარ ნამყოფი და იქნებ მიმასწავლოთ კარგი ადგილები, ან რუკა დამიდოთ... მადლობა წინასწარ

ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 14:44
by nusa
Ãito
გააჩნია რითი მიდიხარ, თუ სარეისოთი - ალბათ ბევრს ვერ მოასწრებ
აბა ამ თემებს გადახედე, იქნებ რამე საინტერესო ნახო
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=163892#163892
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 15:00
by tamuna_gudarexi
Ãito
გაგიმარჯოს!
სარეისოთი თუ მიდიხარ, მართლაც ბევრს ვერ მოასწრებ. გერგეტის სამებასთან ახვალ, ასევე შეგიძლია ადგილობრივი ტაქსი დაიქირავო და დარიალის ხეობაში გახვიდე, გველეთის ჩანჩქერები ნახო. მაგრამ დრო იქონიე მხედველობაში, რომ ბოლო სარეისოს გამოჰყვე უკან.
თუკი სარეისოთი არ მიდიხარ და საკუთარ მანქანას ან დაქირავებულ მინიბუსს მიჰყვები - სნოს ხეობაში შეგიძლია შეიარო, სნოს ციხე და პატრიარქის რეზიდენცია ნახო, შემდეგ კი გერგეტის სამებაც ნახო და დარიალის ხეობაში გველეთის ჩანჩქერებიც და დევდორაკის ტბაც. თუ დროს ოპტიმალურად გაანაწილებ, ამ ყველაფერს მოასწრებ. ის კი არა, ჯუთაში ასვლაც მოსწრებადია...
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 15:09
by Ãito
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
ავტობუსს ვქირაობთ და ისე მივდივართ. ისინი ქეიფს აპირებენ, მე სიარული მირჩევნია და იქაურობის დათვალიერება.. ტაქსი არ მინდა, სადაც გაჩერდებიან იქიდან 10 კილომეტრის რადიუსში თუ იქნება რამე იმის ნახვა მინდა, თანაც ფეხით სიარულის მუღამი მაქვს.. რუკას ვერ დამიდებთ? იქნებ დამეხმაროს

ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 17:09
by keto
Ãito
მასე ბევრს ვერაფერს მოასწრებ. გერგეტთან ახლოს თუ დასხდებიან ფაქტიურად გერგეტის გარდა ვერაფერს ნახავ, გველეთისკენ თუ გადაწყვეტენ ჩასვლას, გველეთის ჩანჩქერს, დევდორაკის ტბას თავისუფლად მოასწრებ, დარიალის კომპლექსიც შეიძლება. ოღონდ ასფალტირებულ გზაზე რამდენად გესიამოვნება სიარული არ ვიცი. ტაქსი და ფულის ხარჯვა თუ არ გინდა, ადგილობრივ მძღოლებს შეგიძლია დაემგზავრო აქეთ-იქით. ბევრად მეტს მოასწრებ მაგ გზით. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვაკეთებდით მასე გველეთში რომ ვისვენებდით მეგობრები.
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 17:10
by tamuna_gudarexi
Ãito
http://mygeorgia.ge/ -ზე შედი და ძებნაში მიუთითე სტეფანწმინდა, იქ კი ახლომახლო დაათვალიერე, გზებიც აღნიშნულია და ღირსშესანიშნაობებიც - ტაძრები, კოშკები, ციხეები..
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 16 სექ 2010, 18:11
by Ãito
გასაგებია ყველაფერი..
მადლობა!
შეიგიძლიათ დახუროთ თემა

ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 11:50
by Ãito
tamuna_gudarexi
ძალიან დამეხმარა ეგ რუკა

მაგრამ ვერ ვაპრინტერებ ... ცარიელი ფურცელი ამოაქვს.
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 11:55
by ლეონტი
მაშინ ჯერ სქრინშოთი გააკეთე და შეინახე, მერე გახსენი და დაბეჭდე.
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 12:35
by Ãito
ლეონტი
ეგ კი, მაგრამ მასე ძალიან პატარა მონაკვეთი გამოჩნდება...
თუმცა მგონი ეგ არის ერთადერთი გამოსავალი

ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 12:58
by Ãito
აი ეს სურათი ავაწყე როგორღაც, ნაკუწ ნაკუწ...

შეგიძლიათ ვინმემ წითელი წერტილებით მომინიშნოთ პრიორიტეტული სანახავია დგილები?

მადლოობთ!

ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 13:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ãito wrote:ვერ ვაპრინტერებ
კიდევ ვერ
ბეჭდავ?
ბეჭდვა პრობლემა არ უნდა იყოს, აი, :ამოპრინტვა: მართლა პრობლემა და აბსურდია.
კეთილი მგზავრობა და თუ სურვილი გექნება, მოგვიყევი, რა და როგორ ნახე.
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 13:16
by Ãito
GAMARJOBA SAKARTVELO
ბეჭდვა პრობლემა არ უნდა იყოს, აი, :ამოპრინტვა: მართლა პრობლემა და აბსურდია.
ვერ მივხვდი ამ წინადადების აზრს
კეთილი მგზავრობა და თუ სურვილი გექნება, მოგვიყევი, რა და როგორ ნახე.
მადლობა

აუცილებლად დავწერ...
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 13:18
by lama
Ãito wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ბეჭდვა პრობლემა არ უნდა იყოს, აი, :ამოპრინტვა: მართლა პრობლემა და აბსურდია.
ვერ მივხვდი ამ წინადადების აზრს
მესმის შენი

:D:D:D:D:D:D:D
ერთ დღიანი ლაშქრობა...
Posted: 17 სექ 2010, 13:34
by keto
Ãito
და
lama შენც, რადგან ვერც შენ მიხვდი:
ბეჭდვა - ქართული სიტყვაა (სწორი და გამართული ქართულია)
ამოპრინტვა - ინგლისური სიტყვიდან ნაწარმოები ღმერთმა უწყის, ან არც უწყის, ისეთი უბედური ფორმაა ინგლისური ძირით და ქართული ზმნისწინით.