ლახტი, ლახტაობა
Posted: 19 აგვ 2010, 10:16
ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ვთამაშობდით ლახტს. მართალია უკვე ნაკლებად გავრცელებული იყო, მაგრამ ერთი ორჯერ ნათამაშები მაქვს.
ეს თამაში საბრძოლო სულის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. კანჭებზე ქამრის ტკაცუნი დედიკოს ბიჭების საქმე არაა მოგეხსენებათ. ტაქტიკური ქმედებებიც - წრიდან გამოსვლა, შეთრევა და ასე შემდეგ მეციხოვნეთა,თავდამცველთა სტრატეგიულ აზროვნებას აყალიბებდა. დღეს არც არავინ აღარ თამაშობს ამ თამაშს, არადა დასავიწყარი თამაში ნამდვილად არაა.
გრძელი და მოკლე ვირიც აღარ გამიგია ვინმეს ეთამაშოს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური თამაში. მოთამაშენი ორ გუნდად იყოფიან. თითოეულ გუნდში 5-5 ან 6-6 მოთამაშეა. შემოხაზავენ 6-8 ნაბიჯის სიგანის წრეს, კენჭს ყრიან და, რომელსაც შეხვდება, ის გუნდი წრეში ჩადგება. თამაშისთვის საჭიროა იმდენი ქამარი, რამდენი წყვილი მონაწილეცაა. დამცველები წრეში, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილის დაშორებით დაალაგებენ ქამრებს ისე, რომ ბალთა ხაზს ეხებოდეს, წვერი კი ცენტრისკენ იყოს მიქცეული და წრეში ჩადგებიან. მათ ქამარზე ფეხის დადგმის უფლება არა აქვთ. თავდამსხმელები გარშემო უვლიან და წრიდან ლახტის გამოტაცებას ცდილობენ. თუ ერთი ქამრის ხელში ჩაგდება მაინც მოახერხეს, დანარჩენებს უკვე ადვილად გაიტაცებენ, რადგან შეუძლიათ გატაცებული ქამრით დამცველებს წვივებში სცემონ და წრიდან სხვა ქამრებიც გამოიტანონ. შეუძლიათ წრიდან დამცველის გამოთრევა და ამით მისი თამაშიდან გამოთიშვაც. როდესაც ყველა ქამარს მოიტაცებენ, თავდამსხმელები იწყებენ მოწინააღმდეგეთა “ახურებას” – ქამრებით მუხლს ქვემოთ ცემას. დამცველს შეუძლია მეტოქისთვის ქამრის წართმევა (უკან დაბრუნებულ ქამარს დააგორგლებენ და დადებენ წრის შუაგულში), მოიერიშის წრეში შეთრევა და ამით მისი თამაშიდან გამოთიშვა ან მოწინააღმდეგის “ჩაჭრა” – მუხლქვევით ტერფის მორტყმა, რაც მოგების ტოლფასია. ამის შემდეგ როლები იცვლება და თამაში თავიდან იწყება.
წყარო: http://www.sport.gov.ge/index.php?lang_ ... fo_id=1103
ჰოდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციამოვაგროვოთ ამ თამაშზე და ერთელაც გვეცადა სადმე მთაში მისი თამაში.