ლახტი, ლახტაობა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 10:16

ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ვთამაშობდით ლახტს. მართალია უკვე ნაკლებად გავრცელებული იყო, მაგრამ ერთი ორჯერ ნათამაშები მაქვს.

ეს თამაში საბრძოლო სულის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. კანჭებზე ქამრის ტკაცუნი დედიკოს ბიჭების საქმე არაა მოგეხსენებათ. ტაქტიკური ქმედებებიც - წრიდან გამოსვლა, შეთრევა და ასე შემდეგ მეციხოვნეთა,თავდამცველთა სტრატეგიულ აზროვნებას აყალიბებდა. დღეს არც არავინ აღარ თამაშობს ამ თამაშს, არადა დასავიწყარი თამაში ნამდვილად არაა.

გრძელი და მოკლე ვირიც აღარ გამიგია ვინმეს ეთამაშოს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური თამაში. მოთამაშენი ორ გუნდად იყოფიან. თითოეულ გუნდში 5-5 ან 6-6 მოთამაშეა. შემოხაზავენ 6-8 ნაბიჯის სიგანის წრეს, კენჭს ყრიან და, რომელსაც შეხვდება, ის გუნდი წრეში ჩადგება. თამაშისთვის საჭიროა იმდენი ქამარი, რამდენი წყვილი მონაწილეცაა. დამცველები წრეში, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილის დაშორებით დაალაგებენ ქამრებს ისე, რომ ბალთა ხაზს ეხებოდეს, წვერი კი ცენტრისკენ იყოს მიქცეული და წრეში ჩადგებიან. მათ ქამარზე ფეხის დადგმის უფლება არა აქვთ. თავდამსხმელები გარშემო უვლიან და წრიდან ლახტის გამოტაცებას ცდილობენ. თუ ერთი ქამრის ხელში ჩაგდება მაინც მოახერხეს, დანარჩენებს უკვე ადვილად გაიტაცებენ, რადგან შეუძლიათ გატაცებული ქამრით დამცველებს წვივებში სცემონ და წრიდან სხვა ქამრებიც გამოიტანონ. შეუძლიათ წრიდან დამცველის გამოთრევა და ამით მისი თამაშიდან გამოთიშვაც. როდესაც ყველა ქამარს მოიტაცებენ, თავდამსხმელები იწყებენ მოწინააღმდეგეთა “ახურებას” – ქამრებით მუხლს ქვემოთ ცემას. დამცველს შეუძლია მეტოქისთვის ქამრის წართმევა (უკან დაბრუნებულ ქამარს დააგორგლებენ და დადებენ წრის შუაგულში), მოიერიშის წრეში შეთრევა და ამით მისი თამაშიდან გამოთიშვა ან მოწინააღმდეგის “ჩაჭრა” – მუხლქვევით ტერფის მორტყმა, რაც მოგების ტოლფასია. ამის შემდეგ როლები იცვლება და თამაში თავიდან იწყება.

წყარო: http://www.sport.gov.ge/index.php?lang_ ... fo_id=1103

ჰოდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციამოვაგროვოთ ამ თამაშზე და ერთელაც გვეცადა სადმე მთაში მისი თამაში.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 10:20

1983-85 წლებში ჩემს სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე ლახტის თამაში შემოიღეს. თავიდან გვეუცხოვა, შეჩვეული ფეხბურთი და კალათბურთი გვერჩივნა. ლახტმა აღიარება ჩვენში მოგბიანებით მიიღო. საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა.
სკოლის ეზოს ასფალტზე თეთრი საღებავით დახატეს ლახტის წრეები. ქამრები ჩვენ მოგვატანინეს და დაიწყო ლახტი.

ეს არის ჯგუფური თამაში რომელსაც დიდი სტრატეგობა არ სჭირდება, მაგრამ მოიგებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ

გექნა სათანადო სიმარდე.

გექნა სათანადო რისკიანობა
გექნა ტკივილის მოთმენის უნარი
გექნა ტკივილზე შეგნებულად წასვლის უნარი.
გექნა გუნდური თამაშის განცდა.
ახლა ეს ყველაფერი შევადაროთ რაგბს იმ პირობით თუ რაგბი ამ კრიტერიუმებს 10 ქულით აკმაყოფილებს.
მაშ ასე, თუ რაგბი 10 ია, ლახტი იქნება.
ინდივიდუალური ტაქტიკა-5.
ჯგუფური ტაქტიკა - 4.
სიმარდე -7.
რისკიანობა- 5.
ტკივილის მოთმენის უნარი -5.
ტკივილზე შეგნებულად წასვლის უნარი.
გუნდური თამაშის განცდა- 3.
ანუ ლახტს რაგბამდე ბევრი უკლია.

მაგრამ იგივე არითმეტიკით ლახტის სამჯერ თამაში თუ მოზარდს ან ახალგაზრდას იგივე ვაჟკაცობას, ამტანობასა და სიყოჩაღეს მისცემს, რასაც რაგბის ერთი თამაში მისცემდა, გამოდის რომ ეს თამაში საჩუქარია ბიჭებისა და ახალგაზრდა მამაკაცებისათვის, სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის, ჯარისკაცთა და ოფიცერთათვის.

და შესაბამისად საჩუქარია მთელი ქვეყნისათვის.

რაციონალობა:
არ ჭირდება სტადიონი.
არ ჭირდება ბურთი
შეიძლება იყოს ხანმოკლე
არ ჭირდება დიდი ფართი.
ფიზკულტურის მასწავლებელი შეიძლება იყოს მწვრთნელიც და მსაჯიც.
სპორტული ფორმის ჩაცმა სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

ლახტის აღორძინებას დასჭირდება კარგი პრომოცია და ორგანიზება.

გუნდების შექმნა, სკოლის შიდა და სკოლათაშორისი ტურნირების ჩატარება, რეკლამა, წახალისება, მოკლედ პატრონაჟი.
ლახტს სჭირდება მხოლოდ
დაახლოებით 60მ/2 სწორ ზედაპირიანი ეზო (ასფალტით ან გრუნტის), 4მ2 დიამეტრის წრის დახაზვა ზეთის ან ცარცის საღებავით.
8 ქამარი.
შეიძლება დამზადდეს სპეციალური მოდიფიცირებული ქამრები.

წყარო: http://cartveli.blogspot.com/2008/05/blog-post_02.html
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 10:24

ლახტაობა ჩუღურეთში

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ლახტი, ლახტაობა

Post by qvevri » 19 აგვ 2010, 10:32

Archil wrote:ლახტაობა ჩუღურეთში

Image
ეს ჩუღურეთია თუ ეთნოგრაფიული მუზეუმი :?:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 10:35

ქართული ფილმიც ყოფილა გადაღებული

მისი ნახვა სად შეიძლება ნეტავ?

http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=734
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 10:42

qvevri

ეტყობა ეთნოგრაფიული, მაგრამ სადაც მაგი სურათი იდო,ეწერა დღესასწაულები და თამაშები ძველ ჩუღურეთში. ეტყობა ჩუღურეთლებმა მანდ ითამაშეს თუ რაც იყო.. ანუ ინფორმაციის წყაროს დასახელება შევუნარჩუნე სურათს. თორემ ჩუღურეთი როგორ არ ვიცი ვორონცოველმა კაცმა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ლახტი, ლახტაობა

Post by qvevri » 19 აგვ 2010, 10:54

Archil wrote:ქართული ფილმიც ყოფილა გადაღებული

მისი ნახვა სად შეიძლება ნეტავ?

http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=734
ეს ფილმი ღრმა ბავშვობაში მინახავს და მართლაც საინტერესო ფილმია. ბმული რომ გავხსენი კადრები ვიცანი კიდეც. ისე კადრებზე საპარტიარქოს ტელევიზიის ლოგო ადევს, ეტყობა ამ არხზე უჩვენეს ან უჩვენებენ ხოლმე და იქნება ვინმე ნაცნობი გამოვჩხრიკოთ ამ ტელევიზიაში და გვითხრას ამ ფილმის მისამართი???? ერთობ დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ ამ ფილმს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ლახტი, ლახტაობა

Post by qvevri » 19 აგვ 2010, 10:58

ისე სკოლებში რომ შემოიღეს მეც მახსოვს მწარედ! ერთი კვირა ზურგი მეფხანებოდა :D მარა ერთი მეც გადაუშხივლე გვარიანად.... მერე ერთად გვეფხანებოდა ზურგები :D

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ლახტი, ლახტაობა

Post by stranger » 19 აგვ 2010, 12:04

Archil , qvevri


ლახტი სპორტის სასტიკი სახეობაა და მისი ტაქტიკაც რეალური ცხოვრების წესებს გავს:

გექნა სათანადო სიმარდე
გექნა სათანადო რისკიანობა
გექნა ტკივილის მოთმენის უნარი
გექნა ტკივილზე შეგნებულად წასვლის უნარი.
გექნა გუნდური თამაშის განცდა.

ოღონდ მე-4 პუნქტი არ მომწონს საშინლად.მაზოხისტურია. :shock:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 18:42

stranger

რატომ? მიზნის მისაღწევად ტკივილის დათმენა უნდა შეგეძლოს. მასე ნებისმიერ სპორტის სახეობაში გარკვეული სირთულის დაძლევა გიწევს.

ტკივილის დათმენა რომ არ იციან დღევანდელმა ქართველებმა, იმიტომაცაა კურდღლებივით რომ გარბიან ბრძოლის ველიდან.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ლახტი, ლახტაობა

Post by stranger » 19 აგვ 2010, 20:10

Archil wrote:stranger

რატომ? მიზნის მისაღწევად ტკივილის დათმენა უნდა შეგეძლოს. მასე ნებისმიერ სპორტის სახეობაში გარკვეული სირთულის დაძლევა გიწევს.

ტკივილის დათმენა რომ არ იციან დღევანდელმა ქართველებმა, იმიტომაცაა კურდღლებივით რომ გარბიან ბრძოლის ველიდან.
სირთულეები არ მაშინებს,მაგრამ თუ ღირსეული მეტოქეობა ვერც ვერავინ გაგიწია ბრძოლის ველი უკვე ბრძოლის ველს აღარ წარმოადგენს და ყველა ისედაც დამარცხებულია,ჰოდა ბუნებრივია აქედან გაცლას ესწრაფები,მითუმეტეს უნდა იცოდე და შესაბამისად განსაღვრო კიდეც რომელი სირთულის აღება უფრო საინტერესოა და რომლის გამო ღირს ძალისხმევის გაწევა. ასეა სპორტშიც კი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლახტი, ლახტაობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 აგვ 2010, 22:51

ვაჰ, ლახტი, კგ რამეა.
ბოლოს 2002 წელს ვითამაშე ბაკურიანში.
მიდი, Archil, სალახტო გასვლა დაგეგმე.
სადმე გავიდეთ, ვითამაშოთ ეგეც და გრძელი და მოკლე ვირიც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლახტი, ლახტაობა

Post by Archil » 19 აგვ 2010, 23:48

GAMARJOBA SAKARTVELO

კუს ტბაზე შეიძლება მაგის მოწყობა. ბევრი მოთხოვნა არა აქვს მაგ თამაშს,მხოლოდ მცირე ფართობი და ქამრები.

მოთამაშეებიც შევიკრიბოთ. მე,შენ და ქვევრს გვითამაშია, სხვებიც დაგვემატებია იმედია. გოგოებიც გვიგულშემატკივერებენ და საინტერესო გასართობი გამოგვივა.

დროში შეზღუდვა რეამდენადაც მახსოვს არაა ლახტში.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ლახტი, ლახტაობა

Post by MIRANDA » 20 აგვ 2010, 12:25

გულშემატკივრების გუნდს მე შეგიკრებთ :) :) :)
თქვენ თამაში დაგეგმეთ :D

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ლახტი, ლახტაობა

Post by stranger » 20 აგვ 2010, 19:20

მეც შემოვუერთდები გულშემატკივართა გუნდს და ყოველ თგვენგანს ვუგულშემატკივრებ . :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]