Page 1 of 1
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 15:26
by Forest
გამარჯობათ,
ვინც ნამყოფი ხართ, ბირთვისის კანიონებზე ორბეთის გზით, დევის ნაღვარევის გავლით, სადაც გამოქვაბულებია... შესაძლებელია მაგ გზის 1 დღეში გავლა? ანუ ორბეთიდან ფარცხისამდე...
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 15:54
by Forest
არავინ ხართ ნამყოფები მაგ გზით ბირთვისში?
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:08
by zura N.
Forest wrote:გამარჯობათ,
ვინც ნამყოფი ხართ, ბირთვისის კანიონებზე ორბეთის გზით, დევის ნაღვარევის გავლით, სადაც გამოქვაბულებია... შესაძლებელია მაგ გზის 1 დღეში გავლა? ანუ ორბეთიდან ფარცხისამდე...
თუკი ამ კანიონს გულისხმობ...
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1341
ჩემი აზრით შეუძლებელია... ჩვენ კანიონის დასაწყისთან დავბანაკდით პარასკევს საღამოს მერე შაბათ დილით გავედით და დაღამებამდე ვიარეთ და შუამდე მივედით დაახლოებით და კვირას ჩამოვედით ფარცხისში.... თან ვისთან ერთადაც ვიყავით ჯგუფის უფროსი "შურიკა" მე-13-დ იყო მანდ და ზეპირად იცოდა ყველა ქვა...
როგორც ამბობენ "შეუძლებელია არაფერია"... მარა ნამდვილად არ ღირს და არავის ვურჩევ მანდ 1 დღით წასვლას... თან არანაირი სიამოვნება არ იქნება რომც მოასწროთ გავლა და თან მანდ სიჩქარე არც თუ სასურველია... მითუმეტეს თუ პირველად არის ჯგუფი ამ კანიონზე...

ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:14
by Forest
კი მაგ გზას ვგულისმობ. ესე იგი მინიმუმ ერთი ღამით დარჩენა...
და თვითონ ბირთვისის ციხეზე, ფარცხისის გზიდა ერთ დღეში მისვლა და უკან დაბრუნება მოსულა?
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:19
by Gvalva
ზურ,
არ გეთანხმები
ორბეთიდან ფარცხისამდე 4-6 კილომეტრია, მოკლედ ცოტა, ზუსტად არ მახსოვს.
თუ 5-10 ადამიანი იქნებით და ყველა ფხიზელი და მარჯვე, ანუ ცურვა ეცოდინება, თოკის გამოყენება და ლოდებიდან ჩასვლასაც თავისით შეძლებს საკმაოდ კარგი გასავლელი იქნება. ანუ ყველა მიდის თავისით.
თუ მით უმეტეს ღამე დარჩენას არ გეგმავ და ზურგჩანთები არ გექნებათ, გამოდის რომ მიდიხარ და მიდიხარ!

, გაჩერებები არ გჭირდება, არც თოკით ზურგჩანთების ჩაშვება, არც ზურჩანთების დასალაგებელი ადგილის ძებნა და მერე გაცურვა
ასე რომ შესაძლებელი და ძალიან სასიამოვნოც იქნება.
იმ ერთი დღის საჭმელი როგორმე უნდა წყალგაუმტარი ზურგჩანთით კომპაქტურად წაიღოთ.
ფორესტ
შედეგები გაგვაგებინე

ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:28
by Gvalva
Forest
ოჰ, შენ მისალოცი კი არა, ოლიმპიელივით მაღლა-მაღლა საბურთავებელი ყოფილხარ კაცო
თავად ბირთვისების ციხეებზე არ ხარ ნამყოფი?
მაშინ გირჩევ, ჯერ უბრალოდ ბირთვისებში წახვიდე, ფარცხისი-ბირთვისები-ტბისი ერთ დღეს თავისუფლად მოესწრება, ნუ, თუ საერთოდ სადმე დადიხართ ხოლმე.
ერთხელ, ადრე, ასე მოგვივიდა, ადამიანი სვეტიცხოველში არ იყო ნამყოფი და შატილში წავიყვანეთ

, ქართველი, 16 წლის
ხოდა ბირთვისებიც თანმიმდევრობით რომ მოიარო უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ და ამიტომ გირჩევ ასე

. კანიონის შემდეგ ცისეებზე ლაშქრობა აღა მოგეწონება. არადა პირველად რომ მაგას ნახავ ძაან მაგარია!!
ისე თუ გამოუცდელები ხართ, კანიონში არ შეიჭრათ ეგრევე... რა ვიცი...
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:49
by Forest
ჯიგრები ხართ, მივხვდი დაახლოებით რა სირთულეზეა ლაპარაკი ... კი ვნახავ ალბათ მაგ ადგილებს ახლო მომავალში... მაქვს საკმაოდ გამოცდილება მაგ საქმეში

მაგრამ მანდ არ ვარ ნამყოფი... გამიგია რომ მანდ ბლომად გამოქვაბულებია .. რამდენად მართალია?
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:51
by Gvalva
ეს ერთი რამე დამიჯერე რა
ხოდა ბირთვისებიც თანმიმდევრობით რომ მოიარო უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ და ამიტომ გირჩევ ასე . კანიონის შემდეგ ციხეებზე ლაშქრობა აღარ მოგეწონება. არადა პირველად რომ მაგას ნახავ ძაან მაგარია!!
კანიონში მიდიხარ მარტო კანიონში, არავითარი გამოქვაბული, ციხე, ეკლესია მენიუში არაა
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 16:58
by Forest
გამოქვაბულები რა მხარეს არის?
ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 17:01
by zura N.
Gvalva wrote:Forest
ოჰ, შენ მისალოცი კი არა, ოლიმპიელივით მაღლა-მაღლა საბურთავებელი ყოფილხარ კაცო
თავად ბირთვისების ციხეებზე არ ხარ ნამყოფი?
მაშინ გირჩევ, ჯერ უბრალოდ ბირთვისებში წახვიდე, ფარცხისი-ბირთვისები-ტბისი ერთ დღეს თავისუფლად მოესწრება, ნუ, თუ საერთოდ სადმე დადიხართ ხოლმე.
ერთხელ, ადრე, ასე მოგვივიდა, ადამიანი სვეტიცხოველში არ იყო ნამყოფი და შატილში წავიყვანეთ

, ქართველი, 16 წლის
ვაი... აბა მე რაღა ვთქვა...
მეც ჯერ ბირთვისების კანიონში წავედი და მერე ციხეებზე...
რაც შეეხება სვეტიცხოველს... პირველად 2-3 წლის ვიყავი მგონი სვეტიცხოველში რომ წავედი მერე იყო ხევსურეთი, ტობა, ისართღელე და ყოველივე ამის შემდეგ შარშან შემოდგომას ვიყავი მეორედ სვეტიხოველში (23 წლის) მეორედ...

ბირთვისის კანოინები
Posted: 14 ივნ 2010, 17:52
by Hereti
დაგეგმეთ რა ეს ტური მაგარი გამოვა