Page 1 of 4

ფეხით სიარული

Posted: 03 იან 2006, 22:45
by LOKI
მოკლედ ასთი თემა ვერ ვიპოვე და ალბათ აქ უნდა დამეწყო, თუ შემეშალა ალბათ მაღალი ადმინი შემინდობს :D :D
მაინტერესებს ვის რამდენი გივლიატ ფეხით. უფრო სწორედ რა მანძილი დაგიფარავთ და სად ჩასულხართ.
მე ყველაზე შორს ბირთვისში ჩავედი ფეხით გავედი თბილისიდან ფეხით და იქაც ფეხით ჩავედი იმის მერე გავიგე ფეხსაცმლის ფასი :D :D :D სულ 15 ლარი გვქონდა და ტაქსს მივეცით რომ იქამდე წავეყვანეთ სადამდეც ეყოფოდა ეს თანხა ბირთვისის მიმართულებით (მაშინ ისიც არ ვიცოდით საით უნდა წავსულიყავით ) ჰოდაა ფონიჭალაში ჩამოგვსვა ამ ტაქსისტმა :D :D :D იქიდან სულ ფეხით ჩავედით ბირთვისამდე მემგონი 50 კმ ია თუ არ ვუმატებ :D :D
აბ თქვენ თქვენი სახალისო ისტორიები გაუზიარეთ საზოგადოებას :D (მაშინ სულაც არ იყო სახალისო როცა კეტებს ჩემი ტყავი მიყვებოდა :D )

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 00:47
by Nika
LOKI
როცა ამბობ რამდენი გივლიაღ ისიც უნდა თქვა რამდენ ხანში ალბათ არა?
ადრე სოფელში ასე 15-20 კმ მივლია ხოლმე 1 დღეში ზუსტად არ ვიცი მაშინ ვერ ვზომავდი.
წელს აწყურში კიდე ნაღდად ვიარე 22 კილომეტრი ერთ დღეში. წინა დღეებში ჯერ 14 და მერე 5. ჯამში 3 დღეში 41 გამოვიდა.
შემდეგ უიკენდზე კიდე ზანავი–ზვარე 21 კილომეტრი. მაგაზე მეტი სიარული ძაან რთულია უკვე. დღე არ გყოფნის უბრალოდ ღამდება.

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 01:01
by PINKY
აააა..

Fეჰითსიარულ კაია..

მთათუშეთი.. ჰევსურეთი.. ჰევი.. კიარის 150-კმ-მდე.. მარრა მანდ 2 კვირამდე დაგვჯირდა.. ბარგით.. დგეში 15-20 კმ..

ისე ბაჰმარადან აზურგეთშიც ჩამავსულვარ Fეჰით.. 80 კმ-ია..
1 დგეგამეში.. თითქმის არდაგვისვენ ია.. ბარგი ძაანცატაგვქანდა.. მარრა მაინც გაგვიჯირდა..

კიდემაქვს რაღაცრაღაცეები გავლილი..

დარაც მთავარ ია.. კიდე ვაპირეეეებ..

:)

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 09:47
by Kakha
LOKI
ნიკასი არ იყოს მაგის თქმა ძნელია. გააჩნია რამდენ ხანში და გააჩნია სირთულესაც. მერე ერთი ამბავიც აქ, კარავში, საკმაოდ ჭრელი ხალხია, რაც ძალიან კარგია. ანუ ზოგი დამწყებია, ზოგს იდეაში უნდა სიარული, კარავშიც შემოდის გვეხმაურება, მაგრამ არასდ დადის და ჩვენი მონაყოალი ამბებით კმაყოფილდება, ზოგიც გამოცდილია და ბევრი უვლია.

გარდა ამისა, ინტერესებიც სხვადასხვაა. ზოგს მთაში ურჩევინია სიარული, ასე ვთქვათ სამთო ტურიზმი, ზოგს ალპინიზმი აინტერესებს, მე პირადად უფრო ძეგლები მიზიდავს, თანაც თავად ფეხით სიარული ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ამიტომ ხშირად ჩემი მანქანით დავდივარ და რადგან გრძელ და დიდ მარშრუტებს იშვიათად ვაკეთებ ჩემი პატარა შვილებიც თან დამყავს. თუმცა ხშირადაა, რომ ძეგლზე მისაღწევად ფეხით უნდა იარო, ხანდახან საკმოად შორი მანძილის დაფარვაცაა აუცილებელი.

სხვათა შორის ისეც მომწონს, რომ სულ სხვადსხვა ასაკის ხალხია აქ - დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან და ორმოც გადაბიჯებული ხალხით გათავებული (შეიძლება მეტისაც), და ეს ასაკით და პროფესიებით გასხვავებული ხალხი ადვილად პოულობს ენას ერთმანეთთან.

მე მგონი, გეოკეშინგის განყოფილებაში ვთქვი და აქაც გავიმეორებ - მე კარავი მისი სიჭრელის, სხვადასხვანაირი ხალხის, მათი კოლექტიური გამოცდილებისა და ინტერესების გამო მომწონს და იმიტომაც რომ მოქნილი სისტემაა და ვიცი რომ თუ სადმე წავედი გამოჩნდებიან ისინი ვინც წამოვლენ და მეც ადვილად შეიძელბა ვიპოვო ისეთი გასვლა რომელიც მე დამაინტერესებს.

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 11:20
by LOKI
რაც შეეხება ბირთვისს იქ წავედით საღამოს 10 საათისთვის და მეორე დღეს ჩავედით გვიან ნუ ღამე გვეძინა ცოტა ხანი დაახლოებით 20 საათში ჩავედით
ისე 25 კოლომეტრი ცხვარიჩამიამდე 5-6 საატში ბევრჯერ გაგვივლია ფეხით

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 13:12
by LOKI
Kakha
ძალიან კარგია რომ ასეთი განსხვავებული ხალხი იჩენს თავს კარავში მეც ეს თემა იმიტომ დავიწყე რომ ყველას თავისი თავგადასავალი მოეყოლა მთაში იქნება თუ ბარში როგორ უხეტიალია ფეხით და რა გადახდენია :)
რაც შეეხება ფეხით სიარულს თუ მანქანა გყავს ცხადია მანქანით ივლი მაგრამ ფეხით მეტი თავგადასავალია და მეტი ხალისი :) თან მანქანა ყველგან ვერ მივა და მაგ დროს ზედმეტი თავისტკივილია ის თუ სად დააყენო.
მოკლედ აქ უბრალოდ მოვყვეთ რა გადაგვხდენია ფეხით სიარულის დროს სადამდე ჩავსულვართ და ა.შ. :D

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 14:11
by Nika
LOKI
როგორც მახსოვს გვალვამ თქვა ერთი თავისი ნაცნობის სიტყვები. რატო უნდა იარო ფეხით იქ სადაც მანქანა მიდის?
თავიდან მე მაგაზე ვერ ვიკაიფე მარა მერე დავუჭირე მუღამი. ანუ მანქანით უნდა მიხვიდე მაქსიმალურად იქამდე სანამ შეიძლება რომ მერე ფეხით უფრო შორს მოახერხო გასვლა.

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 14:21
by LOKI
Nika
ყველაფერს ტავისი მუღამი აქვს :D :D ზოგი ფეხით სიარულს ამჯობინებს ზოგიც მანქანით:)

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 14:41
by Mrs. Robinson
LOKI
ლაშქრობიდან რომ ვბრუნდებით პირველი კითხვაა, ვინ მოყვება ფორუმზე ამბავს. უკვე ჩვენიანი ხარ და გულახდილად გეტყვი, მოყოლა მგონი ყველას ეზარება.... ხოდა დასკვნა შენ თვითონ გააკეთე...........

ისე მეც გამახსენდა პირველი ლაშქრობა.
ორ-დღიანი იყო, ტანძიიდან ფიტარეთში მივდიოდით. გაზაფხული იყო და წვიმებისგან ხრამი გვარიანად ადიდებული დაგვხვდა. მოკლედ როგორც იქნა, დიდი წვალებით გავედით მეორე ნაპირზე, ერთი მოლაშქრე წყალმა წაიღო.
(არ ინერვიულოთ, გადაარჩინეს, ცოცხალია და კარგად არის).
ამასობაში ყველა საძილე და კარავი დასველდა, ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვა. ხოდა ასე გალუმპულემბა, და გამოუძინებლებმა ვიბოდიალეთ ორი დღე. მაგრამ მერე ხომ ყველაფერი კარგად გახსენდება...............

ფეხით სიარული მეც ძალიან მიყვარს, ზოგჯერ უმიზნოდაც კი, ისე უბრალოდ ფეხით სიარული. მრავალდღიანში რათქმა უნდა ფეხით, მაგრამ მანქანის წყალობით ხშირად ქალაქიდან გასვლა, მითუმეტეს ზამთარში, ადვილი მოსახერხებელია. თქვენი არ ვიცი და მე ქალაქიდან ყველანაირი ფორმით გასვლას მივესალმები..............
ნუ ვიქნებით კატეგორიულები............

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 17:07
by LOKI
Mrs. Robinson
:D :D მე მოყოლა არ მეზარება
მოკლედ ზამთარში ფეხით გასვლაზე გამახსენდა
ფეხით ანანურშიც წავსულვართ ზამთარში თოვლში მოკლედ ისე მოხდა გავიყავით და სამიკაცი მარშუტკით წავიდა მეორე სამმა მათ შორის მეც ვერ მივასწარით მარშუტკას და უკვე გვიანაა არაფერი აღარ გადის. მეორე დღეს რომ წავსუილყავით მუღამს დაკარგავდა ავდექით და ფეხით დავაწექით ცოტა რომ გავიარეტთ ვურეკავთ მოვდივართო ( ხო მართლა იმათ მთელი ბარგი წაიღეს) და ნუ ისინიც კარგი მაშინო ჩვენი მარშუტკა მაინც გაფუჭდაო და წამოვალთ მანქანითო აქედანო უკვე თითქმის ჩასულები ვართო :D ჩვენ მოკლედ ამასობაში ნახევარი გზა გავიარეთ თოვლია ყინავს და მარტო პატრული დადის იქით აქეთ :D ხო იმატ გვითხრეს რომ ნივიტ მოვდივართო და ჩვენ იმას ვნაღვლობთ ნივაში როგორ ჩავეტევით :D ამ დროს აჩერებს ნივა ჩვენ გავრბივართ გაყინულები მანქანისკენ იქიდან კიდევ ესენი გადმოყარეს :D :D :D :D თურმე ვიღაცას გამოყვნენ აქეთ უბრალოდ ჩვენს შესახვედრად :D რა გვექნა ავიკიდეთ ბარგი და გავაგრძელეთ გზაა არადა უბარგოდ მივდიოდით :D :D მაგარი პრიკოლი ისაა რომ გზას ნოუთბუქით ვინატებდით და თან ყველაფერს ვებ კამერაზე ვიწერდით ნუ ბოლოს რომ ვნახეთ შავი ფონის გარდა არაფერი ჩანდა თურმე ფოკუსის დაყენება დაგვავიწყდა მარა მაინც :D :D მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ჩავედით არაგვისპირში შევვარდით სახლში მაგრამ ვერც იქ გავთბით შუქი არ იყო და ფფეჩი რომ ავანთეთ მთელი სახლი გაიბოლა ასე გაშავებულებმა შევხვდით განთიადს :D . შარვლის ტოტები გაყინული იყო მართლა თოვლში რომ მივდიოდიტ დასველდა და მერე გაიყინა :D :D კაი გაკრახმალებულივით გატკიცინდა.( ხო სახლი სხვისი არ იყო ერთერთი ჩვენთაგანის იყო კანონი არ დაგვირღვევია სამართალდამცავების საყურადღებოდ :D :D )
აი ასეა მაშინ არ არის სახალისო მარა მერე მაგაზე კარგი მოსაგონარი არაფერია
და მემგონი ფორუმი იმიტომაა რომ ყველა ტავისს სახალისო ისტორიას მოყვეს თორემ ისე რა აზრი აქვს ამ ფორუმს???

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 18:02
by Nika
LOKI
ხოო მაგარი იდეინები ყოფილხართ. აგერ გვალვა იცნობს მაგდაგვარ სასტავს. ისე მეც მაგრა მევასებოდა ფეხით სიარული სანამ წინა გაზაფხულზე ამტკივდა. ამის მერე ქე მიწევს მინიმალუარდ სიარული და თან ჯოხით და ა.შ. თუმცა ამ ბოლო დროს ჩემთვის ტავარი მიზანი ადგილების ნახვა უფრო არის და ამიტომაც მანქანა მაგრა ემხმარება სადაც მანქანა მივა იქ ხო მივდივარ და პლიუს კიდე მერე ფეხით.

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 18:10
by LOKI
Nika

იდეებს რა ვუყოთ იდეებს :D :D





პლუს ყველა წასვლა "ექსპრომტად" ხდება როგორც წესი თორე დიდი დაგეგმვის მერე რატომღაც ყველაფერი იშლება ხოლმე
ადექი ჩაიცვი წადი როგორც ნაპოლეონმა ტქვა :D :D :D თუ არ უთქვავს?? :wink: :lol: :lol: :lol: :lol:

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 20:25
by ilia
Nika wrote:LOKI
წელს აწყურში კიდე ნაღდად ვიარე 22 კილომეტრი ერთ დღეში. წინა დღეებში ჯერ 14 და მერე 5. ჯამში 3 დღეში 41 გამოვიდა.
შემდეგ უიკენდზე კიდე ზანავი–ზვარე 21 კილომეტრი. მაგაზე მეტი სიარული ძაან რთულია უკვე. დღე არ გყოფნის უბრალოდ ღამდება.

მეც ვიყავი ამ ლაშქრობებში და ჩემი რეკორდიც ესაა.

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 22:12
by Druides
peshomobili is best

ფეხით სიარული

Posted: 04 იან 2006, 22:44
by Mrs. Robinson
LOKI
გ ა ი ხ ა რ ე ! ! !
იმედია ამის მერე მაგ საქმეს შენ ითავებ ხოლმე.........:wink:
ხალხო ჩვენი ისეთი მეკვლე გვყავს წელს ფათერაკები და თავგადასავლები ბლომად გვექნება......... :D :D :D


მე თითქმის თავიდანვე ძალიან გამოცდილ მოლაშქრეებს დავყვებოდი. მათ კი ყოველთვის წინასწარ იციან თითქმის ზუსტად მარშრუტი (ათასჯერ არიან ნამყოფი), ანუ სად მივდივართ, რატომ მივდივართ, აღმართი-დაღმართი, გზა როგორია, ხალხის საშუალო ტემპი, რუკებაზე მარშრუტის დაზუსტება ....... მეც ასე მივეჩვიე.....
ხო რუკებზე შეყვარებული ვარ. ისე ქალაქშიც რომ ვმოძრაობ, საქართველოს რუკა სულ თან მაქვს........
მოკლედ 15კმ-ს დღეში კარგად დავდივარ. ეს ნორმალურია და ისეთს არაფერს ვგეგმავ, რომ ვინმეს გაუჭირდეს ამ მანძილის გავლა................