Page 1 of 4
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:01
by saskva
2010 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგენა.
ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის შექმნის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, მოგზაურობის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების გამარტივება.
ტაო-კლარჯეთის ტურისტულ რუკაზე წარმოდგენილია თურქეთში შემორჩენილი მნიშვნელოვანი ქართული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების დიდი ნაწილი.
რუკაზე საექსკურსიო ობიექტების გარდა დატანილია აგრეთვე გზისპირა ძეგლები. თითოეულისათვის მოცემულია როგორც ისტორიული ქართული, ასევე თანამედროვე თურქული ტოპონიმები. რუკაზე აღნიშნულია ინფრასტრუქტურული და ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტებიც.
აქვეა წარმოდგენილი ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია და ინფორმაცია ჩვიდმეტი საექსკურსიო ობიექტების შესახებ.
ტურისტული რუკის წარდგინების დროს გაიმართება ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტო გამოფენა, რუკის ავტორთა ჯგუფის სიტყვით გამოსვლა, ანონსი გაუკეთდება სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.
წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას.
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:06
by Nini_A
კარაველებო, ყველას გთხოვთ მობრძანდეთ
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:06
by Tamari-ch.
saskva
Nini_A
გოგოებო - ეგ რუკა გაყიდვაში იქნება?
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:09
by saskva
Tamari-ch.
წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას.
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:24
by Tamari-ch.
saskva wrote:Tamari-ch.
წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას.
ეს გავიგე
მაგრამ მერე თუ იქნება გაყიდვაში და სად?
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:26
by saskva
Tamari-ch.
კი მერეც იქნება სხვადასხვა მაღაზიაში (კონკრეტულად სად ჯერ არ არის გადაწყვეტილი)
შესაძლებელია პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებაც
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:38
by meleksa
მოვალ იმედია

;);)
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 07 აპრ 2010, 23:47
by Nini_A
meleksa
გაგვიხარდებიიიი

ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 00:04
by Sarajistka
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 00:05
by paata_
მეც

ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 00:23
by saskva
მოდით მოდით ყველანი ძალიან გაგვიხარდებით მართლა მართლა
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 00:52
by Nephros
saskva
ვინ შეადგინა ეს რუკა? სხვა რუკებიც აქვთ მის ავტორებს გაკეთებული?
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 11:50
by saskva
Nephros
ბატონი თემურ ხუციშვილის რედაქტორობით არის ეს რუკა
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 12:05
by meore monadire
მოვალ და შევიძენ

ძალიან კარგია, სულ მინდოდა მასეთის ქონა
ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Posted: 08 აპრ 2010, 12:12
by saskva
meore monadire
მობრძანდი ძალიან გაგვახარებ მოგვენატრეეეე