Page 1 of 1

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 03 აპრ 2010, 23:58
by Sikvdila
მოგესალმებით

წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).
საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

სერვისის დეტალების შესახებ:

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს,
http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 07 აპრ 2010, 09:11
by Sikvdila
ვერ გადაეჩვია ხალხი რადიკალებს და ა.შ. :) ამხელა თემა გავხსენი და რეაქცია 0 :D

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 07 აპრ 2010, 09:59
by meore monadire
ტოპ გე აჩვენებს რომ 150 კაცია შესული, ხომ არ იქნება ისე რომ თუ არ გაამართლა საიტმა დაიხურება ?

თქვენი ბანერი დავდე ჩემს საიტზე :)

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 07 აპრ 2010, 10:04
by meore monadire
Image

პირველი სურათი ჩემს მიერ ატვირთული :)

ერთადერთი რაც რადიკალზე მომწონს და თქვენთან ვერ ვიპოვე: სურათებში როცა შევდივარ არ არის ფილტრი ალბომებზე, იმედია ესეც მალე იქნება :)

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 07 აპრ 2010, 15:19
by Sikvdila
პროექტი არანაირ ვარიანტში არ დაიხურება, ამის გარანტიას მე ვიძლევი :) შემსვლელების რაოდენობა არ მაინტერესებს, ანუ მაგაზე გათვლილი პროექტი არ არის :)
ბანერისთვის - მადლობა :)
ალბომების ფილტრზე რას გულისხმობთ ? დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს ალბომი შექმნას და სურათები ალბომების მიხედვით დაალაგოს

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 08 აპრ 2010, 09:39
by meore monadire
http://www.youtube.com/watch?v=mm57zS9clrw მშვენიერ ვიდეო

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 08 აპრ 2010, 11:42
by Archil
კაი წამოწყებაა

გილოცავ და გამხნევებ !!!

კაი იქნება თუ ქართული ასატვირთი სერვერები იქნება, მივესალმებით. ოღონდ ეგაა, აქამდეც გვისარგებლია და მერე რომ გამქრალა და ჩვენი სურათებიც მიუყოლებია, გული გწყდება და ისევ სტაბილურებზე გადადიხარ. თუ შენი პიქსი სტაბილური იქნება, მაგას რა სჯობია.

რამდენიმე სურათის ერთდროულად ატვირთვის საშუალება თუ იქნება? მთელი დღე რომ არ უჯდე კომპს.

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 08 აპრ 2010, 12:42
by nusa
არჩილ, ვიდეო ნახე აბა :)
http://www.youtube.com/watch?v=mm57zS9clrw

ერთი მონიშვნით 10 სურათის განთავსებააო შესაძლებელი :)




წარმატებები და კვლავაც საინტერესო წამოწყებები ავტორებს! :)

PIX.GE - სურათების უფასო ჰოსტინგი

Posted: 08 აპრ 2010, 23:37
by Sikvdila
გმადლობთ :)

Archil
დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 5 სურათის ატვირთვა, ხოლო დარეგისტრირებულებს - 10 :)
http://pix.ge/faq/

რაც შეეხება სტაბილურობას, საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსები და თანხებია ამ საქმეში ჩადებული, მიუხედავად იმისა, რომ სერვისი აბსოლუტურად უფასოა და ასეც იქნება მუდამ. ზემოთაც დავწერე - ასეთი მასშტაბებით იმიჯ ჰოსტინგი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
შესაბამისად, სტაბილურობაზე გარანტიას სერვ.ჯი და პირადად მე ვიძლევით :)