Page 1 of 1

ფასების კიდობანი

Posted: 28 თებ 2010, 23:20
by KSOVRELI
როცა ბაზარში თავად არ დადიხარ, სულ არ გაინტერესებს რა ღირს კილოგრამი კარტოფილი.
როცა მარტო კარტოფილს ყიდულობ, სულ არ გენაღვლება 10 თეთრით მეტს გადაიხდი თუ ნაკლებს.

სულ სხვაა, როცა ბაზარში მთელი კვირის სამყოფი პროდუქტების საყიდლად მიდიხარ.
აქ უკვე ხუთ თეთრსაც მნიშვნელობა ენიჭება, თანაც მაშინ, როცა ამ ხუთ თეთრს საკუთარი ჯიბიდან იხდი :D

ბევრჯერ ყოფილა, რომ პროდუქტში 2 ლარი გადამიხდია და ცოტა მოშორებით,
იგივე ხარისხის პროდუქტს 1.5 ლარად ყიდდნენ :cry:

სიარულია საჭირო, დაზვერვა, ადგილების მონიშვნა, დროის შერჩევა....

ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ ჩვენ, კარველები, დაცული ვიყოთ მაღალი ფასებისგან.

ფასების კიდობანი

Posted: 28 თებ 2010, 23:25
by paata_
კარტოფილისთვის ახალქალაქში უნდა წახვიდე, ბითუმად (ოპტომ) შეიძინო მთელი ზამთრის და იაფად გამოხვალ

ფასების კიდობანი

Posted: 28 თებ 2010, 23:44
by KSOVRELI
დავიწყებ...

თარიღი: 2010 წელი, 27 თებერვალი, შაბათი, 13:00 საათი.

ტერიტორია: ვაგზალი.

ჩირი მიყვარს, მაგრამ კარალიოკის ჩირში 5-7 ლარის გადახდა, მომკალი და, არ მინდა.
არადა, გადამყიდველებთან სწორედ 5-7 ლარი ღირს. აი, პატარა ადგილი აქვთ მოწყობილი,
ნაირნაირი ჩირი და თხილეული გამოუფენიათ. მაგრამ ნუ მოტყუვდებით! ეს ფასების მახეა!
თუ ჩირის იაფად ყიდვა გინდათ, პირველ რიგში ეგეთ "მოწყობილ" ადგილებს უნდა მოერიდოთ!
პირველივე ჯერზე გამიმართლა :D გადასასვლელი ხიდის კიბესთან დედა-შვილი დგას
და კარალიოკის ჩირს 2.5 (კილო) ლარად იძლევა :shock: წავიდა კალათაში....
ცოტა მოშორებით: შავი ქლიავის ჩირი - 1.5 ლარი (ერთი ასხმა), ვაშლის - 1 ლარი.

გორის ვაშლი (სახელი არ მახსოვს) (3კგ) - 1 ლარი;
გორის ვაშლი "ცარსკი" - 0.5 ლარი;
ვაშლი "შაფრანი" - 0.6 ლარი.

ქართული ფორთოხალი - 0.7 ლარი (მათალია 3 კილოში 800 გრამი დამაკლო და მიბრუნება მომიწია).

ბროწეული 5 ლარზე ნაკლებად ვერ ვიშოვე :cry:

კახური მზესუმზირა (საშუალო სიმსხვილის) - 2 ლარი.

თეთრი ხახვი (პატარა ზომის) - 1.3 ლარი.

მიწის თხილი - 3.5 ლარი.

მოცვის "ჩაი" (0.5 ლიტრიანი ქილა) - 2 ლარი (ცოტა მოშორებით 5 ლარი ღირდა).

ანანასი - 8 ლარი (თუმცა ბროწეულის გამყიდველმა მითხრა, საბითუმოში 5 ლარი ღირსო).

ქოქოსის კაკალი - 2 ლარი (ამ ორი უკანასკნელი პროდუქტის ფასი ძალიან მერყეობს)

კივი - 2 ლარი.

ყვავილოვანი კომბოსტო - 2.5 ლარი.

მწვანე ბარდა (მთელი მარცვლები) - 1.3 ლარი.