Page 1 of 1

უცხოელ მოლაშქრეთა შთაბებჭდილებები საქართველოზე

Posted: 10 თებ 2010, 11:14
by Kakha
დაახლოებით ასეთი სათაურით "უცხოელ მოლაშქრეთა შთაბებჭდილებები საქართველოზე" მგონია თემა გახსნილი იყო, მაგრამ ვეღარ ვიპოვე და ხელახლა გავხსენი.

2007 წელს თუშეთში მოგზაურობისას (ვიყავით მე, ელისო, ნატალია, ეჰ-დათო და გურული) გომეწარის ხეობაში, დოჭუსთან ინგლისელთა ოჯახს შევხვდით. ჩვენ დოჭუდან ომალოში ვბრუნდებოდით, ისინი კი დოჭუსკენ მიდიოდნენ. ორიოდ დღეში ეს ოჯახი (დედ-მამა და ორი ქალიშვილი) ომალოში გამოჩნდნენ, საოჯახო სასტუმროში გაჩერდნენ, იქვე ახლოს ჩვენ გვქონდა ბანაკი დაცემული. ჰოდა ერთმეთს გამოვეცნაურეთ, ცოტათი ვილაპარაკეთ. ეჰ-დათომ სურათებიც გადაუღო.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში შემთვევით გადავაწყდი ბლოგს, სადაც ქრის უილს (Chris Wills - კაცის სახელია) აღწერს თუშეთში მოგაზურობას. აღმოჩნდა რომ ეს ოჯახი თუშეთით დაავადდა. 2008 წელსაც ჩამოსულან თუშეთში სამოგზაუროდ (ცხენებით მოგზაურობენ ხოლმე). თუშეთიდან თბილისში ომის დროს დაბრუნდნებულან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ალბათ რას ფიქრობდნენ.

და მაინც თუშეთს არ ეშვებიან.

2009-ში მათი უფროსი ქალიშვილი ჩამუსულა მარტო და ისევ თუშეთს ესტუმრა.

მოკლედ, ქრისმა არ დაიზარა და მათ მოგზაურობაზე ბლოგი გააკეთა
http://travelsintusheti.blogspot.com/

ასევე არ დაიზარა და კიდევ ერთი ბლოგი გააკეთა მათთვის ვინც თუშეთში მოგზაურობას აპირებს. ცდილობს თუშეთი ხალხს გააცნოს და შეაყვაროს. დასაფასებელია. ეს ამ ბლოგის ბმულია
http://tushetilife.blogspot.com/

და ბოლოს წიგნიც გამოუცია, უფრო სწორედ ალბომი თუშეთზე
http://www.blurb.com/books/1144684

გამოვეხმაურე, ვახსოვდით. გაეხარდა, რომ საქართველოდან ხმა მიაწვდინეს. პატარ-პატარა უზუსტობებზე მივუთითე. დიდი სიამოვნებით მიიღო შენიშნვები და ჩაასწორა კიდევაც.

ნახეთ ბლოგები. ღირს ამად!

ჰო, მართლა, ქრისმა მომწერა, რომ წელს ზაფხულში თურქეთში, მაჭახელაში აპრიებს წასვლას.....

უცხოელ მოლაშქრეთა შთაბებჭდილებები საქართველოზე

Posted: 10 თებ 2010, 11:15
by tamuna_gudarexi
ამას ხომ არ ეძებდით? :)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1702&start=0

უცხოელ მოლაშქრეთა შთაბებჭდილებები საქართველოზე

Posted: 10 თებ 2010, 11:35
by Kakha
tamuna_gudarexi
არა მაგ თემას არა. მანდ უბრალოდ უცხოელი მოგზაურების გამოცდილებაზეა ლაპარაკი. არადა ერთი თემა იყო არა ზოგადად უცხოურ სალაშქრო გამოცდილებაზე არამედ უცხოელებზე რომლებიც საქართველოში იყვნენ.