სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by გვალდა » 09 დეკ 2010, 10:11

http://www.yell.ge/Info_pages/
ჩამონათვალში ნახეთ "სახიფათო დანამატები კვების პროდუქტებში"
სვანეთოლოგი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 09 დეკ 2010, 14:10

გვალდა
მე კი უცხოელების საიტზე წავიკითხე შესაბამის მსჯელობაში, რომ მწარმოებელი, აშშშიც კი არაზუსტად და არასწორად აწერს პროდუქტს მთელ რიგ მონაცემებს.
ამიტომ ამ ცხრილებით სიარული გულუბრყვილობაა.
გამოსავალი სხვის მიერ დაუმუშავებელი პროდუქტების ძებნაში და თვითკულინარიაშია.
ამ ციფრების შემმოწმებლები ყიდვის წინ თავს იტყუებენ.
აიღეთ თოხი ქართველებო, თოხი აიღეთ.
თორე კიბო სოკოსავით ჩნდება შემოდგომის წვიმის შემდეგ და ფაფუუ ამქვეყნიური რამეების დევნააა.
შენ თვითონ აიღე თოხი სხვას რომ მოუწოდებო.
უკვე აღებული მაქვს.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by გვალდა » 09 დეკ 2010, 14:45

ამ სიის შემყურემ კი ვიფიქრე, ბალახის ძოვაღაა გამოსავალი თქო :D
მთელი ბავშვობა ეს თოხი მძაგდა. ნაძალადევი არდადეგები და ტური სოფელში თოხნა, მარგვლა და კარტოფილის აღება-დაბინავება :oops: ჩემი აგვისტოს შვებულება ლობიოს მოსავლის აღებას, გარჩევას და მინდორში შემთხვევით გაპნეული კაკლების მოგროვებას დავუთმე :D
სათიბი და კალოობა იყო ჩემი ჭეშმარიტი ზაფხულის არდადეგები. ძალიან მენატრება.
თბილისში კი ერთ მტკაველა მიწის (საგარაჟე), წყალობით გვაქვს საკუთარი ხახვი, ნიორი, ჭარხალი, ყველანაირი მწვანილი და პომიდორი. :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 10 დეკ 2010, 09:45

გვალდა
ეს უკვე პრობლემის ნახევარზე მეტის გადაწყვეტაა, რაც ჩამოთვალე.
პურს და ტორტლეულს არ შეჭამ, ხორცს და ყველს და კარტოფილს ,ასე თუ ისე ნორმალურს იშოვნი.
ცოტა ბურღულეულიც დაამატე და ქე გამოვიდა ნატურალურთან მიახლოებული კვება.
:wink:
ჰო თაფლი კინაღამ ამავიწყდა.
თაფლით შაქარი უნდა შეიცვალოს 100%.
1 ჭიქუკა საფერავიც თუ იქნა სადილზე ხომ თლა უკეთესი.
და რაღად გინდა Fასთ Fუდიი?


User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 10 დეკ 2010, 11:14

ამას წინათ, ერთ-ერთ გასვლაში, კარველებს ე.წ. ”კრაბი” ქონდათ წამოღებული და მიირთმევდნენ.
ბიჭო, შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვათ (არადა, სათქმელია), ზედ აწერია, რომ -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს.
-20 გარადუსი! ასეთი მაცივარი აქვთ მაღაზიებში?
არადა, ამ ნაგავს პატიოსნად აწერია: -20 გრადუსი.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Hereti » 10 დეკ 2010, 19:23

KSOVRELI
ქართველებზე არ ვრცელდება -20

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 დეკ 2010, 11:57

აბა რაღა დაგიმალოთ და "ვიკვებოთ ნატურალურად" პროგრამის ფარგლებში, კახეთს მივაშურე, რადგან 2 წელი ხდება ღვინო არ მქონია და დასაბმელს ვგავდი.
აქვე შეგახსენებთ რომ მე ღვინოს როგორც საკვებ პროდუქტს აღვიქვამ , მთელი მისი ძვირფასი შემადგენლობიდან გამომდინარე და არა დროისსატარებელ ან საქეიფო ნივთს, თუმცა ესეც ახლავს ამ პროდუქტს.
Image
მოკლედ თეთრი ისეთი ავიღე რომ , სახლში მისულმა მთელი კამპეტები გადავყარე, აი წითელი კი ისეთია, ხაშმის საფერავი მაგასთან როგორც ჯორი ცხენთან ეგრეა.
თეთრი არის მანავის მწვანის და რქაწიტელის ნარევი, ლიტრა - 2.5 ლარი.
საფერავი კი - 4 ლარი.
ეს უკვე მეოთხედ მივედი ამ გლეხთან შიბლიანში და ვიცი რაცაა.
მოკლედ ხიბლიანი ღვინო აქვთ შიბლიანელებს.
ზუსტად იმ დროს მე რო მივედი პურს აცხობდნენ:
Image
ხორბალი აქვე იყიდეს და თავისით აცხობენ ნაღდ კახურ პურს, პურის უნახავი გამხადა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 დეკ 2010, 12:14

მერე კიდე იქიდან ისე როდის გამოუშვივარ და სასწრაფოდ სუფრა გაშალეს.
კი მეჩქარებოდა და თან მერიდებოდა, მარა არ დაიშალეს.
Image
მერე სამწვადე მოიტანა უცბათ, ვეუბნები მარხვაზე ვარ მწვადებს როგორ შევჭამ მეთქი მაგრამ ვინ გისმინა?
Image
მერე კი ესეთი სცენა გაიმართა.
Image
აი მერე კი გამახსენდა რომ ამ ქვეყნადა ვარ და საჭესთან უნდა დავჯდე.
მერე უხვად დამასაჩუქრეს ჩურჩხელებით პურით და კომპოტებით.
და მე უთხარი აწი თქვენთან აღარ მოვალ მეთქი და წამოვედი.

:P

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 დეკ 2010, 20:12

კინაღამ დამავიწყდა.მასპინძელმა მითხრა რაღაც სიმინდებს გვირიგებენ იაფად ზალიან და უნდა დავთესოო.
მე აუხსენი და უამბე რომ ეს არის ყვიტელი გენური სიმინდი.და რა მავნებლობა მოაქვს ადამიანისა და გარემოსათვის.
მიპასუხა ყვითელიც არის და თეთრიცო,და ეგ ყველაფერი მაც ვიცი მაგრამ რა ვქნა ადგილობრივი ძველი ჯიში აღარ ხარობს და მე კი ოჯახი მყავს სარჩენი და ეგ სიმინდი კი შემოსავალს მომცემს და ამომასუნთქებსო.
ჩაწერეთ სიაში:
- (მინუს) ჭადი, ღომი, ელარჯი და ა.შ.

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Ledi » 13 დეკ 2010, 21:11

KSOVRELI wrote:ამას წინათ, ერთ-ერთ გასვლაში, კარველებს ე.წ. ”კრაბი” ქონდათ წამოღებული და მიირთმევდნენ.
ბიჭო, შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვათ (არადა, სათქმელია), ზედ აწერია, რომ -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს.
-20 გარადუსი! ასეთი მაცივარი აქვთ მაღაზიებში?
არადა, ამ ნაგავს პატიოსნად აწერია: -20 გრადუსი.
კარგი რა, KSOVRELI, გული ნუ გამიხეთქე, ე.ი. ეს პროდუქტი რაციონიდან ამოვიღო?


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 25 დეკ 2010, 10:57

Image
ტიპიური საუზმე რომელსაც ყოველ დილით მარხვაში, უკაცრავად და ვჭამ.
შვრია მდუღარედასხმული კახური ზაოტის ზეთით.
საკუთარი თაფლი და ყვავილის მტვერი.
ლიმონი და ბალახების ჩაი, რომელსაც ზაფხულში ვაგროვებ ნელ-ნელა.
ჩურჩხელა იშვიათად.
სახლიდან უზმო არ გავალ.
საღამოს კი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე ვწყვეტ საზრდელის მიღებას.
პურს და ნებისმიერ ხორბლის პროცესირებულ საყეყს არ ვჭამ გარდა წანდილისა და უხეშად დაფქული ხორბლის ფაფისა.
მომბაძეთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 25 დეკ 2010, 11:07

ეს კი მომავალი მარწყვის სექტორის ნაკვეთია, რომელიც ბევრი წელი ფული რო ვაგროვე და ტბილისთან 30 კილომეტრში ნაკვეთი რო შევიძინე შარშან იქ დავრგე და აწელს კიდო უფრო გავაფართოვებ.
ნაყოფი მომცა და გემრიელი უზომოდ.
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 14 იან 2011, 14:36

ძეხვეულზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.
საქართველოში წარმოებული არცერთი ძეხვეული არ იჭმება, თუ თქვენ ვერ თოკავთ თავს, ბავშვები მაინც დაინდეთ და არ აჭამოთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]