Page 1 of 3
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 00:07
by Mta Mkvarebia
31 ოქტომბერს "თებულოტური" გეპატიჟებათ
ქისტურ საღამოზე თბილისში
31 ოქტომბერს, სპარსულ სახლში, კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, თბილისი ქისტურ საღამოს უმასპინძლებს. ქართველებისა და ქისტების მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
ქართულ-ქისტური ურთიერთობები, კონკრეტული ფაქტები და ისტორიები მეზობელი ერების წარსულიდან - საღამოზე მისული საზოგადოება შეძლებს, თვალი გადაავლოს ურთიერთობის მოკლე ექსკურსს.
ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. საღამოზე აგრეთვე გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია.
31 ოქტომბერს ქისტი ერის ისტორიისა და კულტურის გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა.
დასაწყისი 18:00
მისამართი: გრიშაშვილის 14. სპარსული სახლი – ჩაიხანა
დასწრება თავისუფალია
www.paata.ge
http://www.paata.ge/sultan1.mp3
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა -
pvardanashvili@gmail.com
ტელ: - (+995 99) 91 46 55
Skype - paatavar
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 00:50
by guruli
აუცილებლად მოვალ. ჩრდილო კავკასიიდან ქისტებიღა დაგვრჩნენ, რომლებსაც მეზობლებად მივაჩნივართ და მეზობლობა სწადიათ, თორემ რუსებმა მოახერხეს და სხვებისთვის ჩვენგან მტრის ხატი შექმნეს.
მისი თბილისელებისთვის გასაცნობად 31 ოქტომბერს დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან.
მაინტერესებს, ესენი იქიდან ჩამოსული ქისტები არიან თუ პანკისელები?
ამ თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ერთი ანსამბლი თბილისობაზე ნაზრანიდან საგანგებოდ ჩამოვიდა.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 00:55
by paata_
guruli
პანკისელები ჩამოდიან,
დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება, ამის შესახებ ამ საღამოზე გამოცხადდება
ინგუშების ანსამბლი თბილისობაზე იყო ხო ჩამოსული, წინა დღეს კი კაი კონცერტი გამართეს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 01:01
by guruli
paata_
წინა დღეს კი კაი კონცერტი გამართეს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში
იცოდე, ვერ გადამირჩები, მსგავს რამეს კიდევ თუ გამომაპარებ.
დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება,
ვახ, ამ ფორუმს ტაშის დაკვრის სმაილი რატომ არ აქვს, ჰა?

მასეთი საღამოები, უფრო სწორად კი - ურთიერთობები ჰაერივით გვჭირდება.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 01:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_
კაი კაცი ხარ.
მომწონს შენი ეს გეგმა
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 09:41
by დათო
guruli
აუცილებლად მოვალ. ჩრდილო კავკასიიდან ქისტებიღა დაგვრჩნენ, რომლებსაც მეზობლებად მივაჩნივართ და მეზობლობა სწადიათ, თორემ რუსებმა მოახერხეს და სხვებისთვის ჩვენგან მტრის ხატი შექმნეს.
ინგუშები არ მიიჩნევე ქართველებს მტრებად. ჩეჩნებთან არაერთგვაროვანი ვითარებაა და საჭიროა მუშაობა. ყარაჩაი-ბალყარელებს სვანებთან აქვთ ტრადიციული ურთიერთობები.
რეალურად, მტრობისთვის განწირეულები ჩვენ ვართ მხოლოდ ოსებთან და ადიღური ჯგუფის ტომებთან. დანარჩენებთან არსებობს მუშაობის პერსპექტივა. განსაკუთრებით ინგუშებთან.
paata_
დიდი - ვაინახური საღამო უახლოეს ხანებში ჩატარდება, ამის შესახებ ამ საღამოზე გამოცხადდება
ძალიან კარგი საქმეა ეს. ამ ტიპის პროექტები რეგულარულ სახეს თუ მიიღებს, ამან შეიძლება ძალიან დადებითი როლი შეასრულოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 09:57
by paata_
დათო wrote:ძალიან კარგი საქმეა ეს. ამ ტიპის პროექტები რეგულარულ სახეს თუ მიიღებს, ამან შეიძლება ძალიან დადებითი როლი შეასრულოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
მარტო ვმუშაობ და რა ვიცი რა გამომივა
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 10:00
by დათო
paata_
მარტო ვმუშაობ
ვიცი.
ქვეყანა ბავშვის ასაკიდან ჯერ ვერ გამოსულა და თავში ტვინი არა აქვს.
თითქმის.
ჯერ.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 16:38
by arcivi9
შაჰიდის ქამარს გვაჩვენებენ?

ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 16:58
by QEBURIUS
მთაშენკ
ქართველების და ქისტების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაში რას გულისხმობ? იმ დამაქცევარ ლეკიანობას, მოკლულთათვის მკლავების დაჭრას და მსგავს სიყვარულებსაც????????????
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 17:00
by QEBURIUS
arcivi9
რაღა შაჰიდის ქამარი, ბარემ რუსი გენერლების სკალპები გამოფინონ...
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 18:13
by qvevri
მე ამ ჯერად არ მცალია და თუ როდესმე ჯალალედინის, თემურლენგის ან შახაბასის საღამოებს გამართავთ აუცილებლად შემოგიერთდებით.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 29 ოქტ 2009, 20:42
by დათო

ყველაზე მაგარია, რომ ათეისტმა ანარქისტმა და კონსერვატორმა მონარქისტმა ერთი და იგივე შინაარსის პროტესტი გამოთქვეს
kurush
ლეკიანობაში ლეკები იყვნენ ჩართულები, რაც ადვილი მისახვედრია ამ მოვლენის დასახელებიდან გამომდინარე. ლეკები - ავარელები და ზოგი სხვა დაღესტანის ტომია. ქისტები ვაინახები არიან.
თავად ქისტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისინი და თუშ-ხევსურები ერთმანეთს ზოგჯერ ხოცავდნენ, მაგრამ მშვიდობიანადაც თანაცხოვრობდნენ და საერთო ჯამში ერთმანეთს პატივს სცემენ, თუნდაც როგორც მოწინააღმდეგეებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართე ხევსურებს და თუშებს.
შაჰ აბასი პუტინთან არის ზუსტი ანალოგია. ქისტებთან არა. ვაინახები ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან საქართველოს მეზობლები (რუსეთისგან განსხვავებით, რომელზეც იგივეს ვერ იტყვი

), და ამიტომ აუცილებელია მათთან სასარგებლო ურთიერთობა.
და კიდევ - ისტორიის მანძილზე მტრობა გვქონდა ყველა მეზობელთან, გამონაკლისის გარეშე. თუ ამის გამო ეხლა ყველას მტრად გამოვაცხადებთ... მოკლედ, თვითმკვლელობისთვის უფრო ადვილი ხერხებიც არსებობს

ვინც დღეს მტერია - ის მტერია. დანარჩენებთან საჭიროა მუშაობა.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 30 ოქტ 2009, 00:55
by guruli
დათო
ინგუშები არ მიიჩნევე ქართველებს მტრებად.
ვეღარ გავიგე რა - ბავშვობიდან ისე ვიცი, რომ ქისტები ინგუშები იყვნენ, თვითონ პანკისელები ჩეჩნებს ენათესავებიან.

სამეცნიერო წრეებშიც მომისმენია, რომ ქისტები ინგუშებს ენათესავებიან, მაგრამ დრეს უფრო ჩეჩნებთან ახლობლობენო.
თუმცა ულაპარაკოდ გეთანხმები იმაში, რაც ვაინახებსა და ადიღეურ ტომებზე თქვი. და იმ ჩეჩნებშიც ცოტა მეტი აქტიურობაა საჭირო და გააღვივებ ნდობას.
ყარაჩაელები ადიღეური მოდგმაა, ხომ? მაგათთვის დღემდე არნოლდ ჩიქობავა ლამის ღმერთია - ძველი თაობისთვის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის აშშ-ს მეტი არავინ და არაფერი არსებობს დედამიწაზე.
ლეკებთანაც იოლი მგონია ურთიერთობების აღდგენა. სხვა თუ არაფერი, თუშებში და მაგათთან დღემდე არიან ყონაღები, ძმადგაფიცულები და ისეთები, ოჯახებით რომ მეგობრობდნენ, მაგრამ საზღვარმა გაჰყო და ვეღარ მიდიან ერთმანეთთან.
თავად ქისტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისინი და თუშ-ხევსურები ერთმანეთს ზოგჯერ ხოცავდნენ, მაგრამ მშვიდობიანადაც თანაცხოვრობდნენ და საერთო ჯამში ერთმანეთს პატივს სცემენ, თუნდაც როგორც მოწინააღმდეგეებს.
ულაპარაკოდ გეთანხმები. მე სულ ვამბობ, რომ მაგათ ურთიერთობაში უმთავრესი მაინც პატივისცემა და მეზობლობა იყო, ხოლო ომები და ურთიერთთავდასხმები ცხოვრების ქაფია, რომელსაც ისევე მოიყენებს და მერე თვითონვე გაჰფანტავს ცხოვრება, როგორც მდინარე - მორევს. კავაკსია ძველებურად რომ შეიკრას, ღორები რა ფეხებს მოგვჭამდნენ, მაგასაც ვნახავდი! ამიტომაა საჭირო ძველი მტრობისდ დავიწყება და ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება - 21- ე საუკუნის პერსპექტივა 19-ის ისტორიას არ უნდა გადავაყოლოთ.
ქისტური საღამო თბილისში 31.10.09.
Posted: 30 ოქტ 2009, 12:23
by Nini_A
paata_
პაატა არის კი იქ ადგილი ამ ღონისძიებისთვის, ვფიქრობ ძალიან პატარაა არა?