დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"
Posted: 26 ოქტ 2009, 16:43
თუკი არ შეწუხდებით მინდა ჩვენი საიტის ერთგულო მომხმარებლებო ერთ პატარა მტკივნეულ თემაზე გაგესაუბროთ. ახლა რაზეც ვისაუბრებ შეიძლება ამის შესახებ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის, მაგრამ არიან ისეთი მომხმარებლებიც რომლებსაც ამ სტატიის სათაურმა დიდი კითხვა გაუჩინა. რა ფონდი, რის ფონდიო?...
სამწუხაროდ საქართველოში და არამარტო აქ ჯერ კიდევ არიან ისეთი ახალგაზრდები რომლებიც სიღატაკეში იზრდებიან. მათ არ იციან რა არის კინო, თეატრი, კარგი ფეხსაცმელი, კარგი ტანსაცმელი და ა.შ. ბევრი მათგანი დღემდე ქუჩაში დგას და მათხოვრობით ირჩენს თავს. თქვენ იცით რომ ჩვენ მათი გაბედნიერება შეგვიძლია? ამისთვის ძალიან ელემენტალური რაღაცის გაკეთებაა საჭირო. გავიღოთ ქველმოქმედება!
მე, ლევან სვანიძეს და ალბათ ამ სტატიის რამოდენიმე მკითხველს მაინც საკუთარ თავზე გამოგიცდიათ სიდუხჭირე. იცით რა ბედნიერი ვიყავი როდესაც სრულებით უანგაროდ კინოში, თეატრში და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დავდიოდი? დამიჯერეთ ეს ენით აუღწერელი სიხარულია. 11-12 წლის ასაკში დიდი ოჯახური პრობლემებისა და სიღატაკის გამო მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა ცენტრ ”ცისარტყელაში” დავდიოდი რომელსაც მაშინ "იუნაისეფი” და სხვადასხვა საკმაოდ სერიოზული კომპანიები ასპონსორებდნენ. არ გვაკლდა არანაირი გართობა. თავს მარტოსულად და ცუდად აღარ ვგრძნობდი. ღვთის დახმარებით ახლა კარგად ვარ და მინდა თქვენი დახმარებით გავაბედნიერო ის ბავშვები რომლებიც ამჟამად ”ცისარტყელაში” დადიან.
იყო დრო მათ არაფერი აკლდათ მაგრამ დამიჯერეთ და თუკი გაინტერესებთ ამას საკუთარი თვალითაც ნახავთ ბევრ მათგანს ჯერაც არ უნახავს ტელევიზორი, საუბარი ზედმეტია კინოზე, თეატრი რომ უხსენოთ გეტყვიან კაი რა ნუ მაგინებო. სამწუხაროდ ზემოთ აღნიშნულ ბავშვთა სახლს შეუწყდა ყოველგვარი დაფინანსება. 2008 წელს ”ცისარტყელის” ფინანსური დახმარება საკუთარ თავზე განათლების სამინისტრომ აიღო. ისინი მხოლოდ ბავშვებს საჭმლის ფულს უხდიან ანუ მშიერი რომ არ მოკვდნენ. პედაგოგების ხელფასი სასაცილოა მაგრამ 100-დან 150 ლარამდე მერყეობს. აქიდან გამომდინარე მიხვდებით რომ მათ აღარ აქვთ საშუალება რომ ბავშვები გაახარონ. ბევრი ამის შესახებ რომ აღარ ვისაუბრო გეტყვით რომ ამ ორგანიზაციას გვერდში არავინ აღარ უდგას.
2009 წლის ივნისის თვეში საიტის ფონდში სარეკლამო ბანერებიდან შემოსული თანხითა და ჩვენი მეგობრების ჩარევით შევაგროვეთ 120 ლარის ოდენობით თანხა რამაც იმის საფუძველი მოგვცა რომ ბავშვები თავიანთივე სურვილით კინოში წაგვეყვანა. იცით რა ბედნიერნი იყვნენ ისინი, მათი მშობლები, მასწავლებლები როდესაც მე ვუთხარი რომ არსებობს საქართველოში საფეხბურთო კლუბ მადრიდის ”რეალის” ფან-კლუბი რომლის წევრების ანუ თქვენი დახმარებით მოხდა მათი კინოში წაყვანა. საბავშვო მულტფილმის დასრულების შემდგომ მათ მადლობები გვიხადეს და ჩვენ შევპირდით რომ უახლოეს მომავალში კვლავ შევხვდებითქო.
საიტის ადმინისტრაცია ძალიან დიდ ტკივილს გამოხატავს რადგან RealMadrid.Ge-ზე ყოველდღიურად შემოდის 1200-1500 (მეტი თუ არა) მომხმარებელი და მათგან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი თუ აქტიურობს. მათმა გარკვეულმა ნაწილმა საიტის ფონდში თვეში ერთხელ 1 ლარი მაინც რომ გადმორიცხოს ალბათ უკვე მიხვდით თუ რაოდენ დიდ სიხარულს ვაჩუქებთ მზრუნველობა მოკლებულებს.
როგორ შეიძლება ფონდ ”RealMadrid.Ge"-ში ფულის ჩარიცხვა? ძალიან მარტივად. მიხვალთ ნებისმიერ იმ დაწესებულებაში სადაც დგას ფულის ჩასარიცხი აპარატები (საიდანაც ბალანს ვივსებთ), იპოვით განყოფილება "Emoney"-ს და ჩვენს ანგარიშზე [360144154] გადმორიცხავთ იმდენს რისი საშუალებაც გაქვთ.
თუკი გაქვთ ისეთი ტანსაცმელი, სათამაშოები, ფეხსაცმელები და ა.შ. რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და აღარ მოგწონთ გთხოვთ ნუ გადაყრით შეინახეთ, მოგვიტანეთ ჩვენ ადმინისტრაციის წევრებს და ჩვენ ყოველივე ამას ბავშვთა სახლში დავარიგებთ.
შეიძლება ცოტა სტატია არეულ-დარეულად გამომივიდა. მზად ვართ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხოთ. თუკი ყოველივე ამასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე შემოთავაზებები მზად ვართ მოგისმინოთ. მოგვმართეთ ადმინისტრაციის ნებისმიერ წევრს როგორც PM-ში აგრეთვე ჩვენს საკონტაქტო მისამართებზე. ერთად განვიხილოთ ყველაფერი და გადავწყვიტოთ რა და როგორ იქნება მათვის და ჩვენთვის კარგი.
პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია!