Page 1 of 3

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 01:39
by Giorgi Bagrationi
ეს წერილი და ფოტო მომივიდა.
გთხოვთ გაეცნოთ და შეუერთდეთ პეტიციას

Subject: Fw: Save Oshki

To all my friends and colleagues!!!

The Oshki cathedral, the mastrepiece of Mediavel Architecture located in Eastern Turkey, is ın danger!!!

It is collapsing peace by peace!!! From century to century... From day to day...

European schollars Friends of the archi ... o-Klarjeti knowing well the importance of this unique heritage of 10th century that served as the cultural, education and religious center in Medieval ages, initiated the campaign of signing the petition to attract the attention of those who are in the position to intervene and save the monument.

The Oshki cathedral overcame the centuries... It overcame the millenium... It will overcome our lifes too.. But today it is our turn to contribute in it by a single act - signing the petition...

http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti


PS. If you have visited Tao-Klarjeti, please indicate in comments.

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 02:31
by anano
აუცილებლად გავავრცელებ!

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 10:32
by qvevri
ეს წერილი მეც მომივიდა. საქმე იმაშია, რომ მანდ, ამ ათიოდე დღის წინ სამუშაო ვიზიტით ჩასული იყო ერთი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ერთი ჩემი გერმანელი ახლო მეგობარი მარკუს ბოგიში. მან მე ეს ამბავი ტაოკლარჯეთიდანვე შემატყობინა და მერე კი ეს წერილი გამომიგზავნა. ზოგადათ თურმე ყველ აძეგლი კატასტროფულ მდგომარეობაშია, მაგრამ მერე რა მოხდა? სამაგიეროთ ხელისუფლება და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო გვყავს ძლიერი კადრებით დაკომპლექტებული და ისინი მიხედავენ ამ საქმეს....

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 12:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ქართულ ძეგლს ესაჭიროება აღდგენა-მოვლა-შენახვა.

Giorgi Bagrationi
მადლობა ამ თემისთვის
და ასევე, მდლობა პეტიციის მოთავეებს

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 15:36
by Makena
ოშკი კარგა ხანია შველას საჭიროებს და არა მარტო ოშკი !
თბილისში ბლოკით ეკლესიების შენებას, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე რომ ვზრუნავდეთ უკეთესი იქნებოდა.

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 09 ოქტ 2009, 18:22
by Nika
არა და როგორც ვიცი თურქებმა საკმაოდ საინტერესო პროექტი შემოგვთავაზეს. მარა ...

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 17:58
by Kakha
qvevri
Makena
ორივემ იცით რომ ოდესღაც არქიტექტორ–რესტავრატორი ვიყავი და ახლაც მაქვს ხოლმე უშუალო ინფორმაცია თუ რა ხდება. ამიტომ თავს ნებას მივცემ განმარტება გავაკეთო.

კულტურის, ძელთა დაცვისა და სპროტის სამინისტრომ რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ თითქმის მიაღწია მიუღწეველს (საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით) რომ შეკეთებულიყო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ ერთობლივად. მათ შორის ოშკიც იყო. სამაგიეროდ თუქეთის მხარე თხულობდა რამდენიმე ოტომანური ძეგლის საქართველოში აღდგენას, საუბარი იყო ახალციხის რაბათში არსებულ მეჩეთსა და მედრესეზე, ასევე მაღალმთიან აჭარაში ხის ჯამეების აღდგენასა და ბოლოს ბათუმის მეჩეთის აღგენას (ფაქტიურად ხელახლა უნდა აშენებულიყო ბათუმს გარეთ, რადგან მისგან არაფერი გადარჩა). როგორც დავწერე, პრაქტიკულად ყვლეფერი შეთანხმებული იყო, როცა საპატრიარქომ, გნებათ ზოგეირთმა პირმა საპატრიარქოში მწვავე უკმაყოფილება გამოთქვა და გააპროტესტა ეს შეთანხმება და იგი ჩაიშალა.

თუ მაინცა და მაინც გვინდა სამინისტროს ვუსაყვედუროთ მაშინ ვუსაყვედუროთ, რომ გაითვალისწინა საპატრიოარქოს ნება.......

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 19:00
by lama
Kakha wrote:
თუ მაინცა და მაინც გვინდა სამინისტროს ვუსაყვედუროთ მაშინ ვუსაყვედუროთ, რომ გაითვალისწინა საპატრიოარქოს ნება.......
ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰ

როდემდე უნდა იყოს ასეთი ქსენოფობია ჩვენს ერშიც და ბერშიც

ძალიან სამწუხაროა :(:(:(:(:(:(:(

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 19:37
by Tamari-ch.
ქსენოფობია არაფერ შუაშია-

თურქეთს უნდა, რაც შეიძლება მეტი მუსულმანი იყოს საქართველოში -

ჩვენ ეს გვინდა?

საპატრიარქო ფიქრობს ამაზე - ჩვენი მთავრობა მაინცა და მაინც არა....

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 19:58
by lama
Tamari-ch. wrote:ქსენოფობია არაფერ შუაშია-

თურქეთს უნდა, რაც შეიძლება მეტი მუსულმანი იყოს საქართველოში -

ჩვენ ეს გვინდა?

საპატრიარქო ფიქრობს ამაზე - ჩვენი მთავრობა მაინცა და მაინც არა....
ეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰ

ხო და ეს არის სამწუხარო
:(

რომ ჩვენ არ ვართ შემწყნარებლები

ეს არის და ეს

და არ ვართ რწმენის თავისუფლების მომხრე

ეს უკვე ტრაგიკული სიტუაციაა

ჩემი პოზიცია ის არის რომ უნდა აღდგეს ყველა მეჩეთი და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

ვერანაირს

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 20:22
by Tamari-ch.
lama
ასე მარტივად არაა საქმე -
მოდი ასე ვთქვათ -
მუსულმანებს აქვთ რწმენის თავისუფლება?
ირანში ორი ქალი მოკლეს იმის გამო რომ გაქრისტიანდნენ,
აზერბიჯანში სხვა რელიგიის ღვთისმსახურება საერთოდ აკრძალულია,
თურქეთში ქართველი მღვდელი არ შეუშვეს ანაფორით - პარაკლისი ვერ გადაიხადეს ტაოში.

როცა საქმე გაქვს ასეთ "პარტნიორთან"
ცოტა სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 11 ოქტ 2009, 22:44
by ნიმფა
ამ აპრილს ვნახე ტაო-კლარჯეთი...
ტაძრები...
გული დამეწვა...

მაგრამ მაინც ყველაზე მტკვინეული გათურქებული ქართველების ნახვა იყო....


არც ერთი დიდებული ტაძარი არ ღირს არც ერთ ადამიანად...

თავად ადამიანი, მისი სული უფრო ძვირფასია...


მე ვემხრობი საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას.

არც ერთი ტაძარი, თუ მით უმეტეს იქ წორვა-ლოცვა არ აღესრულება, არ მიღირს თუნდაც ერთ გამუსულმანებულ ქართველად.

უთანასწორო პირობები წამოაყენა თურქეთმა.

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 12 ოქტ 2009, 12:37
by დათო
lama

ნუ უყურებ ყველაფერს წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. როდესაც თურქებს უნდათ მეჩეთების მშენებლობა სამცხეში და აჭარაში ამას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ელემენტი იმ დიდი მოღვაწეობისა, რომელსაც თურქები დღეს აწარმოებენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.


შემწყნარებლობას რაც შეეხება, ყველაფერი შედარებითია. კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში ყველა ერი შეუდარებლად ნაკლებად შემწყნარებელია, ვიდრე ქართველები არიან. მათ შორის, იმ ერების ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ.

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 12 ოქტ 2009, 23:10
by lama
Tamari-ch. wrote:lama
ასე მარტივად არაა საქმე -
მოდი ასე ვთქვათ -
მუსულმანებს აქვთ რწმენის თავისუფლება?
ირანში ორი ქალი მოკლეს იმის გამო რომ გაქრისტიანდნენ,
აზერბიჯანში სხვა რელიგიის ღვთისმსახურება საერთოდ აკრძალულია,
თურქეთში ქართველი მღვდელი არ შეუშვეს ანაფორით - პარაკლისი ვერ გადაიხადეს ტაოში.

როცა საქმე გაქვს ასეთ "პარტნიორთან"
ცოტა სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.
ტაოში ვიყავით და მღვდელმა თითქმის ყველა ტაძარში ჩაატარა წირვა

მოკლედ ეს არ არის პრობლემა

ირანში რაც ხდება ეს საშინელებაა და არც არაფერ შუაშია ეს ამ საკითხთან

რახან ირანში არ არის შემწყნარებლობა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენც ანალოგიურად მოიქცე

მოკლედ, პრობლემას მრავალი მხრიდან უნდა შეხედო, რომ მთლიანობაში აღიქვა იგი :)

ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Posted: 12 ოქტ 2009, 23:22
by Tamusia
lama

ლეკები და ქართველები მას შემდეგ რომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრებად, რაც ლეკები გამაჰმადიანდნენ, იცი ხო?


ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის დაყოფა ნებისმიერი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უწყინარი კრიტერიუმით, შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს

თორემ, რა ჯობია, როცა არაშემწყნარებლობისთვის მიზეზი არ გაქვს :D