Page 1 of 9
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 15:04
by LEVANIKO
ამ თემაში დავწეროთ დავიწყებული ქართული სიტყვები და გამოვიყენოთ ის დავიწყებული და სწორი სიტყვები მაგალითად
"ლინკი"- სწორი ფორმა ამისი " ბმული" ამწუთას ეს სიტყვა გამახსენდა შემდეგში სხვებსაც დაწერ ასევე ზოგს ქართულად ვამბობთ მაგრამ არასწორად მაგალითი გამარჯობა სწორია არასწორია გამარჯობათ ასევე გმადლობ და არა გმადლობთ
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 15:20
by Mta Mkvarebia
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 16:42
by LEVANIKO
თქვენ რასაც დაწერთ მე ამ დიდ სიას შევმატებ
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 16:50
by LEVANIKO
მოკლედ და კონკრეტულად მინდა ეს ჩამოყალიბდეს მარცხნივ დავწეროთ არასწორი ფორმა მარჯვნივ სწორი
შეცდომა - სწორია
სპალნა - საძინებელი
ზალა - სასტუმრო ოთახი
ჩერდაკი - სხვენი
კრიშა - სახურავი
პადვალი - სარდაფი
სპალნიკი - საძილე (ტომარა)
პალატკა - კარავი
პახოდი - ლაშქრობა
რუკზაკი - ზურგჩანთა
რაფტინგი- ჯომარდობა
სპიჩკა - ასანთი
ლაფატკა - ნიჩაბი
მეშოკი - ტომარა
ტრიაპკა - ტილო
სემიჩკა - მზესუმზირა
კარტოშკა - კარტოფილი (თუშეთში კარტობელი)
შაშლიკი - მწვადი
პავიდლო - ხილფაფა
პერიცა - პილპილი
სტოლი - მაგიდა
მატორი - ძრავი
პადიომი - აღმართი
პავაროტი - მოსახვევი
ვსპიშკა - მაშუქი
პლიონკა - ფირი
ნასკი - წინდა
ტუფლი - ფეხსაცმელი
ცეპი - ძეწკვი
ბრასლეტი - სამაჯური
ვსპიშკა - მაშუქი
როჟა - სახე, ტიპაჟი
წიპშა - ტიპი, მდედობითი სქ.
ზაჟიგალკა - სანთელება
პაკრიშკა - საბურავი
ზმეიკა - ელვა შესაკრავი
ვედრო - სათლი
ლახანკა - ვარცლი
კრუშკა - ჭიქა
პერაშკი - ღვეზელი
სასისკი - სოსისი, მოწოწნიკი
კალბასი - ძეხვი
კაპჩონი - შებოლილი
ტუშონკა - მოთუშული (???)
ბანკა - ქილა
რაკოვინდა - ნიჟარა
კრანი - ონკანი
პესოკი - შაქარი
სტოლასაფარი - მაგიდის გადასაფარებელი ალბათ
გლუშიტელი - მაყუჩი
რუჩკა - სახელური
სმაილიკი - სიცილაკი
ნიუსები - ახალი ამბები
სტაიანკა - გაჩერება
რემენი - ღვედი
ტორმუზი - მუხრუჭი
შოფერი - მძღოლი
სვეტაფორი - შუქნიშანი
ბუმაჟნიკი - საფულე
სალფეტკი - ხელსაწმენდი
პლატოკი - ცხვირსახოცი
პრაზნიკი - დღესასწაული
ლაგატკა (ალბათ, რაგატკა?) - შურდული
კრუშკა - ჭიქა
ბაკალი - კათხა
კოფე - ყავა
პრივეტ - გამარჯობა (შემოკლებით - გაუ)
პაკა - ნახვამდის, კარგად (გამოვტყდები, რომ ამ სიტყვის ხსენებით მეც ვცოდავ ქართული ენის წინაშე)
იზვინი - ბოდიში
საროჩკა - პერანგი
მაიკა - მაისური
პლავკა - საცურაო (კოსტუმი)
ბაკი - ავზი
კანისტრა - ბიდონი
ვედრო - სათლი
ბანკა - ქილა
ბრიტვა - სამართებელი
ბუძელნიკი - მაღვიძარა
რეკომენდებული -რეკომენდირებული
ტავარი - საქონელი
ოპტომ - ბითუმად
რული - საჭე
ბაგაჟნიკი - საბარგული
პამპრიზი - საქარე (შემოკლებით) მინა
კალონკა - ავტოგასამართი, ბენზინგასამართი (შემოკლებით), სრულად ბენზინგასამართი სადგური
პრობკა - საცობი
პერევალი - უღელტეხილი
პასტა - კალამი
კლუჩი - ქანჩი
ატვიორკა - სახრახნისი
პლასკაკუცი, პლასკაგუბცი - ბრტყელტუჩა
ნაჩნიკი - ღამის ნათურა
კრანი - ონკანი
კუხნა - სამზარეულო
პადიეზდი - სადარბაზო
სკვაზნიაკი - ორპირი ქარი
პადვალი - სარდაფი
პადზემკა - მიწისქვეშა გადასასვლელი
პერენოსკა - გამაგრძელებელი ( )
ტრაინიკი - ამის ვერ მოვიფიქრე ალბათ 3 იანს შესაერთებელს ნიშნავს
ლამპოჩკა - ნათურა
სასტავი - სამეგობრო, საახლობლო შემადგენლობა
ჟუვაჩკა - საღეჭი რეზინი
ვანა - აბაზანა
ბალკონი - აივანი
სუხარი - ორცხობილა
ბუბლიკი - ბლითი
პონჩიკი - ფუნჩულა
ბულკი - ფუნთუშა
სიროპი- ვაჟინი
სოკი - წვენი
ტრუბკა (წვენის მოსაწრუპი) - საწრუპი
რუმკა - სირჩა (არყის დასალევი პატარა ჭიქა)
სმეტანა - არაჟანი
სერი - რუხი (პური)
სჩოტი - ანგარიში
ოფიციანტი - მიმტანი
პოვარი - მზარეული
იკრა - ხიზილალა
ჩიპსები - ხრაშუნა
პოპკორნი - ბატიბუტი
მაროჟნი - ნაყინი
კალბასი - ძეხვი
ლანჩი - სადილი
კოფე ბრეიკი - შესვენება, სამხარი
პორცია - ულუფა
დეგუსტაცია - დაჭაშნიკება, დაგემოვნება
აპეტიტი - მადა
პაკაზი - ჩვენება
პრუჟინა - ზამბარა
კუკლა - თოჯინა
პაჟარი - ხანძარი
ცეხი - საამქრო
ბიჩოკი - ნამწვი
კარტა, სიმ-კარტა - ბარათი
სოსკა - საწოვარა
სტოლბა - ბოძი
დაჩა - აგარაკი
სტრახოვკა - დაზღვევა
ტრუბა - მილი
ფეჩი - ღუმელი
მასკა - ნიღაბი
კასკა - ჩაფხუტი
პაჩკა - კოლოფი
ტაჩკა - ურიკა
კლიჩკა - მეტსახელი
დეფექტი - წუნი, ხინჯი
შოუ - სანახაობა, ჩვენება
მესიჯი - შეტყობინება, გზავნილი
ინსტრუმენტი - საკრავი
კომპლიმენტი - ქათინაური
გიდი - მეგზური
ფანტანი - შადრევანი
მენეჯერი - მმართველი
ოფისი - დაწესებულება, სამსახური
პილოტი - მფრინავი
ვერტმფრენი - შვეულმფრენი
მედიკამენტი - წამალი
ტაბლეტი - აბი
ლისტი (წამლის) - ფირფიტა
ბინტი - დოლბანდი
ბოქსი (ბოქსიორი) - კრივი, მოკრივე
ტენისი - ჩოგბურთი
რაკეტკა - ჩოგანი
ბეისბოლი - კეტბურთი
ლიჟები - თხილამურები
აქვე - კანატკა - საბაგირო
ბალეშჩიკი, ფანი - ქომაგი, გულშემატკივარი
სუდია, არბიტრი - მსაჯი
ტრენერი - მწვრთვნელი
რეგბისტი - მორაგბე (მთლად ქართული სიტყვა არ არის. რაგბი ინგლისური ქალაქ
რაგბიდან მოდის. საკუთარ სახელებს კი, როგორც ცნობილია, არ ვთარგმნით)
ჟილკა - ჟინი
ნიჩია - ფრე
არენა - სარბიელი, ასპარეზე, საჯილდაო
გაბაზრება - რაიმე ამბავის გავრცელება
ბანძი - ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.
გაბანძება - სახელის შელახვა.
ბლატი (რუს.) - არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში.
'გარასხოდება (რუს.) - ანგარიშის გასწორება
გამაზვა 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა
გაჩითვა - რაიმის შოვნა.
დათრევა - რაიმის შოვნა
დაწერება, შეწერება - წართმევა ძალადობით ან მოტყუებით
ვსიო (რუს.) - მორჩა
ზმანი - ტანსაცმელი
იასნია (რუს.) ნათელი გასაგებია
გაიასნება - გაგება, ახსნა
იმენა (რუს) - ზუსტად, სახელდობრ
კაროჩე (რუს.) - მოკლედ
კლიენტი - პიროვნება
მარიაჟი - ტრაბახი,
მასტი - პიროვნება
ნაკოლკა - სვირინიგი
იანვარი - აპანი, აპნისი
თებერვალი - სურწყუნისი
მარტი - მირკანი
აპრილი - იგრიკა
მაისი - ვარდობისთვე
ივნისი - თიბათვე
ივლისი - მკათათვე
აგვისტო - მარიამობისთვე
სექტემბერი - ენკენისთვე
ოქტომბერი - ღვინობისთვე
ნოემბერი - გიორგობისთვე
დეკემბერი - ქრისტეშობისთვე, ტირისდენი, ტირისკონი
სვანურად:
ორშაბათი - დეშდიშ
სამსაბათი - თახაშ
ოთხშაბათი - ჯიმაშ
ხუთშაბათი - ცაშ
პარასკევი - ვებიშ
შაბათი - სამტინ
კვირა - მშლადეღ (მზის დღე)
სტარტი აიღო - დაიწყო
განცხადება გააკეთა - განაცხადა
დაჯილდოება მოხდა - დაჯილდოვდა (დააჯილდოეს)
მონაწილეობას იღებდა - მონაწილეობდა
მიმდინარეობს დაფასოება - ფასოვდება
ფულის არქონის გამო - უფულობის გამო
მისამართის გარეშე დარჩა - უმისამართოდ დარჩა
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა
ამოღებულ იქნა (ვთქვათ, ყალბი ფული) - ამოიღეს
ანდა იმავე ხასიათის:
მოკლულ იქნა - მოკლეს
გაკვალულ იქნა - გაკვალეს
გამოკლებულ იქნა - გამოაკლდა
დავბრონე - დავჯავშნე
სოჩა - სოჭი (ქალაქს ნამდვილად ასე ჰქვია)
ჩაპრესვა - ჩაწნეხვა
მარშრუტკა - მინიბუსი, მიკროავტობუსი
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
ბაირამობა - აწ: შუჱბა ჴორციელი
ბანძი - ცუდუბრალო
ბასიაკი - მდაბალი მემთვრალე
ბაცანა - ლაწირაკი
ბესპონტაობა - საქნელთ ვერ-მოპოება
ბოი-ფრენდი - ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი - თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა - დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს
გატყდომა - წყენასავით
გაჩხერა - ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
დადება - დატევებაზედ ამბობენ:
დაენძრა - ფრიადი შეჭირვება ეწყო
დავასება - თუალ შევარდნით სიამე
ვეში - ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი - წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ
ზაპოი - ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
კაიფი - სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ნარკუშა - საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
სასტავი - მოყუასთ ერთობა
სროკი - დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტრელი - პაემანის-ყოფა
ტეხავს - აუგია
ფანი - გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი - ნანდჳლ სარწმუნო
ქაჩავს - ძალ-უცს
შატალო - შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
ხრამჰესის ია - დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)
ჯიგარი - უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი
ჰარიფი - უცდელზედ ითქმის
სასტავი - ჯგუფი, გუნდი, შემადგენლობა
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 17:48
by lama
LEVANIKO
ვიღაცას მაგონებ

:D:D:D:D:D
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 18:12
by LEVANIKO
lama
მე კი ვიცი ვისაც გაგონებ
ერთი თხოვნა მაქ მხოლოდ ახალი სიტყვები შევმატოდ და სხვა რამის წერისგან თავი შევიკავოდ
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 18:48
by lama
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 18:49
by teo-
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 19:11
by gion
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 19:43
by Tamusia
თ მრავლობითს გამოხატავს
როცა სიტყვა მრავლობითშია, ბოლოში ექნება თ
მხოლობითი --- შევიკავო
მრავლობითი---შევიკავოთ
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 19:52
by gion
Tamusia
აჰა, გასაგებია. ეგ როდესაც მოქმედება ხდება.
ხომ არის კიდევ ერთი წესი - ზუსტად არ მახსოვს როგორ იყო.
აი მაგალითად: კარგად თუ კარგათ? აქ როგორ არის?
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 19:57
by Tamusia
სიტყვა, რომელსაც დაესმის კითხვა როგორ? ბოლოვდება დ-ზე
როგორ? კარგად
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 19:59
by LEVANIKO
ანუ შევიკავოთ არის სწორი? თუ ეგრეა მე მაპატიეთ შევცდი აწი მეცოდინება
"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 20:02
by Tamusia
LEVANIKO
თქვენ სწორად ჩაწვდით საქმის არსს

"დავიწყებული ქართული სიტყვები"
Posted: 17 სექ 2009, 20:07
by gion
Tamusia
ზუსტად ეგ წესი მაინტერესებდა! დიდი მადლობა!