Page 1 of 8

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 02:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
შორს ვარ, იმ აზრისგან, რომ ცელოფნები და 1ჯერადი ჭურჭელი, რითიც გარემო ძნ ბინძურდება,
უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესით, შეგვიძლია,
გარემო, ბუნება მათგან მეტნაკლებად დავიცვათ.
დღეს საქართველოს თითოეულ გოჯზე ნაგავი გვხვდება. დიდი ნაწილი სწორედ პლასტმასის
ნარჩენია - ბოთლები, 1ჯერადი ჭურჭელი და ცელოფნები.
იქ, სადაც ამ სახის ნარჩენია, მცენარე ვეღარ ხარობს და ადგილი კვდება.
ნიადაგის გადაგვარება რასაც იწვევს, მგონი, ყველამ ვიცით.
მომხმარებელი ცოტა უფრო ყურადღებიანი რომ იყოს, დედამიწას დიდი ზიანი არ მიადგებოდა
.

იმისთვის, რომ გარემოს დავიცვათ, ჰომ არ სჯობს, სხვა და სხვა სახის გასვლებში 1ჯერადი
ჭურჭლის ნაცვლად საკუთარი პირადი ჭურჭელი ვატაროთ?
ანდა, როდესაც მოსახერხებელია, ცელოფნის პარკების ნაცვლად, ნაჭრის ჩანთები გამოვიყენოთ?


ვიცი, უწინ ქართველები ბაზარში რომ დადიოდნენ, ჩანთებსაც, კალათებსაც, ბადეებსაც თან ატარებდნენ,
ხოლმე და არც წუხდებოდნენ ამის გამო, გარემოც უფრო დაცული იყო.


რას იტყვით?

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 02:37
by LEVANIKO
კარგი იქნებოდა ეგრე რომ მოიქცეს ყველა ან კიდე თუ ყრიან ერთ ადგილზე ერთ პარკში მაინც ჩაყარონ რომ ფანტავენ

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 02:39
by perwkli
GAMARJOBA SAKARTVELO

მეგობარმა გადაიღო, ამერიკულ ნანგრევებ-მუზეუმში იყო სტენდი გაკეთებული, "ეგზოტიკური მცენარეები, რომელებიც არაა აქაური მაგრამ ხშირად გვხვდებაო" და ნამწვები და ხელსახოცები იყო ყვავილებივით გაკეთებული.

თუ ვიპოვე დავდებ.

აი ძალიან პოზიტიურად იყო მოწოდებული ნაგავი არ დაყაროთო, რომც დამეყარა ალბათ გავიღიმებდი და უკან ავიღებდი :roll:

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 09:42
by qvevri
ამ ყველაფრის შესახებ ერთხელ ერთი ნოველაც კი დავწერე "ეთილენის ქვეყანა" და თუ სადმე ვიპოვე დავდებ. საღი აზრია და ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ასევე დიდათ საშურო საქმეა ბიოდეგრადირებადი პარკების შემოტანა და მათი გავრცელება. ეს ამბავი პირველ რიდში გუდვილმა, პოპულმა და სუპერმარკეტთა თუ მაღაზიათა მეპატრონეებმა უნდა განახორციელონ, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი მოთავე ესაჭიროება. მე პირადათ ძალიან არ მომწონს, როდესაც შევდივარ მაღაზიაში, ვყიდულობ ერთ კოლოფ ასანთს და გამყიდველი იმ წამსვე ერთჯერად ცელოფანში დებს ამ ასანთს. უამრავჯერ ამიხსნია და კიდევ ბევრჯერ ვეტყვი ყველა გამყიდველს, რომ ასეთი რამ არათუ არ შეიძლება, აკრძალულიც კია! პროტესტის ნიშნად, მაგალითად ჩემს მარანში თუნდაც ერთ პლასტმასის ბოთლსა თუ ცელოფანს ვერ ნახავთ. ამის გამოისობით სახლისათვის რამოდენიმე კალათა შევიძინე და ვცდილობ, როდესაც დედაჩემი ბაზარში მიმყავს ეს კალათები წავიღო ხოლმე. მეორეს მხრივ ეს ძალიალ ლამაზი სანახაობაცაა თუ დააკვირდებით. მოკლედ ამ კარგი წამოწყების გარშემო გაერთიანება გვმართებს. შესაძლოა მაგალითად თანხები მოვიძიოთ და ერთი საინფორმაციო ბუკლეტი ან ტრიპლეტი დავაბეჭდინოთ და შემდეგ გავავრცელოთ მოსახლეობაში. არა მგონია ეს ძალიან ძვირი გადვიჯდეს, თან ვიღაც-ვიღაცეები თავიანთ ნაცნობობას "შეაწუხებენ" და საქმეც გამოგვივა. ღმერთი შეგვეწიოს ამ კარგ საქმეში. ამის შესახებ შესაძლოა ასევე მოვაწყოთ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, ამის გამოცდილება ხომ გვაქვს უკვე? თან თბილისობა ახლოვდება და გაივსება დედაქალაქი ნაგვით. მოკლედ აბა ჩვენ ვიცით.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 11:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:შესაძლოა მაგალითად თანხები მოვიძიოთ და ერთი საინფორმაციო ბუკლეტი ან ტრიპლეტი დავაბეჭდინოთ და შემდეგ გავავრცელოთ მოსახლეობაში.
ეს აზრი ძნ მომეწონაა.
1000 ცალი ფურცლის დაბეჭდვას 100 ლარიც არ უნდა

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 11:33
by namcecuna
რამე მასობრივი აქცია ხომ არ მოგვეწყო-მსვლელობა ცელოფნის პარკების წინააღმდეგ .
მაღაზიებში კი ჩემი აზრით ქაღალდის პარკებში უნდა გვიდებდნენ პროდუქციას, თუმცა ეს შედარებით ძვირი დაუჯდებათ მეპატრონეებს და არა მგონია ეკოლოგიის გამო ამ დანახარჯს კეთილგანწყობილი შეხვდნენ :(
ეს რაც შეეხება ცელოფნის პარკების გავრცელებას.

სხვა საქმეა მათი დაყრა და დადანაგვიანება.
ელემანტარული კულტურის საკითხია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. სამწუხაროა რომ ამაზე წერა და მსჯელობა გვიწევს :(

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 11:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცელოფნის პარკებს მეც ვხმარობ, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება, შევამცირო.
მაღაზიებში ხშირად ბევრ პარკს იძლევენ, ხოლმე.
მე ყველაფერს 1ში ვტენი და დანარჩენს ვუტოვებ.
თუ მალფუჭებადი არ არის, აბგაშიც ვილაგებ.
შემდეგში, სპეციალურ ნაჭრის აბგასაც ვატარებ

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 11:49
by Naia
შარშან მგონი CENN-მა თუ რომელიღაცა ორგანიზაციამ წამოიწყო მსგავსი აქცია. ქაღალდის ჩანთების გამოყენებას უწევდნენ პროპაგანდას. აქციას Green Tree თუ რაღაც ერქვა. სამწუხაროდ მასშტაბური არ იყო და მხოლოდ გუდვილით შემოიფარგლა. ვნახოთ, იქნებ ჩვენ მაინც გამოგვივიდეს რამე...

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 11:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:ვნახოთ, იქნებ ჩვენ მაინც გამოგვივიდეს რამე...
ჩვენ აუცილებლად გამოგვივა.
ხელების ჩამოყრა და უმოქმედობა რა მოსატანია?
უ1ლესად, გასვლებში ჩვენი პირადი ჭურჭლით უნდა ვიაროთ.
თითო თეფში, ჭიქა და ჩანგალი, არ მგონია, რომ ვინმეს ამძიმებდეს

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 12:12
by QEBURIUS
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: .
იქ, სადაც ამ სახის ნარჩენია, მცენარე ვეღარ ხარობს და ადგილი კვდება.
ნიადაგის გადაგვარება რასაც იწვევს, მგონი, ყველამ ვიცით.
.

რას იწვევს და შიმშილს რაც პარადოქსია მაგრამ კარგიცააა.

შეხე ბრიგადირ დედამიწაზე საცაა 7 მილიარდი ადამიანი იქნება. დედამიწას დღევანდელი ტექნოლოგიებით ამდენი ადამიოანის რჩენა პრაქტიკულად არ შეუძლია. აქედან 2 გზაა: 1 ბერნარდ შოუს დოქტრინა: ყველა ვისაც საკუთარი თავის რჩენა და შესაბამისად საკუთარი არსებობის გამართლება არ შეუძლია უნდა მოკვდეს. საზოგადოება არ არის ვალდებული უუნრო ბოთები საკუთარი ზურგით (რესურსებით) ათრიოს და არჩინოს 2 ვინაიდან შოუს დოქტრინას დღევანდელი ცივილიზაცია ფაშიზმს უწოდებს დაე შიმშილმა მოიტანოს იგივე შედეგი.


sorry for offtopic

no kak gavaritsya net xuda bez dabra

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 12:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
kurush
მე მაინც შორს ვარ შოუსნაირი რადიკალიზმის.
საბოლოო ჯამში ზიანი დედამიწას ადგება და გამოკვება 7 მილიარდის კი არა, 7 მილიონისთვისაც ძნელი იქნება

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 12:38
by marmenio
უფალმა ხელი მოგიმართოთ. რითაც შემეძლება მეც თქვენთან ვიქნები. აქციის აზრი ძალიან მომეწონა.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 13:21
by arcivi9
მე არც ვიყენებ ერთჯერად ნაგავს :arrow:

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 14:29
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი იდეაა, ამ იდეას ჩვენი ორგანიზაცია დიდიხანია ნერგავს.
ცელოფნის პარკებს სჯობს რომ ქარალდის პარკები და ნაჭრის ჩანთები გამოვიყენოთ, პლასტმასი მიწაში 300 წლამდე ძლებს.
ევროპაში უკვე გამოიგონეს და ხმარობენ ცელოფნის მაგვარ ჩანთებს რომელიც სიმინდის ნარჩენებისგან მზადდება და ერთ ღამეში იშლება მიწასთან და წყალთან შეხებისას.
ერთჯერად ჭურჭელს რაც შეეხება, თუ ქაღალდის არის არაუშავს, აი პლასტმასის რა მოგახსენო, განსაკუთრებიტ დანა ჩანგალია საშინელი, სად არ ნახავს კაცი მიმოფანტულს.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 სექ 2009, 17:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ევროპაში უკვე გამოიგონეს და ხმარობენ ცელოფნის მაგვარ ჩანთებს რომელიც სიმინდის ნარჩენებისგან მზადდება და ერთ ღამეში იშლება მიწასთან და წყალთან შეხებისას.
საინტერესოა, ჩვენში თუ არის ამ მასალის ნაწარმი?
თუ კი, სად იშოვება?
"ელკანას" რა გამო20დილება აქვს?