Page 1 of 1
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 30 აგვ 2009, 12:46
by gion
მოდით განვიხილოთ რა უნდა გავაკეთოთ ან რა არ უნდა გავაკეთოთ ბუნების დასაცავად.
რაჭაში რომ ვიყავით, მთაში კლდეზე დავაწერე "„კარავი.გე" - და ეს არ უნდა გამეკეთებინა. აღარ ვსაუბრობ იმაზე რომ შენს მერე ნაგავი უნდა აკრიფო და ან დაწვა ან მიწაში ჩამარხო.
რა თქმა უნდა არც შენობებზე და ისტორიულ ძეგლებზე არ უნდა ვტოვებდეთ წარწერებს "2009 წელს აქ იყო ...".
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 30 აგვ 2009, 13:06
by G
სიზარმაცე, უაღრესად ეგოისტური და "მკიდია" დამოკიდებულება უნდა დაძლიოს ამისადმი მიდრეკილმა ადამიანმა. მაგ.ვინც ნამყოფია ეცოდინება, თუ რამდენი ნაგავია კოჯრის ტყეში, კუს ტბის მიდამოებში და ა.შ.
მთაწმინდის პარკიდან გალავნის იქით, სადაც საბაგირო იყო თუ გადაიხედავთ ნაგვითაა მოფენილი მიწა და მარტო მანდ რო... ტყეში ისეთ ადგილებში ყრიან ნაგავს, იოლად ვერც წარმოიდგენ...
შეუფერებელ ადგილებზე გაკეთებულ წარწერებს რაც შეეხება,ცოტა არ იყოს და ეს საქციელი, ზოგიერთი ცხოველის მიერ ტერიტორიის მონიშვნას უფრო მაგონებს...
თბილისში უამრავი შენობის საშინლად დაჯღაბნილ "გალამაზებული" კედლები რაზე მეტყველებს...
ელემენტარული შეგნება, შეგნებაა საჭირო... სწორი აღზრდა...
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 30 აგვ 2009, 13:18
by G
gion
ყველა რომ მსგავსად ფიქრობდეს სად რა დაწერა და სად რა დაყარა, ეს საკითხი აღარც იქნებოდა განსახილველი.
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 30 აგვ 2009, 17:10
by KSOVRELI
აი, მე მომბაძეთ!
დღეს მლეთიდან მცხეთამდე 2 კაცის მიერ 3 დღის დაგროვილი ნაგავი ველიკით ვათრიე.
ურნა არსად არ შემხვედრია. მართალია, ჩანთა მძიმე იყო, მაგრამ ნაგავი მაინც ვათრიე, იმიტომ, რომ ჩემი ნაგავი იყო, სადღაც ხევში გადასაგდებად ვერ გავიმეტე!
ნაგვის ადგილი ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანაშია (არ გვაქვს!), უკიდურეს შემთხევაში - ნაგავსაყრელზე.
ისედაც ვამძიმებთ დედამიწას ჩვენი არსებობით და, მოდით, კიდევ უფრო ნუ ავაყროლებთ მას!
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 30 აგვ 2009, 23:11
by ლეონტი
ეხლა მოდი ასე შევხედოთ საკითხს.
არსებობს შემქმნელი და არსებობს მომხმარებელი.
როცა შემქმნელის პროდუქტით სარგებლობ, მას უხდი ფულს.
მაგრამ არსებობს ზოგადი მომხმარებლური ფსიქოლოგია.
მე ამას ავიღებ, ვიხმარ, დავღეჭავ, გამოვიყენებ და გადავაგდებ.
და არავინ განმკითხავი არაა.
ეს სილამაზე ღმერთმა შექმნა, ადამიანებს 1 კაპიკი არ ჩაუდიათ და თითქოს მისი გამოყენებისთვის და დაღეჭვისთვის პასუხსაც არავის გასცემს, არც რამეს გადაიხდის.
ეს ფსიქოლოგია აქვთ რუსებს როცა ციმბირს ხმარობენ, მაგრამ ამ ერთ ბეწო მიწაზე ეს სამომხმარებლო ფსიქიკა უფრო ავადმყოფურად , ვულგარულად, მოდი ვაღიაროთ ქაჯურად გმოიყურება.
მხეცური ინსტინქტებიდან - ადამიანობისკენ, თამამად 21 საუკუნეში.
ვაშა.
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 31 აგვ 2009, 12:31
by optimisti
ალექს, მაინტერესებს იმ ნაგვის ბედი, (სხვის მიერ დაყრილის), რაჭაში უღელტეხილზე რომ აიტანე წინა დღეს. რა უყავი მეორე დღეს, უკვე ხომ ძალიან ხომ ბევრი ბარგი გქონდა?!
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 31 აგვ 2009, 14:19
by KSOVRELI
optimisti wrote:ალექს, მაინტერესებს იმ ნაგვის ბედი, (სხვის მიერ დაყრილის), რაჭაში უღელტეხილზე რომ აიტანე წინა დღეს. რა უყავი მეორე დღეს, უკვე ხომ ძალიან ხომ ბევრი ბარგი გქონდა?!
დასავლეთის გზამდე ჩამოვიტანე და თერჯოლის გადასახვევთან, ტაქსები სადაც დგანან, ურნაში ჩავაგდე. ტაქსის მძღოლმა გაიფიქრა, ამას შ... აქვსო, ალბათ.
შოვში ნაგვის დატოვება იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც იქვე ხევში გადაყრიდა. რა, არა?
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 31 აგვ 2009, 16:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბუნებას მომხარებელიც სჭირდება, მომფრთხილებელიც.
3წუხაროდ, დღეს მართლაც მომხარებლურად ვექცევით.
1 კაცი ყოველ წელს ბლის ხეებს ნაყოფიან ტოტებს ამტვრევდა.
1 წელსაც აღმოაჩინა, რომ ხე სა1ოდ გახმა, არათუ ნაყოფი მისცა.
მერე კი მიხვდა, რომ მომავალ წელს უბლოდ დარჩებოდა და ახალი ნერგი დარგო.
როგორც ვითარებას ვუყურებ, ჩვენ ჯერ იმ საფეხურზე არ ვართ, მივხვდეთ, რომ ახალი
ნერგის დარგვის დრო მოვიდა.
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 31 აგვ 2009, 17:37
by optimisti
დავიცვათ ბუნება... და არა მარტო ბუნება.
Posted: 09 მარ 2010, 14:07
by optimisti
"ნანგრევებში გაზრდილო ყვავილო,
ძველი ბზარიდან ამოგაძვრინე
და ახლა ჩემს წინაშე ხარ -შენი ფესვით, ღეროთი ჩემს ხელისგულზე.
ციცქნა ხარ ყვავილო, მაგრამ რომ გავიგებდე
რა არის შენი ფესვი, ღერო, და რაშია შენი არსი,
მაშინ ღმერთსაც და ადამიანსაც შევიმეცნებდი."
ტენისონი (XIX ს-ს ინგლისელი პოეტი).
"ყურადღებით შეხედე!
მწყემსურას ყვავილებს
დაინახავ მიმალულთ!"
ბიოსე - (XVII ს-ს იაპონელი პოეტი
(თარგმანის მხატვრულობაზე ბოდიშს ვიხდი - ოპტიმისტი).
გასაოცარია, რამდენად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს შემთხვევით დანახული ყვავილი ტენისონზე და ბასიოზე. ტენისონის პირველივე სურვილია დაეუფლოს ყვავილს და ძირიანად თხრის მას. თუმცა კი ლექსში საუბრობს ღრმად სააზროვნო თემაზე - რომ ეს ყვავილი შეიძლება დაეხმაროს ბუნებისა და ადამიანის არსის შეცნობაში, თვითონ ყვავილი განწირულია სიკვდილისთვის, ხდება რა მისდამი ინტერესის მსხვერპლი.
ბიოსეს დამოკიდებულება ყვავილისადმი სრულიად სხვაა. პოეტს არ უჩნდება სურვილი მოგლიჯოს იგი. არც კი ეხება მას. მხოლოდ "ყურადღებით უმზერს" რათა "დაინახოს"იგი. ........
თუ ტენისონისთვის აუცილებელია ყვავილის ფლობა, რათა ჩასწვდეს ბუნებას და ადამიანს და ამ ფლობისას ყვავილი იღუპება, ბიოსეს სურს მხოლოდ უჭვრიტოს და არა მხოლოდ უყუროს მას, არამედ იქცეს მასთან მთლიანობად და თან დატოვოს ყვავილი ცოცხალი.
ყოფნად მე მესმის არსებობის ისეთი ფორმა რომლის დროსაც ადამიანს არაფერი აქვს და არც სწყურია ქონა, მაგრამ ბედნიერია რადგან თავისი უნარების მეშვეობით შეუძლია იყოს სამყაროსთან ერთიანი.
ერიხ ფრომი " ქონა თუ ყოფნა?"