Page 1 of 5

Serv.Ge - Servers For You

Posted: 02 ივლ 2009, 16:40
by Sikvdila
მოგესალმებით.

გაიხსნა ახალი ჰოსტინგ პროვაიდერი ფირმა "სერვ.ჯი"
საიტი - http://www.serv.ge

სერვერები:

HP ProLiant DL580 G5
HP ProLiant DL380 G5

უკვე შეძენილია და მალე სრული დატვირთვით მოგემსახურებათ დამატებით IBM-ის 3 სერვერი.


სერვერები კლასტერშია. მარტივი ენით რომ ავხსნათ, მუშაობენ პარალელურად და ერთერთის გამორთვის შემთხვევაშიც კი კლიენტების საიტებს პრობლემა არ ექმნება - დანარჩენი სერვერები იღებენ თავიანთ თავზე დატვირთვას.
თითოეული სერვერი აღჭურვილია 2 ქსელის კარტით და ორი კვების ბლოკით.

ამ ეტაპზე სერვ.ჯი ანხორციელებს ჰოსტინგს მხოლოდ Linux ოპერაციულ სისტემაზე , თუმცა დაგეგმილია უახლოეს მომავალში მომხმარებლებისათვის Windows ჰოსტინგის სერვისის მიწოდება.

წვდომა სერვერებიდან უცხოურ რესურსებამდე - 1 GB სიჩქარით. იგივე სიჩქარეა უმეტესობა ქართველ პროვაიდერებამდეც. არის გლობალურ ქსელამდე 2 "გასასვლელი", რაც უზრუნველყოფს არხის საიმედოობას - რომელიმე არხის გათიშვის შემთხვევაში მეორე არხი უპრობლემოდ მუშაობს და ატარებს ტრაფიკს.

სერვ.ჯის გააჩნია საკუთარი AS და IP რეინჯი
AS 49364
91.212.213.0/24

სერვერები და საერთოდ, "სერვ.ჯის" ინფრასტრუქტურა დაცულია ორი ფაირვოლით
ლიცენზირებული Firewall #1 Checkpoint და Cisco ASA 5550 Firewall


ფასები:

ჰოსტინგის 4 პაკეტი

Basic - ვებ სპეისი 1 GB ოდენობით. ფასი თვეში 7 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით.
Premium - ვებ სპეისი 3 GB ოდენობით. ფასი თვეში 15 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით.
Advanced - ვებ სპეისი 5 GB ოდენობით. ფასი თვეში 18 ლარი. ტრაფიკი, ბაზები, მეილები და ა.შ. - შეუზღუდავი რაოდენობით.
Unlimited - შეუზღუდავი ვებ სპეისი. ამ მომენტისათვის გაგვაჩნია 25 TB-მდე ადგილი, რაც უახლოეს მომავალში ისევ გაიზრდება. ფასები ამ პაკეტზე - შეთანხმებით .

იმ შემთხვევაში, თუ ხდება 1 წლის ან მეტის საფასურის წინასწადი გადახდა, მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება.


შესაძლებელია ვირტუალური სერვერების (VPS) და გამოყოფილი სერვერების (DS) იჯარით აღება. ფასები თითოეულ მათგანზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.


საკონტაქტო ინფორმაცია

info@serv.ge
გაყიდვების დეპარტამენტი - sales@serv.ge
ტექნიკური დეპარტამენტი - support@serv.ge
ტელეფონი - 43 00 43

პატივისცემით,
სერვ.ჯის ადმინისტრაცია
Serv.Ge - Servers for you

Serv.Ge - Servers For You

Posted: 10 ივლ 2009, 21:37
by Sikvdila
ფასები ვირტუალურ პირად სერვერზე (VPS)
http://www.serv.ge/index.php?page=vps

* მაგალითისთვის: 256kb/5 mb ნიშნავს 256 kb/ps სიჩქარეს გლობალურ რესურსებამდე და 5 mb/ps სიჩქარეს ქართულ რესურსებამდე

Serv.Ge - Servers For You

Posted: 10 ივლ 2009, 21:50
by ლეონტი
იაფია.
2 კვირის წინ ახალი საიტი დავიწყე და უცხოურზე განვატავსე სიაფის გამო მარა ამაზე ზვირი გამომდის.
სამაგიეროდ ქართული ბიზნესისთვის მახასიათებელი ჩავარდნები გამორიცხულია.და მომსახურებ შენ გენაცვალე შემოგევლეტი 24 საატიანი თავზე გადაყოლით უკანასკნელ წვრილმანამდე.
ამას ვერცერტი ქარტული სერვისი ვერ იკისრებს თუნდაც ფინანსური შეზღუდულობის გამო.

Serv.Ge - Servers For You

Posted: 10 ივლ 2009, 22:37
by Sikvdila
ლეონტი
რაც ჩამოთვალეთ, მაგას ფინანსურ რესურსებზე მეტად ბიზნესის კეთების ცოდნა ჭირდება.
ამ თემის პირველი პოსტიდან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ ამ ჰოსტინგ პროვაიდერში საკმაო რაოდენობის თანხები და ადამიანური რესურსია ჩადებული. შესაბამისად, იმის ამბიციაც არის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიეწოდოს მომხმარებელს და პირველები ვიყოთ ამ სფეროში.

Serv.Ge - Servers For You

Posted: 10 ივლ 2009, 23:33
by Wanderer
ლეონტი
თუ საიდუმლო არ არის რომელ უცხოურ სერვერზე გაქვთ თქვენი საიტი განთავსებული და რომელი პაკეტი გაქვთ არჩეული?

Serv.Ge - Servers For You

Posted: 12 ივლ 2009, 23:16
by Sikvdila
უკვე შეგიძლიათ თანხის გადახდა emoney -ის საშუალებით. ანგარიშის ნომერია 360311543
იმანის საიტზე დევს სერვ.ჯის ლოგოც

Serv.Ge - Servers For You

Posted: 12 ივლ 2009, 23:23
by ლეონტი
Wanderer
საიდუმლო რათაა?
წადი წამოდი სომეხი შეგხვდება ამერიკაში.
ერთ ერთი იაფი და საიმედო ჰოსტინგი აქვს სომეხ არვანდ საბეტიანს.
www.arvixe.com
ზედმიწევნით პუნქტუალურები და შემსრულებლები ნებისმიერი კაპრიზისა მიუხედავად ი8ნმისა რომ 4 $ იანი ავიღე, რამდენჯერმე წვრილმანზე აუხირდი დი 100% ით დამაკმაყოფილეს, მიუხედავად იმისა რომ ლიფსიტა ზე პატარა ვარ მაგათ ლოქოებში.

Serv.Ge - Servers For You

Posted: 13 ივლ 2009, 00:41
by Wanderer
ლეონტი
ვა, კარგი ჰოსტინგი ჩანს. და რატომ ჯდება უფრო ძვირი ვიდრე სერვ.გე?

Serv.Ge - Servers For You

Posted: 13 ივლ 2009, 22:19
by Sikvdila
დღეიდან შეგიძლიათ Serv.Ge -ს ჰოსტინგის პაკეტის შეძენის დროს ანგარიშსწორება მოახდინოთ იმანის საშუალებით.
http://www.emoney.ge საიტზე უკვე დევს სერვ.ჯის ლოგოც. ანგარიშის ნომერია 360311543

დაემატა 12 ტბ სტორიჯი. ანუ, ჯამში არის 37 ტერაბაიტი.
აგვისტოს ბოლოს კიდევ 30 ტერაბაიტი დაემატება.

Serv.Ge - Servers For You

Posted: 14 ივლ 2009, 13:16
by ლეონტი
Wanderer
იმიტო რო 4 დოლარია თუ 2 წლისას გადაიხდი წინასწარ 1 წლისა 5 და რაღაცაა მგონი და ყოველთვიურად ან რამდენიმე თვე 7$ ია.
თანაც 500 მეგაბაიტია.

Serv.Ge - Servers For You

Posted: 14 ივლ 2009, 14:44
by Wanderer
ლეონტი
500 მეგაბაიტია
:shock: აბა Unlimited-ო რომ უწერიათ საიტზე?! გვატყუებენ ტრადიციულად? :D

ისე იმ მონაცემებისათვის რაც უწერიათ Personal Class პაკეტისთვის $7 მგონი საკმაოდ იაფია...

Serv.Ge - Servers For You

Posted: 14 ივლ 2009, 21:22
by Sikvdila
Wanderer
Unlimited სპეისი თვეში 4 დოლარად ბუნებრივია რომ არ იქნება. არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც, რომ მისცე სპეისი, 100 ტბ გატენიან და მაგათ რომ თვეში 4 $ ახდევინო, რამხელა ზარალზე წახვალ ?

Serv.Ge - Servers For You

Posted: 16 ივლ 2009, 20:51
by Sikvdila
დაემატა ანგარიშსწორების კიდევ 1 გზა - TBCPAY-ის საშუალებით ( www.tbcpay.ge ). TBCPAY-ს ტერმინალები განთავსებულია როგორც TBC ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ძალიან ბევრ ადგილას მთელ საქართველოში. უახლოეს მომავალში ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ამჟამად შესაძლებელია ანგარიშსწორება 3 სხვადასხვა გზით

1) საბანკო გადარიცხვა
2) Emoney
3) TBCPAY

ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს.


გიორგი ზღულაძე
http://serv.ge

Serv.Ge - Servers For You

Posted: 08 აგვ 2009, 11:13
by Sikvdila
სასიამოვნო სიახლე:

სერვ.ჯის სტორიჯს დაემატა 30 ტერაბაიტი და ამჟამად, ჯამში, შეადგენს 67 ტერაბაიტს

Serv.Ge - Servers For You

Posted: 08 აგვ 2009, 13:20
by Nika
ოფროუდის საიტი გადავიტანეთ მანდ და ძაან კმაყოფილი ვარ.