Page 1 of 4
ქართული მითოლოგია
Posted: 24 ივნ 2009, 23:04
by Tamari-ch.
ჩემი საყვარელი თემაა...
და აქაც გავხსნი
ლომისა,
წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე — სოფ. მლეთაში. ლომისას დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას.
ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებოდნენ მთელი აღმოსავლეთი საქართველოდან. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმ. გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისასსახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც წვავს ბოროტს. ლომისა გენეტიკურად უკავშირდება მონადირე, მხედარ ღვთაებას, რომელთა კულტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს გავრცელებული საქართველოში. ლომისას კულტს სინკრეტიზაციის რთული გზა აქვს გავლილი და ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს დაუკავშირდა.
აი კიდევ ინფორმაცია ლომისაზე -
ლომისა -
თათარს რომ გაუტეხია საქართველო, ჯვარ - ხატები წაუღია და შვიდი ათასი ტყვე წაუსხია ხორასანს, იქ მთიულთა ერთი ჯვარიც ყოფილა, ლომისის ჯვარი...
ხორასანში შვიდ წელიწადს მოსავალი აღარ მოდიოდა, აღარცა ბავშვი ჩნდებოდა, აღარცა საქონელი, არც წვიმა მოდიოდა...
ბოლოს შეწუხდა ხალხი, წავიდნენ მოლასთან. მან უთხრა: ეს ტყვეებია და ეს ჯვარი თუ არ დააბრუნეთ, სულ გაწყდებითო.
ადგნენ და რომელიც მძლე ხარი ჰყავდათ, იმას დააკრეს შუბლზე ლომისის ჯვარი, შეკრიბეს ხალხი - შვიდი ათასი ტყვე და უთხრეს თავისუფლები ხართო...
უნდა გაუძღეს წინ ხარი, მაგრამ არ მიდის.. ტრიალებს ხარი.
თურე ერთი კოჭლი ქალი აკლდა ტყვეებში და სანამ ის არ მოვიდა, არ დაიძრა...
მოვიდა საიდანღაც კოჭლობით ქალი და ხარიც გაუძღვა ტყვეებს სამშობლოსაკენ. იარა ხარმა და სადაც კი დაისვენა ყველგან ნიში ააშენეს, წვერზე რომ ამოვიდა, იქ მოკვდა ხარი, გასკდა.
ამ ადგილზე ააშენეს ეკლესია და ლოცულობენ. ამიტომ ამბობენ: ლომისის წმინდა გიორგის გაუმარჯოს, ხორასანს შვიდი ათასი ტყვეს მხსნელსაო!
(მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის -
ზ. კიკნაძე -თბილისი 2004)
ქართული მითოლოგია
Posted: 24 ივნ 2009, 23:06
by Tamari-ch.
ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი
ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც
ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.
ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.
იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.
ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.
ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.
ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა”
ქართული მითოლოგია
Posted: 24 ივნ 2009, 23:11
by Tamari-ch.
ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.
აი ეს დეტალია მეტად საინტერესო ქართულ მითოლოგიაში...
საქმე იმაშია, რომ მსოფლიო მითებში
მზე მამაკაცია
და მთვარე კი ქალი
ქართულში კი პირიქით იყო ...
მზე დედაა ჩემი
მთვარე მამაჩემი
და წვრილ წვრილი ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი....
ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია
კვირია
— ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.
კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი.
ი.ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ( " უფალი "), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი.
სავარაუდოდ კვირიასთან არის დაკავშირებული სახელი კვირიკეც -
კვირიკე (ბერძნული) " უფლისა ". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ( " უფალი ", " ბატონი "), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უძევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი.
http://www.geogen.ge/index.php?id_menu= ... t=10&abc=1
ქართული მითოლოგია
Posted: 24 ივნ 2009, 23:23
by Tamari-ch.
კვირია საოცრად მაგონებს ეგვიპტურ ღვთაება მინს...
Мин, в египетÑкой мифологии бог плодородиÑ, "производитель урожаев", которого изображали Ñо ÑтоÑщим фаллоÑом и поднÑтой плетью в правой руке, а также в короне, украшенной Ð´Ð²ÑƒÐ¼Ñ Ð´Ð»Ð¸Ð½Ð½Ñ‹Ð¼Ð¸ перьÑми.
მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება
მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი
Полагают, что первоначально Мин почиталÑÑ ÐºÐ°Ðº бог-Ñоздатель, но в античные времена ему Ñтали поклонÑтьÑÑ ÐºÐ°Ðº богу дорог и защитнику ÑтранÑтвующих через пуÑтыню.
დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა
Мин также ÑчиталÑÑ Ð·Ð°Ñ‰Ð¸Ñ‚Ð½Ð¸ÐºÐ¾Ð¼ урожаÑ. Главный праздник в его чеÑть называлÑÑ ÐŸÑ€Ð°Ð·Ð´Ð½Ð¸Ðº Ñтупеней. Ð¡Ð¸Ð´Ñ Ð½Ð° Ñвоей Ñтупени, бог принимал первый Ñноп, Ñрезанный Ñамим фараоном.
დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.
Мин, как “владыка пуÑтынь”, также ÑвлÑлÑÑ Ð¿Ð¾ÐºÑ€Ð¾Ð²Ð¸Ñ‚ÐµÐ»ÐµÐ¼ иноÑтранцев; покровитель КоптоÑа.
Мин покровительÑтвовал размножению Ñкота, поÑтому почиталÑÑ Ñ‚Ð°ÐºÐ¶Ðµ как бог ÑкотоводÑтва.
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 00:08
by Tamari-ch.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
http://enews.ge/2009/06/10/lomisis-wmin ... s-eklesia/
მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა.ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.
საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.
††â€
ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით – მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები (ჯვრები), ვერცხლით მოჭედილი და უბრალო ფერადი ქვებით შემკული (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.
††â€
ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.
ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.
მეხატენი ამ ჯაჭვს ასე უმღეროდნენ:
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.
††â€
მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:
„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.
ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.
„დიდება დიდ ლომისასაო“, – დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, – უპასუხებენ ისინი… შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:
„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 00:14
by lama
Tamari-ch. wrote:
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.
აი ამ ტექსტზე მღერიან
სიმღერას
ანსამბლი მთიები:
http://www.link.ge/file/262926/Mtiebi-- ... i.mp3.html
ძალიან საინტერესო სიმღერაა
გთხოვთ გადაიწეროთ და მოისმინოთ

ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 00:20
by Tamari-ch.
lama
მადლობა
ოჩოკოჩი
— ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.
ხალხური ნაამბობი
ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად.
ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება
(მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)
ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა.
ოჩოკოჩის ეშვები აქვს
(მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუს )
მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.
ოჩოკოჩი და მეთევზე
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)
ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.
ოჩოკოჩს უთქვამს ამ კაცისათვის: - ეს თევზი ნახევარი ჩემიაო. მეც ბევრი ვიშრომეო, დანარებიდან გამოვდენე ისინი ხელებით, ფეხებითა და ჯოხითაო. ამდენი თევზიო ოდესმე თუ დაგიჭერიაო შენი ფაცერით? შენც ხომ გესმოდა ცემი ხმაურიო. კაცმა არაფერი უპასუხა. საერთოდ ოჩოკოჩთან საუბარი არ შეიძლება. მერე ოჩოკოჩს თვითონ გაუყვია შუაზე ეს თევზი. თავისი წილიდან ცეცხლზე შეუწვია სამყოფი თევზი და შეუჭამია. მერე დარჩენილი თევზი თან წაუღია და წასულა
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 00:24
by Tamari-ch.
ოჩოკოჩს წააგავს ოჩოპინტრეც და ბოჩი -
ოჩოპინტრე
ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
ბოჩი -
ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.
სამივე კი (ტყის კაცი) გარკვეულწილად ჰგვანან პანს -
Пан ("понравившийÑÑ Ð²Ñем"), в гречеÑкой мифологии божеÑтво Ñтад, леÑов и полей, Ñын веÑтника богов ГермеÑа и нимфы Дриопы. Ðтот покровитель горных леÑов и паÑтбищ, коз и овец был козлоног и рогат. Дриопа ужаÑнулаÑÑŒ, увидев новорожденного Ñына, зароÑшего волоÑами и бородатого. Однако Ð“ÐµÑ€Ð¼ÐµÑ Ð¸ боги-олимпийцы лишь раÑÑмеÑлиÑÑŒ и нарекли младенца Паном. ВмеÑте Ñ Ñатирами и Ñиленами, демонами Ñтихийных плодоноÑных Ñил земли, Пан входил в Ñвиту ДиониÑа. Игривый и жизнерадоÑтный, он был извеÑтен Ñвоим приÑтраÑтием к вину и веÑелью, пылкой влюбленноÑтью и преÑледованием нимф. Одна из них, Сиринга, в Ñтрахе перед козлоногим богом превратилаÑÑŒ в троÑтник, из которого Пан Ñделал Ñвирель. Ðепременный ÑÑƒÐ´ÑŒÑ Ð¿Ð°ÑтушеÑких музыкальных ÑоÑÑ‚Ñзаний, он вызвал на Ñоревнование Ðполлона и, по мнению Ñудьи, Ñ†Ð°Ñ€Ñ ÐœÐ¸Ð´Ð°Ñа, победил его. Ð’ отмеÑтку бог наградил Ñудью оÑлиными ушами. Как божеÑтво Ñтихийных Ñил природы, звуком Ñвоей Ñвирели Пан наводил на людей беÑпричинный, так называемый паничеÑкий Ñтрах, оÑобенно в знойный летний полдень, когда замирали леÑа и полÑ. Пан помогал в битвах, Ð½Ð°Ð²Ð¾Ð´Ñ ÑƒÐ¶Ð°Ñ Ð½Ð° врагов; он помог ЗевÑу в борьбе Ñ Ñ‚Ð¸Ñ‚Ð°Ð½Ð°Ð¼Ð¸. Культ Пана был оÑобенно раÑпроÑтранен в Ðркадии, именно там раÑположена ÑвÑÑ‰ÐµÐ½Ð½Ð°Ñ Ð³Ð¾Ñ€Ð°, Ð½Ð°Ð·Ð²Ð°Ð½Ð½Ð°Ñ ÐµÐ³Ð¾ именем. Ð’ римÑкой мифологии Пану ÑоответÑтвуют Фавн и Ñильван.
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 12:00
by Tamari-ch.
კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს. არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი.
ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას). ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).
http://geomythology.gol.ge/Iber-CaucasMythology.htm
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 12:10
by QEBURIUS
საღოლ!
მივესალმები ამ თემის გახსნას. ებრაულ ზღაპრებზე (ჩვენთან ქრისტიანობას რომ ეძახიან) მაღლა ყოველთვის ჩვენი წინაპრების "წარმართულ" კულტს ვაყენებდი...
მოკლედ მაცალეთ და მასალებით მეც მოგამარაგებთ..
ქართული მითოლოგია
Posted: 25 ივნ 2009, 18:53
by caucasica
ქართული მითოლოგია
Posted: 26 ივნ 2009, 15:54
by Tamari-ch.
caucasica
ის თემა მაინც თქმულებებზე და ლეგენდებზეა
თან გეოგრაფიული მდებარეობის მითითებით.. -
ეს კი უფრო მითოლოგიაა
თუ გინდა გააერთიანე....
ასტრალური კულტები (ბერძნ. astÄ“r - ვარსკვლავი),
ციურ მნათობთა თაყვანისცემა. ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში, უმეტესად ძველ აღმოსავლეთში. ასტრალური კულტების აღმოცენებასა და გავრცელებას ხელს უწყობდა მიწათმოქმედების, განსაკუთრებით ირიგაციის განვითარება. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ადრევე დაიწყეს დაკვირვება ციურ მოვლენებზე, რომელთა მიხედვით ადგენდნენ მდინარეების (ტიგრი, ევფრატი, ნილოსი) ადიდების დროსა და ხანგრძლივობას. ამ ნიადაგზე შემუშავდა ძვ. შუმერების, ბაბილონელების, ეგვიპტელებისა და სხვა. განვითარებული ასტრალური კულტები მაგ., ბაბილონელების ღვთაებათა პანთეონში შედიოდა უზენაეს ღვთაებათა შვიდეული: სინი (მთვარე), შამაში (მზე), მარდუქი (იუპიტერი), იშთარი (ვენერა), ნერგალი (მარსი), ნაბუ (მერკური) და ნინურტა (სატურნი). მათგან უდიდეს ღვტაებებად ითვკებოდნენ მთვარე და მზე. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის ღვთაებათა პანთეონში მზე უმთავრესად ქალღვთაების სახით იყო წარმოდგენილი. ბერძნები მას მამაკაცად წარმოადგენდნენ, მამაკაცად იყო მიჩნეული სემიტების მზის ღვთაებაც.
საქართველოში ასტრალური კულტებმა ძველთაგანვე განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია და სხვადასხვა წეს-ჩვეულებათა სახით გვიანობამდე შემორჩა. აქაც ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში პირველი ადგილი მზეს და მთვარეს ეკავა. ამასთან, მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალღვთაების სახით (მზექალი, ბარბალე), ხოლო მთვარე - მამაკაცის სახით.
ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ მზის მოქცევასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ მნათობის მოძრაობასთან (ნაბუნიობა) აკავშირებდნენ ბარბარობას ანუ მზის დაბადების დღეობას და თვის კალენდარს. ამავე დღეობის მიხედვით იქმნებოდა წარმოდგენა მომავალი წლის ავკარგიანობაზე. ძვ. საქართველოში მზის კულტთან ერთად არსებობდა განვითარებული მთვარის კულტი. მთვარის ღვთაებას, ზოგიერთი შეხედულებით,პირველი ადგილი ეკავა ასტრალურ ღვთაებათა პანთეონში. მისი ერთ-ერთი ტაძარი აღმართული იყო იბერიისა და ალბანეთის საზღვარზე. მთვარის კულტს ძველ საქართველოში ბევრი რამ ანათესავებს იმ ხალხთა (ასურელები, ბაბილონელები, საბიელები, ძვ. არაბები და სხვა) რელიგიის წარმოდგენებთან, რომელთაც მთვარე უმთავრეს ღვთაებად და მამაკაცად მიაჩნდათ. ივ. ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ ქართული ლამპრობა და საბიელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. ორივე 24 იანვარს აღინიშნებოდა, ოღონდ ქართველები მთვარის სადიდებლად არყის ხის ტოტებს ანთებდნენ, საბიელები კი - პალმის ტოტებს.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ძველ კულტურულ ხალხებში, თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ხალხის რწმენით მზის ამოსვლის წინამორბედი ეს მნათობი სხვა ვარსკვლავებზე მეტად ჰგავდა მზეს. სვანეთი ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ქართველები ცისკრის ვარსკვლავის სადიდებელ რიტუალს სხვადასხვა დღეობებში ასრულებდნენ.
ქართველთა ასტრალურ რელიგიაში ასახულულია ქართველი ხალხის ისტორიულ წარსულის, ყოფა-ცხოვრების, მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს თავისებურებანი. მაგ., დაწინაურებელი მელითონეობის საფუძველზე ქართველ ტომებში აღმოცენდა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვით, რკინის ჭედვა ხალხს ასწავლა ცისკრის ვარსკვლავთან დაკავშირებული ქალღმერთის, "ოქროსნაწნავიანი" დალის (ნადირთ პატრონის) შვილმა, "ოქროსკბილიანმა" ამირანმა. ოქრო და ოქროსფერი მზეს უკავშირდებოდა. ხალხს სწამდა, რომ მზე ოქროს ბურთია და ქვეყანას ოქროს სხივებს ჰფენს. სვანური თქმულების "მზე და მთვარის" მიხედვით, საღამოს ზღვაში ჩასვენების დროს მზე ოქროს აბნევს და თუ კაცმა ამ დროს კვერნის ტყავი ზღვაში ჩადო, ტყავი ოქროთი დაიფარება.
ქართული ასტრალური კულტების ერთ-ერთი თავისებური ელემენტთა საახალწლო ჩიჩილაკი და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ჩიჩილაკის ერთ-ერთ სახეობას რაჭა-ლეჩხუმში გვერგვი ეწოდებოდა. მას შიგნით ჯვრის სახით ჰქონდა დატანებული თხილის ორი კანჩათლილი ჯოხი, ე. წ. "პაპაჯვარი". გვერგვი მზეს, სხივოსნობას განასახიერებდა და მას მზის ღვთაების ემბლემის მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული პანთეონი თავდაპირველად სამ დიდ ღვთაებას აერთიანებდა, მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა რელიგ. პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღვთაება, ანუ მორიგე, მეორე ადგილი მზე ქალად წოდებულ მზის ქალღვთაებას ეკავა, ხოლო მესამე კვირიას, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ადგილობრივი ანუ მიწიერ ღვთაებებსა და მორიგეს შორის.
ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს. მეგრულში კვირა დღეა ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს; ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე; სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე; ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე; ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე; პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე. ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამშაბათი (მეგრ. თაშხა - თახაშხა) ქართველებისათვის მარსის და მისი ღვთების, თახას დღე უნდა ყოფილიყო. ოთხშაბათის მეგრულ-ჭანურ-სვანურ სახელში შემავალი "ჯუმა" შეიძლება იყოს მერკურის ძველი ქართული სახელი. ხუთშაბათის მეგრული სახელი ცაშხა ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ცისკრის ვარსკვლავის, ხოლო პარასკევისა - ობიშხა - იუპიტერის დღის შესატყვისად. შაბათ დღის ქართული სახელი არ ჩანს არც სვანურში და არც მეგრულ-ჭანურში. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. მართალია, მწკრივში ხუთი დღე დასახელებულია ბერძნულად, რაც მოწმობს, რომ ბერძნულ სახელებს განუდევნია სამწერლობო ქართული ენიდან შვიდეულია დღეთა ძველი ქართული სახელები, მაგრამ აქ დღეთა და მნათობთა სახელების დალაგების წესი ბერძნულს არ უდგება. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფრიდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპოტერისა), შაბათი - კრონოსისა.
http://church.ge/index.php?showtopic=3224&st=0
ქართული მითოლოგია
Posted: 26 ივნ 2009, 16:00
by ZVIOSULI
Tamari-ch. wrote:ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი
ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ.
ამათ ღმერთის ნაცვლად ძალა რომ ვუწოდოთ უფრო უპრიანი, გასაგები და პრაქტიკული იქნება
მინდორს ძალა აქვს და არა ღმერთი............
ქართული მითოლოგია
Posted: 26 ივნ 2009, 16:01
by Tamari-ch.
ბარბალე –
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.
ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.
მე პირადად ხშირად მინახავა ბორბლის გამოსახულება სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებზე.
აი ეს დედაბოძი - გადაღებულია ახალგორის მუზეომში -
ზედა გამოსახულია ბორბალი -
ანუ იგივე ბირჯღალო.
ანუ ეს იგივა მზეა.
ქართული მითოლოგია
Posted: 26 ივნ 2009, 20:33
by Tamari-ch.
ZVIOSULI wrote:Tamari-ch. wrote:ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი
ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ.
ამათ ღმერთის ნაცვლად ძალა რომ ვუწოდოთ უფრო უპრიანი, გასაგები და პრაქტიკული იქნება
მინდორს ძალა აქვს და არა ღმერთი............
ზვიო-
ეს ციტატაა
ანუ ციტირებულია სიტყვასიტყვით -
ძველად იყო წარმართული ღმერთები -
ანუ
божеÑтва и боги - пантеон богов -
ქართულად "ღვთაებები" უფრო შეესაბამება ალბათ ამ სიტყვას.