Page 1 of 1

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 08:48
by Tamari-ch.
გამახსენდა პატარების მიერ ნათქვამი საინტერესო ფრაზები -

:D

ლუკა როცა გვეყოლა ვცხოვრობდით მამაჩემთან სახლში -
მე, ქმარი, შვილები მარიამი, ლაზარე და ახლადგაჩენილი ლუკა, + ჩემი და, დედაჩემი და მამაჩემი.
3,5 წლის ლაზარე ერთხელ გვეკითხება
- სახლი სავსეა ხალხით და ეს ლუკა რატომ გააჩინეთო?

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 08:50
by Tamari-ch.
ლუკას ვაჩვენებდი ჩემი ბავშვობის სურათებს -
ჰოდა ერთხელ ლუკამ კითხვა დამისვა და აღარ ვიცოდი რა მეპასუხა-
:lol:

შენ რომ პატარა იყავი - მე სად ვიყავიო?

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:21
by lama
ერთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა დედამისს კითხა ბავშვობაში, ბიუზჰალტერზე:

- დედა ეს ძუძუების სუნკააო?

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:25
by ნიმფა
მე და ჩემი და პატარები ვართ.

მშობლებთან ერთად სადღაც მივდივართ. დედა და მამა უკან მოდიან ხელგადახვეულები. ჩემი და ხელს მკრავს და მეუბნება:

-ამათ მალე ქორწილი ექნებათ!

-რა იცი? ვპასუხობ.

-უყვართ ერთმანეთი!



:lol: :lol: :lol:

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:28
by Tamari-ch.
ლაზარე არის 3 წლის -
ვასწავლით ლექსს -

ბეკა ბეკა ბეო
კარი გამიღეო,
პირში ბალახი მიჭირავს,
ძუძუებში რძეო -


ლაზარემ გადააკეთა თავის გემოვნებაზე -
ბეკა ბეკა ბეო
კარი გამიღეო
ძუძუები მიჭირავს!!!


:lol:

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:30
by lama
ასევე ბიძაშვილმა გადააკეთა ლექსი

ესო მესო არ გეგონოსო....

ამგვარად:

მე სომეხი არ გეგონოთო....

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:38
by khoteura
ჩემს ქალიშვილს ახალი ნასწავლი აქვს საუბარი. მამაჩემთან ვართ ჩასულები მე, მეუღლე, მარიამი. მამაჩემმა სუფრა გაშალა და ერთი ბოთლი ღვინოც დადგააა.
ბავშვს თვალები გაუბრწყინდა ღვინის დანახვაზე, ბაბუ დამალევინეო. ბაბუამ ცოტა მოასმევინა, მოეწონა და კიდევ მინდაო. დედაჩემმა ჩუმად წყალი გაურია ღვინოს და მიაწოდა ა შივილო დალიე რამდენიც გინდაო. მოსვა თუ არა სახე შეეცვალა ბავშვს. რას მასმევთ ეს წყალიაო და მიადგა ბაბუამისს ჩივილით :D

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 12:40
by lama
ძმაკაცი მაგარ "პახმელიაზე" იყო
შევიდა მაღაზიაში და გამყიდველს ეუბნება:

- ერთი ბორჯი ბოთლომი მომეცითო

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 13:02
by burdula
მე ბავშობაში კ -ს ვერ ვამბობდი და სულ ტ ტ -ს გავკიოდი,ხოდა მეკაიფებოდნენ აბა კაკალი თქვიო :oops: ხოოოდა ერთხელაც ყელში ამოვიდა და რამდენჯერაც კაკალს მეტყოდნენ ვეუბნებოდი თხილი :D :oops: :oops: :oops: :oops: :roll:

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 13:04
by pataputina
1 კლასში რომ მივედი

24 ბგერას ვერ გამოვთქვამდი

:twisted:






ჰხოდა ისა........ :roll:


მერე ლოგოპეტმა მითხრა
ლაპარაკს თუ ისწავლი

იადონს გაჩუქებ

და......... :roll:

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 13:11
by lama
მე კიდევ ფილარმონიას

ფინანონიას
ვეძახდი

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 13:54
by Tamari-ch.
ლაზარე ვერ ამბობდა ასო ც-ს

ჰოდა ვეკითხებოდით - აბა ციცერონი თქვიო -
და ჩიჩერონიო-
:D
შეარქვეს ჩიჩერონი...
:lol:

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 14:30
by lama
Tamari-ch.
ჩემი მონატრებული ძმა კი ვერ ამბობდა "პასკა"-ს და ამბობდა: "ასკა"-ს

და შეარქვეს

ვასკა

რას ტიტინებენ ბალღები

Posted: 16 ივნ 2009, 22:07
by imerkhevli
2,5 წლის საბა (ჩემი ძმისშვილი) ეკითხება დედამისს:

-დე,ჩემი ექიმი ვინ არისო
დედამისმაც, რა თქმა უნდა ,პედიატრი იგულისხმა და უპასუხა:
ირინა ექიმიო :lol:
-არა,ეგ კი არა მუცლიდან ვინც ამომიყვანაო :lol: :lol: