Page 1 of 8

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 02:19
by kotetbeli
დიდი სურვილი მაქვს (სხვათა შორის, არა მარტო მე), რომ კარველების უმაქსიმალურესმა რაოდენობამ შეძლებისდაგვარად გაიცნოს ერთმანეთი. მართალია, ერთ-ერთ ბოლო ლაშქრობაზე ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო, მაგრამ მე უფრო ბევრს ვგულისხმობ. კარავის წევრების რაოდენობა უკვე 200-ს აცდა, მართალია ზოგი სულ ტყუილად რეგისტრირდება, როგორც წესი, მაგრამ იქნებ უფრო მეტი კარგი პოტენციური მოლაშქრეა ამ 200-ს შორის, ვიდრე მე მგონია... :wink: შეიძლება ნამეტანი პანტასტიკას ვამბობ, მაგრამ ვიფიქროთ, რაღაც კარგი იდეის "სუნი მცემს"... :wink:

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 16:33
by ilia
კარველებო ყველა ქვეყნისა შეერთდით! :D

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 19:37
by mika
წინ მას კულტურული ღონისძიებები :D :D

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 19:58
by kotetbeli
mika
ilia
ეგრე არა, ცოტა საქმიანათ ამეტყველდით!.. :)

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 20:39
by mika
kotetbeli


ჩემი აზრით

1. არაა მთლა კარგი იდეა.
2. ვისაც ჩვენი გაცნობა უნდოდა აქამდეც მოახერხებდა და მოახერხებს კიდეც.
3. რამე მიზანი აქვს ამას? აუცილებელი არაა ბევრი ვიყოთ. და ვერც ვიქნებით იმიტომ რომ ჩვენნაირები ფარდობითად ცოტანი არიან (კარვის მოყვარულები)
4. უამრავს საიტზე ვარ დარეგისტრირებული მაგრამ? აქტიური მხოლოდ 3 ფორუმზე ვარ კარავი, ბოკე, და ერთიც სამედიცინო ...
5. 200 კაციდან ვისაც რამე აინტერესებდა და უნდოდა უკვე გავიცანით..
6. და ასე შემდეგ.................




მოიყვანე შენი არგუმენტები და იქნებ გადავიფიქრო? :)

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 09 ოქტ 2005, 21:55
by kotetbeli
mika
როგორც კახეთში იტყვიან- აბა, ერთი აქეთ მამისმინე...
1.სალვადორ დალიმ თავის სახლთან მისასვლელი გზა სპეციალურად გააფუჭებინა- ვისაც მოსვლა უნდა, ფეხით მოვიდესო... ამ შემთხვევაში, "სალვადორობა" არ გამოგვადგება. ნუ დაგავიწყდება, რომ თბილისი ჯერ კიდევ არაა ის ქალაქი, სადაც ინტერნეტით მოსახლეობის დიდი პროცენტი სარგებლობს სტაბილურად, აღარაფერს ვამბობ პერიფერიებზე. იყო დრო, როცა ინტერნეტის ფული ნამდვილად არ მქონდა, რომელიმე თემაზე პასუხის წასაკითხად ან დასაწერად "airex"-ში მივდიოდი, თუ სავსე იყო, "გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნის თავმჯდომარის" წყალობით მაინც გამოჩნდებოდა ხოლმე თავისუფალი კომპიუტერი და იქ ვწერდი. ვერ წარმოიდგენ, ეს ჩემთვის რამხელა სიკეთე იყო... ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე წევრთაგანი არ აქტიურობს, ეს არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საიტისადმი გულგრილობასა და დაუინტერესებლობას დავაბრალოთ...
2. როგორც შენ ამბობ, ჩვენნაირები შეიძლება ცოტანი არიან, მაგრამ ასეთად ყოფნის პოტენცია, დარწმუნებული ვარ, უფრო ბევრს ექნება. ყოველ შემთხვევაში, დიდი არჩევანი საქმეს არ ვნებს. ზოგი არგუმენტიც მერე იყოს, ეხლა შენი "პადაჩაა" :D :D

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 15:18
by lama
მეგობრებო ეს იდეა ზალიან კარგია მარა ამას უნდა დიდი დაგეგმვა და რაც მთავარია დიდი ორგანიზება და უკვე დროა რომ ამაზე დავფიქრდეთ ყველანი და ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ უფრო აქტიურად ამას ალბათ დასჭირდება საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ეს საპატიო საქმე ჯობია ეს მოხერხდეს მალევე. თუ ორასი კაცი ვერ შევიკრიბებით არ არის ეს პრობლემა შევიკრიბოთ 100 კაცი და მორჩა.
დავიწყოთ ამაზე ფიქრი :roll: :roll: :roll: :roll:

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 15:44
by Druides
lama
ერთი ლაშქრობა და ეგაააა რა!!!!

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 16:49
by Mrs. Robinson
რა ხდება? იმიჯი შევიცვალეთ???
მგონი აქ ლაშქრობის მოყვარული ხალხი შემოდის და პირველი რაც მათ უნდათ არის სადმე წასვლა, ლაშქრობა :!:
მერე რას ვთავაზობთ? იმ ბოლო ლაშქრობიდან კი უკვე სამი კვირა გავიდა.
კარავმა გზიდან არ უნდა გადაუხვიოს!!!!!
ერთადერთი რაშიც შემიძლია დაგეთანხმო:
შეიძლება მოვიფიქროთ ისეთი ადგილი (რადგან კლუბი არ გვაქვს) მაგ. ერთი რომელიმე ბარი თუ რა ვიცი, სადაც უმეტესწილად შევივლით-ხოლმე, და პირადად გავუზიარებთ ერთმანეთს ბოლო ლაშქრობების შთაბეჭდილებებს, ფოტოებს ვნახავთ...
:D :D :D

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 17:55
by mika
kotetbeli
1. თბილისში არის უკვე ისეთი ადგილები სადაც შეიძლება უფასო ინტერნეტით სარგებლობა (თუ საჭიროა ჩამოვთვლი კიდეც)
2. უამრავმა ჩემმა ნაცნობმა იცის ამ საიტის არსებობა მაგრამ არცერთი არ დარეგისტრირებულა...
3. როგორც მივხვდი შენ გინდა რომ რეკლამა გავუკეთოთ საიტს არა?
ხოდა გვალვას აქვს საინტერესო იდეა ამასთან დაკავშირებით. (გახსოვს ალბათ საითის ლინკის დატოვება სხვადასხვა ადგილებში)

4. ვისაც ეხლა არანაირი შესაძლებლობა არ აქვს (ფული) ლაშქრობებიში ამის გამო ვერ დადის და ინტერნეტშიც ვერ შედის იმიტომ რომ რუსთაველზე რომ გავიდეს მეტროს ფული არ აქვს..ასეთმა ადამიას რა ეკარვება იმაზე უნდა იფიქროს ფული როგორ იშოვოს და სამსახური....

lama
მერე რა რომ შევიკრიბებით მერე რა მოხდება ..... ? (მიძანს ვერ ვწვდები)

koza-nostra

იასნია..ვისაც უნდა წამოვა ვისაც არა არა

Mrs. Robinson

კარგი იდეაა კლუბის შექმნა მაგრამ ფინანსები?
თუმცა ფიქრი ღირს...
და ასევე შეიძლება რამე თავშეყრის ადგილიც ამოვიჩემოთ :)

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 19:37
by Mrs. Robinson
mika
მართალი ხარ.
რა თქმა უნდა კლუბზე უფინანსობის გამო ნამდვილად ვერ ვიფიქრბთ, მეც ეგ "თავშეყრის ამოჩემებული ადგილი" მქონდა მხედველობაში, სადაც თუ შეივლი გეცოდინება, რომ რომელიმე კარველს შეიძლება შევხვდე :D ან ვერ შევხვდე :cry:

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 20:55
by Mao
მაგ.მელომანები იკრიბებიან მსრალ ხიდთან უკვე ბევრი წელია. მე მომწონს იდეა რომელიმე კაფე ან ბარის.სადაც ძალიან ბევრი ხალხი არ დადის.

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 21:22
by mika
Mao

მოდი ეს იდეა ავიტაცოთ.......

ეს ბარი უნდა იყოს ალბათ ესეთი

1. სადმე ცენტრში რომ ყველას გაუადვილდეს მისვლა.
2. მყუდრო. (არარესტორნის ტიპის)
3. და ასევე შეძლებისდაგვარად ნორმალური ფასები რომ ყველამ შეძლოს მისვლა.....


ვისაც რამე იდეები გაქვთ ამასთან დაკავშირებით დაპოსტეთ

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 21:22
by kotetbeli
mika
კაცო, შენ გამაგიჟებ, მე წყალწაღებული ხალხი დავარეგისტრიროთ-მეთქი კი არ გეუბნები... ძალიან დიდია ის საშუალო ფენა, რომელიც ჩემსავით და შენსავით ვერ დანარნარობს ინტერნეტში... რაც გამოცდილი არ მაქვს, ისეთ მაგალითებზე არ ვსაუბრობ. შენი მეგობრები რატომ არ რეგისტრირდებიან აბა რა ვიცი. ხო, რეკლამა არა ოფოფი... კიდევ და კიდევ ბევრი კაი ხალხის პოვნა მინდა, და თუ რატომ მინდა რაც შეიძლება ბევრი კაი ხალხის პოვნა, ეს ნებისმიერ კაი ადამიანს კითხე და ჩემს მაგივრადაც გიპასუხებს... :D :D Mrs. Robinson მაგარი ხარ და მაგარი იდეაა. ისე, ცოტა შორეული მეჩვენება, რაც შეეხება კაფეს, რავი, საკუთარი სასტუმროები რომ მექნება, ერთ-ერთს "კარავს" დავარქმევ, მხოლოდ ლაშქრული "პონტი" იქნება და... მოკლედ, ჯერ დამაცადეთ, ბუღალტერიაში ვერკვევი ამ ეტაპზე... :)

"Live"-ში გავაგრძელოთ თანაკარველობა

Posted: 10 ოქტ 2005, 22:06
by mika
kotetbeli

საიდან სადაო შენ მგონი რაღაც დისკის გაშიფვრას აპირებდი.............. :)

მდიდარი მეცნიერი არ მინახავს დედამიწის ზურგზე ,ასე რომ მალე უნდა შეიცვალო პროფესია..... :D :D




ხოო მიგიხვდი. რაც გინდა .მაგრამ კარგი ადამიანების მოძებნა ცოტა რთულია..და შრომატევადი :(