Page 1 of 2
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 02:59
by anano
ყველას ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია გვაქვს, მაგრამ ერთ რამეზე ალბათ ვთანხმდებით, რომ ძალადობა ყველასთვის მიუღებელია!
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოაღნიშნულ პეტიციას და იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ხელი მოაწეროთ!
ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გვამოძრავებს სურვილი შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისე, რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, სადაც უპირველესი ფასეულობა იქნება ადამიანის ღირსება;
ჩვენ გვამოძრავებს საქართველოს ისეთი მომავლის შექმნა, სადაც მიუღებელი იქნება პიროვნული, საზოგადოებრივი თუ სტრუქტურული ძალადობა;
ჩვენ გვამოძრავებს სურვილი თავიდან ავიცილოთ ძალადობა, რომელიც შეიძლება მოყვეს დღევანდელი პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას;
ამიტომ მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის თითოეულ ლიდერს:
- ორივე მხარემ აღიაროს ძალადობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისათვის მიუღებელი იარაღი. ასევე დაგმოს და შეწყვიტოს იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს, ნერგავს, აღვივებს ძალადობას ანდა მოუწოდებს მისკენ;
- ორივე მხარემ პასუხისმგებლობა აიღოს პოლიციის თანამშრომლებისა თუ ოპოზიციის მომხრეების მიერ ჩადენილ ძალადობაზე და აღკვეთოს მისი განმეორება; დემონსტრანტებმა გამოიყენონ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები და პოლიციამ ხელი აიღოს ძალის უკანონო გამოყენებაზე;
- ორივე მხარე დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონს;
ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.
პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.gopetition.com/online/27566.html
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 03:01
by anano
ძალიან გთხოვთ. აქ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გავაკეთებთ და დებატებს ნუ მოვაწყობთ, უბრალოდ თუ ეტანხმებით ამ პეტიციას ხელი მოაწერეთ თუ არადა არც ეგაა პრობლემა.....
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 03:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოველგვარი ძალადობის, უკანონობის, რადიკალიზმის, უპატივცემულობის, უწესრიგობის,
უსამრთლობისა და ანარქიის წინააღმდეგი ვარ.
სიმშვიდე და მოთმინება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა სიმართლისთვის
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 03:20
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ყოველგვარი ძალადობის, უკანონობის, რადიკალიზმის, უპატივცემულობის, უწესრიგობის,
უსამრთლობისა და ანარქიის წინააღმდეგი ვარ.
სიმშვიდე და მოთმინება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა სიმართლისთვის
აკი სააკაშვილის მარჯვენა ხელი ვარო?;)
ანანოს ვეთახმები
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:24
by ლეონტი
აქ შეცდომაა:
"- ორივე მხარემ აღიაროს ძალადობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისათვის მიუღებელი იარაღი."
ერთი მხარე სახელმწიფოა, სახელმწიფოს კი ყოველთვის გააჩნია ძალადობის ინსტიტუციები და უფლება ძალადობით წესრიგის დამყარებისა. ამის გარდა სახელმწიფო, ანუ არსებული ხელისუფლება , კანონიერი გზით შეცვლამდე ვალდებულია შეინარჩუნოს ძალაუფლება და წესრიგი.
და ეს ვინც ვერ გააკეთა გახსოვთ რაც მოყვა.
მე დებატები არ დამიწყია, უბრალოდ ვაფიქსირებ რომ ეგ პეტიცია უაზრო და უსაფუზვლოა და შექმნილი კრიზისის ბოლო მაინც სამწუხაროდ ძალადობა იქნება.
იმედია ის არ განმეორდება რაც იყო.
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:30
by ZVIOSULI
აუუუუუუუ აქაც

არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:33
by ლეონტი
anano wrote:
ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.
პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.gopetition.com/online/27566.html
აქ კი აშკარაა ამ პეტიციის შემდგენელი ხალხი რას წარმოადგენს და რა დონეა..
პატრიარქს მიმართავენ მისი ავტორიტეტის გამო.
პატრიარქს მაგ ცხვირმოუწმენდავების მიმართვა სჭირდება თურმე.
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:37
by QEBURIUS
რა არა ძალადობას, ოეეე!!! სად ბანაობთ?

რაც უფრო მეტი ცარიელი გოგრა გატყდება მით უკეთესია ამ ქვეყნისათვის... იმედია ბევრი ვითომ პოლიტიკოსი ბრიყვი ქართველის ბრიყვ გონებამდეც დავა მარტივი რამ: პოლიტიკა ნიჭიერი ადამიანების ასპარეზია და ლაყე კვერცხების ადგილი იქ არ არის!
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:46
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
გეთანხმები, მაგრამ ეს სიმშვიდე და მოთმინება არ უნდა გადაიზარდოს ძილში და მონობაში

არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:49
by Gio-horus
ლეონტი wrote:anano wrote:
ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.
პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.gopetition.com/online/27566.html
აქ კი აშკარაა ამ პეტიციის შემდგენელი ხალხი რას წარმოადგენს და რა დონეა..
პატრიარქს მიმართავენ მისი ავტორიტეტის გამო.
პატრიარქს მაგ ცხვირმოუწმენდავების მიმართვა სჭირდება თურმე.
ლეონტი
პატრიარქს, როგორც აქ არის აღნიშნული სწორედ მისი ავტორიტეტის გამო მიმართავენ პეტიციის ავტორები...
რაც შეეხება მისი ავტორების ვინაობას, მინდა ვთქვა რომ ეს ხალხი საზოგადოების საკმაოდ აქტიურ და პატრიოტული გრძნობებით სავსე ნაწილს წარმოადგენს, რომლებისთვისაც მიუღებელია ძალადობა ქვეყანაში.. ამ ჯგუფის რომელიმე მხარისადმი (ხელისუფლებისადმი ან ოპოზიციისადმი) მიკუთვნება კი უმართებულოდ მიმაჩნია, მითუმეტეს პეტიციის არსში ეს ნათლად ჩანს......
უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში არსებობს საზოგადოების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელთათვისაც ამ 2 თხის დაპირისპირება ყველაზე დიდი ტკივილია...
ასე რომ უმორჩილესად გთხოვთ, ეს თემა ცალკე პოლიგონად არ ვაქციოთ...
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:49
by ZVIOSULI
ძეძა
რამდენი სუბიექტური სიტყვებია
ამ კონკრტეტული თემის ფორუმზეე
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 10:56
by ZVIOSULI
პოლიტიკაში მიდის ის ვინც თვლის რომ შეუძლია სხვა ბედის
გადამწყვეტი გადაწყვეტილებათა მიღება
ანუ პრეტენზია აქვს - რომ მისი სზნეობრივი, გონებრიცი .... შესაძლებლობები ძალიან ჰაი ლეველზეა
ანუ პოლიტიკაში ვერასდროს მოხვდება თავმდაბალი ადაამიანი!!!
ხოდა თავმაღალ რომ ხარ... იასნია დიდი შანსია თავში მოგხვდება იმათგან ვისი მმართვაც და მმართველობაც გინდა!
თავში ჩარტყუმლთა დაბოღმითა და მსგავსების მმართველობა კი... ოოოოოო
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 11:52
by Wanderer
ლეონტი
უბრალოდ ვაფიქსირებ რომ ეგ პეტიცია უაზრო და უსაფუზვლოა
+1 მეც უბრალოდ ვუერთდები ამ აზრს.
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 11:54
by anano
ძალიან გთხოვთ, მე ხომ გასაგებად დავწერე, ნუ აქცევთ ამ თემას პოლიტიკური განხილვებისა და ამ საკითხთან დაკავშირებული, თქვენი ზრის წარმოჩენის ადგილად....
თუ ეთანხმებით შებრძანდით და მოაწერეთ ხელი , თუ არა და არა....
არა- ძალადობას!!!
Posted: 07 მაი 2009, 12:02
by ARCHILI
anano
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მიმდინარე მოვლენების კარავში რაიმე სახით ხსენება არც თუ სასიამოვნო და საჭირო საქციელია.
თავად არაერთხელ გავხსენი თემები მიმდინარე მოვლენებზე და ვაღიარებ კიდეც, რომ არასწორად მოვიქეცი.
კარავს სწორედ თავისი რეალობა უხდება.
ბოლო პერიოდებში მეტად მივხვდი, რომ მოგზაურობების დროსაც და აქ შემოსვლისას, ყველაზე დიდი განსაკუთრებულობა ის არის, რომ კარავი თავისი დროითა და სივრცით ცხოვრობს და არაფერი საერთო არ აქვს იმ პოლიტიკურ სიტუაციებთან, რომელიც გარშემო ხდება.
მაგალითად, გუშინ რომ მომეშალა ნერვები იმით რაც ვნახე, აქ შემოვედი და სხვა ხმა და სხვა სივრცე შემხვდა. ახლა ამ თემამ გამახსენა რაც გარშემო ხდება და ისევ აირია აქაურობა.
თავის დროზე, სხვას ჩემმა გახსნილმა თემებმა შეუშალა ასე ხელი. რაც გინდა კეთილი მიზნით მოვახდინოთ რეაგირება მიმდინარე პროცესზე, ამას, ასეთ დაძაბულობაში, მძაფრი და ხშირად არასასურველი გაგრძელება ექნება.
მართლაც ჯობია კარავს თავისი განსაკუთრებულობა დავუტოვოთ, თავისი დროით, სივრცით და თავისი ცხოვრებით.
დიდი ბოდიში და დიდი მადლობა.