Page 1 of 3
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 18:59
by Tamari-ch.
რამდენნაირი მრავალჟამიერი გვქონია!
ეს არ ვიცი სადოურია -
მარა მე ყველაზე მეტად ეს მომწონს!
უნივერსიტეტის გუნდი ასრულებს-
http://bin.ge/file/29136/Universiteti-- ... r.mp3.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:00
by Tamari-ch.
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:07
by Tamari-ch.
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:21
by Tamari-ch.
ამას უწერია "ასლანური მრავალჟამიერი" -
შეიძლება აჭარულია?
http://bin.ge/file/29147/-aslanuri-mrav ... r.mp3.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:23
by Tamari-ch.
ეს საეკლესიო მრავალჟამიერია-
და სრულდება წირვის შემდეგ -
ასრულებს "ქართული ხმები"
http://bin.ge/file/29148/x--mravalJamie ... n.mp3.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:26
by Tamari-ch.
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!
გალაკტიონ ტაბიძე
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
,,მუმლი მუხასა'' და ,,ლილეოსი'',
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
გმირებით სავსე, სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,
იდიდე, ამ ხმას სხვაში ვერ გარევ:
ეს სიმღერაა საქართველოსი.
1945
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:27
by Tamari-ch.
ეს არ ვიცი სამწუხაროდ სადაური მრავალჟამიერია-
საკმაოდ უცხოა -
ასრულებს "ქართული ხმები"
http://bin.ge/file/29151/x--mravalJamie ... -.mp3.html
არსებობს მესხური მრავალჟამიერიც -
მაქვს მოსმენილი ერთხელ
და საუცხოა!
სამწუხაროდ არ მაქვს ჯერ ჩემს კომპში...
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:35
by Tamari-ch.
ამას "ხალხური" მრავალჟამიერი უწერია -
მაგრამ რომელი კუთხისაა - სამწუხაროდ არაა მითითებული
ასრულეს სახელმწიფო აკადემიური ანსამლი
http://bin.ge/file/29156/x--mravalJamie ... -.wav.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:37
by Tamari-ch.
ცედური მრავალჟამიერი (Ceduri Mravaljamieri)
(ხომ არ იცით რას ნიშნავს სიტყვა ცედური?
http://www.youtube.com/watch?v=Ql5yTb0Bjx0
"ქართული ხმების" შესრულებით
http://bin.ge/file/29157/x--mravalJamie ... -.mp3.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:49
by Tamari-ch.
ვნახე თუ რას ნიშნავს ცედური მრავალჟამიერი -
მრავალჟამიერი,
ქართული ხალხური სამხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი. სუფრული მრავალჟამიერი ორგვარია — სოფლური და ქალაქური. არის აგრეთვე გრძელი და მოკლე მრავალჟამიერი.
გრძელ მრავალჟამიერს ვხვდებით ქართლურ და კახურ სასიმღერო შემოქმედებაში. იგი ფორმის, ფაქტურის, სტრუქტურის დახვეწილობით, მხატვრული გამომსახველობის საშუალებათა სიმდიდრით ქართული მუსიკალური ფოლკლორის მშვენებაა. ამ სიმღერის ლაღად გაშლილ ჰანგს ამთავრებს 2 ზემოთა ხმა, რომლებიც გაბმული ბანის ფონზე ერთიმეორეს ხან ენაცვლებიან, ხან პარალელურად მოჰყვებიან და ქმნიან კონტრაპუნქტულ შეხამებებს. საყურადღებოა მეტრის ცვალებადობა, კილოური გადასვლები, სამოდულაციო ხერხები, რომელთა საშუალებით მრავალჟამიერი ყოველ გამეორებისას თითო საფეხურით მაღლდება, ემოციური ზემოქმედება მატულობს და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. მრავალჟამიერის პოეტური ტექსტი ნებისმიერია,ხშირად მიმართავენ აფორიზმებს.
მოკლე მრავალჟამიერი კუპლეტური ფორმისაა. მას არ გააჩნია პოეტური ტექსტი, შემოფარგლულია მიმართვით იმისდამი, ვისი სადღეგრძელოც შეისვა — „მრავალჟანიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“, რომელსაც მისდევს სამადლობელი — „მადლობელი ვარ სადღერგრძელოსთვის“. აღმოსავლეთ საქართველოში მას ხმათა ჰომოფონიურობა ახასიათებს, დასავლეთ საქართველოში — პოლიფონიური შეხამება.
ქალაქური მრავალჟამიერი წარმოიშვა XIX საუკუნეში ევროპული მუსიკისა და რუსული საეკლესიო გალობის ზეგავლენით. ამას ადასტურებს მრავალჟამიერის პოპულარული სახელწოდებები „ცეტური“, რომელიც მომდინარეობს გერმანული სამუსიკო ტერმინისაგან „ცე დურ“ (დო მაჟორი) და „ცერკოვნი“, რომელიც ცხადია, მომდინარეობს რუსული „церковный“-დან. სხვა ქალაქური მრავალჟამიერებიც მსგავს მუსიკალურ მასალაზეა აგებული.
სასულიერო მრავალჟამიერი საზეიმო ხასიათის საგალობელია, სრულდება ეკლესიაში, რომელიმე პიროვნების ან მოვლენისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს. ტექსტი შედგება მხოლოდ ერთი სიტყვისაგან — „მრავალჟამიერ“.
ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 162, თბ., 1984
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 19:52
by Tamari-ch.
"ასლანური მრავალჟამიერი" არა აჭარული -
არამედ რაჭული ყოფილა-
რაჭულ სიმღერებს - „მაყრულო“, „ასლანური მრავალჟამიერი“, „ქვედრულა მოდიდებულა“ და სხვებს - ღირსეული ადგილი უჭირავთ ქართულ ხალხურ ფოლკლორში.
http://children.iatp.ge/istoria/kutxeebi/racha.htm
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 21:05
by Tamari-ch.
ვიპოვეეე - ვიპოვეე!!!!!!!!!!!
მესხური მრავალჟამიერი ვიპოვე!!!!!!!!
ნახეთ რა საოცრებაა!!!!!!!!
http://www.link.ge/file/223862/meskhuri ... -.mp3.html
მრავალჟამიერ!
Posted: 20 აპრ 2009, 21:30
by VANO
არა ბევრი მრავალჯამიერი რომ იყო კი ვიცოდი, მაგრამ ამდენი თუ არსებობდა ნაღდად არ მეგონა...
საღოლ ჩვენ

მრავალჟამიერ!
Posted: 21 აპრ 2009, 01:49
by Tamari-ch.
რაჭული ყოფილა,
იმერული ყოფილა -
მესხურიც ყოფილა -
მეგრელებს და აჭარლებს არა აქვთ ნეტა "მრავალჟამიერი"?

მრავალჟამიერ!
Posted: 21 აპრ 2009, 01:54
by Tamari-ch.
ესეც რაჭულია - ასლანური
http://bin.ge/file/29248/Rustavi---asla ... -.mp3.html
ასრულებს "რუსთავი"
და ზემოთ რომ დავდე - იმისგან მცირედით განსხვავდება