Page 1 of 1

ფოტოკონკურსი

Posted: 01 აპრ 2009, 13:26
by imerkhevli
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ატარებს ფოტოკონკურსს -

"მე მიყვარს კითხვა"

კონკურსის თემებია:
იკითხე, სადაც გინდა
იკითხე, რაც გინდა
იკითხე, როცა გინდა
იკითხე, როგორც გინდა
იკითხე, რამდენიც გინდა
იკითხე, ვისთანაც გინდა

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს,
ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის,
ფოტოს ზომა, 2,5 მგბ

გამარჯვებული კონკურსანტები მიიღებენ ორგანიზატორისა და
პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებულ პრიზებს.

საუკეთესო ფოტოების გამოფენა მოეწყობა წიგნის ფესტივალზე, ასევე – კაფე ,,Discovery"-ში.
ავტორები დაჯილდოვდებიან წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (დროს და ადგილს კონკურსის მონაწილეებს წინასწარ შევატყობინებთ).

ფოტოები გამოგზავნეთ 1 აპრილიდან 15 მაისამდე ელ.ფოსტაზე: marketing@sulakauri.ge
(სათაურის ზოლში აუცილებელია მიუთითოთ, რომელი ნომინაციისთვის არის განკუთვნილი საკონკურსო ფოტო. თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).

ფოტოკონკურსი

Posted: 01 აპრ 2009, 13:27
by imerkhevli
იმედია,დაინტერესდებით, რადგან კარავზე ბევრი კარგი ფოტოგრაფია :) :)

Image

ფოტოკონკურსი

Posted: 01 აპრ 2009, 16:22
by pauna
imerkhevli

კა იქნება კარაველმა რომ მოიგოს...

უნდა ვასახელოთ კარავი :D

ფოტოკონკურსი

Posted: 01 აპრ 2009, 17:14
by imerkhevli
pauna wrote:imerkhevli

კა იქნება კარაველმა რომ მოიგოს...

უნდა ვასახელოთ კარავი :D
პაუნა, თუ კი საუკეთესო იქნება მოიგებს :)



ხოდა, ამისათვის რაც შეიძლება მეტი და კარგი ფოტო უნდა გამოგზავნონ marketing@sulakuri.ge-ზე,რადგან არჩევანის საშუალება იყოს!!!!!!

ვინაიდან კარავზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფი,თუ ფოტომოყვარულია(რომ აღარ ჩამოვთვალო :roll: ),ამიტომ გადავწყვიტე თემა გამეხსნა :)

ფოტოკონკურსი

Posted: 06 აპრ 2009, 12:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
imerkhevli
ვაჰ, საინტერესოა.
ამ თემაზე ბევრი ნამუშევაი მაქვს.
ზოგადად, კონკურსებს არ ვწყალობ, მაგრამ წიგნი და კითხვა
იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შევეცდები, სპეციალურად კონკურსისთვის
რამე წარმოვადგინო