Page 1 of 4

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 14:58
by burdula
ამ თემაში დავწეროთ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ფაქტები საქართველოს შესახებ

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 15:02
by burdula
საქართველოს კოორდინატებია : ჩრდილოეთ განედის 41 გრადუსი და 07 მინუტი და 43 გრადუსი და 35 მინუტი. აღმოსავლეთ გრძედის 40 გრადუსი და 05 მინუტი და 46 გრადუსი და 44 მინუტი.
თბილისის კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 41 გრადუსი და 49 მინუტის და აღმოსავლეთის გრძედის 45 გრადუსის გადაკვეთაზე.

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 15:37
by burdula
საქართველოში ყველაზე დიდი რაიონია დუშეთის რაიონი 2981.5 კვ.კმ.
ყველაზე პატარა რაიონია აბაშის რაიონი 320.5 კვ.კმ

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 15:39
by burdula
საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძეა 1969 კმ. აქედან ხმელეთის საზღვარია 1654კმ (84%) ხოლო საზღვაო კი - 315 კმ (16%)

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 15:42
by burdula
საქართველოში ყველაზე დიდი ნაკრძალია ფსხუს ნაკრძალი, 27334 ჰექტარი (სოხუმის რაიონი),ბორჯომის ნაკრძალი - 17948 ჰექტარი.
ყველაზე ძველია ლაგოდეხის ნაკრძალი -17932 ჰექტარი. დაარსებულია 1912 წელს.

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 17:27
by burdula
საქართველოში არსებობს დასახლებული კუნძული.ესაა მდინარე პატარა და დიდ ენგურს შორის არის კუნძული,რომლის სიგრძე 10 კილომეტრია,სიგანე კი - 1,5 კმ. ამ კუნძულზე არის გაშენებული სოფელი შამგონა.
დიდი სურვილი კი მაქვს ამ სოფლის მონახულების,მაგრამ :( :(

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 17:44
by Druides
საქართველოს ფართობი 69700 კვ.კმ

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 17:49
by burdula
საქართველოში გაედინება 6 არაგვი: თეთრი არაგვი,შავი არაგვი, მთიულეთის არაგვი,ფშავის არაგვი,ხევსურეთის არაგვი და ძირითადი მთავარი არაგვი,რომელიც კრებს ყველა არაგვის ჩამონადენს.

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 17:53
by burdula
საქართველოში უდიდესი მდინარეები სიგრძით (საქართველოს ფარგლებში):
1.მტკვარი 394 კმ
2.ალაზანი 390კმ
3.იორი 389კმ
4.რიონი 327კმ
5.ენგური 221 კმ
6. ხრამი 220 კმ
7. ცხენისწყალი 183 კმ

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 17:55
by burdula
საქართველოში უდიდესი ვარდნის მდინარეა ტეხური, მდინარის შესართავსა და სათავის სიმაღლეებს შორის სხვაობა 2877 მეტრია,სიგრძე კი - 109 კმ.

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 18:04
by tamuna_gudarexi
მშვენიერი თემაა! :)

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 18:18
by Toma
ძალიან საინტერესო თემაა
burdula
მთების და მწვერვალების თაობაზე ხომ არ მოგვაცოდებდი ინფორმაციას?

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 18:19
by burdula
Toma wrote:ძალიან საინტერესო თემაა
burdula
მთების და მწვერვალების თაობაზე ხომ არ მოგვაცოდებდი ინფორმაციას?
შევეცდები :wink:

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 18:21
by burdula
საქართველოში ზღვის დონიდან,ქალაქებიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს ახალქალაქი 1717მეტრი,ხოლო სოფლებიდან უშგული 2200 მეტრი.

გეოგრაფიული საქართველო

Posted: 04 მარ 2009, 18:28
by burdula
კავკასიონი — კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი (მთიანი სისტემა), რომელიც თავისი ბოლოებით — ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებიღ შეჭრილია, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის, რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონი, როგორც მთათა სისტემა, ორ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონი.
დიდი კავკასიონი — მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე — 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად.
მცირე კავკასიონი — მთიანი მხარე, მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთით. დიდ კავკასიონთან იგი დაკავშირებულია სურამის (ლიხის) ქედით. მისი სიგრძე 600 კმ-ს აღწევს, მაქსიმალური სიმაღლე 3724 მ-ს (მთა გიამიში)