Page 1 of 1

კონკურსი "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ"

Posted: 27 თებ 2009, 15:04
by Sikvdila
ქალთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და GRAF.GE აცხადებენ კონკურსს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.

მონაწილეობა:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა განათავსონ თავიანთი გადაღებული ფოტოსურათები სპეციალურ გალერეაში:
http://www.graf.ge/?autocom=gallery&req=sc&cat=34
განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს პროექტის მიზნებს. ასევე, ნამუშევრის სათაურად აუცილებელია (სავალდებულოა) განთავსდეს მოცემული სამი სლოგანიდან ერთ-ერთი:

1. ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ !
2. ქალზე ძალადობა სირცხვილია !
3. ნუ დაჩაგრავ ქალს !

სლოგანის დიზაინი (ფონტი, ფერი და ა.შ.) არ არის შეზღუდული. ასევე, ნამუშევარში დასაშვებია გრაფიკული ჩარევაც.

ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადა:
ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადაა 5 მარტი, 21:00 საათი.

ჟიური, გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებულებს გამოავლენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური.

დაჯილდოების ცერემონია შედგება კომპანია „არსის" გალერეაში 8 მარტს 12:00 საათზე.

გამარჯვებულ ნამუშევრებთან ერთად ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საიას დაკვეთით გადაღებული სარეკლამო სოციალური კლიპი, რომელიც ქალზე ძალადობის წინააღმდეგ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

პრიზები:
დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები*.

I ადგილი – 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
II ადგილი – 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
III ადგილი – 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

* პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა კლუბის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია ციფრულ ფორმატში (სასურველი რეზოლუცია - არანაკლებ 3400 x 2300 pixels, TIFF ფორმატში).

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებული ნამუშევრები გამოიყენოს შეხედულებისამებრ, არაკომერციული მიზნებისთვის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში (ლიფლეტი, პოსტერი, ბილბორდი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).

ღონისძიება ტარდება პროექტის „ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია „არსი".

კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და ფოტოგრაფთა კლუბ GRAF.GE-ს ადმინისტრაციას;

ელოდეთ სიურპრიზებს გრაფისგან!