Page 1 of 4

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 11:41
by Druides
ფერნანდო მაგელანი(ესპ. Magallanes). ცხოვრობდა და მოღვაწეობდა (1480-1521), იყო მეზღვაური და 1 ექსპედიციის ხელმძღვანელი რომელმაც დაამტკიცა რომ დედამიწის გარშემო შესაძლებელია მოგზაურობა. დაიბადა პორტუგალიაში. 1519-21წ.წ. ესანური ექსპედიციის ხელმძღვანელი რომელსაც უდა აღმოეჩინა დასავლეთის გზა მოლუკის კუნძულებისკენ აღმოაჩინა სამხ ამერიკის სანაპირო, სამხრეთთ შემოუარა ლა- პლატის ყურეს და აღმოაჩინა თავისავე სახელობის სრუტე, პატაგონიის კორდელიერები, პირველმა გადაკვეთა ატანტის და წყნარი ოკეანის საზღვარი. 1520 წ აღმოაჩინა კუნძული გუამი და მიაღწია ფილიპინების კუნძულებამდე სადაც დაიღუპა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკეისას. მან დაატკიცა ოკეანეთა ერთიანობა და წარმოაგინა პრაქტიკულად დამტკიცებული დემიწის ბურთისებური ფორმა. ეკსპედიცია დაასრულა ხ.ს. ელკანომ რომელმაც აფრიკას შემოუარა სამხრეთით
Image

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 11:51
by Gio-horus
Druides
ხომ შეიძლება ქართველი მოგზაურების ბიოგრაფიებიც დავდოთ? ნუ მათი გმირობები ასეთი შთამბეჭდავი ვერაა.. მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 11:54
by qvevri
Gio-horus
ქართველებში ყველაზე დიდი მოგზაური მიშაა სააკაშვილი და მაგის ბიოგრაფიას ნუ დადებთ ეხლა თუ ძმა ხარ :D :D :D

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 11:56
by Gio-horus
qvevri
ხო მაგრამ ყველამ არ იცის მიშას საგმირო მოგზაურობების საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები :D :D :D :D :D

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:08
by VANO
qvevri wrote:Gio-horus
ქართველებში ყველაზე დიდი მოგზაური მიშაა სააკაშვილი და მაგის ბიოგრაფიას ნუ დადებთ ეხლა თუ ძმა ხარ :D :D :D
:D :D :D :D :D :D

გეთანხმები ქვევრო, 100%-იანი სიმართლეა. მაგის მოგზაურობები არ დაწეროთ თორე არ ეყოფა მაგას 100 გვერდი და მერე ჩვენ? :( :( :(

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:20
by Jimmy
გამოჩენილი მოგზაურები
მარკო პოლო, ქრისტეფორე კოლუმბი; ამერიგო ვესპუჩი;; ვასკო და გამა; ფერნანდო მაგელანი; ათანასე ნიკიტინი; ვილემ ბარენცი; სიმონ დეჟნევი; ვიტუს ბერინგი; ვასილ ტატიშჩევი; ვახუშტი ბატონიშვილი; სიმონ ჩელიუსკინი; ხარიტონ ლაპტევი; სტეფანე კრაშენინკოვი; შარლ მარი დე ლა კონდამინი; ჯეიმს კუკი; ივანე ლეპოიხინი; გრიგოლ ბელიხოვი; ჯორჯ ვანკუვერი; ლუი ანტუა დე ბუგენვილი; რაფიელ დანიბეგაშვილი; ივანე კრუზენშტერნი; ვასილ გოლოვნინი; ფადეი ბელინსგაუზენი; მიხეილ ლაზარევი; პეტრე პახტუსოვი; ალექსანდრე ჰუმბოლტი; ფერდინანდ ვრანგელი; თევდორე ლიტკე; ეგორ კოვალენკი; პეტრე ჩიხასოვი; დევიდ ლივინგსტონი; ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი; ადოლფ ერიკ ნორდენშელდი; ჟან-ჟაკ ელიზე რეკლიუ; ალფრედ რასელ უოლესი; პეტრე სემიონ-ტიან-შანსკი; ივანე ჩენსკი; პეტრე კროპოტკინი; ნიკოლოზ პრჟევალსკი; ალექსანდრე ფედჩენკო; გრიგოლ პოტანინი; მიხეილ რიკაჩოვი; ვასილ დოკუჩაევი; ალექსანდრე ვავილოვი; ვასილ იუნკერი; სტეფანე მაკაროვი; ანდრია კრასნოვი; პეტრე კოლოვი; ვლადიმერ ობრუჩევი; ფრიტიოფ ნანსენი; რობერტ პირი; რობერტ სკოტი; რუალ ამუნდსენი; გიორგი სედოვი; იული შოკალსკი; ვლადიმერ არსენიევი; ემანუელ დე მარტონი; ლევ ბერგი; ოტო შმიდტი; ალექსანდრე ჯავახიშვილი; გიორგი გეხტმანი; და სულხან-საბა ორბელიანი

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:40
by Druides
Jimmy
სად ნახე ერთი სულხან-საბა ორბელიანზე ეწეროს გამოჩენილი მოგზაურიო????
:D

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:42
by Jimmy
Druides wrote:Jimmy
სად ნახე ერთი სულხან-საბა ორბელიანზე ეწეროს გამოჩენილი მოგზაურიო????
:D
და რაზე არა? :D იმ დროს ევროპაში იმოგზაურა ცხენებით, არ ჩავუთვალოთ? :lol: :lol:

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:44
by Druides
და თუ მაინცდამაინც ქართველი მოგზაურები გვინდა აგერ ბატონო ჯუმბერ ლეჟავა მართლა მაგარი მოგზაურია ან კიდე ბოლო ბოლო ჩვენს ფორუმზეც მოგვეპოვება ისეთი ხალხი ვინც იმდნ ქვეყანაშია ნამყოფი აგერ ამ ჩამონათვალს რომ უკან ჩამოიტოვებს ნიკს არ დავასახელებ :)

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:47
by Jimmy
ეგ ახლა ხანს, როცა მანქანებია, მატარებლები თვითფრინავები და ველოსიპედი (ლეჟავა) მაშინ კი მარტო ცხენები იყო :)

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:50
by Druides
Jimmy თ უ ჩავთვლით მოგზაურობის კლასიკურ განმარტებას კი ანუ მოგზაურობა არის გადაადგილება დროსა და სივრცეში თუმცა სულხან-საბა ორბელიანი არ მოგზაურობდა სამყაროს შეცნობისთვის მას ჰქონდა პოლიტიკუი მისია

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 12:51
by Jimmy
Druides
ააააააააააააააააააააააააააააააა :D გასაგებიაააააააააააააააა :)

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 14:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
Druides
საინტერესო თემაა.
თუ სხვათა ბიოგრაფიებსაც დადებ, დიდ საქმეს ეთებ.

და კიდევ, თემაში ნახსენები არ არიან ჩახრუხაძე და შარდენი, აგრეთვე, დიდი ქართველი ფოტოგრაფი
ალექსანდრე როინაშვილი, იტალიელი ფოტოგრაფი ვიტორიო სელა, რუსი ფოტოგრაფი ერმაკოვი,
რომლებიც მუდამ მოგზაურობდნენ.
ისინი მოგზაურობდნენ სწორედ სამყაროს შესაცნობად, აღსაქმელად, აღსაბეჭდად, აღსაწერად.

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 14:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე თანამედროვე ქართველ მოგზაურებსაც ვიცნობ, სულ რომ დადიან, სულ რომ ახალ-ახალ სამყაროს ეცნობიან, მაგრამ საზოგადოებამ, თითქმის, არაფერი იცის და რომლებთანაც სადმე წასვლა, უბრალოდ, სიამოვნებაა.
ჩემი განსაკუთრებული სიმპატია ჟუმბერ ლეჟავას ეკუთვნის.
აგრეთვე, გამოვყოფ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილს, რომელმაც სხვა და სხვა დროსა თუ სივრცეში
და სხვა და სხვა საშუალებით მსოფლიოს ნახევარზე მეტი შემომოიგზაურა

უდიდესი მოგზაურები

Posted: 27 თებ 2009, 14:21
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილს
ახლა იაპონიაშია. :)
2007-ში რიოში ერთად ვიყავით, ოღონდ ეგ ჩემზე ცოტა ადრე ჩავიდა ბრაზილიაში - რამდენიმე დღით სან პაულოში გაჩერდა და იქ ერთი საოცარი მოგზაურობაც მოიწყო - დილით გადაფრინდა სამხრეთში, იქ სადაც არგენტინისა და ურუგვაის საზღვრები უერთდება ბრაზილიას, გადავიდა არგენტინაში, მერე - ურუგვაიში და საღამოს ისევ სან პაულოში დაბრუნდა. კაცმა ისაუზმა ბრაზილიაში, ისადილა არგენტინაში და ივახშმა ურუგვაიში. :lol: :lol: