Page 1 of 15

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოწევას თავი 11 წლის წინათ დავანებე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ
მე2დ დავიბადე,
თითქოს, სიმსუბუქისგან დავფრინავდი კიდეც.
სულ 5 წელიწადს ვეწეოდი.
ახლა, ვფიქრობ, რომ მაშინ ძნ ვაჯობე ჩემს ამ სისუსტეს და თან, ვაცნობიერებ, რა მავნე
ზეგავლენას ვახდენდი არამწეველ გარშემომყოფებზე.
1ლი, რითიც მოწევის საწინააღმდეგოდ ბრძოლა დავიწყე, ის არის, რომ არ ვიღებ სიგარეტიან
ფოტოებს და კოლეგებსა და მეგობრებსაც ამისკენ მოვუწოდებ.

იშვიათად მოვხვედრილვარ ისეთ გარემოში, სადაც მწეველი არამწეველზე უფრო ცოტაა.
ასეთი იშვიათი გამონაკლსი "კარავია".
ვფიქრობ, რომ მას ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის კიდვ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.
უმთავრესად, თხოვნით მოგმართავთ, რომ "კარავზე" სიგარეტიანი ფოტოები არ დადოთ.
კვლევებით დადგინდა, რომ სიგარეტიანი გამოსახულება ხელს უწყობს მოწევის პროპაგანდას.

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქვე, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება, როგორ ვიცხოვროთ თამბაქოს გარეშე
და აგრეთვე, გამ20დილება, მოწევას თავი როგორ დავანებეთ


აგერ, ჩემი მაგალითიც:
11 თუ 12 გიორგობისთვე იყო. შუა დღით 3 ღერი მოვწიე და ვთქვი, როგორ შეიძლება, სიგარეტი
ადამინზე უფრო ძლიერი იყოს-მეთქი.
ჰოდა, მე2 დღეს სიგარეტი აღარ ვიყიდე.
10 დღის შემდეგ თანატოლებთან 1ად სუფრასთან მოვხვდი.
ყველა ეწეოდა.
მეც, თითქოს, ძნ მომინდა, ძნ, ძნ მომინდა.
"მალბოროს" კოლოფი ავიღე, 1 ღერი ამოვიღე. თითქოს, რაღაც ძალა მეუბნებოდა, მოუკიდე, მოწიე, ეს კგიაო.
თან, ვფიქრობდი, რომ, 10 დღე აღარ მომიწევია და ჩემს თავს მოთმინების უნარის ძალა დავუმტკიცე.
უცებ, გამოვერკვიე, სიგარეტმა როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი და ღერი მოვჭმუჭნე.
ხალხმა გადმომხედა, სად იყო გასაფუჭებელი სიგარეტიო.

იმ დღეს ვთქვი, რომ სიგარეტს ახალ წლამდე, ანუ კიდევ თვენახევარს არ მოვწევდი.
აწელი რომ მოვიდა, მოწევა აღარ მინდოდა, მაგრამ ვთქვი, რომ მოდი, ახლა მთელი 1 წლის მანძილზე არ მოვწევ-მეთქი.
1 წელი რომ გავიდა, სიგარეტი სა1ოდ აღარ გამხსენებია.
ახლა, ვფიქრობ, რომ ცხოვრება სიგარეტის გარეშე, უბრალოდ, მშვენიერია...

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:40
by Aptsiauris Qali
არასოდეს გამჩენია მოწევის სურვილი და არც ვაპირებ :D კარაველებთან ერთად მინდა ვიმყოფებოდე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ეგებ მწეველმა კარაველებმა გაიტვალისწინონ :wink:

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:43
by paata_
მე ვცდილობ დავანებო სიგარეტის მოწევას თავი, მაგრამ არ გამომდის :(

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:44
by Druides
GAMARJOBA SAKARTVELO
ისე მე ცხოვრებაში ჯერ მაქვს მოწეული ისიც 12 და 14 წლის ასაკში ძალით მომაწევინეს კაცი არა ხარო ??? გასინჯული მაინც ხო უნდა გქონდეს?? ხოდა მეც ჭკვიანური სახით ჩავიდე სიგარეტი პირში და მოუკიდე მაგრამ ვაი მაგ მოწევას :D :D :D :D :D :D :D სამაგეროდ ეხლა კარგად ვგრძნობ თავს და ჯანზე ვარ :D

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:44
by ARCHILI
სიგარეტს ვეწეოდი თერთმეტი წელი, სამი წლის წინ დავანებე თავი და ნამდვილად ბედნიერად მიმაჩნია მას შემდეგ ცხოვრება...

:)

სიგარეტის მოწევა სასიამოვნო პროცესი გვგონია ხოლმე, მაგრამ მეტი სიამოვნება მერეა - როცა დაანებებ ან როდესაც საერთოდ არ ეწევი...

:)

თუ დეტალები დაგაინტერესებთ, ვეცდები "გადაგდების" ჩემეული მეთოდი შემოგთავაზოთ...

:)

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:48
by saskva
ვერ ვიტან სიგარეტს და მის კვამლს, მისი სუნიც მაღიზიანებს მაგრამ სამწუხაროდ ჩემს გარშემო თითქმის ყველა ეწევა. ერთი-ორი კაცია ბედნიერი გამონაკლისი.
მიუხედავად იმისა რომ ოჯახში 4 წევრიდან 3 ეწევა მოწევის ან თუნდაც გასინჯვის სურვილი არასოდეს მქონია. დარწმუნებული ვარ არ მომეწონება და იმიტომ

ბრძოლის რა მოგახსენო მაგრამ მეგობრებს მუდმივად ვურჩევ სიგარეტს თავი დაანებონ.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს მამიკო მანქანაში რომ ეწევა და საშინელი ბუღი და სუნი დგას. მაშინ ვთქვი ჩემი მანქანა რომ მეყოლება იქ არავის მოვაწევინებ, იქ მაინც დავისვენებ თქვეგანთქო. მაშინ სასაცილოდ არ ეყოთ ეს აზრი ჩემს მეგობრებს, თუმცა მინდა გითხრათ რომ მამაჩემიც კი რომელიც დღეში 3-4 კოლოფ სიგარეტს ეწევა ჩემს მანქანაში მთელი დღე რომ იჯდეს ღერს არ მოუკიდებს.

პს. რამოდენიმე წლის წინ პრობლემები მქონდა ფილტვებზე სურათი რომ გადამიღეს ექიმმა არაფროთ არ დამიჯერა რომ არამწეველი ვიყავი. დედაჩემი და დეიდაჩემი (ექიმი) მახლდნენ და ექიმი 15წუთი მთხოვდა მე ვდებ თავს არ გეჩხუბებიან სიმართლე მითხარი უკეთესად გიმკურნალებო. ბოლოს დედაჩემმა რომ უთხრა არა მართლა არ ეწევაო შემეშვა. ასე რომ მოწევა მართლა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:48
by Druides
ARCHILI
აუ შენ მართლა რამდენს ეწეოდი განსაკუთრებით რთულ მომენტებში....

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 13:51
by ARCHILI
Druides wrote:ARCHILI
აუ შენ მართლა რამდენს ეწეოდი განსაკუთრებით რთულ მომენტებში....
აბა...

ზოგჯერ დღეში 2-დან 3 კოლოფამდეც კი ავსულვარ...

მერე, ყველაზე დიდ "მიღწევად" ე.წ. "ლაითზე" გადასვლა იყო...

და ერთ კოლოფზე ჩამოსვლა...

ჰოდა...

ჩემნაირმა უნებისყოფო კაცმა თუ დაანება თავი, ე.ი. სხვაც შეძლებს...

:)

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
Aptsiauris Qali wrote:არასოდეს გამჩენია მოწევის სურვილი და არც ვაპირებ :D კარაველებთან ერთად მინდა ვიმყოფებოდე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ეგებ მწეველმა კარაველებმა გაიტვალისწინონ :wink:
ეს შენი 1ლი წერილი ყოფილა.
გილ20ამ.
მიხარია, რომ არ ეწევი.

ჰო, ტრული მყავს შემჩნეული:
ის ბევრს ეწევა, მაგრამ 2 დღიან გასვლებში როდესაც კარაველები იკრიბებიან, გარეთ გადის და ისე ეწევა.
ასევე, არ ეწევა მინიბუსში

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
Druides wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ისე მე ცხოვრებაში ჯერ მაქვს მოწეული ისიც 12 და 14 წლის ასაკში ძალით მომაწევინეს კაცი არა ხარო ??? გასინჯული მაინც ხო უნდა გქონდეს??
სამწუხაროდ, უმეტესად, მაგდაგვარი შეძახილებით იწყება მოზარდის გაფუჭება

ARCHILI wrote:სიგარეტის მოწევა სასიამოვნო პროცესი გვგონია ხოლმე, მაგრამ მეტი სიამოვნება მერეა - როცა დაანებებ ან როდესაც საერთოდ არ ეწევი...

:)
მეცნო ეგ ფრაზა. მეც ასე ვფიქრობდი...
თუ დეტალები დაგაინტერესებთ, ვეცდები "გადაგდების" ჩემეული მეთოდი შემოგთავაზოთ...
დეტალები როგორ არ გვაინტერესებს.
ყველას მოწევისთვის თავის დანებების თავისეული ხერხი ჰქონდა და საინტერესო იქნება, ამ გამ20დილებების თავმოყრა-აკინძვა

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:18
by popins
Aptsiauris Qali wrote:არასოდეს გამჩენია მოწევის სურვილი და არც ვაპირებ :D კარაველებთან ერთად მინდა ვიმყოფებოდე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ეგებ მწეველმა კარაველებმა გაიტვალისწინონ :wink:
პირველ პოსტს გილოცავ და გეთანხმები
მეც ეგრე ვარ.

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote: ყველაზე მეტად მაღიზიანებს მამიკო მანქანაში რომ ეწევა და საშინელი ბუღი და სუნი დგას. მაშინ ვთქვი ჩემი მანქანა რომ მეყოლება იქ არავის მოვაწევინებ, იქ მაინც დავისვენებ თქვეგანთქო.
მანქანაში სიგარეტს კიდევ უფრო ცუდი სუნი აქვს.
საშინელებაა, ჯდები მანქანაში და ცხვირში მყრალი სუნი გვხვდება.
არ ვიცი, მწეველი ამას როგორ გრძნობს, მაგრამ მე, როგორც არამწეველი, ცუდად მხდის.

როდესაც ვხედავ, რომ ტაქსიტს სიგარეტი უჭირავს, არ ვაჩერებ ხოლმე.
ან, თუ უკიდებს, თავაზიანად ვეუბნები, სიგარეტის სუნი ცუდად მხდის და ეგებ ცოტა ხნით არ მოწიოს.

როგორც წესი, არავინ უკადრისობს...

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:28
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO


მოკლედ...

პირველ ფრაზად ეს შეიძლება გავიხსენო...

მონასტერში ჩასვლის პირველ პერიოდი, ჩუმად გავდიოდი ხოლმე მონასტრის ტერიტორიიდან და სიგარეტს ვეწეოდი, მამაოს რომ არ დაენახა...

მამაოს, ცხადია, ვერ მოვატყუებდი და ერთ დღეს, ტრაპეზზე მეკითხება:

- შვილო ღმერთი უფრო გიყვარს თუ ეშმაკიო?

მე სიტყვა გამიშეშდა, რადგან ვიცოდი, რასაც გულისხმობდა... რომ მეთქვა ღმერთი-თქო... მეტყოდა, მერე მისთვის თუ ისეთ ელემენტარულ რამეზე ვერ ამბობ უარს, როგორიც სიგარეტია, უფლისათვის სხვა განსაცდელებს და საცდუნებლებს დაითმენო?...

ჰოდა...

მეორე პასუხს ხომ მითუმეტეს ვერ ვიტყოდი...

მამაო მიმიხვდა და მითხრა, რომ მაგ შეკითხვაზე პასუხი მეორე დღეს ქცევით მეჩვენებინა და თან უფლება მომცა, დღის განმავლობაში ხილი მიმეღო, როცა გამიხარდებოდა და რამდენიც მომინდებოდა...

მართალი გითხრათ, მეორე დღეს კი არა, იმავე დღეს მეტი ღერი აღარ მომიწევია...

ისე, ერთი გამონათქვამი არის მწეველებზე (მონასტერში მასწავლეს ეგეც), მაგრამ ცოტა უხერხულია და ვერ დავწერ :wink:

ცხადია, სიგარეტის დანებების საკითხი ეგრე ადვილად არ დამთავებულა...

კიდევ ბევრი რამე გამოვიარე...

:)

ცხოვრება და karavi თამბაქოს გარეშე...

Posted: 16 თებ 2009, 14:37
by tamuna_gudarexi
მეც არამწეველი გახლავართ. სადღაც 5 წლის ვიქნებოდი, ბაბუაჩემის სიგარეტი რომ მოვიპარე და მოწევა ვცადე. არაფერი გამოვიდა :D ჰოდა, მას შემდეგ სურვილიც არასოდეს გამჩენია მოწევის.
სიგარეტის ბოლი და სუნი ცუდად მოქმედებს ჩემზეც, სხვების არ იყოს.
ისეთი თავყრილობის შემდეგ, სადაც ბევრი ეწევა, მთლიანად რომ სიგარეტის სუნით ვიჟღინთები, საკუთარ თავს ვეღარ ვიტან ხოლმე და თვითონ მწეველებს რატომ სიამოვნებთ ნეტავ?... ოთახშიც კი, სადაც ეწევიან, დიდხანს რჩება სპეციფიური სუნი, რაც ასევე არ მსიამოვნებს. ბედნიერი ვარ, რომ სამსახურში ოთახში მოწევა აკრძალული აქვთ თანამშრომლებს და არ ვწუხდები.

ისე კი, ერთი ძალიან მაფიქრებს - ვინც ეწევა, ხომ საკუთარი სიამოვნებისთვის ეწევა და თუკი გვერდით არის ადამიანი, რომელსაც ეს შენი "სიამოვნება" აწუხებს და, ამასთან, ჯანმრთელობას უზიანებს, განა იმდენი შეგნება არ უნდა გქონდეს, რომ თავი შეიკავო?

ჰოდა, ძალიან მომწონს, ბევრ ევროპულ ქვეყანაში შენობაში რომ საერთოდ აკრძალულია მოწევა და ამისთვის მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილები არსებობს. ასევე, მომხრე ვარ, შეიზღუდოს კაფეებსა და ბარებში მოწევა.

გარდა იმ უდიდესი ზიანისა, რასაც ჯანმრთელობას აყენებს სიგარეტის მოწევა, არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ჩვენი ქუჩების დაბინძურებას უწყობს ხელს - სიგარეტის კოლოფებით თუ ნამწვებით.

და პირადი თუ ოჯახის ბიუჯეტიდან რამხელა ხარჯი სჭირდება!...