Page 1 of 2

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 12 თებ 2009, 01:47
by Sarajistka
ვეცდები მოკლედ ავხსნა რა ხდება...

ვსწავლობ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, მონუმენტური მხატვრობის რესტავრაციის განხრით. მოგეხსენებათ ამ ყველაფრისთვის დოკუმენტაციის გაკეტება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. დოკუმენტაცია კიდევ ფოტოების გარეშე დიდი ვერაფერია და არასრულყოფილია. მოკლედ ძალიან ხშირად მჭირდება გადარება, ხშირად კი არა, თითქმის ყოველთვის. ხოდა მე კიდევ გადარება არ ვიცი. მაქვს ერთი უვარგისი ზენიტ ეტ. უვარგისი იმიტომაა, რომ ვიყიდე მშრალ ხიდზე, იმატაც დამინახეს გამოუცდელი და არაფრის მცოდნე და შემომაჩეჩეს გაფუჭებული, რომელმაც ცოტა ხანი რაღაცეები გადაიღო და მერე დახურა გული. როცა ირებდა, მაშინაც არ შემიქმნია შედევრები. მოკლედ მიხვდებოდით უკვე, რომ ძალიან მჭირდება ფოტოგრაფიის შესწავლა. დღეს ვიფიქრე, კარავზე ფოტოგრაფიასთან და ხელოვნებასთან ახლოს მდგომი ამდენი ადამიანია და რაღა სხვასთან წავიდე-მეთქი. ხოდა, გავკადნიერდი და მოგმართეთ კიდეც. იქნებ რომელიმეს შეგეძლოთ ჩემი მასწავლებლობა (უანგაროდ არა რათქმაუნდა).

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 12 თებ 2009, 02:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sarajistka
მიხარია, რომ ფოტოგრაფიით დაინტერესდი.

არამარტო შენ, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ სხვა კარაველებსაც მოგმართავთ:

ვერავის გაკადრებთ, რამეს გასწავლით-მეთქი, რადგან თავად მე მაქვს ბევრი რამ სასწავლი.
ჰოლო, რაც არ ვიცი, იმის სწავლაში ფული აღება, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია.

უბრალოდ, შემიძლია, დაინტერესებულებს ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ.
თუ თანახმა იქნებით, გთხოვთ, რომ ამას სწავლება არ დაარქვათ.

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 12 თებ 2009, 21:01
by Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი, სწავლებას არ დავარქმევ, მაგრამ თუ მართლაც გამიზიარებ შენს ცოდნას, მაგას რა ჯობია. გაიხარე :wink:

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 03:19
by paata_
Sarajistka

ადვილია ძალიან
მიუშვირე ობიექტივი და დააჩხაკუნე

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 11:17
by lama
Sarajistka
...და აპარატი უნდა იყოდო

მინიმუმ

canon d350

;)

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 11:23
by Nini_A
paata_
:D :D :D
GAMARJOBA SAKARTVELO
:) :roll: :)

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 11:30
by Linda
lama wrote:Sarajistka
...და აპარატი უნდა იყოდო

მინიმუმ

canon d350

;)

რატო მაინცდამაინც :D :lol: :lol:

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 11:34
by lama
Linda
მარტივია ყველაზე და იმიტომ :P

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 13:09
by kotetbeli
Sarajistka

ზენიტ ეტ ჩემი უსაყვარლესი აპარატია, მაგის ხმა, სუნი, ფაქტურა, ყველაფერი მიყვარს! მაგაზე ვისწავლე გადაღება :wink:

თუ დაგჭირდა, აქაც დაგიწერ დიაფრაგმის სიჩქარისა და ექსპოზიციის რამე-რუმეებს :wink:

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 13:11
by teo-
ეჰჰჰჰ

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 14 თებ 2009, 22:16
by Sarajistka
kotetbeli wrote:Sarajistka

ზენიტ ეტ ჩემი უსაყვარლესი აპარატია, მაგის ხმა, სუნი, ფაქტურა, ყველაფერი მიყვარს! მაგაზე ვისწავლე გადაღება :wink:

თუ დაგჭირდა, აქაც დაგიწერ დიაფრაგმის სიჩქარისა და ექსპოზიციის რამე-რუმეებს :wink:
შენ გაიხარე, დიდი მადლობა, მაგრამ საქმე რაა იცი, ეს ზენიტიც კი უკვე ვეღარაა კარგად, გაფუჩებულია :(

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 15 თებ 2009, 01:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sarajistka
რამე ფოტოაპარატი შეიძინე.
თუნდაც, დაბალფასიანი.
სასურველია - ციფრული

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 15 თებ 2009, 13:48
by Ivane Goliadze
GAMARJOBA SAKARTVELO
გაჩნია რა დოზით უნდა ფოტოგრაფია.

ფირით დაწყებული ჩემი აზრით უკეთესია.(ეს ჩემი აზრია)
მართალია ხედვა თუ არ არის გინდ ფირით დაიწყე და გინდ რაკეტით, მაგრამ ტექნიკის დახვეწვაში უკეთესია...
ციფრული აზარმაცებს ადამიანს
ფირზე იცი რომ შეზღუდული ხარ. და თან ფირის გამჟღავნების მოლოდინი სულ სხვა ადრენალინია :D

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 15 თებ 2009, 23:03
by Sarajistka
Roger Waters(vanichkebi) wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გაჩნია რა დოზით უნდა ფოტოგრაფია.

ფირით დაწყებული ჩემი აზრით უკეთესია.(ეს ჩემი აზრია)
მართალია ხედვა თუ არ არის გინდ ფირით დაიწყე და გინდ რაკეტით, მაგრამ ტექნიკის დახვეწვაში უკეთესია...
ციფრული აზარმაცებს ადამიანს
ფირზე იცი რომ შეზღუდული ხარ. და თან ფირის გამჟღავნების მოლოდინი სულ სხვა ადრენალინია :D

ხოდა ეგ ხედვაა რომ მგონი საერთოდ არ გამაჩნია და :(

როგორ მინდა ცოტათი მაინც შემეძლოს ფოტოების გადაღება...

Posted: 16 თებ 2009, 00:30
by Archil
ხოდა ეგ ხედვაა რომ მგონი საერთოდ არ გამაჩნია და
მაშინ დაანებე მაგ საქმეს თავი :lol: :lol: :lol: :lol:

რისი ნიჭიც გაქვს, იმას დაახარჯე შენი დრო და ენერგია, მასე უფრო მეტ სიკეთეს შექმნი ცხოვრებაში, ვიდრე იმასთან ჭიდაობაში, რაც არ გამოგდის.

თუ მორცხვობით ამბობ, ეგ სხვა საქმეა.

ისე, პრაქტიკა იძლევა ბევრს, სხვების გამოცდილების გაზიარება, ფოტოაპარატის ჭუჭრუტანიდან ყურება და ეგეთები....

www.boke.ge გეცოდნება იმედია... შეხედე, ნახე, შეაფასე...
ისე, მე მაგათ დიდად არ ვაფასებ - სტანდარტულები არიან უფრო, მარა დაწყებისთვის წავა. სხვა ქვეყნის ფოტოგრაფთა საიტებიც ნახე და პაატას რჩევას მიყევი.

თუ არ ჩააჩხაკუნე, ფოტოგრაფი ვერ გახდები :)