კარაველების ფესვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარაველების ფესვები

Post by Gvalva » 09 თებ 2009, 15:00

მეგობრებო,

მოდით ამ თემაში დავწეროთ ვის რომელ რაიონში გვაქვს ფესვები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები

ზოგჯერ რომელიმე ადგილის შესახებ რამის გაგება რომ გვინდა გვეცოდინება ვის ვკითხოთ.

ან შეიძლება გიდობა-გაყოლა ვინმესი დაგვჭირდეს და დაგვეხმარებოდნენ.

მოდერატრს ვთხოვ, ჩემთან ერთად იზრუნოს რომ თემა მხოლოდ ინფორმაციას შეიცავდეს.
გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებები, რომელიც ალბათ წარმოიშვება 2-3 დღის შემდეგ გავწმინდოთ ხოლმე.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by ZVIOSULI » 09 თებ 2009, 15:05

მე:
დაიბადა ბათუმში (სად მოკვდება არ ვიცი) მაგრამ იქოურები ნეტუ
მამა - კახეტინსკი, ბათ იქაურები ნეტუ
დედა - გურია, ლანჩხუთი, სუფსა - იქოურები იესწ და შემობოდიალებულიც ბლიომად მაქვს, ატ პოწი დო ურეკი
ვსიო
:?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარაველების ფესვები

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 15:20

მე, არჩილ-აბალდუი, იგივე, სეპარატისტი მეგრელი - ბატონი არჩილ გამზარდია.

დავიბადე თბილისში (ვცხოვრობდი საბურთალოზე, მერე თემქაზე, მერე ისევ საბურთალოზე და ახლა ისევ თემქაზე... ვიძახი, რომ წარმოშობით თემქელი ვარ-თქო... მაგრამ არ მეთანხმებიან, რომ თემქა ცალკე სამყაროა)...

წარმოშობის უფრი სიღრმისეული ისტორია კი ასეთია:

მამა - თბილისელი, წარმოშობით მამის მხრიდან (ანუ ბაბუაჩემი უფრო ზუსტად კი ბაბუას მამა - თედორე, რომელსაც თერთმეტი შვილი ჰყავდა) აბაშის რაიონიდან, სოფელი სუჯუნა. მამის დედა 9ანუ ბებიაჩემი) - ტიტუ-ტიტუ, თქვენს მტერს, თქვენ ჯვარი გწერიათ და გალელი იყო წარმოშობით... ბებიას დედა კიდევ უარესი - ზუგდიდელი.

დედა - თბილისელი, წარმოშობით, მისი მამა (ანუ ბაბუაჩემი) ლეჩხუმელი იყო, ხოლო დედამისი (ანუ ბებიაჩემი, უფრო დავაზუსტებ და ბაბოჩემი) კახელი.

ნათესავები, ძირითადად, თბილისში, ასევე მთელ საქართველოში მყავს, გურიის და ქართლის გარდა, რომელთა 99%-ს არ ვიცნობ...

განსაკუთრებულად დიდი ნაწილი ცხოვრობდა აფხაზეთში, ასევე ლეჩხუმში და იმერეთში ცხოვრობენ... ნუ, ცხადია, სამეგრელოში.

:D

კიდევ რა გაინტერესებთ?

:wink:
Last edited by ARCHILI on 09 თებ 2009, 15:39, edited 1 time in total.
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარაველების ფესვები

Post by Gvalva » 09 თებ 2009, 15:30

კიდევ ის გვაინტერესებს, ისეთი ნათესავები სად გყავთ, რამე რომ გვაინტერესებდეს და ვკითხოთ, ან რამე ადგილს ვეძებდეთ და გამოგვყვეს.

ნუ, ამ უკანასკნელს ვერავინ ვერ დაგვპირდება, მარა, გამყოლი რომ გვიპოვოს იქნებ ეგ შეეძლოთ

ბებიის ბებიას ვერ შევაწუხებთ, უხერხულია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარაველების ფესვები

Post by Int3lig3nt » 09 თებ 2009, 15:43

ვანო ნაზღაიძე

დავიბადე თბილისში.
წარმოშობით ვარ მთიული.

მამა - დაიბადა და გაიზარდა სოფელ ზემო მლეთაში.
იქაც და დუშეთიდან ზემოთ, გუდაურამდე ბევრი ნათესავი მყავს აქა-იქ გაფანტულ-გათხოვებულ-ჩასიძებული.

დედა - დაიბადა თბილისში, წარმოშობით არის კახეთიდან (როგორც მახსოვს, კაკაბეთიდან) თუმცა მისი პაპის მამა წამოვიდა იქიდან და არავინ აღარ გვყავს მგონი.

ასევე ბებია მყავს მანგლისის რაიონიდან, სოფელი დიდი თონეთი.
ვიღაცეები გვყავს იქ და თუ რამეა, ინფორმაციის მოძიება არ გაჭირდება.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კარაველების ფესვები

Post by gobe » 09 თებ 2009, 17:52

გო(გი) ბე(დენაშვილი)

დავიბადე თბილისში მე-20 საუკუნეში.
წარმოშობით ვარ კახელი, კარდენახელი (სახლი სოფელში არ მაქვს). ჩემი გვარი წარმოშობით რაჭიდან მოდის, კერძოდ, ნიკორწმინდიდან. პაპაჩემის დიდი პაპა იყო მგონი წამოსული რაჭიდან კახეთში.

მამა - თბილისელი კახელი იყო
პაპა მამის მხრიდან - კარდენახელი იყო
ბებია მამის მხრიდან - ქართლელი იყო (სოფ. ბებნისი)

დედა - თბილისელი რაჭველი, წარმოშობით ნიკორწმინდელი (სახლი არც მანდ მაქვს)
პაპა დედის მხრიდან - თბილისელი რაჭველი იყო
ბებია მამის მხრიდან - ქართლელი იყო

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
კარაველების ფესვები

Post by აცაბაცა » 09 თებ 2009, 18:42

გიორგი ყვავილაშვილი - ტოტ ჟე აცაბაცა!!!!

დაბადების სივრცე: ირმის ნახტომი, მზის სისტემა, მზიდან მესამე პლანეტა, ევრაზია, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. ????, II სართული.
დაბადების დრო: A. D. 1975 09 01
დაბადების სიბრტყე: ავოეეეეეე რა სიბრტყე ბიჭოოოოოოო?????? :twisted:

ყვავილაშვილების გვარი მოდის კახეთიდან...... ადრე ვყოფილვართ მღებრიშვილები!!!!!! ისტორიაში გამოჩენილი პიროვნება ერთი ვიცი_ ვანო ყვავილაშვილი ფუნიკულიორის ტრამვაის პირველი მემანქანე!!!!!

მამა - ქვემო ქართლელი, სოფ. კოდა..... ამჟამად უკვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში....... სოფ. კოდაში მყავს მრავალრიცხოვანი ნათესავები, თუ იკითხავთ "მოსიაანთ" გიორგის, ირაკლის (პაპაჩემის) შვილიშვილს დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან......
მამაჩემის მამა ანუ პაპიჩემი ასვე კოდელი იყო....... კოდაზე (ასე ვამბობთ სოფელში_ კოდაზე და არა კოდაში!!!!! :twisted: ) ცხოვრობს ბიძაჩემი!!!!
მამაჩემის დედა ანუ ბებიაჩემი წარმოშობით სვანი, მესტიელი გამოირჩევა მძიმე ხასიათით, მაგრამ უკიდურესობამდე სამართლიანია....... ამიტომ მისი ყველას გვეშინია :lol: და ძალიან გვიყვარს.... გვარად ჩართოლანია!!!!!! მესტიაში ასევე მრავალრიცხოვანი ნათესავები მყავს ბებიაჩემის ძმისშვილები ანუ დევეთის ძეები!!!! იქაც თუ იკითხავთ ეკატერინე ან შოთა ჩართოლანებს დაგეხმარებიან ფრიად!!! (ოღონდ წინასწარ გაარკვიეთ ჯაფარიძეების უბანში ხომ არ მოხვდით!!!!! :idea: )
დედაჩემი - იმერელი, ჭიათურა...... აგრეთვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში........ ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე შეგიძლიათ იბლატავოთ, თუ რამეა ახსენებთ ბებერიჩს (ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას.....)
დედაჩემის დედა ანუ მეორე ბებიაჩემი ციალა დედის და მამის 12 შვილიდან რიგით მეექვსე შვილი, ცოცხალი დედმამიშვილებიდან II...... ერთი და დარჩა სოფელ წევაში, შორაპანთან გენო ვარდოსანიძე იქაც შემოგევლებიან თუ რამეა!!!!
დედაჩემის მამა ....... არ მახსოვს..... მე ჯერ გაჩენილიც არ ვიყავი რომ გარდაცვლილა!!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კარაველების ფესვები

Post by გვალდა » 09 თებ 2009, 22:24

ჩემი ფესვები ღრმად არის გამჯდარი კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ ფერდობებზე, კერძოდ კი სუანეთში :D
ჩვენ, იოსელიანები სოფელ ლახირიდან მოვდივართ. ვგიჟდები ამ სოფელზე და ძალიან მიკვირს რომ სვანეთში მოგზაურები, უშგულისაკენ მიმავალნი, უღვირიდან რომ გადმოხედავენ ფერდობზე "განცხადებასავით აკრულ" სოფელს, მხოლოდ იხიბლებიან მისით, ბევრი ვიზიტორი კი ნამდვილად არ ჰყავს. ჩემი ბიძაშვილები, რომელნიც იმავე სახლში გაიზარდნენ, სადაც ზაფხულობით მე მივქრივარ ხოლმე, ეხლა გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოში ცხოვრობენ, და წელიწადში ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს უდაბნოსა და ნათლისმცემლის მონასტრებში ატარებენ.
Image
Image

Image
Image

დედის მხრიდან ლატალია ჩემი სოფელი, ძალიან გრძნეული, საოცრად მორწმუნე ადამიანების სამყოფელი და უძველესი სიწმინდეების საცავი. ძალიან მეამაყება რომ დედაჩემი ისეთი ოჯახიდან არის, სადაც დაბადებისთანავე, პირველი სიტყვების ნაცვლად სიმღერას რომ იწყებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ლატალში რომ მრავალხმიანობაა, იშვიათად თუ სადმე ნახოთო, ჰოდა როცა დედის მხრიდან ნათესავებში ვხვდები, საოცარი შეგრძნება მეუფლება სიმღერით გესაუბრებიან და გალობით გეთაყვანებიან. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სახარბიელო სასიმღერო მონაცემები მაქვს "ხმის დასამუშავებლად არ გცალია"-ვო. :oops:
დედაჩემის და-ძმები გაფანტულები არიან სამეგრელოში, კახეთსა და ჯავახეთში. ლატალის დიდ სახლში ბებიაღა დარჩა, რომელსაც ამას წინათ ვითვლიდი, 6 შვილი, 24 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს. თავად 84 წლის არის. თუ მოხვდებით ლატალში და ბებიაჩემს შეურბენთ იენაშში გზის პირას შემაღლენულზე მდგარ სახლში, თავისი ხელით გამოხდილ 1 ჭიქა არაყს აუცილებლად დაგალევინებთ, ცხოვრებაზე ისეთ ლექციას წაგიკითხავთ, გაგაოგნებთ და მკაცრად თუ ჭკუაც დაგარიგათ, არც ეგ გაგიკვირდეთ. ჰო, ეს ზაფხულში, ეხლა კახეთშია თავის ვაჟთან, დედაჩემის ძმასთან, რომელსაც 1 გოგო და 7 ბიჭი ჰყავს. მათგან 2 სიღნაღში ცხოვრობს და ჩემი იქაური გიდები არიან ალავერდამდე და ახმეტამდე. შვიდივე მღერის და ერთმანეთზე უკეთ ფლობენ ხალხური საკრავების შექმნის საიდუმლოს.
ბიძაჩემის სიძე, ერთადერთი გოგოს ქმარი არხოტელია, მინდია წიკლაური, იქნებ იცნობთ კიდეც. მაგრამ არხოტში არ ცხოვრობენ. ძალიან მაგარი, მთიელთა ოჯახი აქვთ, სიმღერით, ტრადიციებით და სითბოთი სავსე. მახსოვს მათ ქორწილში, მუსიკოსები, "დამკვრელებს" რომ ეძახიან, პირველი სიმღერის მერე დაიშალნენ. იქეთ ხევსურებმა იშიშვლეს ხმლები და გააჩაღეს ცეკვა-სიმღერა, აქეთ გოგოს 7 ძმა გადმოხტა შინავორგილით და ლილეოთი და წარმოიდგინეთ, გაოცებული გიტარა, იამაჰა, აკორდეონი უხერხულობის გამო, უბრალოდ, "რატომ დაგვიძახეთო", დაილოცეს და წავიდნენ.

ძალიან დიდი მონოლოგი გამომივიდა.
სვანეთზე მეორე სერია ლამასი იქნება ალბათ :D
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by lama » 09 თებ 2009, 23:02

Gvalva
დავიწყო??????

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კარაველების ფესვები

Post by perwkli » 09 თებ 2009, 23:37

მაიკოკა

თუში. (მარა რა ხეირი რო)
დაბადებულია თბილისში, გაზრდილია კახეთში, თელავში.

დედა-მამა-ფიზიკურად ახმეტის რაიონის სოფელი ზემო ალვანის ზემო და ქვემო ბოლო, მთაში მამის მხრიდან სოფ.დანო. ბოლო მონახემებით ყველანაირი ნაფუძარები გადაცემულია უცხო საკუთრებაში, შემორჩენილია მხოლოდ ალვანში მამის მამის ვაისახლი სადაც მამის დედინაცვალი ბინადრობს :lol:

ნათესავები- ბიძაშვილები ალვანში (ზაფხულობის ადიან მთაში-ეს ისედაც გეცოდინებათ). და კიდევ წვრილმანი ნათესავები რომლებიც მე არა და ჩემმა ძმამ იცის და დედაჩემმა კიდე და გაჭირვებაში შეიძლება მიმართო და დაგაკვალიანონ რა სად და როდის და რამდენად :twisted:

პ.ს. სანაძლეოს დავდებ, აქ ხომ ბევრნი დამოგზაურობთ ხოლმე თუშეთში და ჩემი ნათესავები ჩემზე კარგად გეცნობებათ, რომლებსაც მე უბრალოდ არ ვიცნობ იმის გამო რომ იმის გამო :? :lol:

ასერომ რითი შემიძლია გამოვადგე კარავს? :roll:
მაქსიმუმ თელავში თუ გადაწყვეტთ ღამის გათევას თელავში კორპუსის ბინაში მიგიღ-დაგაბინავებთ :wink: :lol:


ძედა რა უსარგებლო ვყოფილვარ :?
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
კარაველების ფესვები

Post by Sarajistka » 10 თებ 2009, 20:55

წარმოშობით სადაური ვარ თქვენ განსაზღვრეთ, მე ჯერ დავწერ და...
დედა მესხი მყავს, ბერიძე, აბასთუმნიდან. წარმოშობით კი ასპინძის სოფ. ერკოტიდან, სადაც ეხლა აღარავინ ცხოვორბს, როგორც ვიცი.
მამა ზესტაფონიდან, კვალითიდან, ჩემი გვარი ზოგადად იქიდან მოდის (ხუსკივაძე ვარ :) ).
მამის დედა კი მენგრელი გახლავთ, ჩაჩიბაიას ქალი.
შემთხვევით მოხვედრილი და დაბდებული ვარ კასპში.

მოკლედ თუ რამეში შემიძლია დახმარება, თქვენთან ვარ.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by ლეონტი » 10 თებ 2009, 21:53

Gvalva wrote: ვის რომელ რაიონში გვაქვს ფესვები.[/color]
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები.

სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by ლეონტი » 10 თებ 2009, 22:00

lama wrote:Gvalva
დავიწყო??????

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
არ გინდა,
ამას მემატიანე იზამს.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარაველების ფესვები

Post by Naia » 11 თებ 2009, 01:58

Sarajistka
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩაჩიბაია აფხაზური გვარი იყო.

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
კარაველების ფესვები

Post by Sarajistka » 11 თებ 2009, 10:07

Naia wrote:Sarajistka
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩაჩიბაია აფხაზური გვარი იყო.

ბებიაჩემი მაგ კითხვას პასუხს ასე სცემს: ჩაჩბა არის აფხაზური და ჩაჩიბაია მეგრულიო. შეიძლება ჩაჩიაბაია წავიდა აფხაზეთში და გვარი იქ გადაიკეთა ჩაჩბათო. რათქმაუნდა მეგრელი წავიდა, აბა აფხაზი ხომ არ წამოვიდოდა :D :D :D
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]