კარაველების ფესვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
კარაველების ფესვები

Post by Nini_A » 11 თებ 2009, 11:04

Sarajistka
შენშიც ყოფილა მეგრელი გარკვეული %, მეც არ ვთქვი რატომ ემართება ხოლმე მეგრელობა მეთქი ხოლმე ხოლმე :D

გვალდა
მინდია შენი სიძეა მიხარია, წიკლაურს კარგად ვიცნობ და რომ ნახავ მომიკითხე კაი ხანია არ მინახავს
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
კარაველების ფესვები

Post by Nini_A » 11 თებ 2009, 11:18

მე ვარ ხევსური, :D
არაბული, წარმოშობით ბაცალიგოდან,
დედა გოგოჭური წარმოშობით გიორწმინდიდან,
ერთი ბებია ჭინჭარაული წარმოშობით კისტნიდან,
მეორე ბებია კი წიკლაური წარმოშობით არხოტიდან.
:D აი ამას ქვია ხევსური :D

ხევსურეთს რაც შეეხება მას ჩემზე უკეთესად იცნობთ ფაქტობრივად მთელი კარავი და იქ მყავს ნათესავები რომელთა უმრავლესობას არ ვიცნობ, ჩემი წინაპრების ნასოფლარშიც წელს ათენგენობას ავალ პირველად :lol:

დავიბადე და გავიზარდე ახმეტაში, ბოლო 10 წელიწადია თბილისში თემქაზე ვცხოვრობ
ნათესავები თითქმის მთელს კახეთში მყავს მიმოფანტული ახმეტაში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, თელავში,
ახმეტასა და დედოფლისწყაროში შემიძლია გიმასპინძლოთ :D

ხოდა კარავს რაშიც დავჭირდები, როცა დავჭირდები აქა ვარ ჩემის თავითა
Vouloir c' est Pouvoir! :-)

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
კარაველების ფესვები

Post by anano » 11 თებ 2009, 11:50

მე მთიული გოგო ვარ! :D
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას იმერელი ვგონივარ, სხვებს რაჭველი, მეგრელი ან აჭარელი და რა ვიცი კიდევ სადაური.....
მინდა ღვნიშნო, რომ მთიულეთში მრავალი ქავთარაძე ცხოვრობს, სოფელიც არის ასეთი ფასანაურს რომ გაცდებით "ქავთარათა", სადაც ჩემი წინაპრების ნასახლარია შემორჩენილი...ჩვენ კი ამჟამად სახლი ფასანაურში გვაქვს..

მამა -ქავთარაძე (რათქმაუნდა ისიც მთიული :D )
მამის დედა აბულაძის ქალი იყო, გაგიკვირდებათ და ისიც მთიული, ეს გვარი უფრო მცირერიცხოვნად მაგრამ მაინც არის წარმოდგენილი მთიულეთში, კერძოდ კი ერთერთ პატარა,მაგრამ ულამაზეს სოფელ "ჩადისციხეში".
დიდი ბებიები - ერთი ბიბილაშვილი იყო (სოფ.ბიბილიანთიდან), მეორე კი ჭიკაიძე(სოფ.ხევშიდან), ორივე მთიული.

დედა-წარმოშობით მარტვილელი დანელია , კერძოდ სოფელ ლეხაინდრაოდან.
ბებია- ასევე მარტვილიდან, სოფელ ნაგვაზაოდან. მათი მშობლებიც მეგრელები იყვნენ....რათქმა უნდა დანელიები და სილაგავები, მეუღლეები კი ბაღათურია და კანკავა.

სულ ამას ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ, რომ იშვიათი და უნიკალური ნაჯვარი ვარ :D 100%იანი მთიულისა და მეგრელის:))

ორივე მხარეს მყავს ნათესავები....რომლებსაც ვიცნობ:) მეგზურებს ალბათ ორივეგან ვიპოვნით :)
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by lama » 11 თებ 2009, 11:54

ლეონტი wrote:
lama wrote:Gvalva
დავიწყო??????

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
არ გინდა,
ამას მემატიანე იზამს.
კაი დავიწყებ....


მოკლედ მყავს დედა და მყავს მამა

დედას სახელად მანანა ქვია, გვარად - კვიციანია, მამას - აკაკი

აი ისინიც :)

Image

მოკლედ, მამაჩემის წინაპრები მდ. ქსნის ხეობაში ცხოვრობდნენ. სოფელ მახიარეთსა და სოფელ იკოთაში დღესაც მყავს იქ ნათესავები და ღვთის წყალობით კარგად არიან (ამჟამად ოკუპირებულია ჩემი მამული :cry: )

ჩემი წინაპრების გადმოსახლება ვაჟა-ფშაველას დროს დაიწყო, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში. ვაჟას დროს მანდ 3 სოფლის გაშენება დაიწყო, ესენია:
ზემო ქედი, არხილოსკალო და ქვემო ქედი

ზემო ქედში ანუ ჩემს სოფელში, არაგველები და ქსნელები არიან ჩასახლებული

არხილოსკალოში - ხევსურები

ხოლო, ქვემო ქედში - ფშავლები (ძირითადად) და ბერძნები (კანტიკუნტად) ;)

ერთსაც დავამატებდი.... ჩვენი გვარი მოდის გვარ: ოღაძელი-დან, რომლების XIII საუკუნიდან იხსენიებიან სხვადასხვა წყაროებში. ჩვენი გვარი XVIII საუკუნიდან დაწინაურებულა და აზნაურობა მიუღიათ... გეორგიევსკის ტრაქტატზე 209-ე ხელმოწერა აზნაურ ოღაძელს ეკუთვნის

ახლა დედაჩემის მხრიდან მოგითხრობთ....

დედაჩემი საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, სვანეთიდანაა...
დედა დაიბადა 1954 წელს მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, საიდანაც ულამაზესად ჩანს უშბის "სასწაულმოქმედი" მწვერვალი...

პაპაჩემი - ერმენტო კვიციანი გახლდათ, ფილოლოგი და სოფელ ბეჩოს სკოლის დირექტორი იგი 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის განათლების განყოფილებას... წერდა ასევე ლექსებსა და მოთხრობებს.

ბებიაჩემი - კატო ჩხეტიანი დაიბადა ერთ-ერთ ყველაზე პატარა და ყველაზე ლამაზ სოფელ, გვალდერში
განათლებით იგი ექიმი გახლდათ. მას სოხუმის უნივერსიტეტი ქონდა დამთავრებული და მთელი 7 - 8 სოფლის მკურნალი იყო :) (მის კვალს ერთ-ერთი დეიდა - ლამარა კვიციანი გაყვა. ისიც ექიმია ლანჩხუთის რაიონ სოფელ ლესაში ცხოვრობს)

ნათესავები ძალიან ბევრი მყავს დედ-მამის მხრიდან

და უფლის წყალობიოთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში

აფხაზეთი.............. (დედიძმიშვილები)
გურია................ (დეიდაშვილები)
სამეგრელო.................. (დეიდაშვილები)
იმერეთი................ (დეიდაშვილები)
ქვემო ქართლი................... (დეიდაშვილები)
შიდა ქართლი................... (დეიდაშვილები)
სვანეთი.................. (დეიდაშვილ-დედიძმიშვილები)
მთიულეთი .................. (მამიდაშვილები)
შიდა კახეთი................. (ბიძაშვილები)
გარე კახეთი................. (ბიძაშვილები)
აჭარა................ (დეიდაშვილი)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
კარაველების ფესვები

Post by Sarajistka » 12 თებ 2009, 00:14

Nini_A wrote:Sarajistka
შენშიც ყოფილა მეგრელი გარკვეული %, მეც არ ვთქვი რატომ ემართება ხოლმე მეგრელობა მეთქი ხოლმე ხოლმე :D
ხო არა :?: მეც ეგ არ მიკვირს ხოლმე :D :D :D
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
კარაველების ფესვები

Post by burdula » 13 თებ 2009, 13:03

ესეიგიიიიიიიიიიიი.................
გიორგი ბურდულ
ჩემი შორეული ფესვები მლეთიდან მოდის...მერე პაპა ან პაპის პაპა ან იმის პაპა კიდე გადმოსულა ქსნის ხეობაში და იქ გაუდგამთ ფესვები... ანუ ჩემი ახლო ფესვები ქსნის ხეობიდან მოდის... კერძოდ სოფელი ლარგვისი... (ლამას მამულის მსგავსად ეხლა ოკუპირებულია :cry: ) რაც შეეხება დედის მხრიდან დედულეთი .... დედის მხრიდან რომელი თაობა ვარ თბილისში ვეღარ ვითვლი... დედის პაპის პაპის პაპა და ასე შემდეგ ცხოვრობდა კასპის რაიონში,სოფელ თელიანში... მოკლედ ამჟამინდელი ფესვები თბილისში მაქვს,
მაგრამ ბუნებით და ყველაფრით მთიული ვარ...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კარაველების ფესვები

Post by Druides » 13 თებ 2009, 15:49

მოკლედ და კონკრეტულად ვარ ვაჟა Gაფრინდაშვილი ანუ Flyerson
( Gაფრინდაშვილის ინგლისური ინტერპრეტაცია :D )Bაბუაჩემის ბაბუა წარმოშობით იყო სოფელ შუქრუთიდან საჩხერის რ-ონი-დან თუ არ ვცდები, ის სახლი დღესაც დგას და იქ ცხოვრობენ ჩემი ნათესავები რომლებიც თვალითაც კი არ მინახია :)ისე მეც არ გირჩევდით მაგათ ერთერთმა ადამიანმა საჩხერის რ-ონიდან გაცნობისას მითხრა პირველად ვნახე გაფრინდაშვილებში ნორმალური ადამიანიო არ იცოდა ისე იმან რომ მეც მიქრის თავში ცოტა-ცოტა თ.... ასე რომ მაგ მხარეს მაინცდმაინც ვერ დაგეხმარებით :(
ბებიაჩემი კახეთიდან არის წარმოშობით კერძოდ თელავიდან.... თელავში თუ მოხვდებით გვერდში იგულეთ ჩემი ნათესაობა :))) ოღონდ წინასწარ გამაფრთხილეთ ხოლმე თორემ დაადგებით უხერხულ მდგომარეობაში ჩავრდებიან როგორ ვერ მოვასწარით სუფრის გაშლაო და მერე მე რომ ჩავალ ყურსაც ამიწევენ რათ არ გაგვაფრთხილეო :)))))))
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კარაველების ფესვები

Post by Tamusia » 13 თებ 2009, 22:01

მამა_ კობიაშვილი თამაზ, მამით მოხევე, დედით-იმერელი.

მოხევე პაპაჩემი, გიორგი, ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობში დაიბადა. სამამულო ომში ებრძოდა გერმანიას. ომიდან დაბრუნების შემდეგ ცოტა ხნით ცხოვრობდა ქედში, შემდეგ გადმოვიდა თბილისში. თავის სამშობლო მხარეში ჩასვლა, როგორც მე ვიცი, დიდად არ უყვარდა. ესე ამბობდაო, მოხევეები რანი არიან, ჯერ გალექდებიან(დათვრებიან), მერე ჩხუბობენო. მე პირადად ეს სიტყვები მისგან არ მომისმენია, თუმცა შესაძლოა, ამბობდა: ქეიფი და დროსტარება მართლაც არ იყო მისი. მთვრალი კი არა, ნასვამიც არ მახსოვს. ძალიან მშრომელი და კეთილი კაცი იყო, ძალიან რბილი ხასიათის მქონე, კარგი იუმორიც ჰქონდა. უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და ჩემთვის ყველაზე მეტად ის იცლიდა ხოლმე(მეტირება). არსოდეს დამავიწყდება: ერთხელ, ვიქნებოდი ალბათ ოთხი-ხუთი წლის, პაპა-ბებიასთან ვიყავი დატოვებული. მოწყენილი ვიყავი და მითხრა, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. მე ვუთარი, მეტროს კიბეებზე კატაობა მინდა-მეთქი. წამიყვანა და ხან ერთ სადგურში ამოვიდოდით, ხან მეორეში.მაპატიეთ, მგონი თემას ავცდი...

ბებიაჩემი წარმოშობით ბაღდადელი ფურცელაძეა, თუმცა მისი წინაპრები მარტყოფში გადმოსახლებულან, მშობლები კი თბილისში.

დედა_ თეზელაშვილი ნანა, მამით მთიული, დედით მთიული.

თეზელაშვილების გვარი ,როგორც ცნობილია, ქსნის ხეობიდან მოდის. პაპაჩემი ლუკა თეზელაშვილი და ბებიაჩემი ჟენია მელიქიშვილი წყნეთის ახლოს მდებარე სოფელ პანტიანში ცხოვრობდნენ. დაქორწინების შედეგ გადმოვიდნენ თბილისში. როგორც გადმოცემით ვიცი, პანტიანელები იქ ასულან და დამკვიდრებულან იქვე ახლოს მდებარე სოფელ წვერიდან, სადაც ეხლა აგარაკებია. თვითონ სოფელ წვერში არ ვარ ნამყოფი. ერთხელ ქრონიკაში ვნახე ეთერ თათარაიძე იყო ჩასული და საფლავის ქვებზე წარწერებს კითულობდა. მეც მოვინახულებდი იმ საფლავის ქვებს... ახლა მთელი პანტიანი თბილისში ცხოვრობს. ბაცშვობაში ხშირად ვისვენებდი, ახლა კი, მართალია, იქ არაფერი მაქვს, მაგრამ მე პანტიანიდან ვიცი რას გრძნობ, როცა საკუთარ მიწაზე დგახარ: აბსოლუტურ სრულფასოვნებას, სამყაროს სისავსეს და დიდ, ჯანმრთელ სიხარულს.

დახმარებაზე და გიდობაზე ზუსტად არ ვიცი რა გითხრათ, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემთან ურთიერთობისას ადამიანები თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by lama » 14 თებ 2009, 11:14

Tamusia wrote:
დედა_ თეზელაშვილი ნანა, მამით მთიული, დედით მთიული.
.
მამაჩემის ბიცოლა თეზელაშვილია

მომიკითხე დედა :) ;)

კი ქსნიდან არიან სოფელ თეზელაანთიდან

მაგარია :)

და ქედი ახსენე და რომელი ქედი?

ზემო თუ ქვემო?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კარაველების ფესვები

Post by Tamusia » 14 თებ 2009, 19:37

ზემო თუ ქვემო არ ვიცი. ის, რომელშიც წყლის პრობლემაა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარაველების ფესვები

Post by lama » 14 თებ 2009, 19:38

Tamusia wrote:ზემო თუ ქვემო არ ვიცი. ის, რომელშიც წყლის პრობლემაა
ორივეგან არის წყლის პრობლემა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კარაველების ფესვები

Post by tamuna_gudarexi » 14 თებ 2009, 21:26

თამუნა დავითაია
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. წარმოშობით ჩვენი გვარის ერთი შტო ძველი სენაკიდან არის. ბაბუა ჯერ კიდევ სუუულ პატარა იყო, თბილისში რომ გადმოვიდა და მას შემდეგ ძველ სენაკს სრულიად დავშორდით. არც ნათესავებს ვიცნობ იქ.

დედა დაუშვილი მყავს. მისი გვარი რაჭის ულამაზესი სოფლიდან - შქმერიდან - არის. შქმერში სამი "უბანია" - უშოლთა, შუა შქმერი და ხარითვალი. ჩვენ უშოლთაში გვაქვს სახლი და ვცდილობთ არცერთი ზაფხული არ გამოვტოვოთ ამ სამოთხის ნახვის გარეშე. შქმერში და ონში მყავს ბევრი ნათესავი.
შქმერშია საქართველოში ყველაზე გრძელი განჯარეულის კარსტული მღვიმე, საოცარი ფორმის სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით.
თუკი კითხვები გექნებათ ან სხვა რამ დაგჭირდებათ შქმერთან ან ზემო რაჭასთან დაკავშირებით, ასევე მრავალძლის შესახებ, თქვენს სამსახურში მიგულეთ! :)

ჰოდა, კერძი ''წიწილა შქმერულად'' ყველას გეცოდინებათ! :D შქმერელების გამოგონებაა ;)

ესეც უშოლთა, გადაღებული ფოცხვრების მთიდან
Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
კარაველების ფესვები

Post by Ivane Goliadze » 15 თებ 2009, 13:25

თავად გახლავართ ივანე გოლიაძე
მამაჩემია ლევან გოლიაძე, დედაჩემი მაია ჩხაიძე

ფესვები მოდის გურიიდან.
მამის მხარე: ოზურგეთის რაიონი სოფ. მაკვანეთი (სოფელი სადაც 80% მღერის).
დედის მხრიდან ლანჩხუთის რაიონი სოფ. აცანა

ჩემი წინაპრების ძირიც ამ სოფლებიდან მოდის. არსად გადასახლებულან და არსაიდან ჩამოსულანო გამიგია

მაგრად მიყვარს იქ ჩასვლა. ვგრძნობ რომ იქაური მიწა ყველაზე თბილი იქნება საბოლოოდ ჩემთვის და იქაური ჰაერი ძალისდაუტანებლად ჩადის ფილტვებში...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კარაველების ფესვები

Post by gobe » 15 თებ 2009, 14:23

Roger Waters(vanichkebi),
ავატარზე შენ ხარ?

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კარაველების ფესვები

Post by zura N. » 15 თებ 2009, 16:06

lama wrote:
Tamusia wrote:
დედა_ თეზელაშვილი ნანა, მამით მთიული, დედით მთიული.
.
მამაჩემის ბიცოლა თეზელაშვილია

მომიკითხე დედა :) ;)

კი ქსნიდან არიან სოფელ თეზელაანთიდან

მაგარია :)

და ქედი ახსენე და რომელი ქედი?

ზემო თუ ქვემო?
Tamusia wrote:ზემო თუ ქვემო არ ვიცი. ის, რომელშიც წყლის პრობლემაა
ქედი თუა და წყლის პრობლემაა ზემო იქნება ალბათ... :oops: :roll: :D :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]