Page 1 of 3

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 15:32
by lama
მეგობრებო!!!

გამიჩნდა ასეთი იდეა :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

ალბათ არ ვარ ორიგინალური და თქვენც გაგჩენიათ ანალოგიური იდეა, რომ გაკეთდეს

ტელე პროექტი კარავი.გე (სათაურის მოფიქრება მერეც შეიძლება)

დავამუშავოთ პროექტი ერთობლივად და დამუშავების შემდეგ წარვუდგინოთ ერთ-ერთ არხს და შევთავაზოთ შემეცნებითი გადაცემა საქართველოს ისტორიულ-ბუნებრივ ძეგლებზე...

ამას უფრო ტოკშოუს ფორმა მოუხდებოდა

მოწვეულ იქნენ ალპინისტები, მოგზაურები, სხვადასხვა პროფესიის ხალხი, რომელთაც უყვართ სათავგადასავლო მოგზაურობები და რაც მთავარია უმოგზაურიათ

ისინი მოყვებიან თავიანთ თავგადასავლებს და საქერთო ჯამში გადაცემა გამოვა ძალიან საინტერესო

იგი ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა და ძველგაზრდა გაშლის კარავს და დაანთებს კოცონს


მოკლედ ეს ძალიან პრიმიტიული მონახაზია ამ პროექტისა
იმედია იდეა ღირს სამსჯელოდ და თუ გსურთ ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ ამ საინტერესო საკითხზე

პატივისცემით ლამა

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 15:38
by lama
ძალიან დავინტერესდი ამ იდეით და ვიფიქროთ მეგობრებო ნამდვილად შეიძლება განხორციელება ამ მეტად კარგი საქმისა :)

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 16:09
by ZVIOSULI
კამერია პახოდში გამოგყვეს
მერე მაგათ ეხერხებათ მონტაჟიტ შელამაზება სიმართლის და პოპ-სა პროდუქტიც მზად არის :)

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 17:29
by teo-
მაგაზეე მეც ბევრჯერ მიფიქრია.. მაგრამ ბოლოს ვიფიქრე რო კამერებთან სიარულს და პიპულარიზაციას , ესე ჩვენთვის ვიყოთ მირჩევნია :oops:

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 18:10
by Archil
lama
შენ სვანი ბიჭი ხარ... გვიყვარხარ :)

აფთიაქს ხომ ვათრევთ ლაშქრობაში, ეხლა კამერა, და რაში გვჭირდება მაგი? პოპულარობა გვჭირდება რამეში? თუ ჩვენ ჭიას ვახარებთ ტყე-ღრეში ბორიალით მხოლოდ? მე უფრო მაგ ჭიის მონა ვარ და... კიდევ უფრო მეტი რომ აბორიალდეს, მაგისთვის შაიძლება :)

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 18:22
by ilia
მე ველაპარაკე ამ თემაზე ერთ გამოცდილ რეჟისორს, მაგრამ უფრო თამაშის იდეა მქონდა.
ყალიბდება გუნდი, რომელიც უნდა მივიდეს რაღაც ადგილზე, უნდა გადალახოს მდინარე, ტყე და ასე შემდეგ. მაგალითად რაიმე მთის მწვერვალზე უნდა ავიდნენ, და მეორე გუნდი კი ადის ამ მთაზე მეორე მხრიდან. და კამერები იღებენ ამ გუნდში მსჯელობას და წინააღმდეგობების გადალახვას.
ან მეორე გუნდმა იგივე მარშრუტი უნდა გაიაროს ოღონდ მოგვიანებით.
მოკლედ შეჯიბრებითობის პრინციპი თუ იქნება, მგონი უფრო სახალისო უნდა იყოს, და მონწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვინც გარკვეულ ნორმატივებს ჩააბარებს და მონაწილეობისთვის იქნება გარკვეული თანხა გადასახდელი, მაგრამ გამარჯვებულებისთვის პრიზებიც იქნება.

რეჟისორის პასუხი: იდეა გადასარევია, მაგრამ სანახაობრივად კარგი რომ გამოვიდეს ძვირი დაჯდება, ანუ ერთდროულად უნდა გადაიღოს 10-12 კამერამ, და საჭირო იქნება სიმაღლეებზე კამერების განთავსება, კრანი და შეიძება ვერტმფრენიც და შემდეგ სერიოზული მონტაჟი დასჭირდება. 1 და 2 კამერით გადღებული გამოვა ბანძიო.

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 18:37
by teo-
ilia
მაგარიაა.. ბავშვობიდან მხიბლავს ეგეთები :roll: იმედია ძალაი ნ ძვირი არ იქნება

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 22:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama
საინტერესოდ ჟღერს.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი საგანძური იმდენად მდიდარია, რომ კარავული თემატიკის
ტელევარიანტი საინტერესო იქნება და ბევრსაც გზას ჭამა-სმა-ქეიფისკენ კი არა, სიარულისკენ გაუხსნის.
ბერვი წელია, მსგავსი იდეა მაქვს, ოღონდ, თემა უცხოეთის ქვეყნებს ეხებათ და არა საქართველოს

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 22:47
by lama
ZVIOSULI
teo-
Archil
ilia
GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისათვის

ავღნიშნავ რამდენიმე საკითხს:

1. ჩვენს მოგზაურობებში კამერების წამოღება არ არის საჭირო და აუცილებელი სხვა ფორმის მონახვაც შესაძლებელია... უბრალოდ გადაცემის მთავარი არსი იქნება ახალგაზრდობის ჩართვა ამ მეტად საინტერესო საქმეში... აქვე ვიტყვი, რომ 2 წლის წინ პირველმა არხმა გააკეთა სიუჯეტი ჩვენს მოგზაურობაზე "ბირთვისებში" იქ კამერები იყო, მაგრამ, ამას ჩვენთვის არ შეუშლია ხელი. მახსოვს ამ სიუჟეტიდან ჩემი და გობეს დადებული "კარვული ფიცი"

2. მთავარია ვიმსჯელოთ და იმედი მაქვს მოვიფიქრებთ რაიმე საინტერესო პროექტს... ისეთს, რომ კამერების თრევა არ დაგვჭირდეს გასვლებში :)

პატივისცემით, ლამა :)

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 22:50
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
ბერვი წელია, მსგავსი იდეა მაქვს, ოღონდ, თემა უცხოეთის ქვეყნებს ეხებათ და არა საქართველოს
კი და ერთობლივად საქართველო-უცხოეთზე, რომ გაკეთდეს ეგეც შეიძლება

ამ ტელე პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან ალპინისტები და საკმაოდ საინტერესო და საჭირო ინფორმაციასა და თავგადასავლებს მოყვებიან

მრავალფეროვანი გამოვა ჩემი აზრითა და მეტად მოკლე ჭკუით :) :roll:

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 23:50
by Wanderer
teo-
მაგაზეე მეც ბევრჯერ მიფიქრია.. მაგრამ ბოლოს ვიფიქრე რო კამერებთან სიარულს და პიპულარიზაციას , ესე ჩვენთვის ვიყოთ მირჩევნია
მეც მასე ვარ ზუსტად.

თუ მეცოდინება რომ კამერები მოდიან არა მგონია იმ ლაშქრობაში წამოვიდე...

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 23:54
by ARCHILI
Wanderer wrote:teo-
მაგაზეე მეც ბევრჯერ მიფიქრია.. მაგრამ ბოლოს ვიფიქრე რო კამერებთან სიარულს და პიპულარიზაციას , ესე ჩვენთვის ვიყოთ მირჩევნია
მეც მასე ვარ ზუსტად.

თუ მეცოდინება რომ კამერები მოდიან არა მგონია იმ ლაშქრობაში წამოვიდე...
გეთანხმებით მეც...

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 31 იან 2009, 23:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლ(ი)ამა იმას კი არ ამბობს, ტელევიზიებმა ჩენი გასვლები გააშუქოსო, არამედ, შეიქმნას ისეთი ტელეპროგრამა,
რომელიც ლაშქრობებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს პოპულარიზაციას გაუწევსო.
ჰოდა, ეს იდეა მე ძნ მომწონს.

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 01 თებ 2009, 00:00
by lama
----

TV-პროექტი www.karavi.ge

Posted: 01 თებ 2009, 00:02
by lama
გასვლების გაშუქება არ არის აუცილებელი და საჭირო

მთავარია ამ ტელე-პროექტის შექმნაში ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა

და როგორი იქნება და რა სახე ექნება ამას

აი ამაზე ვიმსჯელოთ