თრუსოს ხეობას შველა უნდა
Posted: 14 სექ 2005, 14:41
ეს თემა დავაკოპირე ბოკედან ავტორის ნებართვით....
ავტორია vaso.....(ზოგი იცნობთ ალბათ)
ალბათ ყველა ნამყოფი თუ არა ხართ, გაგონილი მაინც გექნებათ ამ უნიკალური ხეობის შესახებ. ორი სიტყვით ეს არის კავკასიაში (იქნებ ევროპაშიც კი) ვულკანური ქმედების თავისებური, ნარჩენი მოვლენებით მდიდარი ხეობა. ეს არის თერგის სათავე და კასარას ხეობამ სადაც თერგი ყველაზე ვიწრობში მიედინება. ლავებისგან შემდგარი უზარმაზარი კედლების შუიდან პატარა ჩანჩქერები გადმოედინება. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მინერალური წყაროები, რომელთაც სხვადასხვანაირი შემადგენლობა აქვთ და მათგან დიდი ნაწილი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. აქვეა ფერადი ტრავერტინების (კალციუმიანი დანალექები) მოქმედი ველები, აბანოს ლაჟვარდოვანი მუნერალური ტბა სისხლისფერი ნაპირებით, კეტრისის მინერალური წყლის მდინარე (დაახლოებით ვერეს ხელა), რომელიც თერგიდან 4 კმ-ში ამოდის მიწიდან. ამ მდინარეზე უძველესი წისქვილების კასკადების ნახვაც შეიძლება. აქვეა საჯიხვეები და სხვა ძალიან საინტერესო ადგილები (ალბათ ბევრი გამომრჩა და იქნებ დაამატოთ).
სწორედ კეტრისის მდინარეს დააგეს თვალი. აქედან ნახშირორჟანგის ამოღებას და თურქეთში(!) გაყიდვას აპირებს შპს კასარა, რომლის ასავალ-დასავალი მხოლოდ გუბერნატორმა, ყაზბეგის გამგებელმა და გარემოს დაცვის სამინისტროში იციან, მაგრამ მალავენ. პრივატულ საუბარში გუბერნატორმა და გამგებელმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ლიცენზიასაც წინ არაფერიდაუდგება და წარმოებაც უნდა გაიხსნას. ეს თურმე ხევის გადარჩენის ერთადერთი(!) შესაძლებლობა ყოფილა. ხალხიც გააბრუეს და ოქროს კოშკებს დაპირდნენ. რაც გამოდის ხოლმე ასეთი საქმეებიდან, ყველამ კარგად იცის.
ვინც ნამყოფია თრუსოში, კარგად წარმოიდგენს, თუ რა ზარალი მიადგება ამ საწარმოს გახსნით უნიკალურ ხეობას, წარმოიდგენს ბალონებით დახუნძლული მანქანები რას დამართებენ ამ ადგილს. რას უზამენ მდინარე კეტრისს, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ტურიზმისათვის (როგორც ეკოლოგიური, ასევე გეოგრაფიული, მინერალოგიური, ვულკანოლოგიური და სხვ.)ზედგამოჭრილ ამ ადგილს ნაკრძალის სტატუსიც მოუხსნეს, როგორც კომუნისტურ გადმონაშთს.
მაქვს წინადადება, იქნებ მოხერხდეს თრუსოს ხეობაში ორდღიანი ექსპედიციის გაკეთება. გადავიღოთ, დავწეროთ და მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება, ~თორემ ისეა ხალხი ჩართული ორი ლაზღანდარას (რამიშვილ-ბექაურის) პრობლემებში, რომ მართლა ღირებული რაც არის, შეიძლება თვალდახელს შუა დავკარგოთ!