Page 1 of 1
თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 10:50
by Mta Mkvarebia
ზუსტად 26 დეკემბერს, ზუსტად მოზარდ მაყურებელთა თეატრში სადაც "კარვის" კალენდრის "საქართველოს ტბები" პრეზენტაციაა დაგეგმილი, ნაკლებად აქტიური კარველის, მაგრამ ნიჭიერი და ბევრი კარველისთვის საყვარელი პოეტის თეკლე ბატონიშვილის (კატო ჯავახიშვილი) ახალი წიგნის
" შენიდან ჩემამდე"
პრეზენტაცია იმართება
ზუსტი დრო: 26 დეკემბერი , 19 საათი,
მისამართი: აღმაშენებლის 99, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი
არ გამოტოვოთ!
ძალიან საინტერესო ლექსებია თეკლეს ამ წიგნში შესული.
თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 10:56
by MIRANDA
გმადლობ!
დიდი სიამოვნებით დავესწრები ახალი წიგნის წარდგინებას და იქნებ შევიძინო კიდეც

თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 10:59
by legenda
MIRANDA
დასტურ!

თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 11:05
by Ninukala
Mta Mkvarebia
სხვა დარბაზშია თუ იქვე?
თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 13:20
by Katy
რა მოვლენებით დატვირთული დღე გამოდის!

თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 23 დეკ 2008, 14:41
by Gvalva
წიგნის პრეზენტაცია მცირე დარბაზშია
ჩვენი პრეზენტაცია ფოიეში
ვიმეზობლებთ მე მგონი მშვენივრად!

თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 08 იან 2009, 00:42
by Mta Mkvarebia
რამდენიმე კარველმა მკითხა, სად შეიძლებოდა თეკლეს (იგივე
კატო ჯავახიშვილი, ამ სახელითვე იკითხეთ) წიგნის შეძენა. გაცნობებთ, რომ მისი წიგნი - "შენიდან ჩემამდე" უკვე იყიდება "პარნასის" მაღაზიებში. წიგნი ორიგინალურადაა შეფუთული - დევს "კატო"-ს ბეჭდით დალუქულ კონვერტში და თან მოჰყვება დისკი, სადაც თეკლეს ხმით წაკითხული მისისვე ლექსებია ჩაწერილი

.
თეკლე ბატონიშვილის წიგნის პრეზენტაცია
Posted: 08 იან 2009, 21:29
by meore monadire
Mta Mkvarebia
ვიცი ეგ ლექსები
ერთ ერთ მათგანი მაქვს და ერთხელ მოსმენის შემდეგ ყველა სევდიან ამინდში ის მელოდია მახსენდება