Page 1 of 8

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:34
by Int3lig3nt
თურმე დონა ტრული ტყუილად არ იძახდა, მეშინია მთაშენკასიო...

დღეს საინტერესო ფაქტი შემემთხვა, რამაც მაიძულა ამ თემის გახსნა.

მივდიოდი ლეონტის მამის გასვენებაში.
რესპუბლიკის მოედანზე კარაველები ვერ ვნახე და ქვევრს დავურეკე.
მითხრა, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოდი, იქ ვიქნებითო.

ახლა ვფიქრობ, რითი წავიდე?
ავტობუსების ლოდინი და წარწერების წაკითხვა მეზარებოდა და პირველივე, რაც თავში მომივიდა, ეს იყო, მთაშენკასთვის დარეკვა.
მას თუ არა, სხვას ვის უნდა მიმართო, როცა რაღაც გაინტერესებს?!

მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ პასუხი ეცოდინებოდა, უბრალოდ ისეთი რაღაც მოხდა, პირი ღია დამრჩა...

ვრეკავ მთაშენკასთან და აი დაახლოებით ჩვენი დიალოგი:

მთაშენკა: (დაბალი ხმით) ალო
მე: ალო, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?
მთაშენკა: ეკლესიაში ვარ და...
მე: უი... კარგი, კარგი...
მთაშენკა: არა, მითხარი, რა გინდოდა.
მე: შენ ხომ არ იცი, რა ნომერი მიდის...
(აქ მთაშენკა მაწყვეტინებს)
მთაშენკა: კი, როგორ არ ვიცი, 41 ნომერზე დაჯექი, ივერიის ქვემოდან გადის... ოღონდ მაიაკოვსკის ძეგლთან ჩამოდი, მერე სხვაგან უხვევს...
მე: Image
მერე ისე დავიბენი, რომ იმის ნახევარიც არ გამიგია, რას მეუბნებოდა, წითელქუდასთან მიდი და ჩაუხვიეო და ა.შ.

აქედან დასკვნა:
მთაშენკამ მხოლოდ შენს კითხვაზე პასუხი კი არ იცის, არამედ ისიც იცის წინასწარ, რას ჰკითხავ.

ჰოდა მეგობრებო, მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

რა ძალებთან არის კავშირში მთაშენკა?

ბოროტთან?

Image

თუ კეთილთან?

Image

მე დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვიფიქრო.
უკვე მეც მეშინია მთაშენკასი.

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:39
by ნიმფა
ჰაააააააააა, ჰააააააააა :lol: :lol: :lol:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:41
by ნიმფა
ჩვენი მთაშენკა კეთილი ფერიაა :D

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:43
by TuTa
Int3lig3nt

აუ ძალიან ვიცინე, ასეც არ შეიძლება :lol: :lol: :lol:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:51
by teo-
აჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰჰა

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 21:59
by Mta Mkvarebia
დედა, როგორ მიხდება ცოცხი? ერთი გადაჯდომა და გაფრენაღა მაკლია
:lol:

ხელახლა რომ არ ვწერო, ა ბატონო ჩემი და ნიმფას საუბარი ამ თემაზე :wink: :

[22:08:10] Mtashenka говорит: ra didi mixvedra magas undoda? :D
[22:08:24] Tamri Meshveliani говорит: :D
[22:08:50] Mtashenka говорит: warmoidgine, wirvis mere vdgavar aRsarebis rigSi, erTi qalia Cems win, telefoni vibroze maqvs davxede Cumad, intelaa
[22:09:59] Mtashenka говорит: vifiqre movaswreb pasuxs, ra ici ra uWirs biWs meTi (aba ubralod mosakiTxad didi xania aravin mirekavs
:lol: ) gamovedi gareT, hoda rom mkiTxa maSinve mivxvdi rasac gulisxmobda, meSinoda Cem rigi ar mosuliyo da Cqar Caqara mivayare, dro rom ar damekarga, kiTxva ar vacale
[22:10:02] logikurad azrovnebis meSinia, borot Zalebtan kavSirSi rom ar damdon brali :lol:
[22:10:24] Tamri Meshveliani говорит: eh lika, moazrovne qalbatonebs shuasaukuneebishi koconze amgzavrebdnen :D
[22:10:53] Mtashenka говорит: bijo bijo ra gadarCenili var? :lol:

ახლა კოცონზე დაწვა არ მომინდომოთ და ჯანდაბას შევეგუები მაგ მითს, რომ "მთაშენკამ ყველაფერი იცის", მითუმეტეს თვით დიდ ადმინს მოსწონს თურმე ეს მითი და არ უნდა რომ ჩრდილი მიადგეს :lol: .

პ.ს. ჩემი კომპის საათი ცოტა წინაა :wink:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:03
by Tamari-ch.
აქედან დასკვნა:
მთაშენკამ მხოლოდ შენს კითხვაზე პასუხი კი არ იცის, არამედ ისიც იცის წინასწარ, რას ჰკითხავ.

ჰოდა მეგობრებო, მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
არავითარი ძალები -
უბრალოდ სხვებმაც ისევე იფიქრეს როგორც შენ -
და ეტყობა შენ მეასე კარელი იყავი -
ვინც იმ დღეს მთაშენკას დაურეკა..
:lol: :lol: :lol:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:05
by Int3lig3nt
eh lika, moazrovne qalbatonebs shuasaukuneebishi koconze amgzavrebdnen
ტრული!..
შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე?!

კარაველებში კოცონის "გაჩითვა" პრობლემა არ არის, რო რამე ;)...

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:08
by z g a r b i
Mta Mkvarebia

არა რა.. ერთხელ რომ კარაველების ყბაში მოექეცი მორჩა :)

ისღა დაგრჩენია შეიფერო :P

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:08
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
:(

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:08
by ARCHILI
მისი უფერიოსობა (ანუ აქ ვამბობ, რომ მის ფერიულ მოგზავნილობის ვერსიას უფრო ვემხრობი) , უმარგალიტესობა, უმთამყვარებიოსობა მთაშენკა 1995-96 წელს გავიცანი...

მე სულ პაააპალა ბიწი, წყნარი,მშვიდი, ხმას რომ არ ვიღებდი და თუ ამოვიღებდი, თან რომ ვწითლდებოდი, ისეთი ვიყავი...

მახსოვს, გაყინული ოფისი, შუქი არ იყო, საჭმელი არ გვქონდა, ჩაის ან ყავას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მივირთმევდით...

მერე.... ჩვენი სამუშაო - პირველყოფილი ტრეფიკინგის ნიშნები ქართულ მედიაში...

მე, მთაშენკა და ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი მანანა საათობით ვიჯექით გაყინულ ოფისში და ვფიქრობდით და ვმსჯელობდით მომავალზე და არცერთს არ გვქონდა წარმოდგენილი, რომ მე მე ვიქნებოდი მერე და ის - ის...

ჰოდა... გრძნეულობის ნიშნები მაშინაც კი ემჩნეოდა, მართალი გითხრათ, მაგალითად, ერთხელ, შუქი არ იყო, მე სასწავლებლიდან გაყინული ავედი მე-15 სართულზე და მთაშენკამ (მაშინ ლიკად ასაღებდა თავს) საიდანღაც ცხელი ჩაი მომართვა...

ყურადღება მიაქციეთ ფაქტს: დენი არ იყო და "მინუტკა" (გოგას ხათრით, წუთიკულა :wink: ) მთაშენკას ხელში უდენოდ ჩაირთო...

ასეთი ფაქტი მრავალი შემიძლია მოგითხროთ, მაგრამ სულ რომ არ გადაირიოთ (ისედაც კარაველები ხართ), ამიტომ ნელ-ნელა მოგაწვდით - დოზირებულად...

:wink:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:11
by ნიმფა
ARCHILI


არ დაგვინდო! მოგვიყევი ყველაფერი :lol: :lol: :lol:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:12
by ნიმფა
Int3lig3nt wrote:
eh lika, moazrovne qalbatonebs shuasaukuneebishi koconze amgzavrebdnen
ტრული!..
შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე?!

კარაველებში კოცონის "გაჩითვა" პრობლემა არ არის, რო რამე ;)...
არ დაგანებებთ :!:

:twisted:

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:12
by Mta Mkvarebia
ARCHILI
ამ მითზე რა გავლენას იქონიებს არ ვიცი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყავის ამბავი აღარ მახსოვდა :wink: , აი პრეზენტაციისთვის ნამცხვრები რომ დამაცხობინეს და მერე 300 თეფში დამარეცხინეს ეს კი მახსოვს :lol: .

მთა მყვარებია - ამოუხსნელი ფენომენი

Posted: 20 დეკ 2008, 22:36
by Katy
რა კარგად ვიცინეე!!! ძალიან მაგარი ხარ მთაშენკა, მიყვარხარ!!! :)