Page 1 of 1

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 16 დეკ 2008, 16:38
by gobe
სიყრმის დროიდან მუდამ მახსოვდა
ერთი სურათი, წიგნში ნანახი;
ჩანდა კარავი ფშანის მახლობლად,
შემობურვილი მწვანე ბალახით.
უკან მოჩანდა ტყე უსიერი,
შმაგი ქარისგან ტოტებდახრილი,
ელვა იწყებდა ცაში იერიშს,
ჩანდა ღრუბლებში მისი მახვილი.
თითქოს სურათი ალაპარაკდა -
დიდი წარსული შემომატარა,
დიდი ლენინი იჯდა კარავთან ,
მაგიდად ჰქონდა მორი პატარა.
მორზე დახრილი წერდა ლენინი,
იყო უბრალოც და საკვირველიც.
ხსოვნაში დამრჩა გუშინდელივით
მე იმ სურათის ნახვა პირველი...
არვინ ყოფილა მასზე დიადი,
მასზე უბრალო არვინ ყოფილა,
მისმა გენიამ გასჭრა წყვდიადი,
ცას და ქვეყანას შუქი მოჰფინა...
დიდი ლენინი იჯდა კარავთან...
ტყის პირ ხვდებოდა სტალინს ილიჩი,
მაშინ პეტერბურგს ჯანღი ჰფარავდა,
მაშინ სიბნელე იყო თბილისში.
იყო წყვდიადი გულშემზარავი,
ხმელეთს ეხვია შავი ღრუბლები,
და იქ, რაზლივში, იდგა კარავი,
როგორც სიმაგრე თავისუფლების.
იყო გრიგალის თავშესაფარი,
იყო ქარცეცხლის შემომნახველი
ხალხში გავიდა, როგორც ზღაპარი,
ერთი პატარა კარვის სახელი.
ფუძეს ურყევდა მტრის ციტადელებს,
გზას უნათებდა ურიცხვ არსენებს!..
მე ეს სურათი მუდამ მაღელვებს,
ჩემი ბავშვობის დღეებს მახსენებს.
ჩავფიქრდებოდი მე ამ სურათთან,
ოცნება მღლიდა და მიხაროდა,
ხელს წავავლებდი, ფიქრით სურას და
წყალს მივუტანდი ილიჩს წყაროდან.
ილიჩს წყურვილი არც კი ახსოვდა,
ვეტყოდი: - ძია, გწყურიათ იქნებ! –
ფიქრით კარავში ფიჩხი დამქონდა...
და დასასრული არ ჰქონდა ფიქრებს.
და ცოცხლდებოდა ტყე უსიერი,
საყვარელ ლენინს რომ იფარავდა.
ის ამზადებდა ხალხის იერიშს,
ხალხთა გენია იჯდა კარავთან;
დასცა სიბნელე გულშემზარავი,
ცას მოაშორა შავი ღრუბლები...
იდგა რაზლივში ერთი კარავი,
როგორც სიმაგრე თავისუფლების.

1959 წ.
შოთა აკობია

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 16 დეკ 2008, 17:27
by Toma
ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ ილიჩი და მე სადგაც ერთად ვიყავით ლაშქრობაში და ვერ ვიხსენწბდი.

და აი შუქი მოეფინა ყველაფერს. ჩემს მეხსიერებაში აღსდგა წლების წინ ერთად გატარებილი თბილი ღამეები, ზალივში გაშლილ კარავში. ეჰჰჰჰჰ........

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 16 დეკ 2008, 17:28
by ნიმფა
:D

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 16 დეკ 2008, 20:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
gobe
როგორ გეტყობა, რომ რომელიღაც ქალაქის წყალსადენებზე მუშაობას მორჩენილხარ

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 17 დეკ 2008, 00:17
by bela
gobe
ზუსტად დღეს ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები, რომ საბჭოთა დროინდელი მწერლები სულაც არ წერდნენ იძულებით ბელადებზე და კომუნისტურ აღმშენებლობაზე. ისინი იმ ეპოქის შვილები იყვნენ და როგორც აზროვნებდნენ, ისე წერდნენ...

მაგრამ შენ, დედა გენაცვლოს, რა მომნტში გადაეყარე მაგ ლექსს? :wink:

კარვული გასვლა რაზლივში

Posted: 21 დეკ 2008, 16:05
by Gvalva
მე მაპატიეთ...

სანამ ბოლოში გავიდოდი მეგონა რომ შენი დაწერილი იყო :oops: