Page 1 of 5

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 13:58
by paata_
http://www.bestgeorgians.ge

ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესო ქართველის ამორჩევა, ძალიან ბევრი გვყოლია დიდი ქართველი. ჩემი ათეული კი გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბვერზე გული დამწყდა რომ ვერ შევიყვანე საუკეთესოებში

1. დავით IV აღმაშენებელი (ბაგრატიონი)
2. თამარ მეფე (ბაგრატიონი)
3. სამასი არაგველი
4. წმინდა ნინო
5. გოდერძი ჩოხელი
6. ვაჟა-ფშაველა
7. ასურელი მამები
8. გრიგოლ ხანძთელი
9. დემეტრე II თავდადებული
10. ლადო ასათიანი

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 13:59
by Mta Mkvarebia
paata_
:D
ჩვენი ძმა და მეგობარი რომაა მაგ პროექტთან კავშირში, ხომ იცი? :wink:

paata_
ისე არჩევანში დაახლოებით გეთანხმები

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 14:00
by paata_
Mta Mkvarebia

კი ვიცი :;)

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 16:36
by ნიმფა
სამი ერის მამა გვყავდა:

გრიგოლ ხანძთელი (სიაში არის)

სულხან-საბა ორბელიანი

ილია მართალი ( ჭავჭავაძე).



უდიდეს ქართველთა შორის შოთა რუსთაველი უნდა მოვიხსენიოთ.




მათY გარეშე ათეული ვერ წარმომიდგენია

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 16:44
by paata_
~nimfa~

მართალი ხარ, ათეულში 10 ადამიანის შეყვანა ძალიან რთულია

თავიდან ჩამოწერა რო დავიწყე, ძალიან დიდი სია გამომივიდა, რომელთა არ შეყვანა არ შეიძლებოდა

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 16:44
by ნიმფა
paata_

წარმომიდგენია, მართლა მძიმე არჩევანია

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 17:02
by kiki
1. დავით აღმაშენებელი (ძლევამოსილი მეფე )
2.ილია ჭავჭავაძე (ქართველი ხალხის მამა)
3.ექვთიმე თაყაიშვილი (დიდია მისი ღვაწლი ერის ისტორიაში)
4.კონსტანტინე გამსახურდია (უდიდესი საზოგადო მოღვაწე)
5.სულხან-საბა ორბელიანი
6.ამროსი ხელაია
7.შოთა რუსთაველი
8.გრიგოლ ხანძთელი
9.ქეთევან დედოფალი (ქართველთათვის წამებული)
10.უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 17:14
by Mariam
მგონი 10-ით არაა შეზღუდული, მე 20 მაინც ამოვარჩიე.

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 19:02
by qvevri
ქრონოლოგიას ყურადღებას არ ვაქცევ, მეც გამიჭირდა მხოლოდ ათეულის არჩევა, მაგრამ თემის ავტორი ასე ამბობს და მას უნდა დავემორჩილოთ. ამის გარდა სიაში "სხვების" შეყვანას არა ვართ :wink:
1.დავით აღმაშენებელი
2.ილია ჭავჭავაძე
3.წმინდა ნინო
4.თამარი
5.ვახტანგ გორგასალი
6.ასურელი მამები
7.მაზნიაშვილი
8.იოანე ზოსიმე
9.მეფე მირიანი და დედოფალი ნანა
10.გიორგი ბრწყინვალე
როგორც უკვე ვთქვი მეც გამიჭირდა საერთო სიიდან ის ადამიანები ამომეწერა, რომლებსაც რაიმე ღვაწლის დაუდიათ საქართველოსათვის(თუმცა ზოგ-ზოგიერთები რატომ არიან სიაში მართლა ვერ გავიგე, რადგან მათ ჩათლახობის მეტი არაფერი უკეთებიათ ჩვენს ქვეყანაში), საერთოდ ეს არ არის ჩვენი ყოფნა არყოფნის არჩევანი, არამედ არის ჩვეულებრივი სია, რომელშიც ათი ჩვენთვის მისაღები ადამიანი უნდა ჩავწეროთ, აბა თქვენ იცით.

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 11 ნოე 2008, 19:46
by kotetbeli
ჩემო ძვირფასებო და ძალიან მაგრებო, რა მინდა გთხოვოთ...

1. თუ ვინმე ისეთი ადამიანია, ვინც www.bestgeorgians.ge -ზე არაა, თქვით და ბიოგრაფიაც მიუთითეთ (წყარო).
2. თქვით ყველაზე მთავარი - რა კრიტერიუმ(ებ)ით ირჩევთ ღირსეულ ადამიანებს.

P.S. მე შევეცდებოდი ისეთი ადამიანები წარმომეჩინა, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ერისადმი, ბერისადმი და სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის უცნობია მათი სახელები, მაგალითად:
გრიგოლ ბაკურიანისძე - საბერძნეთის დიდი მხედართმთავარი, რომელმაც პეტრიწონის მონასტერი აუშენა ქართველებს, ტიპიკონი დაუწერა და ქართველ მეფეს სხვადასხვა ადგილან ნაყიდი მიწები გადასცა საჩუქრად...
ექვთიმე აღმსარებელი - 1923 წელს ქუთაისიდან მცხეთაში ურმით ჩუმად ჩამოიტანა ქართული ხელნაწერები მარტომ და სვეტიცხოველსი გადამალა...
გულჩარა - გიორგი X-ის ასული. იიმ რანგის დიპლომატი იყო, რომ სულთანმა შაჰთან წარგზავნა ზავის დადების მოსალაპარაკებლად. იგივე გულჩარა იყო ცართული სიმონ I-ის ტყვეობიდან გამოხსნის მოლაპარაკებებში...
ძმები ნიკურაძეები - გერმანიის ავიაციის ფუძემდებლები, ინფოს უახლოეს მომავალში მოვიპოვებთ.

მოკლედ, ამ ეტაპზე საინტერესოა კრიტერიუმები, ვინ რას თვლის შერჩევის კრიტერიუმად.

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 12 ნოე 2008, 01:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
გადასარევი თემაა.
უამარავი დიდი ქართველი მოღვაწეობდა უცხოეთშიც (განსაკუტრებით, რუსეთში. მათი სფეროები იყო კულტურა,
სამხედრო, სპორტი, მედიცინა, მეცნიერება:
ბალანჩინი, იოანე პეტრიწი, პეტრე ბაგრატიონი, გრიგოლ რობაქიძე, გივი მარგველაშვილი, მიშელი (და შვილი გრეგორი)
იაშვილი (საფრანგეთის ნაკრების მორაგბე(ებ)ი, იმამ ყული ხან უნდილაძე, კახი კახიაშვილი, ოლეგ ბასილაშვილი, სტალინი და ა.შ.
რუსეთის მედიცინისა და მეცნიერების სფეროში უამრავი წამყვანი მეცნიერი მოღვაწეობდა.
კულტურაზე არაფერს ვამბობ...

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 12 ნოე 2008, 01:35
by Int3lig3nt
4. წმინდა ნინო
სადაური ქართველი იყო :roll:

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 12 ნოე 2008, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოში მოღვაწე 1ლი 10ეულის ჩემეული სია კი ასეთია:

ფარნავაზი
დამწერლობასთან, საქართველოს ახლებურ მოწყობასთან დაკავშირებული მთავარი ფიგურა
მეფე მირიანი
ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების მოთავე
ვახტანგ გორგასალი
დედაქალაქ თბილისის დამაარსებელი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შემოქმედი
ბაგრატ მესამე
საქართველოს 1ლი გამა1ანებელი
გრიგოლ ხანძთელი
არაბებისგან გათანგული და დაგლეჯილი საქართველოს სულიერი და კულტურული ცხოვრების ამღორძინებელი
დავით აღმაშენებლი
საქართველოს ოქროს ხანის შემქმნელი, საქართველოს არაბებისგან საბოლოდ დამხსნელი,
ყველა დროის საუკეთესო ქართველი რეფორმატორი
შოთა რუსთაველი
ქართული მწერლობის ახალი და ფასდაუდებელ აკვნის დამრწევი
ვახუშტი ბატონიშვილი
საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მეცნიერული მესაძირკვლე
ილია ჭავჭავაძე
ახალი საქართველოს შემქნელი, ერის გამომფხიზლებელი
კირიონ მე2
მე20 საუკუნის ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის შემოქმედი

სიის შედგენა ნამდვილად არ გამჭირვებია.

უბრალოდ, სიამოვნებით ჩავამატებდი:
ფარსმან ქველს,
ქუჯი ერისთავს
მეფე თამარს
გიორგი ბრწყინვალეს,
სულხან-საბას
ვაჟა-ფშაველას
ექვთიმე თაყაიშვილს
მიხეილ ჯავახიშვილს,
ბორის პაიჭაძეს
ილიკო სუხიშვილს


რაც შეეხება თანამედროვე 10 დიდ ქართველს:
პაატა ბურჭულაძე,
ლევან თედიაშვილი
კახი კალაძე (1ად1 პოსტსაბჭოელი, რომელმაც ჩემპიონტა ლიგა 2ჯერ მოიგო),
გივი მარგველაშვილი, გერმანიაში მოღვაწე მწერალი, ფილოსოფოსი
ერლომ ახვლედიანი
ზურაბ წერეთელი
ლეო ბოკერია
ბიძინა ივანაშვილი
ილია მე2
გია დვალი, ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ფიზიკოსი

აქ მცირეოდენით შევასწორე სია:
მეფე მირიანი მე2 10ეულიდან 1ლ 10ეულში ჩავსვი, ვინაიდან, მის მიერ ქრისტიანობის სახლემწიფო სარწმუნოებად
გამოცხადება გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ცხოვრებისთვის.
მეფე თამარი კი, ახლა მე2 10ეულში ჩავსვი.
რა თქმა უნდა, ის უდიდესი მეფე იყო, მაგრამ მისი რეფორმები და ოქროს ხანა წინამორბედების ღვაწლსა და
გამოცდილებასთან იყო ნაზიარები.

და კიდევ, ცოცხალი დიდი ქართველების სიაში ზურაბ წერეთელი ჩავსვი ქეთი მელუას ნაცვლად.
ვთვლი, რომ ქეთი მელუამ, ამ ახლაგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელმა, რომელმიც ფასადაუდებელ რეკლამას უწევს საქართველოს,
ჯერ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს დიდი ქართველის ტიტულის მოსაპოვებლად

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 12 ნოე 2008, 01:44
by ARCHILI
1. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები
-- მათი ღვაწლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც მწერლობის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და საქართველოს ისტორიის წინაშე.

2. გრიგოლ ხანძთელი
-- საქართველოს სულიერი მამა, მან, შეიძლება ითქვას, შექმნა საქართველოს იდეაც და ფესვებიც, რომელზეც აშენდა ერთიანი საქართველო

3. ძმები ოპიზრები
-- კულტურის წინაშე მათი დამსახურება უდიდესია, მათ შექმნეს ხელოვნება, რომლითაც მთელი მსოფლიო მოიხიბლა.

4. შოთა რუსთველი
-- შექმნა ქართული ნაწარმოები ქართველებისა და მთელი მსოფლიოსათვის. ნაწარმოები, რომლიც შეიძლება ითქვას, კოდექსია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორი უნდა იყოს ქვეყანა... წიგნი, სადაც ყველა შეკითხვაზეა პასუხი გაცემული.

5. ილია მართალი
-- საქართველოს სულიერი მამა და მსოფლიო მოაზროვნე. ილიამ აზროვნებაში გაუსწრო მსოფლიოს ძალიან ბევრ დიდ მოღვაწეს იმით, რომ დაიწყო მსჯელობა იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომელზეც მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ იყო გაზრდილი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

6. გალაკტიონი
-- გალაკტიონმა შექმნა ახალი ეპოქა პოეზიასა და ქართულ სიტყვასთან, ქართულ მხატვრულ აზროვნებასთან მიმართებაში... (ასეთი ტიპის დამსახურება სხვებსაც გააჩნიათ, მაგალითად, სულხან საბას, რომელმაც იმ დროის თანამედროვე ქართულ პროზას დაუდო ახალი საფუძველი და მემუარულ პროზას, აკაკი წერეთელს, რომელმაც გაამარტივა ქართული ენა და ა.შ. ამ შემთხვევაში მე გალაკტიონს განსაკუთრებული სიყვარულის გამო მივანიჭე უპირატესობა);

7. ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი
-- მათ XX საუკუნის საქართველო მსოფლიოს გააცნეს... და გააცნეს ღირსეულად... შექმნეს უნიკალური ქორეოგრაფიული კულტურა და გადაარჩინეს მრავალი ქორეოგრაფიული ნიმუში მივიწყებას.

8. ვახუშტი კოტეტიშვილი
-- ვახუშტი ამ საუკუნის ყველაზე დიდი ქართველი ლიტერატორია, ადამიანი, რომელიც ლიტერატურაში იყო შემოქმედიც, მეცნიერიც, ძველის მცოდნეც, ახლისაც, მთარგმნელიც და ფოლკლორისტიც. მისი რანგის ლიტერატორი საქართველოს არ ჰყოლია.

9. ილია მეორე
-- მგონი, პატრიარქის დამსახურებას ყველა ყოველდღე ვხვდებით და მას ახსნა არ უნდა.

10. ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე
-- მან დღემდე უკვე მრავალი სასწაულის ტოლფასი საქმე გააკეთა. საუკუნეების წინ მიძინებული რწმენა ხევში, სადაც ოთხიოდე წელში შექმნა და ააყვავა ეპარქია. გაიხსენა უძველესი კულტურები და შექმნა იმ ტიპის ქართული ტაძრები, რომლებიც საუკუნეეების განმავლობაში არ შექმნილა, მაგალითად, ქვაზე კვეთის კულტურა და ძველი ქართული საეკლესიო კულტურის შექმნა (ქართული ჩუქურთმები და ქართული ღვთისმსახურება და ა.შ.) ამას გარდა, მან ჭყონდიდში უკვე ორიოდე წელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია შექმნა.

საქართველოს დიდი ათეული

Posted: 12 ნოე 2008, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_ wrote:http://www.bestgeorgians.ge

ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესო ქართველის ამორჩევა, ძალიან ბევრი გვყოლია დიდი ქართველი. ჩემი ათეული კი გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბვერზე გული დამწყდა რომ ვერ შევიყვანე საუკეთესოებში

1. დავით IV აღმაშენებელი (ბაგრატიონი)
2. თამარ მეფე (ბაგრატიონი)
3. სამასი არაგველი
4. წმინდა ნინო
5. გოდერძი ჩოხელი
6. ვაჟა-ფშაველა
7. ასურელი მამები
8. გრიგოლ ხანძთელი
9. დემეტრე II თავდადებული
10. ლადო ასათიანი
ახლა შენ ჩამონათვალს მივყევი და 10 კი, არა, 309 ქართველი გყავს დასახელებული.
ეგრე არ გამოვა.
სიას 299 ქართველი უნდა გამოაკლო ძამიკო და დატოვო 10