ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by lama » 27 იან 2009, 19:40

ლეონტი
ვაააააააა

გიო დვალაშვილი გავჩითე :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 27 იან 2009, 19:57

ლეონტი
მაგარია
Last edited by qvevri on 29 იან 2009, 09:31, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 29 იან 2009, 09:31

ლეონტი
მოაკვარახჭინე ხომ შენებურად... :wink: კარგი მეც წავშლი ჩემს ზემორე ნაწერს :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 თებ 2009, 14:49

ამ თემას ასეთი გაგრძელაბ თუ ჰქონდა, არ ვიცოდი.
ვა, აქაც ქვევრის რამდენი მარგალიატი ყოფილა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 07 თებ 2009, 12:49

ალექსანდრე ღორთქლიშვილის ლექსი ეზღვნება ქვევრს იგივე გიორგის:

http://www.soundlantern.com/UpdatedSoun ... ToId=31725

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 26 თებ 2009, 10:49

ძველი საფლავის ლოდი
ვიქნებოდი ესე თოთხმეტი თხუთმეტი წლისა, მაშინ ჩვენში ჯერ კიდევ იკრძალებოდა საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძარში სიარული, რაზეც ჩვენი სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მკაცრადა სტუქსავდნენ ხოლმე, ჩვენ კი უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა გვწვავდა და ასეთ დღეებში მაინც ვბედავდით და მივიპარებოდით ტაძარ-მონასტრებში. მოწაფეების დატუქსვის მიზეზე შესაძლოა ასევე აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლა და ხელში აღდგომის წითელი კვერცხის ჭერაც გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს თითქმის ყოველთვის წვიმა მოდიოდა ან ჟინჟღლავდა მე საშუალებას არ უშვებდი ხელიდან უფროსებთან ერთად საფლავზე გავსულიყავი. მცხეთელები ისე, როგორც სხვა სოფლებისა თუ ქალაქის მცხოვრებნი იმ დღეს არა ახლობელი ადამიანების საფლავთა კურთხევით, არამედ პირდაპირ ღვინის სმითა და ქეიფით იწყებდნენ იმ იმედით, რომ შუა ქეიფსა და დროსტარებაში მყოფნი სადმე საფლავების მაკურთხეველ მოძღვარს დაინახავდნენ ხელში საცეცხლურით, დაუძახებდნენ— მამაო ერთი აქეთაც გამოიარეო, აკურთხებინებდნენ მოძღვარს თავიანთი ახლობლის საფლავს და ვალმოხდილები და გულიდან ლოდგადაგორებულები უფრო მეტი შემართებით გააგრძელებდნენ ღვინის სმასა და ღრიანცელს. ხოლო თუ მღვდელი არ ჩამოივლიდა, არც იმაზე ნაღვლობდნენ და თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ შარშან ხომ გვყავდა მოძღვარი და წელს რაღა აუცილებელიაო... წავიდოდნენ თუ არა ბანცალ-ბანცალით ქეიფით გულნაჯერები მცხეთელები სახლებისაკენ ეხლა ბავშვებს მიეცემოდათ დრო და ასპარეზი და დაიწყებდნენ გამოკეტილი საფლავების გაღებასა და საფლავებზე სამადლოდ დატოვებული წითელი კვერცხების წამოკრეფას. ერთხელ პაპაჩემის საფლავზე გასული და მერე მთელი “სამეზობლო” საფლავებ შემორბენილი დაღლილი ვიჯექი ერთ ძველ საფლავის ლოდზე და ვუცდიდი როდის წავიდოდნენ “მეზობელი” სასაფლაოდან ერთი ჭიქა შენდობის სათქმელად უკვე ერთი საათის წინ მოსული ხალხი და როდის წავიდოდით სახლში. პაპაჩემის სასაფლაო წმინდა ბარბარეს დანგრეული ტაძრის გვერდით იყო. იქვე ახლოს კი ერთი ძველი, დროისაგან შეჭმული საფლავის ლოდი იდო ეულად. ამ ლოდთან არც არავინ მიდიოდა ამ დღეს შენდობის სათქმელად და არც არავინ ტოვებდა წითელ კვერცხებს როგორც წესი, მაგრამ ეხლა კი საფლავთან ერთი შავოსანი, მოხუცი ქალი მოსულიყო. ლოდის გვერდზე პირდაპირ მიწაზე დამჯდარიყო, შავი ნაჭრის ჩანთა გვერდზე მოედო და ზედ საფლავის ლოდზე დაეწყო წითელი კვერცხები, მწვანილი, პასკა, პური და ორი ბოთლი წითელი ღვინო თავისი ორი ჭიქით. იჯდა მარტოდ-მარტო მოხუცი ქალი დანაღვლიანებული და რაღაცაზე ჩაფიქრებული, ამავე საფლავის ქვასავით გაშეშებულიყო. ამ ყველაფრის შემხედვარე მეც დავნაღვლიანდი და საოცრად შემეცოდა მოხუცი ქალი, რომელთანაც არავინ არ მიდიოდა მისი მიცვალებულისათვის შენდობის სათქმელად. ეტყობა მოხუცმა ჩემი მზერა დაიჭირა, უცბად ჩემსკენ მოტრიალდა და დამიძახა, მოდი შვილო ერთი ჭიქით შენდობა უთხარი ჩემს მიცვალებულსაო. ცოტა დავიბენი, ვერც კი გამეგო როგორ უნდა მოვქცეულიყავი ან რა უნდა მეთქვა. მაინც მივედი, გაიხარა, შენგან უფრო მიუვაო და წითელი ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა. თვითონ პასკის ნაჭერი ეჭირა ხელში და უხალისოდა სჭამდა. ჭიქა რომ მომაწოდა თვითონ ისევ ისე გაშეშდა როგორც ცოტა ხნის წინ, არ მიყურებდა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ცალი ყური ჩემსკენა ჰქონდა. მე გონება დავძაბე და გავიხსენე თუ როგორ ამბობდნენ კაცები შესანდობას და რას აკეთებდნენ ამ დროს. გაანათლოს-მეთქი ჩუმადა ვთქვი, მერე ჭიქა ტუჩთან მივიტანე, ცოტა მოვსვი და ღვინო საფლავის ქვასთან დავაქციე ჯვრის სახით. ცარიელი ჭიქა ისევ მოხუცს მივაწოდე, რომელმაც წითელი კვერცხი გამომიწოდა და მითხრა- გამომართვიო. წამოვედი, რამოდენიმე ნაბიჯი გამოვიარე და ისევ ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი. შიგადა-შიგ ისევ ვუცქერდი მოხუცს, რომელიც იჯდა თავისთვის ჩუმად და ღეჭავდა უღიმღამოდ პასკას. მერე წამოდგა, რაღაცით გულნაკლულმა იქაურობას მოავლო თვალი, ერთხანს თავისი მიცვალებულის საფლავის ლოდს უცქირა, თითქოს რაღაცაც ჩაილაპარაკა, თავის შავ, ნაჭრის ჩანთაში ჩაალაგა საჭმელ-სასმელი და ისე გაშორდა იქაურობას, რომ თითქოს არც წასვლა უნდა და არც აქ დარჩენაო... მიმავალმა ერთი კიდევ გამომხედა წამით და იცით მაშინ რა მოხდა? სწორედ ამ წამიერი გამოხდვით მივხვდი, რომ დროისაგან შეჭმული საფლავის ლოდის ქვეშ მამაკაცი იწვა... მამა, ძმა, ქმარი ან იქნებ სულაც გულისსწორი... მას მერე აგერ უკვე ოცი წელი გადის, ღმერთმა გაცხოვნოს მოხუცო ქართველო ქალო, რომელმაც პირველმა მათქმევინე ქართველი კაცის შესანდობარი, ღმერთმა შენც შეგინდოს...
Last edited by qvevri on 27 თებ 2009, 09:54, edited 1 time in total.


User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Toma » 26 თებ 2009, 15:45

qvevri
გავსკდი ტირილით :( :( :( რას გვერჩი გიო?

მაგარია გაიხარე
ცხოვრება მშვენიერია :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 29 ივლ 2009, 10:02

ზედაშის ქვევრი და ღვინო
მიუხედავად იმისა, რომ ქვევრში ღვინის დაყენების საკითხი ერთ მთლიან საგანს წარმოადგენს, შეიძლება საზედაშე ქვევრი და ღვინო მაინც ცალკე მოვლენად გამოიყოს. თავისთავად საზედაშე ღვინის დაყენება დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინის დაყენებისაგან. ძირითადი განსხვავება ამ ორი ღვინის დაყენების შემთხვევაში არის არა ღვინის ტექნოლოგია, არამედ შინაარსობრივი, დანიშნულებითი მხარე. “ზედაშის ქვევრების” საკითხი დღესდღეობით გარკვეულ განსჯის საგანს წარმოადგენს მოსახლეობაში, რადგან ახლო წარსულში ზედაშის ქვევრებისა და ღვინის შინაარსობრივი მხარე მთლიანად დავიწყებული და უგულებელყოფილი იქნა და ამ გამოთქმამ, არასწორი და ხშირ შემთხვევაში დამახინჯებული აზრიც კი შეიძინა, რომელიც დღემდეა გავრცელებული მოსახლეობაში.
ზედაშის ქვევრი მარანში ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენდა და მას ყოველთვის, გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა, ხოლო დანარჩენი ქვევრების განლაგებაც, სწორედ ზედაშის ქვევრისა თუ ქვევრების მდებარეობის გათვალისწინებით ხდებოდა მარანში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზედაშეს შუა, ცენტრალური ადგილი უნდა სჭეროდა სხვა ქვევრებს შორის. პირიქით_ ზედაშის ქვევრი განცალკევებულ ადგილს იკავებდა, მაგრამ ზედაშეების ადგილი, ღვინის ხარისხიანად შენახვის თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო საუკეთესო სხვა ქვევრების მდებარეობასთან შედარებით, იგულისხმება სიგრილე, მზის სხივების მიუწვდომლობა და შედარებით მყუდრო ადგილი.
ჩვენ დღემდე არ მოგვეპოვება მასალა იმის შესახებ, თუ რა განსხვავება არსებობდა ჩვეულებრივსა და ზედაშის ქვევრების დამზადების ტექნოლოგიას შორის, მაგრამ ძალზე ხშირად, ძველი ზედაშის ქვევრებზე შეიმჩნევა მექვევრე ოსტატის მიერ გაკეთებული დამღები, რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. განსხვავებას, ზედაშისა და ჩვეულებრივ ქვევრებს შორის არც მათი ცვილით დამუშავებისა თუ კირით დადუღაბების შემთხვევაში ვხვდებით, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ ზედაშის ქვევრები უფრო მეტი გულისყურით ირეცხებოდა და რომ ამ მნიშვნელოვან პროცესს უფრო დიდი დრო და ენერგია დაეთმობოდა წარსულ დროში. ზედაშის ქვევრებისა და ღვინის კულტურა მთელ საქართველოშია გავრცელებული, მაგრამ ამ მოვლენას უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში, და კონკრეტულად, კახეთში ვხვდებით. ძველად პრაქტიკულად არ არსებობდა არცერთი მარანი, სადაც ზედაშის თუნდაც ერთი ქვევრი არ ყოფილიყო ჩაფლული. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მარნის მფლობელ ოჯახს ჰქონდა ზედაშის ქვევრი, რომელშიც მზადდებოდა, როგორც ტაძარ-მონასტრებისათვის შესაწირი ღვინო, ისე საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო. სადღეისოდ ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, მთლიანად დავიწყებულია და დღევანდელი ტრადიციული მარნების მეპატრონეები ჩვენი წინაპრების ამ მეტად მნიშვნელოვან ადათს აღარ აგრძელებენ.
ზედაშის ქვევრებსა და საზედაშე ღვინოს ყოველთვის დიდი გულისყურით ეკიდებოდა ქართველი კაცი. ასეთ ქვევრებთან და მეტადრე ღვინოსთან, მაგალითად, მანდილოსანი ახლოსაც კი არ მიდიოდა. როგორც თავშივე აღინიშნა, ზედაშის ქვევრებისა თუ ღვინის ტრადიცია დღესდღეობით მთლიანად დავიწყებულია და საქართველოში, გარდა ერთეული ადამიანებისა, საზედაშე ღვინოს აღარავინ აყენებს.
ორი სიტყვით შევეხოთ თავად საზედაშე ღვინის დაყენების წესსაც. ტაძარ-მონასტრებისადმი შენაწირი ღვინის გარკვეული ნაწილი საბარძიმედაა განკუთვნილი. ასეთი ღვინო წირვა-ლოცვის დროს მაცხოვრის სისხლად გარდაიქმნება და აი, სწორედ ეს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მომენტი განაპირობებს იმას, რომ საზედაშე ღვინოს ეასჭიროება განსაკუთრებული ყურადღება, მოვლა და მოპყრობა, დაწყებული ქვევრების რეცხვითა და მარნის სისუფთავით და დამთავრებული ყურძნის გადამუშავებითა და მისი დადუღება-დაღვინებისა და შენახვის პროცესით. მადუღარ ქვევრებს ალკოჰოლური დუღილის პერიოდში ესაჭიროება ჭაჭის ხშირი ჩარევა, ეს სიხშირე შესაძლოა შეადგენდეს დღეში მინიმუმ 5 ჩარევას. საერთოდ კი კარგია, თუ ქვევრებში ჭაჭა ჩაერევა ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ, განსაკუთრებით მძაფრი დუღილის პერიოდში. დუღილის დამთავრების შემდეგ ჭაჭა და ღვინო უნდა განცალკევდეს და ღვინო გადატანილი უნდა იქნეს ცალკე ქვევრში, რის შემდეგაც საზედაშე ღვინოს ესაჭიროება სრული სიმშვიდე გარკვეული დროის განმავლობაში. ღვინოს, ჭაჭიდან მოხსნის შემდეგ, პირველი გადაღება შესაძლოა სხვადასხვა დროს მოუწიოს ადგილის, რეგიონის, მოსავლის წლისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეს დრო შესაძლოა იყოს, მაგალითად, ნოემბერ-დეკემბერი. საზედაშე ღვინის დასაყენებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები. ყოვლად დაუშვებელია საზედაშე ღვინის დასაყენებლად თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშების გამოყენება ან თუნდაც მათი უმცირესი ნაწილის შერევა წითელ ყურძენში. ასევე არ შეიძლება წითელ საზედაშე ღვინოში თეთრი ღვინის შერევაც, თუნდაც ეს იყოს ღვინის სულ მცირედი ნაწილიც კი. ამის გარდა, უნდა გამოირიცხოს საზედაშე ღვინოში წყლის მოხვდრაც. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად ჭურჭლის გამოყენება, იქნება ეს ქვევრი, კასრი, მინის ჭურჭელი თუ სხვა, უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც იგი რეცხვის შემდეგ კარგად გაშრება. საზედაშედ ასევე არ გამოიყენებენ ვარდისფერი ღვინის მომცემ ყურძნის ჯიშებსაც, რომელთა შეფერილობაც სუსტია. ზოგადად, საზედაშე და აქედან გამომდინარე საბარძიმე ღვინისათვის უმჯობესია თუ გამოყენებული იქნება ძველი ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები, როგორებიცაა მაგალითად: “საფერავი”, “ძველშავი”, “ოცხანური საფერე”, ქართლისა თუ კახეთის “თავკვერი”, “შევკაპიტო” და სხვა, დასავლეთისა თუ აღმოსავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშები და არა ისეთი ჯიშები, როგორებიცაა, მაგალითად “ადესა”, “ვაქირულა”, “შანიძე”, “დირბულა”, “მოლდავანკა” და სხვა სახეობათა შორისი ჰიბრიდები თუ ეგრეთწოდებული “უწამლი” ვაზის ჯიშები. ჩვენმა წინაპრებმა საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს ქართული ვაზის ჯიშების გამოსაყვანად და მათ მართლაც შეძლეს ის, რომ შეექმნათ მსოფლიო ვაზის ჯიშთა საგანძური, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების სახით! და ჩვენ რატომ უნდა გამოვიყენოთ საბარძიმედ მდარე და გაურკვეველი წარმოშობის უცხოური ჯიშები, რომლებიც თავიანთ სამშობლოშიც კი დაწუნებულია და უვარგისადაა აღიარებული? ამგვარი “უჯიშო” ჯიშების ადგილი არათუ ზედაშის ქვევრებში და, აქედან გამომდინარე, წმინდა ბარძიმშია, არამედ საერთოდ საქართველოშიც არაა!
ოჯახურ პირობებში დაყენებულ საზედაშე ღვინოს დამუშავება (იგულისხმება ფილტრაცია, გაწებვა და სხვა ქიმიური დანამატების დამატება) არ ესაჭიროება. ასევე არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში არც არის რეკომენდებული ალკოჰოლური დუღილის დროს კულტურული საფუარების გამოყენებაც. ზოგადად, ოჯახურ პირობებში, არათუ საზედაშე ღვინოს, არამედ ჩვეულებრივ ღვინოსაც არ ესაჭიროება ზემოთ ჩამოთვლილი დანამატები და ფილტრაცია, რადგან ღვინო, თუკი მას წიგნიერად მიუდგებით, ბუნებრივად და ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე გაივლის ყველა იმ ეტაპს რომელსაც, მაგალითად, ქარხნულ მეღვინეობას ესაჭიროება. აღნიშნული ქიმიური დანამატები კი წარმოადგენენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მზადდება საქონლის ძვლებისა თუ ჩლიქებისა და რქებისაგან და, რაც ყველაზე მიუღებელია, საქონლის სისხლისგანაც კი, ასევე თევზის ნაწლავებისაგან და სხვ., რომლებსაც არაფერი არ ესაქმებათ ღვინოში და მეტადრე საბარძიმე ღვინოში. ამგვარი დანამატების შედეგად დაყენებული ღვინის გამოყენება საბარძიმე ღვინოდ, მით უმეტეს თუ ამის შეასხებ მოძღვარი არ არის ინფორმირებული, ყოვლად დაუშვებელია. ერთადერთი მეთოდი, რომლის გამოყენებაც დაშვებულია ზედაშის ღვინის დაყენებისას ესაა ქვევრებში გოგირდის ჩაბოლება, რომელსაც ჭურჭელში მისსავე სადეზინფექციოდ ჩააბოლებენ მათი გამოყენების წინ. ამ მეთოდს ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ. რა თქმა უნდა, გოგირდის ჩაბოლება არ გამორიცხავს ჭურჭლისა და მარნის ჰიგიენის წესების დაცვას, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა ხარისხიანი ღვინის მისაღებად. აქედან გამომდინარე, საზედაშე ღვინოს ეასჭიროება არა ფილტრაცია, გაწებვა თუ სხვა ალქიმიური პრეპარატებით გაჯერება, არამედ ჭაჭიდან დროული მოხსნა, გადაღების სწორი დროის შერჩევა, წესების დაცვით შენახვა და, როგორც უკვე ითქვა, მარნისა და ჭურჭელის ჰიგიენური წესების ზუსტი დაცვა.
იყო შემთხვევა, როდესაც ზედაშის ქვევრი ზიანდებოდა, იბზარებოდა ან ტყდებოდა. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა მისდევდა ერთ მეტად ყურადსაღებ წესს: ახალი სანაცვლო საზედაშე ქვევრი იმავე მოცულობის კი არ უნდა ყოფილიყიო, არამედ უფრო მოზრდილი. მაგალითად, 100_ ლიტრიანი ქოცოს დაზიანების შემთხვევაში შეიძენდნენ, დაახლოებით 10 ლიტრით უფრო მეტი მოცულობის ქოცოს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადათჩვევა საქართველოში დიდი სიძველით ხასიათდება.
ამრიგად ქართული და საერთოდ ქრისტიანული წარმოდგენით ზედაშე ის ღვინოა, რომელიც მართლმადიდებლური წირვის დროს მაცხოვრის სისხლად გარდაიქმნება, და აქედან გამომდინარე, ამ ღვინის დაყენებას ადამიანი, რთვლიდან და ყურძნის დაწურვიდანვე ისე უნდა მოეკიდოს, როგორც თავად სიწმინდეს. ძველად, ყურძნის დაჭყლეტის დროს, მარანში აუცილებლად ინთებოდა კელაპტარი, საწნახელში კი არამც და არამც არ ჩადგებოდა ნასვამი მამაკაცი, ხოლო მას, ვინც საზედაშე ღვინის დასამზადებელი ყურძნის წურვის დროს ბილწსიტყვაობდა ან ზედმეტად ხმაურობდა, მარნიდან ითხოვდნენ. არსებობს სპეციალური ლოცვა, რომელსაც მოძღვრი კითხულობს ყურძნის დაწურვის დროს. ეს ლოცვა ძველად თითქმის ყველა მარანში აღესრულებოდა და იკურთხებოდა როგორც წლის მოსავალი ისე ყურძნის დაწურვის დაწყებაც. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღესდღეობით, წინაპართა ეს მეტად მნიშვნელოვანი ადათ-წესი აღარ აღესრულება, გარდა იშვიათი და ერთეული შემთხვევებისა. ზედაშის ტრადიცია თავისი ღრმა შინაარსით აღდგენას საჭიროებს, ამასთან ასევე აღსადგენია ის ძველი ქართული ვაზის ჯიშებიც, რომელთაგან ჩვენი წინაპრები საზედაშე ღვინოს ამზადებდნენ. და თუმცა ეს ყოველივე საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ამავდროულად დიდ დროსაც მოითხოვს, ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი კაცი კვლავ მიუბრუნდება ამ მეტად კეთილშობილურ საქმეს, როგორიცაა ზედაშის ქვევრების მოვლა, საზედაშე და საბარძიმე ღვინის დაყენება.
ქვევრი
2009 წლი.
Last edited by qvevri on 05 აგვ 2009, 09:24, edited 2 times in total.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ნიმფა » 29 ივლ 2009, 15:57

qvevri

ძალიან საინტერესო იყო.

მადლობა გიორგი.:)


პ.ს. ჩემი ერთი მეგობარია და სულ "დირბულას" ქება დიდებაშია, შავი დიდებული ღვინოაო.
მაშ არ ყოფილა ასე?
ქართული ჯიში არ არის?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 29 ივლ 2009, 22:31

ნიმფა wrote:qvevri

ძალიან საინტერესო იყო.

მადლობა გიორგი.:)


პ.ს. ჩემი ერთი მეგობარია და სულ "დირბულას" ქება დიდებაშია, შავი დიდებული ღვინოაო.
მაშ არ ყოფილა ასე?
ქართული ჯიში არ არის?
დირბულა საფრანგეთიდან შემოტანილი ჰიბრიდია და ისეთივე ნაგავია, როგორიც ვაქირულა, ადესა და სხვ. როგორც უკვე ვთქვი ამ ნაგავი ჯიშების ადგილი საქართველოში და მეტადრე წმინდა ბარძიმში არ არის. სხვათა შორის ამ უჯიშო ჯიშის შესახებ უკვე საფრანგეთშიც აღარ ახსოვთ....

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ნიმფა » 30 ივლ 2009, 12:17

qvevri


ძალიან კარგი :D თორემ ყურები მქონდა გამოჭედილი :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 ივლ 2009, 23:53

ქვევრის გულიდან ანკარა წყარო მოსჩქეფს...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 08 დეკ 2009, 17:22

არაგვო ტურის სახვრეპო
რადა ხარ ცოდვიანიო
რამდენ ვაჟ გაიყოლიე
უცოლო, ცოლიანიო.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 17 იან 2010, 22:15

წამის წამება
გევედრებით, გემუდარებით ნუ მომკლავთ, ნუ გამწირავთ, მეც ხომ ამ ცისა ვარ? ვისთვის რა დამიშავებია? ვისი რა წამიღია? ვისი რა ვალი მაქვს? განა თქვენთვის არა ვარ გაჩენილი ამ ქვეყნად? განა თქვენთვის არ დავწიკწიკებ ჩემი დღე და მოსწრება? რადა მკლავთ, რადა მწირავთ? მამყოფეთ სააქაოს მეცა, მეც გავიხარო და ვუმზირო სამზერალს, რას მერჩით? რა დაგიშავეთ? იძახდა საბრალო წამი და თან თავზე წამომდგარ მშიერ მგელს, ძეძვის ბუჩქს, ზარნაშოსა და ორმოს უმზერდა საბრალო თვალებით შეწყალების მოლოდინში.
ზარნაშოს წარბები კუშტად შეეკრა, შიმელას ერთ გრძელ ტოტზე ჩამომჯდარიყო და ზემოდან ჩამოჰყურებდა ამბავს. ჩუმათ იყოს და იმაზე ფიქრობდა თუ სხვები რას იყტვიანო. ბოლოს ისევ ორმომ ამოიღო ხმა და დაიწყო: ჩემი ცხოვრება ხანმოკლეა, გავჩნდები თუ არა ქვეყანაზე იმ წამიდანვე იწყება ჩემი სიკვდილი და დასამარება, ყოველ წამს ჩამოსცვივა ჩემს გულში: ხმელი ფოთოლი, მიწა თუ კენჭი და ვივსები და ვესალმები სიცოცხლეს ასე წამი-წამ. ეგ ვაჟბატონი რომ არ არსებობდეს ხომ უფრო დიდი ხნის სიცოცხლე მექნებოდა ამ ქვეყანაზე? ხომ უფრო დიდს ხანს გავიხარებდი აქ ყოფნითა? აბა ერთი ჰკარით ხელი და აქ ჩამოაგდეთ ჩემთან, რომ ნახოს ერთი როგორია სიკვდილი. როგორია, როცა ცოცხლადა გმარხავენო, ამბობდა გაჯავრებული ორმო, რომელსაც თვალები და პირი ფართოდ გაეღო და შესცქეროდა იქ მყოფთ, რომელთაგანაც სიტყვის შეწევნას ელოდა. სწორედაც, რომ მასეა, გააგრძელა სიტყვა ძეძვის ბუჩქმა, მეც მინდა, რომ გავიხარო ქვეყანაზე, მეც მინდა, რომ ვკოპწიაობდე და ვპატარძლობდე სულმუდამ, მაგრამ წამით-წამ სულ ძონძებითა და ათასი კონკებ-ჭინჭებით მავსებს ქარი. მომედებიან ტანზე ძონძ-ჭინჭები და ყველასთვის საზიზღარი დასანახი ვხდები, ის კი არა ყველაფერში მე მდებენ ბრალსა და სალანძღავ სიტყვადაც ჩემს სახელსა ჰხმარობენ, ესე ამბობენ: _ რა ძეძვივით მედები ფეხებშიო... ეს არის საქმე? და მერე ვისი გულისთვის, ამის გულისთვის? წამის გულისთვის? იძახდა ძეძვის ბუჩქი და თან ძონძებითა და ჭინჭებით გავსებულ ტანს არხევდა აქეთ-იქით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა...
ეხლა კი ზარნაშომაც იკადრა და ამოიღო ხმა, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა შიმელას გრძელ ტოტზე. სწორედ მაგისი ბრალია, რომ დრო ასე მიფრინავს და მიდის. ისე გაირბენს დღე და თვე, ისე გაირბენს წელიწადი, რომ უკან მოხედვას ვერც კი მოასწრებს კაცი. ყველაფერს სიკვდილი ემუქრება ჩვენს გარშემო, ყველაფერს! მხოლოდ თვითონ მაგას არ აკლდება არაფერი, არც ხანი და არც ძალი, პირიქით ყოველი წამის მერე უფრო ძლიერად შემოჰკრავს ხოლმე მომდევნო წამსა, რომ უფრო ბევრის წაყვანა მოასწროს საიქიოს, უფრო ბევრი გამოასალმოს სიცოცხლეს, უფრო ბევრი ჩაუძახოს ქვესკნელში. ერთხელ და სამუდამოთ უნდა ჩავქოლოთ და დავამიწოთ, რომ იქნება რამე გვეშველოსო, ამბობდა ზარნაშო და თან ბრაზით დაჰკიოდა საწყალ წამს ზედ თავზე მაღალი ტოტიდან. მშიერმა მგელმა, რომელიც თითქოს ამ წამის დადგომას უცდიდაო, ისეთი ყეფა-ღრენით შეუტია წამს, რომ გეგონებოდათ ეს ესაა თვალში ამოღებულ ცხვარს უნდა დაეტაკოს და ყელი გამოღადროსო. რა არის ჩემი ცხოვრება? სულ მშიერი ვგდივარ და დავიარები. ზამთარ-ზაფხულ სულ იმაზე ვფიქრობ თუ, როგორ გადავირჩინო სიმშილით სიკვდილისაგან თავი. ტკბილი სიტყვა ჩემთვის არ არის და მშვიდი დღე, მთელი ჩემი მგლური ცხოვრების მანძილზე შიეძლება სითბო, მოსვენება, განცხრომა და სიმაძღრე მხოლოდ ერთი წამით მომეცეს, სამაგიეროდ მწარე წამები კი იცოცხლეთ ბლომად გაიმეტა ჩემთვის მაგ ვაჟბატონმა... ოხ ერთი შემეძლოს, რომ მივვარდე და ყელი გამოვაღადრო ჩემი ეშვებითაო - ღმუოდა მგელი და თან საბრალო წამზე იწევდა. თავად წამს ამ დროს ტყის ნეშომპალიან მიწაში ჩარეგო თავი და მწარედა სტიროდა შეშეინებული და იმას ელოდა, თუ როდის ჩაუძახებდნენ ორმოში და როდის ამოჰხდიდნენ სულს გარეშემო მდგომნი. შემიბრალეთ, შემიბრალეთო იძახდა საწყალი წამი, მაგრამ მისი ბედი უკვე გადაეწყვიტათ მის თავზე მდგომთ და საცაა აღასრულებდნენ კიდეც სასიკვდილო განაჩენს. აი, მოჰხვიეს კიდეც ხელი ყველამ ერთად საბრალო წამს და გადაუძახეს ღრმა ორმოში, რომელმაც ხარბათ ჩასჭიდა ხელები მსხვერპლს და იქამდე არ მისცა გასაქანი და საშველი სანამ ზემოთ დარჩენილები ორმოს მიწით არ ამოავსებდნენ. გაივსო კიდეც ორმო მიწით...
დიდხანს ინძრეოდა ორმოზე წაყრილი მიწა, მაგრამ მერე შეწყდა მიწის მოძრაობა და დაწყნარდა სასიკვდილო განაჩენის აღმასრულებელთა გულები. ისინი ამ დროს ისეთ სიამოვნებასა გრძნობდნენ, როგორსაც თავით-ფეხებამდე სისხლში ამოსვრილი მძორიჭამია აფთარი გრძნობს ხოლმე, ლეშით გაძღომისას.
მერე? რა მოხდა მერე? შენელდა დრო? ისრულეს თვისი გულისწადილი ორმომ, მშიერმა მგელმა, ძეძვის ბუჩქმა და ზარნაშომ?
დასჩერებოდნენ ყველანი ორმოში ცოცხლადჩამარხული წამის სამარეს და ამ დროს, სად იყო და სად არა, ნიავმა, სადღაც შორეთიდან არწივის ბუმბული მოიტანა და ზედ წამის სამარეზე დააგდო. ცოტა ხანს დუმდა არწივის ბუმბული, მერე კი ყველაფერს მიხვდა, რაც მომდარიყო და ხმა ამოიღო - ეს რა ჩაიდინეთ თქვე უგუნურებო? ეს რა ქენით? როგორ გაიმეტეთ საბრალო წამი ცოცხლად დასამარხად? თქვენ გგონიათ, რომ რახან წამი აწამეთ მაგითი დრო და ჟამი შეანელეთ, და ვითომ ეხლა მაგითი უფრო დიდს ხანს იცოცხლებთ? მაგითი უფრო ლამაზები, მაძღრები, დღეგრძელები და ბედნიერები იქნებით? ვაი თქვე ბედშავებო თქვენა, იმაზე აღარ გიფიქრიათ, რომ ამიერიდან წამის ადგილს წუთი დაიკავებს და წუთის ადგილს საათი? ბუმბული ცოტა ხანს იქვე ეგდო წამის სამარეზე და მერე ისევ ნიავს გაჰყვა სადღაცა...
ყველა ჩააფიქრა არწივის ბუმბულის ნათქვამმა. და მართლაც იმ წამიდან მოყოლებული, როცა წამი აწამეს იმისი ადგილი წუთმა დაიკავა და დრო ისე აჩქარდა, რომ ორმო ერთოირად მალე ივსებოდა, ისედაც სულმუდამ მშიერ მგელს უფრო მალ-მალე ჰშივდებოდა და უფრო ძლიერადა სციოდა, ძეძვის ბუჩქი უფრო მალ-მალე იკონკებოდა და იძონძებოდა ჭინჭებითა და ნაგვით, ზარნაშოები კი ისე სწრაფად ბერდებოდნენ, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ ასწრებდნენ. აწამეს წამი, მოჰკლეს, თითქოს დრო უნდა შენელებულიყო მაგრამ ის უფრო აჩქარდა...
მცხეთა. 2010წ.
თქვენი ქვევრი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]