ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GIRA » 12 დეკ 2008, 16:10

მე ერთი კი ვიცი ხალხო, საქართველოში ვინმე რეალურად, რომ აკონტროლებდეს ღვინის ხარისხს(რაც რესტორნებში და მაღაზიებსა თუ სარდაფებში იყიდება), ჩვენთვის სამყოფი ღვინო არ იქნება, არათუ ექსპორტზე გასატანი :!: თუ ღვინის ხარისხის კონტროლი მოხერხდა, ისეთი წეწვა გლეჯა იქნება ნამდვილი ღვინის ყიდვაზე, რომ გლეხი ქარხნებს კი აღარ ჩააბარებს, თვითონ დააყენებს ღვინოს და პირდაპირ სახლში მიუვა რესტორნებიდან მყიდველები. მერე ღვინის ფასიც რეალურად სამართლიანი გახდება და გლეხიც გამდიდრდება :!: აბა ეს სამართალია, ერთი ნახევარლიტრიანი კათხა ვითომ ლუდი და ღვინო ერთი ფასი ღირდეს :?: მაგრამ ფიქრობს ვინმე ამაზე :?: მე საერთოდ ავკრძალავდი საქართველოში, როგორც ღვინის ქვეყანაში ფალსიფიცირებული ღვინის დასამზადებელი მასალების შემოტანას.
აუ კიდე რამდენი მაქვს დასაწერი ამ თემაზე და საერთოდ რამდენი რამე მაწუხებს(პირადს არ ვგულისხმობ)..............
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 16:18

ქვევრმა კარგად დაწერა, ღვინო სულიერიაო და ამიტომ კაცს უყენდება ღვინო და არა ტექნოლოგიასო.
ამიტომაა თუ იშოვე კაცისგან ღვინო ღვთიურია და თუ მაიმუნისგან, უვარგისია.
ისე გარაჟში რომ კაცმა დააყენოს სპირტის კასრში, ეგეც გამოვა, თავად გამისინჯავს.
:wink:
აი ჩვენ უკვე სამნი ვართ , ღვინის მოტრფიალენი და არ ავღნიშნოთ?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 16:22

ლეონტი wrote:ქვევრმა კარგად დაწერა, ღვინო სულიერიაო და ამიტომ კაცს უყენდება ღვინო და არა ტექნოლოგიასო.
ამიტომაა თუ იშოვე კაცისგან ღვინო ღვთიურია და თუ მაიმუნისგან, უვარგისია.
ისე გარაჟში რომ კაცმა დააყენოს სპირტის კასრში, ეგეც გამოვა, თავად გამისინჯავს.
:wink:
აი ჩვენ უკვე სამნი ვართ , ღვინის მოტრფიალენი და არ ავღნიშნოთ?
დაყარე პურმარილი და ამოგივლით საღამოს მე და გირა

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 16:25

ეხლა მარხვაა, ამიტომ მექნება პური, ღვინო, ვაშლი, კომბოსტო და თევზის კონსერვი.
მოსულა?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 16:26

ლეონტი wrote:ეხლა მარხვაა, ამიტომ მექნება პური, ღვინო, ვაშლი, კომბოსტო და თევზის კონსერვი.
მოსულა?
ლობიო და მწნილიც მიამატე და ყველაეფრი აჟურშია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 16:31

ლობიოს დრო უნდა წნილი იქნება.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 16:31

ლეონტი wrote:ლობიოს დრო უნდა წნილი იქნება.
მაშინ კარტოშკა დაყარე ტაფაზე


User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GIRA » 12 დეკ 2008, 17:18

ვინც არა
კაი თევზი ჩემზე იყოს, თუ ღვინო ღვინოდ ღირს.......

უი დღეს პარასკევია :oops:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 18:46

სად ხარ გირა, ნახალოვკისკენ წამოდი.
ქვევრს შენი ნომერი წაეშალა.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GIRA » 13 დეკ 2008, 01:21

ლეონტი
ქვევრს აუხსენი მიზეზი ჩემი არწამოსვლის, გამიგებთ ალბათ და მომიტევებთ.
სხვა დროს იყოს რაააა :D
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 19 დეკ 2008, 12:51

ალბათ უმეტესობას ნანახი ექნება მეფე ერეკლე მეორეს ხმალი, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ქართულ ხმალს, შექმნიდან დღემდე, გარდა მცირედი სახესხვაობისა ცვლილება არ განუცდია და სრული თუ საბოლოო სახე მან მრავალი საუკუნის წინ მიიღო. ხმლების უამრავი ფორმა არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ქართული ხმალი სწორედ ისეთი იყო, როგორსაც მეფე ერეკლე და სხვა ქართველი მეფეები ატარებდნენ. ის კი არა, საქართველოში ნაპოვნი ბრინჯაოს ხმლებიც კი თვიანთი ორიგინალური ფორმით, დიდათ არ განსხვავდებიან ქართული ხმლის საბოლოო ფორმისაგან და მათ დღევანდელ ხმალთან ბევრი საერთო აქვთ. ქართული ხმლის ფორმა ერთ დღეში არავის მოუფიქრებია, არამედ ეს ხანგრძლივი პროცესი ემყარება მრავალწლიან დაკვირვებას თუ გამოცდილებას. ქართული ხმლის ბუნება, ფორმა თუ ხასიათი მისადაგებულია ქართველი კაცის მარჯვენასთან. სწორეთ ამიტომაც ქართულ ხმალს ანალოგი არა ჰყავს არსად მსოფლიოში და იგი შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ქართველს ეჭიროს, რომლის ხელშიც ხმალი პირველ რიგში ფარი იყო და შემდგომად ხმალი. თუკი სხვა, ბევრი ერისათვის ხმალი წარმოადგენდა თავდასხმის, ძარცვისა და ჟლეტვის იარაღს და უნდა აღინიშნოს რომ, მსოფლიოს ხალხთა უმეტესობას ხმალი სწორედ ამისათვის ესაჭიროებოდა, ქართველებისათვის იგი თავდაცვის იარაღი იყო ყოველთვის, ამავდროულად ქართულ ხმალს უნდა გაეძლო ათასი რჯულიანისა და ურჯულოთა შემოსევისათვის. თავისთავად ცხადია მომხვდური მტერი ეცდებოდა გამოეჭედა ქართულ ხმალზე უფრო მტკიცე და ბასრი ხმალი და ჭედავდა კიდევაც, მაგრამ ვერც რჯულიანმა და ვერც ურჯულომ ვერ მოახერხა, უთვალავი მცდელობის მიუხედავად მორეოდა ქართულ ხმალს, რადგან მათ ხმალს თუმცა კი ჰქონდა სიმტკიცე, ფორმა, ფხა და არც ურიგო ფოლადისაგან იყო ნაჭედი, მაგრამ აკლდა ის უმთავრესი რასაც სისწორე თუ სიმართლე ჰქვია. მახსენდება დიდი ილიას ერთი პატარა ლექსი:
“ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო
ადრე ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.”
დიდი ილია ამ პატარა ლექსში გადმოგვცემს იმას, რომ თუკი ფარს დროულად და მართებულად გამოიყენებ, იგი მოქნეულ ხმალს, ამ ბასრ იარაღსაც კი აჯობებს და გააცუდებს. მართალია, ბრძოლაზე თუ მიდგება საქმე ხმალი ხმლითავე უნდა იძლიოს, (როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ) და არა ხვეწნა მუდარითა და შენი ჭირიმეს ძახილით, (როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს) მაგრამ დიდი ილია შეფარვით სწორედ ქართულ ხმალზე გვესაუბრება თავის ლექსში, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, ქართველი კაცის ხელში ფარის დატვირთვას ატარებდა. მაშ ასე, ერთია ის, თუ რამდენად კარგად არის ნაჭედი ხმალი, და მეორეა ვის და რატომ უჭირავს იგი ხელში. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ხმლის ჭერას გარდა მისი ჭერის ცოდნისა, სიმართლე და რწმენაც უნდა. აბა ერთი წუთით დავაკვირდეთ წმინდა გიორგის ნებისმიერ ხატს, მართალია ზოგიერთ ხატზე წმ. გიორგი ლახვარით ან შუბით ხელშია გამოსახული, მაგრამ ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ დავინახავთ არა ძალით, არა ხმლით, არა ლახვარითა თუ სხვა იარაღით დამარცხებულს, არამედ რწმენით დამარცხებულ გველეშაპს. მართლაც და ხატებზე გამოსახულ წმინდა გიორგის არა აქვს მებრძოლი ადამიანის მარჯვენა, მიუხედავად იმისა რომ წმინდა გიორგი მართლაც უძლიერესი მეომარი იყო. ესე იგი ხმლის ჭერას და ბრძოლას, გარდა ვაჟკაცობისა, რწმენაც ესაჭიროება და თუკი ვაჟკაცი რწმენით აიღებდა ხმალს მარჯვენაში, მაშინ ვერანაირი მოსული რჯულიანი თუ ურჯულო ვერ დაუდგებოდა წინ. ალბათ სწორედ ამ მტკიცე სამეულს: ხმალს, რწმენასა და ვაჟკაცობას მიუძღვნა ეს პატარა ლექსი ერთმა უბრალო მოხევემ, რომელსაც ამ ზაფხულს შევხვდი ხევში, წელზე სატევარი ერტყა. თითო არაყი რომ გადავკარით სატევარი ამოიღო ქარქაშიდან და მეუბნება: ერთი ლექსი მომადგა გულზე და სანამ დამავიწყდა უნდა გითხრაო. გაოცებული შევყურებდი ამ მოხევეს და თან ვფიქრობდი, ამ ერთ წუთში ამ უბრალო კაცმა ესეთი ლექსი როგორ მოიფიქრა-მეთქი.
“შენ ჩემი თეთრო რკინაო
ფოლადო მაღლის მთისაო,
შენი ტანისა ზრიალი
ლურჯაის რაშის ხმისაო,
შენი ფხაისა ნაჭდევი
გულშიმც მანახვა მტრისაო,
ნუმც გეღალატოს, გამიჭერ
თუ გწამავს მადლი ღვთისაო.”


თქვენი მონამორჩილი. მცხეთა 2007 წ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 26 იან 2009, 22:13

და იყო ქართლს შინა პური და ღვინო ფრიადი...
მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ მოიაზრება. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგიობრივი ჯიშების არსებობა. აღნიშნული ვაზისა თუ ხორბლის ჯიშები, რომელთაც უდაოდ ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში, წარმოადგენენ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ვაზისა და ხორბლის ჯიშების გამოყვანა, ეს არ იყო არც ერთი და არც ორი წლისა და თუ გნებავთ ათწლეულის საქმე, მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა ათეული და ასეული წლები მოანდომა, რომელი დროც ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან. ამ ჯიშთა ბუნება ფაქტიურად იგივეა, რაც ქართველი კაცის ბუნება. ქართული პურ-ღვინო ეს ის პროდუქტებია, ურომლისოდაც ქართველი კაცი არ არის სრულფასოვანი ქართველი. თუკი ჩვენ ჩვენს წმინდათა წმინდა სამეულს, ენას, მამულსა და სარწმუნოებას ცალ-ცალკე განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მამულში არა მარტო ტერიტორია არამედ პირველ რიგში სწორედ ქართული პურ-ღვინო მოისაზრება. იგი მეორე მხრივ ეხმაურება ასევე ენასა და სარწმუნოებასაც და ეს ყოველივე შესაძლოა განხილვის საგნადაც გახდეს იმ გაგებით, რომ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების მთავარი სიმბოლო- ზიარება, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, თავდაპირველად სწორედ პური და ღვინოა, ხოლო რაც შეეხება ენას, განა შეიძლება იმაზე მეტი ითქვას ამის შესახებ, როდესაც სიტყვა “ღვინო” სწორედ ქართული ენიდან გავრცელდა მსოფლიო ენებში და იგი წმინდა ქართულ სიტყვას წარმოადგენს? ქართული სოფლის მეურნეობის ეს ორი უმთავრესი დარგი ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის დასაყრდენსა და საფუძველს. სწორედ ამაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ წლის მოსავლის ავ-კარგიანობის განმსაზღვრელს საქართველოში ხორბლისა და ყურძნის მოსავლიანობა წარმოადგენდა, აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მთისა და ბარის განსაზღვრებად სწორედ ვაზი გვევლინებოდა და ამრიგად მთად იწოდებოდა ის ადგილი სადაც ვაზი არ ხარობდა სიცივისა და ზღვის დონიდან სიმაღლის გამო. ქართულ ხორბალს (“მახა”, “ზანდური”, “თავთუხი”, “დიკა”, “დოლისპური”, “ასლი” და სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზედ ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია. ამით სულაც არ გვინდა ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის კულტურას, მაგრამ მაშინ რას ნიშნავს ის ფაქტი, როდესაც ძალიან ბევრი ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად “საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ხორბალი?
ამათუ იმ ერის კულტურას ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ასევე მისი ბუნების მრავალფეროვნებაც. თუკი შესაძლოა რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ფლორასა ფაუნაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად ქართველმა კაცმა გამოიყვანა ისეთი ვაზისდა ხორბლის ჯიშები, რომლებიც არათუ მხარისა და რეგიონის არამედ ხშირ შემთხვევაში სოფლებისა ან სოფლებში კონკრეტული უბნებისა თუ ფერდების სახელს ატაერბენ? მაგალითად: ხორბლის ჯიშებიდან- თიანური დოლისპური, კორბოულის დოლისპური, მესხური დოლისპური და სხვ. და ვაზის ჯიშებიდან- ვერტყვიჭალური თეთრი, ინგილოური, ვაზისუბნის წითელი, წნორის თეთრი და სხვ. ეს ყოველოვე უდაოდ სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონეზე და განვითარებაზე მეტყველებს. მართალია ხორბლისა და განსაკუთრებით ვაზის ადგილობრივ ჯიშებს სიმრავლით ბადალი არა ჰყავთ, მაგრამ ვაზსა და ხორბალს არც ხილი ჩამორჩებოდა. მაგალითად ქართველი კაცის მიერ გამოყვანილი იქნა ისეთი უნიკალური და ადგილობრივ პირობებს ზედმიწევნით კარგად მორგებული და შეგუებული ვაშლის ჯიშები, როგორებიცაა მაგალითად: თურაშაული, აბილაური, შაქარნაბადა, ჯორისცხვირა, მესხური მსუქანა და სხვ. რომელთა ჩამოთვლა ისევე, როგორც ქართული კურკოვანი თუ თესლოვანი ადგილობრივი ხეხილის ჯიშების სახელების ჩამოთვლა ძალზედ შორს წაგვიყვანს. ჩემდა უნებურად მახსენდება ქართველი ბრძენკაცის მიერ გამოთქმული ერთი ქართული ანდაზა, რომელიც ზედმიწევნით კარგად გადმოსცემს დღეს-დღეისობით შექმნილ სიტუაციას, რომელიც შექმნილია როგორც საზოგადოდ, ისე კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში. “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”...
სამწუხაროდ საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თავიანთი ჭკუის მოკლეისობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ? მაშინ როდესაც თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა ჩვენს, ქართულ ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ თავისად ასაღებენ. შეიძლება ბევრი ქვეყნის მაგალითის მოყვანაც, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ შევჩერდები ერთ ფაქტზე, რომელიც ყველაზე უფრო თვალნათელ მაგალითს იძლევა, კერძოდ, ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელმაც არა მარტო ქართული ვაზის ისეთი ჯიშები მიითვისა, როგორებიცაა საფერავი და რქაწითელი და თავისად მიიჩნევენ, არამედ ქართულ სულგუნსაც სომხურ ყველად ასაღებენ. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს მაშინ, როდესაც ისინი ქართულ “მრავალჟამიერსა” და “ჩაკრულოსაც” თავიანთათ სთვლიან... რას იზავ, როდესაც ერს თავისი არაფერი შეუქმნია მაშინ იძულებულია ქურდბაცაცობით შეთხზას თავისი გაურკვეველი წარმოშობის, ბინდით მოცული ისტორია, მაგრამ ვიღაცეებს და მეტადრე ქურდბაცაცებს რა უნდა მოვთხოვოთ მაშინ, როდესაც ჩვენი შინაური მოკეთეები ქართულ პურ-ღვინოს გვიგინებენ და გვირყვნიან? ყველაზე უფრო გულსატკენი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს ჩვენი შინაური მოკეთეები ამ ყველაფრის ქადაგებას მთავრობის ტრიბუნებიდან ეწევიან. მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, საქართველოს მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ქართული გენოფონდის გადარჩენით თუ პირიქით მის განადგურებას და მოსპობას ცდილობდეს? თავის დროზე საქართველოში რუსმა თუ ევროპელმა ეგრეთწოდებულმა სპეციალისტებმა ჩვენი ვაიქართველების დიდი გვერდშიდგომით ვითომდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნების გასამდიდერბლად ჩვენში შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები, რასაც წარმოადგენდა ამ ყველაფრის მოტივი ეს ჩემთვის ძალზე კარგადაა გასაგები და ალბათ არც სხვებისათვის იქნება ეს ყოველივე გაუგებარი. ამ ყოველივეს მოჰყვა ის, რომ საქართველოში თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს(იქნებ არც თუ შემთხვევით) საქართველოში შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა. ამგვარივე რამ გამოიწვია თავის დროზე საქართველოში სიმინდის კულტურის გავრცელებამაც, რომელმაც ერთი მხრივ გამოიწვია ნიადაგების მასიური გამოფიტვა და გაღარიბება, ხოლო მეორე მხრივ მოჰყვა ის, რომ სიმინდმა განდევნა ისეთი კულტურები, როგორებიცაა ღომისღომი და ფეტვი, რომლისგანაც მზადდებოდა მჭადი. ყოველივე ახალი და თანამედროვე რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ამ ახალმა გავრცელება ადგილობრივი და დიდი ხნის წინ გამოცდილი კულტურის განდევნის ხარჯზე არ უნდა ჰპოვოს. თავის დროზე ამ ეგრეთწოდებულ ახალი და გამოუცდელი ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ილია ჭავჭავაძემ. იგი ამბობდა, რომ ისინი, ვინც დაუფიქრებლად და გამოუცდელად შეეცდებიან ჩვენში დანერგონ რაიმე ახალი ისე, რომ არ გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიცია და გამოცდილება ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავენ უმარცხოთო.
მაშ ასე, ჩვენს სასიქადულო მთავრობას გადაუწყვეტია საქართველოში შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ხრბლისა თუ ვაზის ჯიშები, ალბათ სწოერდ ამ ყველაფრის ნიადაგის შემზადებაზე მეტყველებს მათივე “ჭეშმარიტი ქართული საქმე”, რომელიც მიზნად ისახავს მთელს საქართველოში (ჯერ-ჯერობით მხოლოდ კახეთში) ქართული ვაზის ამოძირკვას და მოსპობას, რომელიც მეორე მხრივ ბრწყინვალე გაგრძელებაა შაჰ აბასისა, აღამაჰმადხანისა და თემურ ლენგის დაწყებული საქმისა. ნუთუ ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე პირველი და პრიორიტეტული საქმე და ამოცანა? ანდა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას გააკეთებდა რაც ეგრეთწოდებული დევნილთა ქალაქების შექმნით გაკეთდა? მაშინ, როდესაც ეს ხუხულა ბარაკები აშენდა საუკეთესო სახნავ-სათეს და სავენახე მიწებზე, რომელთა გაკულტურებაზე, გასარწყავიანებაზე თუ მათი ქარსაფარი ზოლებით უზრუნველყოფისათვის თავის დროზე უამრავი დრო, ენერგია და ფული დაიახრჯა? ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც ამდენი დაცლილი და გაპარტახებული სოფელია საქართველოს მთასა და ბარში. თითოეული ამ ბარაკის ფასათ ხომ სახლ-კარი მოვიდოდა თავისი სახნავ-სათესით ნებისმიერ სოფელში? ამით ხომ დაცლილი სოფელიც შეივსებოდა და გაძლიერდებოდა? ეხლა კი მხოლოდ ის გაკეთდა და მიიღწა, რომ არსებული საუკეთესო სახნავ-სათესიცა და სავენახე ფართობიც საბოლოოდ დაიკარგა და იქ აშენებულ დევნილთა ბარაკებში შესახლებული შრომას მიჩვეული მეურნეც საბოლოოდ მოსწყდა მიწას? არ ვიცი კიდევ რამდენი კითხვის ნიშანი დავსვა...
როდესაც ქართველ კაცს ქართულ ვაზსა და ხორბალს და აქედან გამომდინარე ქართულ პურ-ღვინოს წაართმევ და სანაცვლოდ ჰპირდები რაღაც გაურკვეველი წარმოშობის “ცარიელ” ჯიშებს, რომლებიც არცთუ იშვიათად გენური ინჟინერიის შედეგადაა მიღებული მაშინ, რაღაც მზაკვრულ ჩანაფიქრთან და გეგმასთან გვაქვს საქმე. აქ კი ჩემო ქართველებო ძალზე დიდი გულისხმევა და დაფიქრებაა საჭირო. ღმერთმა ნუ მოშალოს საქართველოში ქართული პურისა და ქართული, მართალი ღვინის მადლი, ამინ.
თქვენი მომამორჩილი
მცხეთა 2009წ
Last edited by qvevri on 04 თებ 2009, 14:24, edited 3 times in total.



ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]