Page 1 of 2

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 12:26
by ZVIOSULI
ძალიან დავირალე და მომბეზრდა და შესაბამისად
ეძღვნება ყველა "ოფისის მონას", ჩემი თმადობით


ნაჭერი I
თხემი

დღეს, გრიგორიანული კალენდრით 17 იანვარის პარასკებს, მაჯის საათის თეთრ ციფერბლატიდან თვალებს აშორებ, პირდაპირ იყურები და ტკივილით ხედავ კომპიუტერის მონიტორს. მისი ცალთვალა ეკრანი უღიმღამოდ მკვდრულად, მაგრამ მტკივნეულად შემოგშუქებს, საერთო ტკივილის სულისკვეთებას ამძიმებს და მახსენდება, რომ სამსახურში ვარ, მე, როგორც უსახური მსახური.
გამოსარკმელებული კომპიუტერი, კოლეგაა, იგივე თანამშრომელი. მის გარეშე არაფერი ხარ და ის შენს გარეშე, მსოფლიო მუცელაობის მშენებლობის საპატიო გზატკეცილზე.
კაცობრიობის დამოკიდებულება, დამოკიდებულება დამოკიდებულის გაგებით, რეალურად ამ კუზიანი პლასმასის მიმართ უფრო მეტია, ვიდრო სიგარეტზე ან ალკოჰოლზე.
ყველაზე ძლერ მიჩვევას ადვილი ცხოვრება იწვევს.
კომპიუტერი ბევრისათვის მესამე მეორე ნახევარი გახდა, მაშინ როცა ტელევიზორი მიატოვა. ჩემთვის ის პირველი ნახევარია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი უსახური მსახურობის დროს.
ვირტუალური სექსი და სიამოვნების ინფორმაციული ბაიტები, ციფრული ელექტრო-ნერვული დაბოლოებებიდან პროცესუალურ ტვინში და პლასმასის სტერილური სულიერება.
დამიხსენით ცნობილობის, სილამაზის და სიმდიდრის ვალდებულებისაგან.
მგონია, რომ მოგვატყვილეს ვალდებულების არსებობის სავალდებულობაზე.
ამ გარემოში სრული სიმშვიდით ვხვდები, თუ, როგორ ვხდები სულ უფრო და მეტად სოციალურად დამონადირებული და ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
თეთრი ფურცლებით და წვრილმან-მსხვილმანი საკანცელარიო ხარახურით გავსებულ, აქაური კედლების მსგავსად, ბაც, მონაცრისფრო, წაულურჯებსავით სამუშაო მაგიდასთან, ელექტროზირებულ ყუთის წინ ვზივარ და სასტიკად მტკივა შიგნეულობა, მტკივა, მაგრამ არანაირად არ ვცდილობ ტკივილი გამოვხატო, ან გამოვინთავისუფლო, რადგან ყოველივე უფლის ნებით ხდება.
ტკივილი.
ამინ.
ტანჯვა.
ამინ.
ტკივილი ღვთისა და უფლის და სამშობლოსა და ხალხის სახელით.
მელნის საზღვრებში, ქვის კედლებით და ვაზნებით დაცული...
გადამარჩინეთ სიკეთის, სიმართლის და სიყვარულის იდეალებისგან.
ოთახში სადაც ვმუშაობ, ან ვშრომობ კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი შრომობს. მარტოობა ე. წ. უფროსობის პრეროგატივაა.
კომპიუტერული ეკრანის რადიაციითა და მტკინვეულებით ვიმუხტები, ვივსები, ვსივდები, ვბინძურდები, ოღონდ არ ვიცი რისთვის. იქნებ მენანება გარემოს გადავულოცო, მოვულოცო, ან დავულოცო ჩემი ტკივილით? ტკივილი და მისი დაუნდობელი სიბასრე, ჩემი არსებობის არსებითი შემადგენელი ნაღძობი ნაჭერი.
ხორცის ნაჭრები ბაზარში. ხორცის ნაჭრები კომპიუტერებთან, რომლებიც კომპიუტერებთან გატარებული დროს სანაცვლოდ ყიდულებენ ბაზარში ხორცის ნაჭრებს, რომ გამოიზარდლეშონ თავიანთი ხორცეულობა და შექმნან ახალი ხორცის ნაჭრები, რომლებიც დაჯდებიან კომპიუტერებთან და ყველაფერი არ დაიწყება თავიდან, არამედ განმეორდება, კიდევ და კიდევ, და კიდევ...
გულწრფელად მინდა ვთქვა – ამინ, უკუნითი უკუნისამდე.
ბავშვობიდან მაწუხებს შიგნეული მუცლის ტკივილები. რეალური. მჭრელი. დამთრგუნავი შიგნეულის ყრუ ტკივილი, მაგრამ ვითომ სუფთა თეთრხალათიანი ბიძიები და დეიდები დიაგნოზს ვერ მისვავენ. მე კი ვთვლი, რომ არაფერი არ მჭირს, მხოლოდ მუცლის არეში აუტანლად მჭრის... მჭამს... მჭრის... მაგრამ ტკივილს, ავადმყოფობას, ჩირქის ნერწყვთან ერთად ყლაპვას, სოციალურ თუ ველურ ჩაგვრას, ისევე, როგორც ცისფერ თვალებს, ყველაფერს ხომ თავისი დანიშნულება აქვს, ამიტომ ვთვლი, რომ არაფერი არ მიჭირს, როცა მუცელეულობის ატოკებულ არეში ტკივილი ასატანი აუტანლობით მჭამს.
გულწრფელად - მტკიოდეს.
ჩემი თავის ტკივილი. მხოლოდ ჩემი.
თითქოს ტვინი ძვალს ღრღნის და იტლაკვნება. ღრღნის, სადღაც შიგნით, ღრმად, ჩემი იურისდიქციის მიღმა. ტვინს მფხოჭვნის... მაგრამ მე ვარ, სრულიად ძლიერი და დაუმარცხებელი, რადგან გამაჩნია შეუვალი სადისტური იარაღი: რაც უფრო უარესად ვარ, მით უფრო მეტად ვღებულობ ტკივილს! მით უფრო მეტს მოვითხოვ, ვიდრე ვღებულობ! კიდევ, უფრო მეტი და კიდევ! თეორიული საზღვარი არ არსებობს. და სადღაც აქვეა მარადისობა. საბოლოოდ, თუ გაავებული ცერბერი მეცემა და დამიწყებს ჭამას ამის საპასუხოდ ჩემს სულში აღმომხდება ყვირილი – მეტი! უფრო მეტი! უფრო დიდი მონსტრი მომიქსიეთ, ეს ცოტაა, მეტი კბილებით, მეტად დიდი ეშვებით! მეტი სიბარე! მეტად აუტანელი ტკივილი, უარესად ბასრი, მეტი! კიდევ... მაგრამ, სინამდვილეში ვნების, ანდა ვნების საზღვრები მარადისობას ვერც კი უახლოვდებიან და ჩვენში ცერბერები სამწუხაროდ აღარ დარბიან.
შედეგად ტკივილი ჩემი ხდება, შემადგენელი ნაწილი და არა მომთაბარე მტერი, რომელსაც შემთხვევით გადავეყარე და რატომღაც, რომ არ უნდა მტკოდეს?
დამიდასტურეთ, რომ არ ვარ რაიმე განსაკუთრებული, იმისთვის, რომ არ მტკიოდეს! გთხოვთ!
ვიყო ცუდად.
მოწყენილი.
იუნტერესო.
შტერი.
ღატაკი.
უსახელო.
მარტო.
მე, არ ვარ რაიმე განსაკუთრებული, იმისთვის, რომ არ ვიყო მოკვდავი. პოტენციური გვამი, მყრალი, გახრწნადი, დამპალი ხორცი. და არ არის სავალდებულო, რომ ჩემი ლაღი, სპეტეკი სული ცის კამერებში მსუბუქი მოსვენებულობით დაფრინავდეს.
გთხოვთ, დამიდასტურეთ, რომ არ ვარ სამოთხის ღირსი!
ერთხელ, კარგი მეხსიერების მქონე მოკვდავს წამოსცდა, მე კი დამამახსოვრდა: “ადამიანს, რომელსაც უკვდავება უნდა, ფსიქიკურად ავადმყოფი და სულით მახინჯია და ამის გამო, მალავს თავის გახრწნად, ვერ იდეალურ, ვერ ჰარმონიულ, ვერ თვინიერ, ვერ მოწესრიგებულ სხეულს ტანსაცმელებში”.
კარგი მეხსიერების მქონე იურისტმა კი კითხვა დასვა: ვართ, თუ არა იურისტები მოკვდავნი? რადგან - სახელმწიფოს ე. წ. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ინდივიდის სიკვდილი გულისხმობს გულისა და სასუნთქი სისტემის, ან თავის ტვინის ყველა სტრუქტურის ფუნქციის შეუქცევად შეწყვეტას. პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია, ხოლო ნორმატიული აქტი არის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი, ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყებნების ქცევის ზოგად წესს. ხოლო იურისტებს სჩვევიათ ნორმათა თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირება, როგორც მოკვდავ ადამიანებს, თუმცა არ მგონია ეს იცოდნენ ჩემს სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში მომუშავე კანონისტებმა.
არ მენანება ჩემში შემომავალი ცხოვრება თავისი ტკივილით და ჩემი სამი უროს სიმძიმის სამსახურით, რომელშიაც ყოველი კვირის, ყოველი ხუთი დღის, ყოველ დილით, სახლიდან გამოსვლისას, ვოცნებობ რიხტერის შკალით 10, 15, 155 ბალიან, 3, 7, 60 წუთიან მიწისძვრაზე, როგორც ჟიმვა, რომლის შემგომ ეს ქალაქი, უზარმაზარ, ჩაუსახლებელ სამარეს ემსგავსება, როგორც გათავება და უდრტვინველობა, მიტოვებულ სასაფალოზე. ამ ოცნებადობიდან ნახევარ საათში სასამსახურო შენობაში გრილ გამარჯობათა თაიგულებს ვარიგებ და ვსვამ კაკაოს რძით. კაკაო ანტისნობიზმია, ერთგვარი თანამედროვე ა-ცერემონია. იაპონური ჩაის სმის რემეიკი. რძე, ინფანტილიზმი და ალბათობა. ერთობლიობაში სადღაც მე ჩემს თავს ვემსგავსები, რომელიც წარმომიდგენია, როგორც ე. წ. - მე.
ჩემი სამუშაო და მუშაობა:
ფურცლები.
კლავიატურა.
ვირტუალური ფურცლები.
მონიტორი.
ტვინი.
ასოები.
ფურცლები სიტყვებით.
მოჩხაპუნე თითები.
ასოციაციები.
პროცესორი და კლავიატურა.
სიტყვები სიტყვები ფურცლებზე.
მეტაფორები.
წინადადებები.
გრამატიკა თავისი ლოკალური შეცდომებით და პიროვნული გადაცდომებით.
ბევრი ფურცლები, ბევრი სიტყვები. ეს ჩემი სამ უროს შაუში მყოფი სამუშოა და მეც სასტიკად მტკივა შიგნეულობა, რომ აღარაფერი ვთქვა პლასმასის ნაფერებ თითებზე და გამოსხივებისა და განათლებულობის ტკივილისაგან დასიებულ, ატყვავებულ თვალებზე.
ღრძობად!
სამსახურში ჩემი თვალები არ ამზერენ, არამედ დაძაბულობისგან იჭყლარტებიან, მიუხედავად ამისა არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება, ანდა უნდა, რომ მოხდეს.
სრული უდვრტვინველობა.
მკვდარი.
ჩემი მომავალი მტერი და მეგობარი კაენი არ მუშაობს. კაენი შემოქმედებითობით ხელმძღვანელობს. კაენი საღრუბლო პირამიდის უმაღლესი წერტილია ნებისმიერ ციურ პირამიდაში, დოლარიანიდან და მასონისტურის მაგვარ ილუმინანტთა ნიშნებიდან. მეტაფორული მაგვარ-მსგავსივით.
კაენი ორგანიზატორი ტვინია ორგანიზაციულ ორგანანიზმში.
ჩემი ტვინი ფლობს მონაცემებს ტვინის ანატომიურ მახასიათებლებზე. ტვინში შედის ორი მილიონ ექვსასი ათასი ნერვული ძაფი, დაახლოვებით, ხოლო მისგან გამოდის ას ორმოცი ათასი, დაახლოვებით და როგორც წესი, ის რაც გამოდის, გამოდის ბრძანებით.
მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ.
კაენი ორგანიზატორი ტვინია ორგანიზაციულ ორგანანიზმში; სხვაგვარი გათავებებისთვის.
ნახევარი გამომავალი და ორი მილიონი შემავალი ნერვოიდი თვალის ფუნქციისათვის არის განკუთვნილი. კაენს ორი თვალი ქონდა და კიდევ ერთი. ფარული, ფარულის ფარულად ხედვისთვის.
გამომამზეურებელი, მაქსიმალური კონტროლი, მზის მაქსიმალური ზემოქმედება. ამონ რა, ფარაონის პირამიდა, კორპორაცია, ძალაუფლება და მილიონი ისე მოკვდება, ყველაფერ ამის გარეშე, და ამისთვის.
მონები გახდნენ ყრმები, ყრმები მუშები და ბოლო დროს თანამშრომლები.
მონათმფლობელები, ფეოდალები, ბურჟუები, მდიდრები.
“ჩემს” სასამსახურეობრივი კომპიუტერის კლავიატურას აკლია ერთი ღილაკი: “Dელეტე Aლლ”. დავიჯერო წარმოების დროს გამორჩათ?
კაპიტალისტურ-ინფორმატიკულ-ტექნოლუგიური დროის ხარვეზები.
მთავრობა კაენს ბრალს სდებდა 24 და 31 წლის მდედრობითი სქესის მოქალაქეთა თვითმკვლელობამდე მიყვანაში. მთავრობისთვის გაურკვეველი მოტივაციით, თუმცა კაენის მოტივაცია მხოლოდ ინტერესი იყო. უბრალოდ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა დანაშაულებრივად აინტერესებდა შესძლებდა თუ არა მდედრის თვითმკვლელობამდე მიყვანას, მსხერპლზე ფიზიკური ზემოქმდების გარეშე. მხოლოდ ფსიქოლოგია, სიტყვები და ლანდები. ემოციების ღვართქცოფი... ქალის სამყარო. ხედვა და სმენის სასაწაული. არა მამრები, მათ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია, სტატისტიკურად და მეტი სისასტიკით.
რაც უფრო მაღლა ხარ მით უფრო მეტს ხედავ, რაც უფრო მეტს ხედავ მით უკეთ აკონტროლებ და კაენიც დომინანტთა არა და ზე-დომინანტთა კატეგორიიდან არის, ტესტოსტერონის აღმავლობითი შეფარდებით, რომლებმაც იციან მხოლოდ ზემოქმედება; გადახედეთ ფსიქო-ფიზიოლოგიის სახელმძღვანელოებს, თუ არ გეშინიათ რწმენის დაკარგვის, რადგან დაფიქრება მოგიწევთ, ხოლო ფიქრი იწვევს კითხვებს, ბევრ უპასუხო კითხვებს, ეს უკანასკნელნი კი სტაბილურობის დაკარგვას, გაურკვევლობას, სიბნელეს, ან თვალისმომჭრელ შუქს, თრევას და გაქარიშხლებულ შინაგან ფართხალს, ძრწოლვას, რომელსაც შეუძლია ხორცი და ძვლები ერთმანეთს მოგლიჯოს... ვფიქრობ, ჯობს არ იფიქროთ. უბრალოდ გწამდეთ.
და ნუთუ ბრალეული რწმენაც არსებობს?
კაენი ზე-დომინანტთა კასტას ემსგავსება – მოსამართლეთა, ხელისუფალთა, რელიგიური თუ სამხედრო იერარქიის მაღლი საჯდომები და თავები. მეფეთა მაღალი გვირგვინები. გენერალთა აბზეკილი და ეპისკოპოსთა მაღალი ქუდები, მაგრამ კაენი მათ მიღმაა. ამ პრიმიტიულ პრიმატთა პატრიარქალულ ბრმა პრინციპებზე, მაგრამ არა კოსმოსში, სადაც “მაღლა-დაბლა” უხერხული მაჩვენებლებია, ანუ მეტაფორები, მაგრამ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ კოსმოსში ცხოვრობს. სახლში, სამშობლოში, ქალაქში, რეგიონში, მისამართზე, მაგრამ არა კოსმოსში, არა და რაა კოსმოსისთვის ქუჩა და მისამართი?
კაენი მეუბნებასავით: მჯერა, რომ ყველას აქვს უფლება სასამართლოში დასდოს ბრალი, იმისთვის რათა დასდოს ბრალი, იმას, ვინც არ შეესაბამისება ბრალმდებლის გარკვეულ შეხედულებეს, - პაუზა, - ან/და უბრაოდ უქმად ატარებს ცხოვრებას.
კაენი ალბათ ხუმრობს, მაგრამ მე დანამდვილებით მჯერა, რომ ყველას აქვს უფლება ბრალი დასდოს იმას, ვინც მას ბრალი დასდო ბრალის დასადებად, ან სხვა მიზეზით, ვინაიდან მას არ უნდა დაედო ბრალი, რადგან, მას არ უნდოდა ბრალი დაედო მისი მბრალმდებელისთვის ბრალდებისთვის და ნურც ნურავინ დამდებს ბრალს, თუ მისი სუბიექტურობა და ჩემი ვერ შეესაბამისებიან ერთმანეთს და ვგაუგებრობთ, თუნდ, ჩემი მბრალდებელი მიმიჩნევდეს უბოროტეს, საშინელ მონსტრად ამ მზის სისტემაში, რადგან ბოროტების, როგორც დანაშაულის (თუნდ ნებისმიერი დევიაციის, თუნდ ეველუციის კატალიზატორის როლში) ნებისმიერი ფორმის არსებობაში ბრალი მიუძღვის გარემოს. სოციალური მორალი, საზოგადოებრივი ზნეობა, მრევლის ღვთისმოსავობა, ინტელიგენციის ეთიკურობა, არისტოკრატთა იდიოტობა.
საკუთარი მორალური კრიტერიუმების სიმაღლიდან მსჯელობისას ნუ დაგავიწყდება, რომ ეგ სიმაღლეები არ არის უმაღლესი.
რა არის მართლა ზნეობრივი? - იმის აღიარება, რომ ყველას თავისი ზნეობა გააჩნია და ყველა ეს ზნეობა იმდენად ზნეობრივია, რამდენადაც მას ასეთად მისი მფლობელი, ანდა მონა თვლის?
ნააზრებადობის სიღრმე და მაშტაბურობა, რომელიც ჩემში გრძნობების დაჩაგვრით გარემოს არც მეტი, არც ნაკლები - ელერსებიან.
ვფიქრობ: ადამიანი თავის გარშემო ქმნის ისეთ გარემოს, როგორი ადამიანიც შექმნა გარემომ და კონკრეტული გარემო თავის თავში აყალიბებს ისეთ ადამიანს, როგორიც თავად გარემოა!
სამწუხაროდ, თავისუფალი ნების, თუ არჩევანისათვის თავისუფლი ადგილი აღარ რჩება და ადამიანური სეპარატიზმიც აღარ არსებობს.
ვფიქრობ: სახელიანი ღმერთიც აღარ არსებობს.
სიტყვის ღმერთი.
ლექსიკონი. ენციკლოპედია. განსაზღვრება. განათლება.
აზროვნების აზრი.
ინდივიდუალიზმი.
პიროვნების კულტი და კულტურა.
არანაირი ჩანაცვლება და გადანაცვლება მე არ მომიგონია.
კაენი მეუბნება, რომ სოციალური გარემო სჯის საკუთარ ძმებს და შვილებს იმის გამო, რომ მან ვერ (ყოველთვის ვერ და არასდროს არ) აღზარდა ისინი ისეთებად, როგორიც მას უნდოდა, ან აწყობდა, რომ აღზრდილიყვნენ.
მე ვფიქრობ, რომ იქ სადაც ყველაფერი კარგად არის ვერ გაჩნდება დანაშაულის, რá

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 13:05
by Gio-horus
:!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: კაენის მეგობარს... მეგობრული თაყვანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 13:25
by ZVIOSULI
Gio-horus
მეც მევასება :D

10X :D

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 13:43
by zika
კაენი მეუბნებასავით: მჯერა, რომ ყველას აქვს უფლება სასამართლოში დასდოს ბრალი, იმისთვის რათა დასდოს ბრალი, იმას, ვინც არ შეესაბამისება ბრალმდებლის გარკვეულ შეხედულებეს, - პაუზა, - ან/და უბრაოდ უქმად ატარებს ცხოვრებას. :wink:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:02
by ლეონტი
ZVIOSULI
wakiTxva mezareba da mokled ver metyvi razea saubari?

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:03
by ZVIOSULI
zika
არ გინდა, არ ჩაუღრმავდე.... :twisted:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:21
by zika
ZVIOSULI wrote:zika
არ გინდა, არ ჩაუღრმავდე.... :twisted:

კარგი...... :twisted:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:26
by kiki
უფს.......... :shock: :shock: :shock:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:30
by ilia
ნახევარზე მეტი ვერ წავიკითხე, ტვინი მეღრძო :D

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 14:35
by ZVIOSULI
ilia
ტვინღრძობილის დაწერილია და აბა რაიქნება Image

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 16:31
by teo-
es caikitxa vinmeeeeeeeeeeeeeem?

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 17:27
by Gio-horus
რა თქმა უნდა წაიკითხა))) და დიდი სიამოვნებითაც

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 21:26
by teo-
xo carmoudgenelia chemtvis aq ra unda iyos sasiamovno :roll: yvelas tavis shegnebit ezgveba, sheni shegneba ki gacilebit didia.......... :twisted:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 21:36
by Mta Mkvarebia
მეც რომ დამეზრა წაკითხვა, თავიდან მეგონა "თაღლაურა"-ს საწინააღმდეგო გქონდა რამე და გაავიფიქრე, რა შეგვიწუხა ამ თავის "მაჭახელა"-თი გულითქო. მერე რომ ვძლიე თავს და აქა-იქ გადავიკითხე, კი მივხვდი :wink: . რა ვიცი რა ვთქვა, ერთკვირიანი არდადეგების გამო რიტმიდან ვარ ამოვარდნილი და დამავიწყდასავით რა არის ყოველდღიური საოფისო რუტინა. მაგ კი არა მგონი მომენატრა :oops: . ჰოდა რა ვიცი რა, ხვალიდან მკითხეთ რა აზრი, როცა ისევ მოასწრებს მობეზრებას :D .

ისე შენი აზრწვეტიანობის იმედი მუდამ მაქვს ხომ იცი? :lol:

ანტი ოფისური..

Posted: 28 ოქტ 2008, 21:47
by perwkli
რა კარგია


არ მაქვს ოფისში ჯდომის ბედნიერება :?