’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’
Posted: 23 ოქტ 2008, 01:07
მართალია, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სამეგრელო მაინც ჩემი ’’ოდაბადეა’’...
ჩემთვის ის ერთი გაბმული ტკბილი მეგრული ნანაა. მიყვარს, მიყვარს და წელიწადში ორჯერ საჩუქარს ვუკეთებ საკუთარ თავს - ფესვებს ვუბრუნდები, ბებია-ბაბუის სახლს, მშობლებს ვსტუმრობ, ქალაქში რომ ყველაფერი დაყარეს და მოხუცი დედის მოსავლელად სოფელში რომ დაბრუნდნენ...
ესეც ქართველთა წესია და შვილების მოვალეობა - უმწეო მშობელზე ზრუნვა.
ჩემს შვილს ჩინეთში რომ ჰკითხეს -რა მდგომარეობაა საქართველოში უპატრონო მოხუცთა თავშესაფრების მხრივო, დაიბნა, ასეთი რამე არ ვიცი , ჩემს ქვეყანაში დედ-მამას შვილები პატრონობენო.
ეპატიება, არ იცოდა და ეს ძალიან გამიხარდა. მადლობა ღმერთს, ჩვენი შვილების მენტალიტეტი ჯერ არ გადაგვარებულა.
მე ვფიქრობ, დადგება დრო და მეც , წესისამებრ, მოხუც მშობელზე ზრუნვა ჩამიყვანს სამეგრელოში.
მანამდე კი, შორიდან ვეფერები...
ყველას უყვარს თავისი კუთხე, ჰო და აი მეც გავბედავ და სამეგრელოზე მოგითხრობთ. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი. სურვილი თუ ექნათ, ალბათ სხვებიც შემომეშველებიან
... მეშინია , დიდ რამეს შევეჭიდე, მაგრამ თქვენ ხომ აქა ხართ, იმედია, არ ჩავიძირები