’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 23 ოქტ 2008, 01:07

მართალია, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სამეგრელო მაინც ჩემი ’’ოდაბადეა’’...

ჩემთვის ის ერთი გაბმული ტკბილი მეგრული ნანაა. მიყვარს, მიყვარს და წელიწადში ორჯერ საჩუქარს ვუკეთებ საკუთარ თავს - ფესვებს ვუბრუნდები, ბებია-ბაბუის სახლს, მშობლებს ვსტუმრობ, ქალაქში რომ ყველაფერი დაყარეს და მოხუცი დედის მოსავლელად სოფელში რომ დაბრუნდნენ...

ესეც ქართველთა წესია და შვილების მოვალეობა - უმწეო მშობელზე ზრუნვა.

ჩემს შვილს ჩინეთში რომ ჰკითხეს -რა მდგომარეობაა საქართველოში უპატრონო მოხუცთა თავშესაფრების მხრივო, დაიბნა, ასეთი რამე არ ვიცი , ჩემს ქვეყანაში დედ-მამას შვილები პატრონობენო. :oops: ეპატიება, არ იცოდა და ეს ძალიან გამიხარდა. მადლობა ღმერთს, ჩვენი შვილების მენტალიტეტი ჯერ არ გადაგვარებულა.

მე ვფიქრობ, დადგება დრო და მეც , წესისამებრ, მოხუც მშობელზე ზრუნვა ჩამიყვანს სამეგრელოში.

მანამდე კი, შორიდან ვეფერები...



ყველას უყვარს თავისი კუთხე, ჰო და აი მეც გავბედავ და სამეგრელოზე მოგითხრობთ. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი. სურვილი თუ ექნათ, ალბათ სხვებიც შემომეშველებიან :)

... მეშინია , დიდ რამეს შევეჭიდე, მაგრამ თქვენ ხომ აქა ხართ, იმედია, არ ჩავიძირები :)
esec gaivlis....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ARCHILI » 23 ოქტ 2008, 01:17

აქა ვართ.. აქა... ხომ იცით, ახლა მეგრელები ყველგან ვართ, გვინდა თუ არ გვინდა და უნდათ თუ არ უნდათ...

:lol: :lol: :lol:


მოგვიყევით... ჩემთვისაც საინტერესოა ყველაფერი, რაც ასევე ჩემს ფესვებს ეხება...

:D

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 23 ოქტ 2008, 12:39

მართალი გითხრა, შენი იმედი, მართლაც, მქონდა ARCHIL_i
და თუ არ ხუმრობ... მესიამოვნა :)


დამასვენე, მომაგონე, მომეფერე ამინდია. ჰო და მეც ვეფერები მშობლიურ ფესვებს.
( აი, კიდევ ერთი პრივილეგია შინმჯდომი დიასახლისისა :wink:, აკეთებ იმას და მაშინ როდესაც გინდა :) )

შეიძლება მერე რაღაცა წავშალო, კი არა და მართლაც წავშლი :D , მაგრამ ახლა ასე მსურს...

ისე კი, მონოლოგი არ მინდა გამომივიდეს და რავიცი :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 23 ოქტ 2008, 13:22

საიდან დავიწყო არც კი ვიცი. ალბათ, ბავშვობის შეგრძნებებით, ყველაზე თბილი და ტკბილი გრძნობებით.

მერე შიგა და შიგ ხმელი ისტორიული ფაქტებიც შეიძლება, ოღონდ ისიც თბილად :), უამრავი ეკლესია- მონასტრებით, ხალხური ლეგენდებით და მითებით.

მოკლედ ყველაფრით იმით, რასაც სამეგრელო ჰქვია ...
’’აშო ჩელას’’ ფონზე დავიწყებ...



ადრე, ბავშვობაში სოფელს რომ ახსენებდნენ, რატომღაც, ყოველთვის სამეგრელო მეგონა. ვერც კი წარმომედგინა სხვა სოფლები თუ არსებობდნენ.

ბაბუას ყოველთვის გათვლილი ჰქონდა, არდადეგების დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაგვეცემოდა თავს და მივყავდით სოფელში, თქვენს მშობლებს რომ ველოდო თბილისში ამოგხდიან სულსო :)

მერე იყო ფუსფუსი და მატარებლის ვაგონების გრძელი მწკრივი.
თუ გაგვიმართლებდა, ’’კუპეს’’ ვიღებდით, თუ არა და - ’’პლასკარტს’’, მე არგამართლებას ვნატრობდი... ხალხის ჩოჩქოლის ცქერა მსიამოვნებდა.

ჰალსტუხიანი ბიძები და პომადიანი ფრჩხილებგალაქული ქალბატონები ზანტად ათვალიერებდნენ ვაგონის ფანჯრიდან პეიზაჟებს. მაგრამ გავცდებოდით თუ არა წიფის გვირაბს, უცებ ყველა ბავშვობაში ვარდებოდა.
ყველა, როგორც ერთი, მეგრულად იწყებდა საუბარს და უკვე ხალსტუხმოშვებული, მოღეღილი პერანგით და ვარსკვლავებით თვალებში იწყებდნენ ლაპარაკს მოსავალზე, ამინდებზე. თურმე ყველა სახლში მიიჩქაროდა, სოფელში დედ-მამასთან, ბებია- ბაბუასთან.

მაშინ მიკვირდა ასეთი მეტამორფოზა, ახლა არ მიკვირს...
esec gaivlis....


User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 23 ოქტ 2008, 13:25

chuna

ჩქიმი გვარი მუთუნს ვა იწიინს, მარა იშენ ქოიწიინქ :D ბაძაღუა ვორექ მა :)
Last edited by lali on 23 ოქტ 2008, 13:59, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 23 ოქტ 2008, 13:59

ალბათ გავაგრძელო არა ? :)

ვაგონის მაღალ ქანდარაზე შემოსკუპებულს თითქმის არ მეძინა. გულის ფრიალით ველოდი ჩაის ბუჩქების გრძელი მწკრივის გამოჩენას სამგზავრო ვაგონის, სიძველისაგან დაბურული, ორმაგი შუშის იქიდან. და რომ მოვკრავდი თვალს, უკვე ’’სოფელში’’ ვიყავი, თუმც ბებიას ჭიშკრამდე კარგა 3-4 საათი მაინც მაშორებდა.

ახლაც იგივე გულისფრთხიალი მაქვს სამარშრუტო ტაქსიდან რომ გადმოვალ, სოფლის სურნელს რომ ჩავისუნთქავ და განვთავისუფლდები მანქანაში ჩაჭირხნილი თბილისური ჰაერისაგან.

ჰაერში ბუხრიდან ამოსული კვამლის სუნია. სულ მიკვირდა, შეშა ყველგან შეშაა, მაგრამ აქაურს სულ სხვა სურნელი აქვს-მეთქი. ახლახანს მივხვდი, ეს თხმელის შეშის სუნია კარდალაში ჩაშუშული ღომის სუნთან შერეული...
თხმელის ხეს ’’თხომუს’’ ეძახიან მეგრელები.

თხომუზე გამახსენდა - წარმოიდგინე კეცზე დაწყობილ მის ფოთლებში გამომცხვარი მჭადი, ან მით უკეთესი, ჭვიშტარი :) , მერე ზიხარ ბუხრის პირას და ’’ფცქვნი’’ ფოთლებისაგან ოხშივარადენილ ჭვიშტარის ნატეხს... თავი სიზმარში გგონია...
esec gaivlis....


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ARCHILI » 23 ოქტ 2008, 23:42

lali


ფოტოები არ გაქვთ?..

ძალიან მოუხდებოდა ამ მონათხრობს...

მე ერთი მახსოვს... მართალია, მეგრელებს ყველაზე უმოწყალოდ ვაკრიტიკებ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, სამართლიანადაც, მაგრამ... ერთი საინტერესო შემთხვევა მახსენდება:

პირველად სამეგრელოში 20 წლის რომ ვიყავი, მაშინ გავემგზავრე, ისიც არა ჩემს ფესვებთან, არამედ ძმაკაცის სოფლეში...

ჰოდა... ავტობუსში, ჩემს გვერდით ერთი ზუგდიდელი ქალბატონი მოხვდა, მართალი გითხრათ, ჩემდა საუბედუროდ... ისე, რომ... სანამ ხაშურში ჩავიდოდით, მთელი მისი სანათესაოს, სამეზობლოს, სამეზობლოს სანათესაოს და სანათესაოს სამეზობლოს ამბები მომიყვა... ამას თან დაერთო ავტობუსში ჩართული თანამედროვე მეგრული ესტრადა...

ისე, რომ სურამში ჩასულს მკვდარივით ჩამეძინა, რასაც ვერასდროს ვახერხებდი ტრანსპორტში... არა და როგორ მიყვარს სურამს იქით გზის მეთვალყურეობა...

მოკლედ... მკვდარივით ჩამეძინა...

ერთ მომენტში, უცბად ძილში გული ამიჩქარდა, გამოვფიზლდი, მომენტალურად, გავახილე თვალები და გადავხედე გარემოს... თვალში განსაკუთრებული სილამაზის სიმწვანე მეცა, ისეთი, ასრად სხვაგან საქართველოში რომ არ მინახავს...

ჰოდა...

მოკლედ... ეს პირველი მეგრული სოფელი იყო, სამტრედიიდან რომ გადავუხვიეთ...

ესეც სისხლის ყივილი...

პირველი თეფში ღომიც ბოლომდე სამეგრელოში მივირთვი და კიდევ სხვა უამრავი რამ...

აი, რა გამახსენდა და მომინდა თქვენთვის მომეყოლა ქალბტონო ლალი...

:)


პ.ს. ჰო, მართლა. იქნებ, ეს გენახათ ქალბატონო ლალი

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2549&start=0

:wink:

აქ ჩემებური სამეგრელოა... :)

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 24 ოქტ 2008, 10:20

გმადლობ, ნინი

:)



ARCHIL_i
შემოგევლოს ჩემი თავი (ბოდიში ფამილიარობისათვის :) ). მგონი, ფორუმზე ასაკი არ არსებობს :wink: , აქ ყველა ერთნაირი ვართ :) და ჩემი სურვილი იქნება თუ თქვენობით არ მომმართავ.


ხოლო, რაც შეეხება შენს თემას ’’ფერმერული ესკიზები მარგალეთში’’, სწორედ ეს იყო სტიმული ჩემთვის სამეგრელოზე დამეწერა :)



სურათებთან დაკავშირებით კი... ერთ კვირაში მექნება :D

შემოდგომა მოვიდა და ის დროა, ჩემ თავს ისევ საჩუქარი გავუკეთო :D

სპეციალურად კარავისთვის გადავიღებ ფოტოებს, სიურპრიზებსაც გპირდებით :) , ვნახოთ, როგორ გამომივა
esec gaivlis....

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ZVIOSULI » 24 ოქტ 2008, 10:28

ელარჯი კუპატთან ერთად ხომ გემრიელია?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 24 ოქტ 2008, 11:00

ZVIOSULI

ჰმმ !

გქონია პირის გემო

:D :D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 24 ოქტ 2008, 11:36

თქვენის ნებართვით...



ადრე, თუ ჩემთვის სოფელი ჩაის პლანტაციების გამოჩენით იწყებოდა, ახლა, მანქანის ფანჯრიდან მწვანეში ჩაფლული მარტვილის მონასტრის სამრეკლოსა და ჯვრიანი გუმბათის დანახვით იწყება. აქვეა, ცხენისწყალს გადახვალ თუ არა მარჯვნივ.


ჯერ კი, ჯერ გზაა პირდაპირ, თითქოს თამაკონის მთაზე უნდა აგიყვანოსო. ეს მთა კავკასიონამდეა და როგორც კი ნოემბერში ჩამოთოვს - ე.ი. ზამთარიც დამდგარა. თამაკონის მთის გადათეთრებიდან სამ დღეში ჩემს სოფელშიც ჩამობარდნის. ეს იციან გლეხებმა და სასწრაფოდ აბინავებენ მოსავალს.


ყველამ იცის სოფელში ვის სჭირდება მოხმარება და არც გეკითხებიან ისე მოგადგებიან დილაუთენია ჭიშკარს. დასახმარებლად მოსულ მეზობლებს ’’ნოდი’’ -ს ეძახიან :D

აქეთ კაცები რომ ყანაში გავლენ, იქით ქალები ღობესთან მოგიხმობენ და ისე, სხვათაშორის, საუბარ საუბარში გადმოგაწვდიან ორ წველა ყველს, პრასის მწნილს და :D შეიძლება ვარიაც გაიმეტონ :D - დღეს ნოდი გყავს, შე ქალო, იქნებ კაცი სულ არ ხარ ამისთვის მზადო.

არა და მზადაა, მზადაა დიასახლისი. გუმანით იცოდა დღეს თუ არა ხვალ ნოდი ეყოლებოდა. აბა როგორ! ასე იცის სოფელმა :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 24 ოქტ 2008, 13:12

გზა... ე.ი. გზა

გზები კარგია, ოღონდ ცენტრალური. ასფალტი სარკესავით კრიალებს, მაგრამ გადაუხვევ თუ არა... სოფლის გზები...

არა, ასფალტს არავინ ითხოვს, ეს სასაცილოცაა, უბრალოდ, წვიმებისაგან გზები ირეცხება და შეკეთება სჭირდება, ქვა-ღორღის დამატება, მაგრამ სადაა...
ერთ კენჭს არავინ ამოგაღებინებს ცხენისწყლისა და აბაშის კალაპოტებიდან.
გაყიდულია, ბატონო, მაგას პატრონი ყავს და იმას ჰკითხეო :(

საფლავში გადაბრუნდებოდნენ ჩვენი წინაპრები ამის გამგონე...
esec gaivlis....

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by Int3lig3nt » 24 ოქტ 2008, 13:33

lali
სამეგრელოში ერთხელ ვარ ნამყოფი და კარგის მეტი არაფერი დამამახსოვრდა :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]