Page 1 of 3
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 10:17
by MIRANDA
მოდით ამ თემაში დავწეროთ (ან თუ გვაინტერესებს ვიკითხოთ) რა, სად, როდის, - გამოიგონეს, აღმოაჩინეს, მოხდა, უნდა მომხდარიყო და არ მოხდა და ა.შ.
ჰოდა, მე და konstantine-ს გვაინტერესებს - როდის, რისთვის, რატომ და სად გამოიგონეს
ქოლგა...
ვინც რა იცით ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ინფორმაციასაც მოიპოვებთ დაწერეთ

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 15:15
by konstantine
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:29
by kotetbeli
MIRANDA
მოდი, კარავი.გე-მ ვითამაშოთ ,,რა? სად? როდის?" გუნდებად დავიყოთ და ა.შ.
ფინალური შეხვედრა დავამთხვიოთ ახალ წელს ან რამე მასეთი, იდეებს კიდე დავყრით მერე
თუ გინდა სპეციალური ახალი თემაც გავხსნათ...
მოკლედ, მე დიდი სურვილი მაქვს

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:32
by marita 777
kotetbelი
მეც მინდა
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:35
by kotetbeli
marita 777
გაიხარე!

აბა ამოვქოქეთ სია:
kotetbeli
marita 777
?
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:38
by kotetbeli
მოდი, ცალკე თემა გავხსნათ...
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:52
by MIRANDA
kotetbeli
ვიცოდი, რომ ამ სათაურზე ეგ აზრი წამოვიდოდა. იდეა, როგორც ასეთი კარგია. მეც შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით... ქვევრი კარგი წამყვანი იქნება, საინტერესო გამოცანებს წერს ხოლმე, კითხვებსაც კარგს მოამზადებს (სხვების დახმარებით of course)...
ჰოდა, ამ პოსტებს იმედია ახალ თემას როცა გახსნით (იდეების კიდობანში) ჩვენი საყვარელი მოდერები იქ გადაიტანენ

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 18:59
by marita 777
MIRANDA
ქოლგის წარმოშობა არ ვიცი...ნეტა არავის ეცოდინება?
იაქტიურეთ იაქტიურეთ
საინტერესო თემაა

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 19:40
by konstantine
http://en.wikipedia.org/wiki/Umbrella
აბატონო შებრძანდით ამ ლინკზე და დეტალურად წერია ჩვენი ქოლგუნიას ისტორია....
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 20:16
by Bivrili
ქოლგა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 11 საუკუნეში არსებობდა. ქოლგის სამშობლოდ ჩინეთი ან ეგვიპტე ითვლება. ჩინეთში, ინდოეთში და ეგვიპტეში ქოლგა ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა და მათი ტარება მხოლოდ იმპერატორებსა და ფარაონებს შეეძლოთ.....
თავდაპირველად ქოლგები 1,5 მეტრი იყო და 2 კგ. იწონიდა.
ხელისუფალთ 13 ქოლგა ჰქონდათ, რაც მზის და მის გარშემო მოძრავ 12 ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო იყო.......
აღმოსავლეთიდან ქოლგა ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელდა, სადაც მათ უკვე ქალები იყენებდნენ....
დასავლეთ ევროპაში ქოლგა მე-18 საუკუნეში საფრანგეთში გაჩნდა და თავიდან ის მზისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა....
1750 წელს ინგლისელმა ჯონს ხენვეიმ პირველმა გამოიყენა ქოლგა, როგორც წვიმისაგან დამცავი საშუალება.......
თანამედროვე ქოლგების მრავალფეროვნებით ალბათ თვით ფარაონიც აღფრთოვანდებოდა........
დღეს უკვე არსებობს ქოლგა-წინასწარმეტყველი, რომელიც ავტომატურად იღებს ჩვენი საყვარელი ამინდის პროგნოზის საიტიდან შეტყობინებებს და მოსალოდნელი წვიმის შესახებ აფრთხილებს პატრონს.....
ქოლგა, რომლის სახელურში ჩამონტაჟებული ჩიპის საშუალებით შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ როგორც მისი შიდა სახე, ასევე ცვალოთ მისი თანმდევი ხმები .....(მაგალითად ტყის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი გესმით და მისეირნობთ შუა ტრასაზე, ან ზღვის ფონზე ტალღების დგაფუნი გესმით და მიდიხართ თოვლში, თოვლის ფონზე კიდევ გუნდების სროლის ხმა გესმით......

...).............
და კიდევ ათასი საშინელება გამოიგონეს........ქოლგა ორისთვისო; ქოლგა, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაშიც შრებაო; არადასველებადი ქოლგაო (ლოტოსის ფოთლებისგან ამზადებენ); ადვილად აალებადი და აქროლვადი ქოლგაოოო ( ამას მე გამოვიგონებ მალე).........და ა.შ.
მე თუ მკითხავთ ქოლგა სულ არაა საჭირო.............
რა საჭიროა ქოლგა, როცა მზე გათბობს , წვიმა კი გასველებს..........
ვისაც გათბობა ან დასველება არ უნდა დარჩეს სახლში..............
რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 21:16
by MIRANDA
Bivrili
დიდი მადლობა
Bivrili wrote:
1750 წელს ინგლისელმა ჯონს ხენვეიმ პირველმა გამოიყენა ქოლგა, როგორც წვიმისაგან დამცავი საშუალება.......
ე.ი. წვიმისგან დამცველის ფუნქცია ქოლგამ XVIII საუკუნის 50-იან წლებში მიიღო....
საყურეების საკიდის ფუნქცია კი აგერ, XXI საუკუნის დასაწყისში დააკისრეს

(გადაღებულია ბარსელონაში... 2008 წლის აგვისტოში)

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 21:19
by ele
MIRANDA
ფუფალასაც კი შეშურდებოდა. . .

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 21:27
by MIRANDA
ესეც ჩვენი ჯონს ხენვეი

, რომელსაც ხალხი ძალიან გაკვირვებული უყურებს:

რა? სად? როდის?
Posted: 01 ოქტ 2008, 21:49
by MIRANDA
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ქოლგის შესახებ:
ინგლისი, უფრო კონკრეტულად კი - ლონდონი - ცნობილია მისი წვიმიანი ამინდებით და შესაბამისად იგი მიიჩნევა ქოლგების ქალაქად (არადა, სტატისტიკურად თურმე წელიწადის განმავლობაში პარიზში უფრო ხშირად წვიმს ვიდრე ლონდონში, მაგრამ პარიზელები ამას არასოდეს აღიარებენ... თუმცა ფაქტია - პარიზში 2 დღით ვიყავი და აქედან 1 დღე სულ წვიმდა).. ასე, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როგორც უკვე ბივრილმა აღნიშნა პირველი ადამიანი, რომელმაც ქოლგა წვიმისაგან დასაცავად გამოიყენა ჯონს ჰენვეი იყო. სწორედ მან აქცია ქოლგა პოპულარული იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ვიცით დღეს.
სიტყვა "umbrella" არის ნაწარმოები ლათინური სიტყვიდან "umbra" - რაც ქართულად დაჩრდილვას, დაცვას ნიშნავს, "umbrella" კი "umbra"-ს პოეტური ვარიანტია და პატარა ჩრდილს ნიშნავს.
თავდაპირველად ქოლგა მხოლოდ ქალების მიერ გამოიყენებოდა მზისაგან თავის დასაცავად და ქალურ აქსესუარად მიიჩნეოდა. სწორედ ამას დაუსვა წერტილი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა ინგლისელმა ვაჭარმა, ჯონს ჰენვეიმ, როცა ქოლგა წვიმისაგან დასაცავად გამოიყენა და აქცია იგი ბრიტანელი ჯენტლმენის მნიშვნელოვან თანამგზავრად.
დაახლოებით 1800 წლისათვის ქოლგა საკმაოდ ბევრს იწონიდა, დაახლოებით 5 კგ-ს (ახლა ავწონე ჩემი ქოლგა და სულ რაღაც 500 გრამია), ამის მიზეზი კი ის მასალა იყო, რითაც ქოლგას აკეთებდნენ - ხე და ვეშაპის ძვალი...
რა? სად? როდის?
Posted: 02 ოქტ 2008, 03:37
by MIRANDA
მოკლედ, ამის მერე მასალა შეიცვალა, უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი მასალით ამზადებდნენ ამ ჩვენს (როგორც konstantine იტყოდა) ქოლგუნიას. შესაბამისად მისმა ღირებულებამაც დაიკლო, წარმოიდგინეთ რა ეღირებოდა როცა მისი დამზადება 1 ცენტიც კი არ ჯდებოდა
ჰოდა, იმის შემდეგ ჩვენი ქოლგუნია დიდად არ შეცვლილა. ძირითადად არის შავი და წვრილი, სათანადოდ დახვეული და დამაგრებული - როცა არ წვიმს და მოხდენილად მორგებული ხელში - როცა წვიმს.
1715 წელს პარიზელმა მეწარმემ მარიუსმა განაცხადა, რომ მე გამოვიგონეო ისეთი ქოლგაო, რომელიც შეგიძლიათ ჯიბით ატაროთო... XIX საუკუნეში კიდევ ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ ქოლგა უფრო მოსახერხებლად სატარებელი გამხდარიყო (აბა ჩემი ქოლგა ისეთი გრძელია, რომ .. სულაც არ არის მოსახერხებელი.. თუმცა - მიყვარს)..
1852 წელს ბატონმა ჯონ გოჯმა საზოგადოებას გააცნო თვით-გახსნადი ქოლგა.. ეს მოხდა
პარიზში (ხომ ვთქვი, პარიზში ხშირად წვიმს-თქო)..