ქოლგა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 11 საუკუნეში არსებობდა. ქოლგის სამშობლოდ ჩინეთი ან ეგვიპტე ითვლება. ჩინეთში, ინდოეთში და ეგვიპტეში ქოლგა ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა და მათი ტარება მხოლოდ იმპერატორებსა და ფარაონებს შეეძლოთ.....
თავდაპირველად ქოლგები 1,5 მეტრი იყო და 2 კგ. იწონიდა.
ხელისუფალთ 13 ქოლგა ჰქონდათ, რაც მზის და მის გარშემო მოძრავ 12 ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო იყო.......
აღმოსავლეთიდან ქოლგა ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელდა, სადაც მათ უკვე ქალები იყენებდნენ....
დასავლეთ ევროპაში ქოლგა მე-18 საუკუნეში საფრანგეთში გაჩნდა და თავიდან ის მზისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა....
1750 წელს ინგლისელმა ჯონს ხენვეიმ პირველმა გამოიყენა ქოლგა, როგორც წვიმისაგან დამცავი საშუალება.......
თანამედროვე ქოლგების მრავალფეროვნებით ალბათ თვით ფარაონიც აღფრთოვანდებოდა........
დღეს უკვე არსებობს ქოლგა-წინასწარმეტყველი, რომელიც ავტომატურად იღებს ჩვენი საყვარელი ამინდის პროგნოზის საიტიდან შეტყობინებებს და მოსალოდნელი წვიმის შესახებ აფრთხილებს პატრონს.....
ქოლგა, რომლის სახელურში ჩამონტაჟებული ჩიპის საშუალებით შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ როგორც მისი შიდა სახე, ასევე ცვალოთ მისი თანმდევი ხმები .....(მაგალითად ტყის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი გესმით და მისეირნობთ შუა ტრასაზე, ან ზღვის ფონზე ტალღების დგაფუნი გესმით და მიდიხართ თოვლში, თოვლის ფონზე კიდევ გუნდების სროლის ხმა გესმით......

...).............
და კიდევ ათასი საშინელება გამოიგონეს........ქოლგა ორისთვისო; ქოლგა, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაშიც შრებაო; არადასველებადი ქოლგაო (ლოტოსის ფოთლებისგან ამზადებენ); ადვილად აალებადი და აქროლვადი ქოლგაოოო ( ამას მე გამოვიგონებ მალე).........და ა.შ.
მე თუ მკითხავთ ქოლგა სულ არაა საჭირო.............
რა საჭიროა ქოლგა, როცა მზე გათბობს , წვიმა კი გასველებს..........
ვისაც გათბობა ან დასველება არ უნდა დარჩეს სახლში..............