გლობალური დათბობა და საფრთხეები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2008, 06:14

21ე საუკუნეში კაცობრიობა ურთულესი პრობლემის წინაშეა.
ტექნოლოგიების განვითარება-მასობრიობამ, ბუნების მიმართ გამოჩენილი სასტიკი დამოკიდებულების
გამო, რეალურად გვემუქრება გლობალური დათბობა, რაც, საბოლოოდ დედამიწაზე ცხოვრებას შეწყვეტს.

ყოველდღიურად ადამიანები ანადგურებენ ტყის უზარამაზარ მასივებს, მანქანების სულ უფრო და უფრო მეტი
გამონაბოლქვი იფრქვევა ჰაერში, უამრავი სამრეწველო საწარმო აბინძურებს გარემოს, უფრო და
უფრო მეტი ქიმიური საშუალება და ელექტროენერგია გამოიყენება ყოველდღიურ ყოფაში.

წლიდან წლამდე დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა მატულობს, რაც ყინულის დნობას უწყობს ხელს.

21 საუკუნის ბუნებრივი კატასტროფები - 2004 წლის ცუნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,
დამანგეველი ქარიშხლები კატრინა 2005ში და გუსტავი-აიკი 2008 წელს ცენტრალური ამერიკაში პირდაპირაა
დაკავშირებული საყოველთაო დათბობასთან.

დედამიწის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, დაახლოებით 20 წელიწადში კაცობრიობის მთავარ საზრუნავად
არა ტერიტორიული მოწყობა ან დემოკრატია-ტერორიზმი, არამედ დათბობის შედეგად გამოწვეულ
კატასტროფებთან ბრძოლა იქნება.

ვფიქრობ, თითოეული ადამიანის საზრუნავი გლობალური დათბობის თავიდან აცილება უნდა იყოს.

რა შეგვიძლია ჩვენ, მთლიანად "კარავმა" გავაკეთოთ?
როგორ ავირიდოთ საფრთხეები, რომლის სიმძიმესაც ჩვენი ქვეყანაც გრძნობს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 სექ 2008, 06:23

ცნობილია, რომ გარემოს ყველაზე დიდი დამბინძურებელი ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი, შეერთებული შტატები, ბრაზილია.

გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ სერიოზულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირი.
მასში შემავალ ქვეყნებს საგანგებო მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ წაყენებული.
ევროპის 1-1 სუფთა ქვეყანად გერმანია მოიაზრება, ჭუჭყიანად კი - უკრაინა, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის
ატომური ელსადგურის აფეთქების გამო 300 წელი კიდევ ვერ გათავისუფლდება ამ სიმძიმისგან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 სექ 2008, 01:30

საქართველოს რაც შეეხება, ამ მხრივ ყველაზე დაბინძურებული გარემო თბილისში, რუსთავში, კასპსა და ზესტაფონშია.

ამ ქალაქების თითქმის არც ერთი სამრეწველო საწარმო ზედმიწევნით არ იცასვ მავნე გამონაბოლქვებთან დაკავშირებულ ნორმებს.

შედარებით მოწესრიგებულად ბოლნისის რაიონში მდებარე მადნეულის ქარხანაა.

თბილისში მტკვრის სანაპიროებთან ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლენილი.
ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია, რომლის უდიდესი ნაწილი ან გაუმართავია ან
დაბალი ხარისხის საწვავით მოძრაობს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by kotetbeli » 29 სექ 2008, 02:53

ყოველივე ამის ფონზე, ჩვენი ბიუჯეტიდან გარემოს დაცვის სამინისტროსთვის თუ არ ვცდები მხოლოდ 1.3 მლნ. ლარია განსაზღვრული წლიურად, როცა ზოგ სამინისტროს მილიარდზე მეტი აქვს, ზოგსაც - ასობით მილიონი.

სამინისტროებს თავი გავანებოთ და ასევე საჭიროა ანალიზი ყველა იმ საწვავის რაც თბილისში იყიდება, შეესაბამება თუ არა აღნიშნულ ხარისხს... როგორც იცით, გახშირდა ტყვიის შერევა საწვავში, რაც ძალიან ცუდ მაჩვენებლებს გვაძლევს :(

ქარხნები როდის გახდებიან ვალდებულნი შეიზინონ სპეციალური ფილტრები.

ნორმალურმა ქვეყნებმა სპეციალური ფილტრები დატესტეს ასევე მანქანის მაყუჩებზეც, გამონაბოლქვს ფილტრავს...

მაგრამ მე ამის გარდა ჩვენი ,,მიკროგარემოს დაცვა" მადარდებს გენმოდიფიცირების ფონზე :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 სექ 2008, 02:58

გენური ინჟინერია გარემოსთვის კიდევ 1 დიდი საფრთხის შემცველია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by teo- » 29 სექ 2008, 05:59

myinvaric dneba.... :oops:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by lama » 29 სექ 2008, 23:25

teo- wrote:myinvaric dneba.... :oops:
უშბაც :cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 სექ 2008, 03:19

მსოფლიოში ქაღალდის მზარდი მოთხოვნის გამო, სულ უფრო და უფრო დიდი მოცულობის ტყე იჩეხება.
ამ მხრივ 1ლ ადგილზე ინდონეზიაა.
მის კუნძულ სუმატრაზე თვალის დახამხამებაში ქრება ტყის მასივები.
ნედლეულს ძირითადათ საგამომცემლო საქმიანობებისთვის იყენებენ.
ევროპის მოწინავე გამომცემლები წიგნების უზარმაზარ პარტიებს ბეჭდავენ ინდონეზიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ქართველი გამომცემლებიც ბეჭდავენ ქართულ წიგნებს.

მკვლევარების ვარაუდით, ინდონეზიაში ტყეების ჩეხვის მაშტაბები ისეთი დიდია, რომ ეკოკატასტროფა გარდაუვალია.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის ცუნამმა სუმატრას უდიდესი ნაწილი გაანადგურა და 105 ათას ადამაინზე მეტი შეიწირა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by ლეონტი » 30 სექ 2008, 09:15

ამ თემას უნდა ერქვას :
მაქსიმუმ 20 წელი და მშვიდობით.
რადგან სიტყვა "კაცობრიობა" ხმამაღლა ჟღერს.
უნდა ითქვას დედამიწის ბინადართა გაუმაძღარი ხროვა.
რადგან წყალბადის და სხვა ეკოლოგიური ტექნოლოგიების მიჩუმათება ხდება ამა სოფლის ძლიერთა მიერ.
რადგან მუდმივი კონკურენციაა, ვინ ვის რას გამოგლიჯავს და ყოველდღიურად იმაზე მეტი გამანადგურებელი იარაღი მზადდება, ვიდრე ხე ირგვება ან სასიკეთო საქმე კეთდება.
მე პესიმისტი არა ვარ მაგრამ არც სირაქლემას პოზა მიყვარს.
თვალი გადაავლეთ რა პროგნოზებია სერიოზული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.
და ყველაფერი ამის ფონზე იწყება მსოფლიო ტერიტორიების რესურსების და გავლენებისთვის ახალი დიდი დაპირისპირება.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by qvevri » 30 სექ 2008, 09:31

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ (კარავი) უფრო აქტიურად უნდა ჩავებათ ნერგების დარგვის საქმეში. აბა მომავალი გაზაფხულისათვის ერთი მაგრად მოვემზადოთ. ისე ძალიან კარგი კაკლის ნერგები მაქვს ჩემი დარგულებია. ძველი ქართული ჯიშისებია. ვინმეს ხომ არ უნდა? რაოდენობა შეზღუდულია.
Last edited by qvevri on 09 ოქტ 2008, 11:46, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2008, 00:37

ლეონტი
ვიზიარებ შენი პათოსის დიდ ნაწილს

qvevri
შემოგი1დები ხეების დარგვაში
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ოქტ 2008, 00:39

გუშინწინ გირეველმა მწყემსმა შემომჩივლასავით, აგერ, გირევის თავზე გადმოკიდულ მთებზე მუდამ თოვლი იდო,
ბოლო 3-4 წელია, მისი ნასახი აღარ არის. წელს რომ თუშეთში სიცხე იყო, მსგავსი არ მახსოვსო.
გლობალური დათბობაა, აბა, სხვა რა არისო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ოქტ 2008, 16:24

მეცნიერთა დასკვნით, გარემოს ძნ აზიანებს სათბურები, ე.წ ორანჟერეები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by lama » 08 ოქტ 2008, 23:53

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეცნიერთა დასკვნით, გარემოს ძნ აზიანებს სათბურები, ე.წ ორანჟერეები
და ყაზბეგში ბევრი სათბური ვნახე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ოქტ 2008, 11:46

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეცნიერთა დასკვნით, გარემოს ძნ აზიანებს სათბურები, ე.წ ორანჟერეები
და ყაზბეგში ბევრი სათბური ვნახე :)
სათბური ბევრი აქვთ, რადგან სახელმწიფო მათ დიდი რაოდნობით გაზს აძლევს უფასოდ და ისინიც მას სათბურებისთვის იყენებენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]